სინგაპურს შევკრათ ვპირობა... მოგველის სახელისუფლო დამბლა

სინგაპურს შევკრათ ვპირობა... მოგველის სახელისუფლო დამბლა

ეროვნება «ქართველი» თუ ეროვნება «ქართული»

        პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ჩინეთში მართლაც მრავალმხრივ ნიშანდობლივი და საინტერესო მოვლენა აღმოჩნდა. ის გარემოება, რომ ბჟეზინსკისა და ჰანტინგტონის აზრით, სწორედ წყნარი ოკეანის აუზში განლაგებული ქვეყნები (აშშ, იაპონია, ჩინეთი და ასე შემდეგ) განსაზღვრავენ მესამე ათასწლეულში პლანეტის განვითარებას – აქ გადამწყეტი არ არის. რაკი დასავლური ცივილიზაცია ამჟამადაც და უახლოეს ათასწლეულის განმავლობაშიც უალტერნატივო ჩანს, ხოლო ყველა ჩამოთვლილი ქვეყანა სწორედ «დასავლურ ყაიდაზე» ვითარდება სხვადასხვა სპეციფიკით–საქართველოს ბედიც წინასწარ განსაზღვრულია, ხოლო «ევროატლანტიკური ცენტრი» იქნება განმსაზღვრელი, თუ «წყნარი ოკეანისა» - გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ორივე შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები «უცვლელ სიდიდედ» დარჩება. ამიტომ ზურაბ ჟვანიას ვიზიტს, მისი შემდგომი გამოვლენით, სწორედ საქართველოსთვის აქვს აზრი შიდაპოლიტიკურ ცვლილებათა თვალსაზრისით: სწორედ «ცისქვეშეთის იმპერიიდან» გამოყოლილი შთაბეჭდილებებით განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და «მოქალაქეთა კავშირის» ერთ-ერთმა ლიდერმა, რომ საქართველოსთვის მისაღები ქნებოდა «სინგაპურის მოდელი» კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. მკითხველი ნუ გაიკვირვებს – სინგაპური უშუალოდ «ჩინეთი არ არის», მაგრამ იმავე სამყაროს ნაწილია. ამიტომ სულაც არ უნდა იყოს შემთხვევითი, თუ «სინგაპურის მოდელმა» სწორედ ამჟამად გაიჟღერა და ეს იდეა ზურაბ ჟვანიამ «გაახმოვანა». თუმცა, აქ მთავარი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე არსებული ვითარება იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ ჟვანიას წინადადებით (რასაც აქტიურად დაუჭირეს მხარი მიხეილ სააკაშვილმა და ნიკო ლეკიშვილმა( პარლამენტმა უნდა მიიღოს (სინგაპურის მსგავსად) კანონი, რმოელიც გააუქმებს პრივატიზების შედეგებს, თუ პრივატიზება განხორციელდა თანამდებობის გამოყენებით. იგულისხმება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქონება გაფორმებულია მესამე პირზე (არა მხოლოდ ოჯახის წევრზე ან ნათესავზე), პრივატიზება უკანონოდ გამოცხადდება, თუ დამტკიცდება, რომ პრივატიზებისას მინისტრი (თანამდებობის პირი) მიკერძოებას ამჟღავნებდა.
