ქართული ცივილიზაცია, აფხაზური ენა და 1978 წლის 14 აპრილი

ქართული ცივილიზაცია, აფხაზური ენა და 1978 წლის 14 აპრილი

 

რა შესანიშნავი გადაცემა აქვს ქეთი დევდარიანს ლიტერატურაზე....... საერთოდ ეს გოგო მართლა ფენომენია.

ახლა ვუსმენდი მის საუბარს ლაშა ბუღაძესთან დიდ ფრანგ დრამატურგ ეჟენ იონესკოზე - „აბსურდის“ (აბსურდის თეატრის) ესთეტიური მიმდინარეობის ერთ-ერთ ფუძემდებელზე.

ილაპარაკეს თითქმის ორი საათი.

ვერ მოსწყდები ისეთი საინტერესოა მათი საუბარი ამ ავტორზეც, მანამდე კამიუზე, კაფკაზე და ასე შემდეგ

როგორი არტიკულაციით, როგორი საზრისებით, იმ საზრისთა გამომხატველი მდიდარი ლექსიკური მარაგით, ცნებებით, ტერმინებით......

ჰოდა...უცბად ასეთი აზრი მომივიდა:

წამოიდგინეთ, რომ......ორი აფხაზი, ვინმე რუსლანი და ვინმე ასტამური.....ხომ არიან ნიჭიერი, განათლებული, ჭკვიანი აფხაზები?

რასაკვირველია არიან!

რამდენიც გნებავთ იმდენი არიან!!

დავუშვათ ბრწყინვალედ იცნობენ კამიუს, კაფკას, იონესკოს შემოქმედებას.

ხომ შეიძლება? კი, ნამდვილად.

დასხდნენ ასევე, როგორც ქეთი და ლაშა, ლაპარაკობენ იონესკოზე, რომლის შემოქმედებას არანაკლებ კარგად იცნობენ, მაგრამ.......ლაპარაკობენ აფხაზურად.

გამოვა რამე?

არა არ გამოვა.

საერთოდ არაფერი არ გამოვა.

ოღონდ იმიტომ კი არა, რომ სხვა ვერ გაიგებს, ვინც აფხაზური არ იცის.

უბრალოდ ვერ ილაპარაკებენ ესოდენ რთულ ფენომენზე - საზრისები არ ეყოფათ, რაკი არ მოეძევებათ შესაბამისი „რესურსი“ საკუთარ დედა-ენაში

ოღონდ, ისევ და ისევ..... იმიტომ კი არა, თითქოს „ქართული ენა სჯობს აფხაზურ ენას“, თითქოს ქართული „უფრო მდიდარია“ ვიდრე აფხაზური და ა.შ.

არამედ იმიტომ, რომ...... ქართული ენა ცივილიზაციის ენაა!

არა მხოლოდ „პოლიტიკური ენაა“, არამედ სწორედაც „ცივილიზაციის ენა“, რომელსაც აქვს დიდი კი არა დიადი ლიტერატურული ტრადიცია, „შუშანიკის წამებიდან“ და ვეფხისტყაოსნიდან მოყოლებული.

შესაბამისად, არის მდიდარი, - საზრისებითა და „ცივილიზაციური კოდებით“ საუკუნეთა მანძილზე გაჯერებული.

ამიტომაც გამოსდით ქეთის და ლაშას ესოდენ საინტერესო საუბარი ალბერ კამიუზე.

აფხაზური კი, რაოდენ მდიდარიც არ უნდა იყოს ფონეტიკურად, მორფოლოგიურად, სინტაქსურად, ლექსიკურად (ამ მხრივ შესაძლოა ქართულზე მდიდარიც კი აღმოჩნდეს)..... ცივილიზაციის ენა არ არის! მას არ გაუვლია ცივილიზაციური ევოლუცია, რომელიც შესძენდა საზრისებს, მსოფლაღქმით ცნებებსა და ტერმინებს, ანუ იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ ლექსიკაა.

ეს იმას კი არ ნიშნავს, თითქოს აფხაზი ერი არ არსებობდა.

არსებობდა და იქ ცხოვრობდა, სადაც ახლა ცხოვრობს.

და არც იმას ნიშნავს, თითქოს აფხაზეთი, როგორც ისტორიული სუბიექტი არ ყოფილა. ოღონდ......საქმე ისაა, რომ არსებობს ქართულენოვანი ცივილიზაცია, მაგრამ არ არსებობს აფხაზურენოვანი ცივილიზაცია.

კი ბატონო, ახლა ცდილობენ შექმნან, თუმცა ამას საუკუნეები დასჭირდება უდავოდ.

ცივილიზაციას აქვს ორი თვისებრივი გამოხატულება:

ა) ისტორიული ხელოვნება (მათ შორის პირველ რიგში მწერლობა, ლიტერატურა), როგორც ღირებულებათა შემოქმედი

და

ბ) ისტორიული რელიგია, ოღონდ მეტადრე როგორც კულტურული ფენომენი და იდენტობის კოდთა მატარებელი - იმავე ცივილიზაციის ენაზე ამეტყველებული.

