ქართული სიგარეტის ბიზნესის განწირული სულისკვეთება

ქართული სიგარეტის ბიზნესის განწირული სულისკვეთება

საინტერესო ამბავი ხდება „მთავარ არხზე“.

ხოლო ამ რესურსის მნიშვნელობის გათვალისწინებით არა მხოლოდ ამჟამინდელ ამბებზე, არამედ პ რ ო ც ე ს ე ბ ზ ე ც ბოლო წლებში.....ნამდვილად ღირს ავხსნათ

ეს არხი, რასაკვირველია, არ იქნებოდა, რომ არა ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილება, დაეთმო მისთვის ოფისი და აპარატურა.

ზაზა ოქუაშვილი საქართველოში უდიდესი უცხოელი ინვესტორია.

იგი ბრიტანეთი მოქალაქეა და მისი ბიზნესი (სიგარეტის ბიზნესი და არა მხოლოდ) უცხოურ (ბრიტანულ) ინვესტიციად ითვლება.

ოქუაშვილი, სინამდვილეში, ბიძინას იმიტომ გადაეკიდა სასტიკად (ისევე, როგორც სიგარეტისა და თამბაქოს ბიზნესში დასაქმებული სხვა ქართველი ბიზნესმენები), რომ 2012 წლიდან ივანიშვილმა ისინი ვერ დაიცვა ამერიკული გიგანტის, „ფილიპ მორისის“ დემპინგური ფასებისგან.

ან კი როგორ დაიცავდა, როცა „ფილიპ მორისს“ იქედან ამერიკის სახელმწიფო და მისი საელჩო იცავდა დაჩაგვრის მცდელობისგან მთელი მათი ძლევამოსილებით?

ეს იყო სიღრმისეული მიზეზი როგორც ზაზა ოქუაშვილის, ასევე მისი სხვა კოლეგების ინტენციისა - სასტიკად გაემწარებინათ ბიძინა.

ამას დაემატა მრავალწლიანი ანტინიკოტინური კანონმდებლობა, რომლის განვითარება ჯერ კიდევ 1990 იანი წლებიდან დაიწყო ქართული NGO-სექტორის ძალისხმებით: რეკლამის აკრძალვა, ლოკაციების აკრძალვა, სპეციალიზებული მაღაზიების აკრძალვა და ა.შ და ა.შ.

ეს კიდევ უფრო ართულებდა ამერიკულ გიგანტთან ომს.

თუმცა მათი სულისკვეთება მაინც განწირულია მხოლოდ საძულველი ბიძინას „გამწარების“ შესაძლო შედეგით, რაკი ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, ვერც „ფილიპ მორისს“ დაჩაგრავს და ანტინიკოტინური კანონმდებლობაც უკვე აღარ შეიცვლება .

ეს რაც შეეხება „მრავალწლიან სამოტივაციო ნაწილს“ ასე ვთქვათ.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ახლა კონკრეტიკა: იმის სანაცვლოდ, რომ „მთავარმა არხმა“ დაიწყო მაუწყებლობა, ოქუაშვილმა წინა არჩევნებზე (2020 წ.) გრიშა ვაშაძეს მოსთხოვა ენმ სიაში ცოლისა და ცოლის ძმის ჩასმა გამსვლელ ნაწილში.

მიღო კიდეც თანხმობა.

ახლა იგივე მოსთხოვა ნიკასა და ნიკას, მაგრამ.....მკაცრი და ერთმნიშვნელოვანი უარი მიიღო.

ესენიც რომ არა, ლაკა და გირჩი „იმათ“ მოითმენდნენ სიაში? შანსი არ არსებობს!

რომ მიიღო უარი, გაბრაზდა, დაიწყო ბერკეტების ამოქმედება, თუმცა ყველაზე მთავარი ბერკეტი - ოფისი, შენობა, ძვირადღირებული სამუშაო სივრცე - აღარ ჰქონდა, რაკი ეს ქონება ბანკმა ჩამოართვა სასამართლოს გადაწყვეტილებით.

გუშინ გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ ოქუაშვილი აბრალებდათ „ბიძინა გფარველობთო“.

აბსურდია ხომ?

ოღონდ იცით რას გულისხმობს?

თვითონ ვერ აგდებს ოფისიდან, რაკი ის სივრცე მისი აღარაა, მაგრამ....ბანკიც რომ არ აგდებს, აი ამას „თარგმნის“ როგორც ბიძინას მხრიდან „მთავარი არხის მფარველობას“ - ბიძინას რომ უნდოდეს, ხომ უბრძანებდა ბანკს და გაგყრიდათ მაგ შენობიდანო.

სინამდვილეში, არ არის ასე: არ ვიცი რომელ ბანკზეა ლაპარაკი, BOG თუ TBC, მაგრამ თუკი მათი ათას ქარ გამოვლილი მენეჯმენეტის განცხადებებს დავაკვირდებთ, სულაც არ არიან განწყობილნი ხელისუფლების ნებისმიერი მითითება შეასრულონ და ყურადღებით ამონიტორინგებენ ქარის მიმართულებას..... „რა იცი რა ხდებას“ ამბავში.

შესაბამისად, ვითარება ტრაგიკომიკურ იერს იძენდა.

ოქუაშვილმა დაიწყო იმ ინსტრუმენტის გამოყენება, რომ მის მიერ დანიშნული დირექტორის გარეშე ტრანზაქციები და კონტრაქტები ვერ გაფორმდება, მაგრამ.....ნიკას და ნიკას „მეგობარი ბიზნესმენები“ არ აკლიათ.

ამიტომაც შეძლეს უძლიერესი საარჩევნო კამპანიის ჩატარება და სენსაციური შედეგი (II ადგილი ოცნების შემდეგ!) „დადეს“.

მაშინ პროკურატურასა და „საგადასახადოში“ იჩივლა: „შავი ფული ტრიალებსო“, მაგრამ ეს ფუჭია.

ხელისუფლებამ შესანიშნავად იცის, რომ დასავლეთისთვის ოპოზიციური ტელევიზიის ასე პირდაპირ დახურვა (ნებისმიერი საბაბით), მით უმეტეს მისი მენეჯმენტის დაჭერა „წითელი ხაზია“ იმაზე ასჯერ მეტად, ვიდრე ის რაც ახლა ქუჩებში ხდება.

ასე რომ ეს ბიჭები და გოგოები მაინც არ დაიკარგებიან.

შესაძლოა სხვა სახელით ან ასე ან ისე....

ხშირად თხრიან ნერვებს, თუმცა არც მინდა დაიკარგონ........დეა მომენატრება