        რეალურად, ამ კანონის ამოქმედება საქართველოში უდიდეს სირთულეებს წააწყდება. ჯერ ერთი, პრივატიზების პროცესის დაწყებიდან დღემდე (ანუ დაახლოებით, 1990 წლიდან), არ იქნებოდა არც ერთი შემთხვევა, რომ ქონების განმკარგავ ბიუროკრატს (უმთავრესად, «დარგობრივ მინისტრს») გარკვეული დაინტერესება არ გამოემჟღავნებინოს და ამ დაინტერესებით გვარიანადაც არ ეხეიროს. წარმოუდგენელია, საქართველოში (ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე) სხვაგვარი პრივატიზება განხორციელებულიყო: რომ გვქონდეს საშუალება ისეთი «სიმართლის დეტექტორი» მოვიმარჯვოთ, რმოელიც ამ პერიოდში მოქმედ (დღეს შესაძლოა მოსკოვში, პარიზში ან ნიუ-იორკში გადაბარგებულ) ბიუროკრატს ტყუილის თქმის საშუალებას არ მისცემს – უმალვე დავრწმუნდებით, რომ პრივატიზების პროცესში უწყების ხელმძღვანელობა, რა თქმა უნდა, აქტიურად ითვალისწინებდა საკუთარ ინტერესებს და ძალიან ხშირი იყო. ეგრეთ ოწდებული «პასიური პრივატიზებაც», როდესაც მინისტრი, მინისტრის მოადგილე ან დეპარტამენტის ხელმძღვანელი თავად ახერხებდა წარმოების საშუალებათა დასაკუთრებას «მესამე პირთან გარკვეული «სახურავის ქვეშ» შექმნილი კერძო სტრუქტურების მეშვეობით.
        მივაქციოთ ყურადღება: როგორც კი ეს თემა აქტიური გახდა, პრეზიდენტმა უმალვე განაცხადა, რომ «უკანონო პრივატიზების» გაუქმებას იმავე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას) არაფერი აქვს საერთო საერთოდ «პრივატიზების შედეგთა გაუქმებასთან». ედუარდ შევარდნაძემ აუცილოებლად მიიჩნია ასეთი დაზუსტება, ვინაიდან იგი შესანიშნავად აცნობიერებს, რა შედეგი მოჰყვება «სინგაპურის კანონის» ამოქმედებას საქართველოში: თავისთავად აბსოლუტურად სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება იმას გამოიწვევს, რომ ქვეყანა შეიძლება სახელისუფლებო დამბლის საშიშროების წინაშე აღმოჩნდეს: რაოდენ დაუჯერებლად და ცინიკურადაც უნდა ჟღერდეს «კორუფცია» იმ აზრით, როდესაც იგი გვესმის, როგორც თანამდებობის პირის დაინტერესება მისი «კრიშის ქვეშ» მოქმედი ან მისსავე უწყებაში ფარულად მის მიერვე პრივატიზებული წარმოების საშუალების ფუნქციონირებით – განაპირობებს სახელისუფლებო ვერტიკალის ფუნქციონირებას. პრეზიდენტი ამ გარემოებას შესანიშნავად აცნობიერებს, ამიტომ მან ქარაგმულად უკვე მიანიშნა «რეფორმატორებს», რა საშიროება შეიძლება დაემუქროს სახელმწიფოებრივ მექანიზმს. ვითარება კი შემდეგია: ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს ფუნქციონირებას ბიუროკრატიის გარეშე. თვით ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაც, სადაც «საბაზრო ეკონომიკის» დიდი და ძლიერი ტრადიცია არსებობს, ბიუროკრატიის, მმართველობითი აპარატის (და არა მხოლოდ «მენეჯმენტის» - რაც უფრო ვირწო ცნებაა) გარეშე ხუხულასავით დაიშლება. განვითარებულიო დემოკრატიისა და ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებში სახელმწიფოს აქვს საშუალება, ბიუროკრატიას ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეუქმნას, - მაღალი ხელფასი გადაუხადოს და შესაბამისად, რეპრესიული აპარატის სუსხიც აგრძნობინოს, ანუ ყოველგვარი «არაფორმალური ურთიერთობები» აუკრძალოს. საქართველოში კი (მოგვწონს თუ არა) ბიუროკრატიული აპარატის ფუნქციონირებას სწორედ ეს «ირიბი დაინტერესება» განაპირობებს. რამდენიც უნდა ვიყვიროთ, რამდენიც უნდა ვწყევლოთ ეს ვითარება – იგი რეალობაა. მაგალითად, საქართველოში ტიპურია ასეთი სურათი: უწყების ხელმძღვანელი თავის სფეროში «კურირებს» ამა თუ იმ საწარმოს, რომელიც სინამდვილეში მისი საკუთრებაა. ასეთივე დაინტერესება აქვთ ბიუროკრატიული აპარატის ქვედა რგოლების წარმომადგენლებს. სწორედ ეს არის «ირიბი კორუფცია». აბსოლუტურად სამართლიანი იქნება, თუ ამ მოვლენას კანონის ძალით, ცეცხლითა და მახვილით ამოვწვავთ, რადგან იგი კორუფციის (თუნდაც არაპირდაპირი კორუფციის) ყველაზე გავრცელებული ფორმაა. შედეგად უეჭველად მივიღებთ (საქართველოში) ბიუროკრატიულიო აპარატის სრულ მოშლასა და განადგურებას. თანაც, ხშირ შემთხვევაში, ასეთი «ირიბი კორუფციისათვის» სისხლის სამართლის კოდექსი სასელს საერთოდ არ ითვალისწინებს, არადა, პირადი დაინტერესება თვალნათელია. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, საწარმო მართლაც კონკურენტუნარიანია და პროდუქციასაც ქმნის. კლასიკური მაგალითია «ახალი ქსელები». როორც არ უნდა მომხდარიყო წარმოების საშუალების პრივატიზება, ფაქტია, რომ ეს სატელეფონო სისტემა კარგად ფუნქციონირებს. იგი მონონოლისტი არ არის – ეს სხვა საქმე იქნებოდა. «ახალი ქსელები» გახმაურებული მაგალითია, თორემ ნებისმიერ სფეროში შეიძლება ასეულობით ასეთი მაგალითის მოყვანა, ოღონდ მათი ნამდვილი «მეპატრონეები» (იგივე მინისტრები, თუ სხვა თანამდებობის პირები) ჯერ არ გამოვლენილან. იმ შემთხვევაში, თუ რეფორმატორები (პრინციპში, ისინი აბსოლუტურად მართლები არიან) შეძლებენ ამ ავგიას საჯინიბოს გაწმენდას, მოსპობენ ყოველგვარ პირად დაინტერესებას სისტემაში, შედეგად საქართველო უეჭველად დარჩება, საერთოდ, ბიუროკრატიული აპარატის გარეშე: ეს დაინტერესება არის ერთადერთი მოტივი, რმოელიც უწყებებში კიდევ «აკავებს» კომპეტენტურ კადრებს – რაკი მათ აქვთ იმის იმედი, რომ ამ სახით თანამდებობის გამოყენებით შეუძლიათ შემოსავალი მიიღონ. აბა, თუ ასეთი მოტივი არ ექნებათ, ვინ იმუშავებს უწყებაში 25-30 ლარად?
        ნუ აღშფოთდებით - ასეთი ლოგიკა რაოდენ «აღმაშფოთებელიც» უნდა იყოს, ლოგიკურად და კანონზომიერად რჩება. ან თუ ვინმე იმუშავებს, იმ «ვინმეს» სამის სამზე გამრავლება არ ეცოდინება, არათუ სისტემის მართვა და მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა.
