რატომ შეიჭრა რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში?!

რატომ შეიჭრა რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში?!

უკრაინის და მანამდე საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ NATO, ერთის მხრივ, ამ ქვეყნებში ქმნიდა მოლოდინებს, არ ამბობდა ერთმნიშვნელოვან უარს, რათა სახე არ დაეკარგა (ერთმნიშვნელოვანი უარი სახის და რენომეს დაკარგვა იქნებოდა, ასევე `გავლენის რესურსებისა`), წერდა `ბუქარესტის დეკლარაციის` მსგავს ყალბ დაპირებებს იმავე მიზეზით (სახის და რენომეს არ დაკარგვა, გავლენის რესურსები).....მაგრამ იმავდროულად, არც ერთ რეალურ ნაბიჯს არ დგამდა, თითს თითზე არ აკარებდა საიმისოდ, რათა ჩრდილო ატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის პროცესში ამ ორი ქვეყნისთვის თუნდაც რაღაც ინსტიტუციური და სამხედრო-პოლიტიკური წინასწარი თუნდაც ნაწილობრივი გარანტიები მიეცა, რათა უკრაინის და საქართველოს NATO-სკენ სწრაფვით გაცოფებულ რუსეთს აგრესია არ გაებედა სეპარატისტული კონფლიქტების პროვოცირებით და შემდეგ ამ კონფლიქტების `ხელზე დახვევით`.

ორივე შემთხვევაში `აქ და ახლა` იღებდნენ იმას რაც `მათ` (!) სჭირდებოდათ On and now, ხოლო გარანტიებს ორივეს გვპირდებოდნენ `იქ და ოდესმე` მომავალში ანუ არასდროს.

და თუ მკითხავენ ზოგ-ზოგი არაკომპეტენტურნი-ჩასაფრებულნი: `მაინც რა გარანტიებიო`.....უჰ......მაგის მეტი რა არსებობს: `ბლოკგარეშე მოკავშირის` სტატუსიდან დაწყებული, ორმხრივი ხელშეკრულებით გაგრძელებული ალიანსის ლიდერ სახელმწიფოებთან და მუდმივი სამხედრო სწავლებებით დასრულებული, როცა ერთი სწავლება სრულდება და მეორე იწყება.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

აი თუ ბოლომდე სიმართლე გნებავთ, სიმართლე ეს არის და დღევანდელი `ოპოზიცია-პოზიცია-ოპო-ნაცი-ქოცი` სულ არ მაინტერესებს.

დათო

ისტორიის G.I.