ახლა კი.......წარმოიდგინეთ, ის ორი აფხაზი, იგივე ასტამური და რუსლანი, რომლებიც ბრწყინვალედ იცნობენ იონესკოს, დასხდნენ და მის შესახებ ლაპარაკობენ.....რუსულად!

ხომ გამოუვათ? ხომ ილაპარაკებენ? ხომ შეძლებენ მის საზრისთა გამოხატვას?!

რა თქმა უნდა!

იმიტომ, რომ რუსული ენა დიდი რუსული ცივილიზაციის ენაა!!

პუშკინის ენაა, ტოლსტოის ენაა, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისა და „მესამე რომის“ ენაა.

ცივილიზაცია არის ე ნ ა.

პირველ რიგში ენა!

და შემდეგ უკვე ყოველივე სხვა.

ამდენად...... რა შესანიშნავი მწერალიც არ უნდა იყოს ფაზილ ისკანდერი, ის რუსი მწერალია და არა აფხაზი მწერალი.

ჯეიმს ჯოისი ინგლისელი მწერალია და არა ირლანდიელი.

იონესკო ფრანგი მწერალია და არ რუმინელი.

გოგოლი რუსი მწერალია და არა უკრაინელი

1978 წლის 14 აპრილს რომ თავი გავიგიჟეთ და იმპერიას პირდაპირ „სამიზნეზე დავაჯექით“, რამაც კი არ გააათმაგა, არამედ გააასმაგა სეპარატისტთა შესაძლებლობები და დიდწილად განსაზღვრა საქართველოს მწარე მომავალი, ეს პოლიტიკური მოვლენა, ჩემი ღრმა რწმენით, უდიდესი ისტორიული შეცდომა იყო და ნამდვილად „არ ღირდა“ რადგან.....აბა იმ უბადრუკი ე.წ. „კონსტიტუციური ჩანაწერის“ არსებობა/არარსებობა რას დააკლებდა ქართულს, როგორც მრავალსაუკუნოვანი ქართული ცივილიზაციის ენას?

ვ ე რ ა ფ ე რ ს.

აბსოლუტურად ვერაფერს!

14 აპრილს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ და კიდევ ასჯერ გავიმეორებ: იმ კონსტიტუციურ ჩანაწერს არავითარი კორელაცია არ ჰქონდა ქართულის რეალურ და ნამდვილ ფუნქციასთან მაშინდელი საქართველოს სოციალურ მატრიცაში. იქნებოდა თუ არ იქნებოდა ის ჩანაწერი.

რომ იყო, ამით კი არაფერს აფუჭებდა, მაგრამ ამ აბსოლუტურად უაზრო ჩანაწერის შენარჩუნება ა რ ღ ი რ დ ა მეთქი იმ უდიდეს გამანადგურებელ ფასად(!!) რადაც ეს დაგვიჯდა ანუ საქართველოს წარმოჩენად მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეზე მოსკოვის მთავარ, ლამის ერთადერთ მტრად და ამით სეპარატისტული რესურსის გაასმაგებად, რაც 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა იმით, რითაც დასრულდა

სუუუუუუუუუუულ სხვა საქმე იქნებოდა, მაშინ მოსკოვი რომ ცდილიყო, ქართულის ნაცვლად რუსული ენა ჩაეწერათ სახელმწიფო ენად ან საქართველოს ან სსრკ კონსტიტუციაში. აი ეს მართლა სულ სხვა საქმე იქნებოდა!! მაგრამ ამას არავინ ცდილობდა. არანაირი "სახელმწიფო ენის" ინსტიტუტი სსრკ ში არ არსებობდა. "ფაქტობრივი სახელმწიფო ენა" კი ისეთივე იდიოტური სიტყვათშეთანხმებაა, როგორც "ხის რკინა". ხოლო ქართულის რეალურ ფუნქციას საქართველოში, ისევე როგორც ყირგიზულის რეალურად დაკნინებულ ფუნქციას ყირგიზეთში განსაზღვრავდა არა რაიმე ჩანაწერის არსებობა თუ არარსებობა ქაღალდზე, არამედ ქართული ცივილიზაციის ძალა, შესაბამისად ისტორიული, მაღალკულტუროსანი ქართული ენის ცივილიზაციური ძლევამოსილება და ყირგიზული ცივილიზაციის, შესაბამისად ყირგიზული ენის სისუსტე! .......პოლიტიკის დედააზრი მ ი ზ ა ნ შ ე წ ო ნ ო ლ ე ბ ა ა   ანუ იგივე "ფასი". თორემ ის ჩანაწერი კი არაფერს აფუჭებდა მეთქი, ისევე როგორც არც არაფერს აკეთებდა.

 

დათო