        აქვე უნდა ითქვას, რომ სოციალური მოტივაციის უგულებელყოფა იმთავითვე უდიდესი პროვინციალიზმია: ისრაელში სპეციალური კანონიც კი მიიღეს «რანგირების შესახებ», რომელიც, მაგალითად, განსაზღვრავს ამა თუ იმ უწყებებში რომელ თანამდებობის პირს რა მარკის მანქანა უნდა ემსახურებოდეს. ეს მომენტი ედუარდ შევარდნაძეს შესანიშნავად ესმის – თუ გახსოვთ, შარშან, ჟურნალისტის კითხვაზე - «მინისტრები რა მანქანებით დადიანო» - მან უპასუხა: «აბა, მოტოციკლებით ხომ არ ივლიან?!» ამ პასუხმა მძვინვარე რეაქცია გამოიწვია, მაგრამ ეს რეაქციაც პროვინციალიზმის გამოვლენაა – მინისტრი, მინისტრის მოადგილე და საერთოდ, ბიუროკრატი, როგრც უნდა გვეზიზღებოდეს, სწორედ ჩვეულებრივი ადამიანია და არაფრით ჰგავს მაქსიმ გორკის «ბურევესტნიკს» - იდეისთვის რომ თავს გასწირავს. ამიტომ, თუ არ გვინდა ფორმალურად მართლები ვიყოთ, მაგრამ ქვეყანა თავზე დაგვენგრეს – ვიდრე ბიუროკრატიულ აპარატში «ირიბი კორუფციისა» და «ფარული კრიშების» წინააღმდეგ ბრძოლას დავიწყებთ, ჯერ, კეთილი ვინებოთ, და ამ აპარატს ნორმალური ხელფასი გადავუხადოთ. აი, როდესაც მინისტრს 2000 ლარი ექნება ხელფასი, მის მოადგილეს 1500, ხოლო სამინისტროს აპარატის რიგით თანამშრომელს 300-400 - მაშინ, კი ბატონგო, ცეცხლითა და მახვილით უნდა ამოიწვას ყოველგვარი «ანგარებიანი პროტექციონიზმი»: მანამდე კი კორუფციის ამ ირიბი ფორმის «ხაზს ვუსვამ: სწორედ ამ ირიბი ფორმის და არა საერთოდ კორუფციის) წინააღმდეგ ბრძოლა დიახაც, სახელმწიფო მექანიმის ნგრევასა და ყოველგვარი მოტივაციის მოშლას მოასწავებს. ანუ, ვიქნებით პრინციპში «მართლები», მაგრამ ეს «სიმართლე» სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის საკმარისი არ არის.
        რაოდენ ცინიკურიც უნდა იყოს ეს სიმართლე, იგი მაინც სიმართლეა. ეს ყოველივე ზურაბ ჟვანიასაც კარგად ესმის, მაგრამ «სინგაპურის კანონი» შესაძლოა, შესანიშნავი ბერკეტი იყოს იმ «კონცენტრირებული სტერეოტიპის» გასანადგურებლად, რომლის თანგახმად, «ხელისუფლება არ ებრძვის კორუფციას». გარდა ამისა, წინადადებამ «კონცენტრირებული სტერეოტიპის» შესახებ შესაძლოა, მმართველი პარტიის ელიტის კონსოლიდაციას შეუწყო სხელი: უკვე მივაქციეთ ყრუადღება, რომ ამ საკითხში ნიკო ლეკივშილი და მიხეილ სააკაშვილი ერთსულოვანნი იყვნენ. მთლიანობაში კი «პრივატიზების პროცესის გადახედვა» მოსალოდნელი არ არისმ, რადგან შეუძლებელია ხელისუფლებაში მყოფ თვით ყველაზე «რადიკალებს» არ ესმოდეთ, რომ ეს იქნება საქართვლეოში კიდევ ერთი სამოქალაქო ომის დასაწყისი. რაც შეეხება აზიის «პატარა ვეფხვს» სინგაპურს – სინგაპურში ხსენებული კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც სახელმწიფო იმდენად განმტკიცდა, რომ აღარც ჩინელი «თენგიზასი» ეშინოდა და აღარც ყვითელკანიანი «ბებერი მოჯაჰედინისა» და სახელმწიფო აპარატის «დასამაგრებლადაც» არ სჭირდებოდათ «არაფორმალური სისტემების» არსებობაზე დროებით თვალიოს დახუჭვა.
