აფხაზეთის ისტორიული პარადიგმა

აფხაზეთის ისტორიული პარადიგმა

https://www.youtube.com/watch?v=v6MiW2NmUMo 

ერთი ამათ მოუსმინეთ რა მეგობრებო. თუნდაც ნაწილს.....

არა, „აფსარი“ არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში.

ტიპაჟს დააკვირდით და რაც მთავარია დააკვირდით როგორი სუფთა რუსულით ლაპარაკობენ.

ეს არ არის „რუსული ენის ცოდნა“ უბრალოდ.

ეს არის „შ ე ს ი ს ხ ლ ხ ო რ ც ე ბ ა“ ამ ენისა.

ის კი არა, როდესაც ადამიანი (ვთქვათ რუსულის კარგად მცოდნე ქართველი) რუსულად ლაპარაკისას ქართულად ფიქრობს და მერე „თარგმნის“ ნარატივს რუსულად სანამ ვერბალურად გააჟღერებს....... არამედ იმთავითვე იყენებს იმ საზრისულ კონსტრუქტებს (!), რომლებიც ენას თან „მოჰყვება“ იმდენად, რამდენადაც (თუკი) მას ასე „შეისისხლხორცებ“.

აი როდესაც სვამენ კითხვას: „როგორ დაგვამარცხეს?“ (თავად აფხაზები ამას „აფხაზურ რეკონკისტას“ უწოდებენ - 100 წელი ვიბრძოლეთ ქართველების წინააღმდეგო)

პირველ რიგში ამით დაგვამარცხეს, - რაკი ის საზრისები და „კონსტრუქტები“ ძალიან ძლიერია. მათ დიდი რუსული კულტურა და რუსული იმპერიული სახელმწიფოებრიობის ძლევამოსილება უმაგრებს ზურგს.

ეს ერთი

და მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი, გარემოება ჩვენი ისტორიული დამარცხებისა ისაა, რომ XX საუკუნიდან აფხაზებისთვის რუსული ენა გახდა „იმპერიული ლოიალობის სიმბოლო“ ესე იგი მტკიცებითი გარანტია „დერჟავული მორჩილებისა“ (შესაბამისად იმპერიის ძალის და მხარდაჭერის „მორთმისა“ „სხვათა“ ანუ საქართველოს წინააღმდეგ) როგორც...... XVI საუკუნიდან იმავე „იმპერიული ლოიალობის“ გარანტია და ერთგვარი „ამანატი“ (ოღონდ იმ დროს ოსმალთა მიმართ) გახდა ისლამური რელიგია ნაცვლად ქრისტიანობისა.

იმ დროს სტამბულში დაუფასეს ეს „ამანატი“ (თუმცა ახლა თავხედურად გვამუნათებენ „თქვენზე ძველი ქრისტიანები ჩვენ ვართო“) 400 წლის მერე კი სანკტ პეტერბურგში, მოსკოვში დაუფასეს „ამანატი“ ოღონდ არა რელიგიის არამედ ენის შესისხლხორცების (რუსულენოვნების) სახით

- - - - - - - - - - - - - - -

ცალკე თემაა კიდევ წარმომავლობა.

„პაპასკირი“.

სუფთად...... აი 1 000%-ით მეგრული გვარი......ოღონდ როგორ გგონიათ როდის „გააფსუვდა“ ეს ტიპი ანუ შეიცვალა ეთნიკური იდენტობა?-მისი პაპა თუ პაპის პაპის პაპა?

ოდესღაც გვარწმუნებდნენ: XX საუკუნეში კომუნისტებმაო....ესაო....ისაო......

დიდწილად ტყუილია.

სინამდვილეში ეს იმავე XVI-XVIII საუკუნეების ამბავია. ანუ ოსმალთა იმპერიის ზეობისას აფხაზეთში

როგორ?

ჩადით დღეს პანკისის ხეობაში და დააკვირდით იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც მაჰმადიან ჩეჩენთა დომინაციის გარემოში ცხოვრობენ.

დომინანტური სოციუმი იქ ვაინახურია.

წვერიც მოუშვეს და ისლამიც მიიღეს ბევრმა

აი ასე იყო იქაც......აფხაზეთში, მაშინ......

„მოირთეს ძალა ხაზართა“ (VIIIს)

მოირთეს ძალა ოსმალთა (XVI საუკუნიდან)

მოირთეს ძალა რუსთა (XX საუკუნიდან)

დათო

ისტორიის რიგითი ჯარისკაცი

P.S ისე.....ამათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს.

თუ ოდესმე საქართველოს ექნება უ ნ ა რ ი (!!) დაიბრუნოს შერყვნილი ილორი (მაინც)......თუ არა და ჩვენ ისედაც აღარსად გვეჩქარება.

ვ ნ ა ხ ო თ.

რაც მთავარია არასდროს, არაფრის დიდებით, არაფრის სანაცვლოდ არ უნდა ვცნოთ!!

ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას დღეს შეუძლია.

და აუცილებლად მივაქციოთ ყურადღება, რომ ამას (აღიარებას) ჩვენგან არც არავინ მოითხოვს.

გაგიკვირდებათ და..... არც რუსეთი მოითხოვს, რასაც თავისი ღრმა მიზეზები აქვს......თუმცა ამაზე სხვა დროს.....

ხვალინდელს კი დრო გვიჩვენებს.