        სხვა გამოსავალი დღეს უბრალოდ, არ არსებობს, თუმცა, ხვალ-ზეგ ამ «არაფორმალური სისტემების» განგადგურება დღის წესრიგში დადგება, მაგრამ საეჭვოა, ამ ხელისუფლებამ ან ნებისმიერმა სხვა ხელისუფლებამ შეძლოს «მოძრაობის» პერიოდში, ანუ 1988-93 წლებში «გადანაწილებული» ქონების კიდევ ერთხელ გადანაწილება. ქონება უკვე დამტკიცებულია და რეფორმატორთა ერთადერთი დანიშნულება უნდა იყოს ისეთი გარემოს შექმნა, რომ ეს (უკვე «შეუქცევადად «დამკვიდრებული») ქონება რეალურად მუშაობდეს, ნამდვილ კონკურენტუნარიან «კაპიტალად» იქცეს, პროდუქციას ქმნიდეს და ძირშივე აღკვეთონ პრივატიზატორთა მცდელობა, იოლად – შრომისა და გარჯის გარეშე, ფსევდოპატრიოტული რიტორიკით, სახელმწიფო პროტექციონიზმისა და «საბაჟო ტარიფების» აწევით უზრუნველყონ კაპიტაელის «თვითკმარობა» და განვითარება. აქ მრავალი მექოანიზმის ამოქმედება შეიძლება – თუნდაც «ქონების გადასახადი», რაც არ მისცემს საშუალებას პრივატიზატორს (რომელიო მინისტრის მფარველობითაც არ უნდა სარეგბლობდეს)9 წარმოების საშუალება «დაკონსერვებული ჰქონდეს იმის მოლოდინში, თუ როდის მოვა «სოციალისტური» მთავრობა და შეუქმნის სასათბურე პირობებს.
        «სინგაპურის კანონის» ინიციირებით ზურაბ ჟვანიას შესაძლოა, იმის თქმა სურდა, რომ იგი (და მისი გუნდი) არ არის დამოკიდებული თანამედროვე ქართველ ოლიგარქებზე და არ ეშინია მათთან დაპირისპირება, ისევე, როგორც მას არ მიუღია მონაწილეობა «ქონების გადანაწილება-დამოკვიდრებაში». შესაძლოა, ინიციატივა სწორედ ამით აომიწუროს, ხოლო თუ «სინგაპურის კანონი» მაინც დამტკიცდება, იგი უფრო პოლიტიკურ ფაქტორად იქცევა და «შეყვონებული მოქმედების ნაღმის» ფუნქციას შეასრულებს ქართული ისტებლიშმენტისთვის. ამ ნაღმის აფეთქების დროც მოვა – მაშინ, როდესაც საქართველო საკმარისად მოძლიერდება ეკონომიკურად.

ეროვნება «ქართველი» თუ ეროვნება «ქართული»

        ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, «რეკვიზიტების» თაობაზე დაპირისპირებულმა ორმა მხარემ, ერთი შეხედვით, მოულოდნელ კომპრომისს მიაღწია: პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტში აღინიშნება ე»ეროვნების» ერთიანი გრაფა, ხოლო მოქალაქეს შეეძლება აირჩიოს: ჩაწეროს «ქართველი» თუ «ქართული».
        ამ კომპრომისმა ორივე მხარე დააკმაყოფილა და დღევანდელ ვითარებაში იძულებით კომპრომისადაც შეიძლება მივიჩნიოთ. პოლიტიკოსები კი ამბობენ, რომ ყველაზე მყარი კომპრომისი ის არის, როდესაც ორივე მხარე «ოდნავ დამარცხებულად» გრძნობს თავს. ამ შემთხვევაში სწორედ ასეა: ერთი მხრივ, ეთნიკურად ქართველები გრაფაში, რა თქმა უნდა, «ქართველს» ჩაწერენ, ხოლო, ეგრეთ ოდებული «არაქართველები» - «ქართულს» (სხვა შესაძლებლობა არ ექნებათ), რითაც მაინც ხდება გამიჯვნა საქართველოში არსებული «ქართული» და «არაქართული», ანუ ახლო წარსლუში «რუსულენოვანი» მოსახლეობისა, რაც აფერხებს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ნამდვილად სჯობს ეროვნულ უმცირესობათა ეთნიკური წარმომავლობის სახელმწფიოებრივ ინსტიტუციონალიზაციას, რასაც, მათდაუნებურად, «აღდგენის» მომხრეები მოითხოვდნენ.
        ყველა შემთხვევაში, ეს ტერმინი («ქართული») საკმაოდ მახვილგონივრული მიგნებაა, ვინაიდან ამით ხდება მოქალაქის სახელმწიფოებრივი და არა ეთნიკური იდენტიფიკაცია. ზუსტად ამ შინაარსით იგულისხმება, რომ საფრანგეთის ყველა მოქალაქე არის «ფრანგი», რუსეთის ყველა მოქალაქე «რუსეთელი», ანუ რუსაეშთი მცხოვრები და ასე შემდეგ.
        თუ სიტყვა ცნება «ქართველის» წარმომავლობას თვალს გავადევნებ, უეჭველად დავრწმუნდებით, რომ ისიც იმავეს ნიშნავს: სა-ქართ-ვ-ელო-ელი, ანუ ქართველი, ანუ საქართველოში მცხოვრები და არა მაინცდამაინც, ეთნიკურად ქართველი. მით უმეტეს, რომ ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ეს «ეთნიკურად ქართველი», რას ნიშნავს, არც ისაე იოლი გასარკვევია.
        აქედან აგმომდინარე, იდეალური ქნებოდა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, გრაფაში «ეროვნება» ჩაგვეწერა «ქართველი», მაგრამ რაკი არ ხერხდება (ეროვნულ უმცირესობათა წინააღმდეგობის გამო) – უკეთესი იყო, ის რეკვიზიტი საეროთდ გაუქმებულიყო, ანუ «ნაგულისხმევი» ყოფილიყო, რომ თუ ხარ საქართველოს მოქალაქე, - ხარ სახელმწიფოებრივად ქართველი -–მორჩა და გათავდა. ამას, რასაკვირველია, ვერაფრით დააჯერებდი იმ ხალხს, რომლებიც უნებლიეთ (რა თქმა უნდა, უნებლიედ) ხელს უწყობდნენ საქართველოსაგან «აგმიჯვნის» სურვილით. მაშასადამე, კომპრომისი უზრუნველყო ტერმინმა «ეროვნება – ქართული», ეს იგივეა, რაც «მოქალაქეობა – ქართული», რითაც ქართველი კანონმდებელი სამართლიანად აღიარებს, რომ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, «ეროვნება» და «მოქალაქეობა» იდენტური ცნებებია. ყოველივე მაინც არ ეპიტნავებათ უმცირესობათა იმ წარმომადგენლებს, ვისაც, ერთი მხრივ, სურთ ისარგებლონ უპირატესობით, რასაც საქართველოს მოქალაქეობა და თანასწორუფლებიანობა ანიჭებთ, ხოლო, მეორე მხრივ, არ სურთ დაადასტურონ, რომ «მოქალაქეობა» აუცილებლად ნიშნავს სამოქალაქო ინტეგრაციას იმ საზოგადოებაში, რომელიც ქართული ენისა და კულტურის საფუძველზე შეიქმნა. ზოგიერთი მათგანი უკვე წუწუნებს კიდეც, რადგან ცნება «ქართველს» ძველებურად ეთნიკური ნიშნით აღიქვამს, მაგრამ იგი რატომღაც არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ როგორ არის პრობლემა გადაწყვეტილი იმ ქვეყანაში, რომელიც მისი ენისა და კულტურის საფუძველზე შეიქმნა. ანუ მათ «სამშობლოში», როგორც ახლო წარსულში ვამბობდით, ხლომე - «ყველას გაუმარჯოს თავის სამშობლოში».
        მაგრამ თუ გინდა რომ საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე იყო, მაშინ საქართველო შენთვის სამშობლოდ უნდა იქცეს, ანუ ქართველიო (ამ აზრით) უნდა გახდე. ქართველი კანონმდებელიო აბსოლუტურად სწორად მოიტქცა, როდესაც (საქართველოს რეალობის გათვალისწინებით) აკრძალა «ორმაგი მოქალაქეობა». მოქალაქეობრივი პლურალიზმი მხოლოდ ძლიერი (არა აუცილებლად სიდიდის აზრით) სახელმწიფოების ფუფუნებაა, საქართველოსთვის კი «ორმაგი მოქალაქეობა» შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს.
        შესაძლოა, ამ კომპრომისს «გამოყენებითი პოლიტიკის» თვალსაზრისით ჰქონდეს აზრი, ვინაიდან «მოქკავშირის» ლიდერები ძალიან აქტიურად და წარმატებით «თამაშობე»ნ ოპოზიციური ბლოკის «აღორძინების» სუბიექტებთან.
        ეს პროცესი სეთ სახეს იძენს, რასაც მისი შემოქმედი ნამდვილად არ გეგმავდა.
        კიედვ ერთი გამოხატულება ამგვარი «ურთიერთხელსაყრელი» კომპრომისისა (რაც ნამდვილად არ იგეგმებოდა, ვინაიდან მმართველი პოლიტიკური ელიტის კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს): უკვე უეჭველია, რომ დანარჩენი «ზვიადისტების» ციხეებიდანგათავისუფლებაც მხოლოდ დროის საკითხია. შესაძლოა, ეს მოხდეს არა «ამნისტიის», ან «შეწყალების», არამედ სასამართლო განაჩენის გადახედვით (ნუ დავივიწყებთ, რომ განაჩენების უმრალვესობა ჯერ კიდევ რეფორმამდელი სასამართლოების გამოტანილია), სხვა შემთხვევებში კი, სასჯელის განახევრებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ორივე მხარეს შესანიშნავად ესმის, რომ «ზვიადისტური მოძრაობა» არანაირ საფრთხეს აღარავისთვის წარმოადგენს. ჯერ ერთი, ეს მოძრაობა შერცხვენილი და დისკრედიტებული (შიდა განხეთქილებით, ტრაიბალიზმითა და მოსკოვში სირბილით), გარდა ამისა, «ვზიადისტები» ისე არიან დაბოღმილნი თავიანთ ყოფილ კოლეგებზე «პოლიტოკრატიიდან» (ორივე «მოძრაობიდან»), რომ არასდროს არავის აღარ შეუწყობენ ხელს და აღარ გაჰყვებიან. მათი ინტერესი ამჟამად, მართლა მხოლოდ იმით შემოიფარგლება, როგორმე «გამოათრიონ» ციხეებიდან თავიანთი კოლეგები. მეტი მათ ამქვეყნად აღარაფერი აინტერესებთ, და არასდროს, არასდროს პოლიტიკაში აქტიურად აღარ ჩაერევიან, რაც შესანიშნავად იციან «მოქალაქეთა კავშირის» ლიდერებმა, რომლებიც არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ეშმაკურად იყენებენ, ვიდრე «აღორძინების» მეორე ფრთამ გამოიყენა. ამ «ფრთას», სხვათა შორის, «ვზიადისტები» ისევე სძულს და ეზიზღება, როგორც სამოქალაქო ომის დროს.
        «ეთნიკური წარმომავლობის» დაფიქსირებას პირადობის დამადასტურებელ რეკვიზიტებში კიდევ ერთი მხარე აქვს. როგორც ცნობილია, რუსეთმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ გამოდის ბიშკეკის ხელშეკრულებიდან «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ». ჩვენთვის კარგად ცნობილი კონსტანტინე ზატულინი უმალვე მიესალმა ამ «ისტორიულ გადაწყვეტილებას» და მაგალითად სწორედ საქართველო მოიყვანა. მისი თქმით, «სავიზრო რეჟიმის» მეშვეობით, რუსეთს შეეძლება გაალძიეროს საქართველოში «პრორუსული» ძალები და პირიქით, დასაჯოს ისინი, ვინც არ ითვალისწინებს რუსეთის გრძელვადიან ინტერესებს. აქ იგულისხმება, რომ ვიზების გაცემისას რუსეთი მოახდენს საქართველოს «მოქალაქეთა» «დახარისხებას». მერედა, ჩვენ რატომ უნდა მოვეხმაროთ მას ამაში? ჩვენ თავად რატომ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ მან «გაარჩიოს» ლოიალურნი და არალოიალურნი? გარწმუნებთ, ერთ-ერთი ნიშანი მისთვის სწორედ ეს იქნება.
        რაც შეეხება «სავიზო რეჟიმს» _ ეს უკვე გარადუვალია, ვინაიდან არსებობს გადაულახავი წინააღმდეგობრივი სქემა: რუსეთს სურს, შეინარჩუნოს საქართველოში სამხედრო ბაზები, მაგრამ არ სურს რაიმე შეცვალოს აფხაზეთში – ეს კი საქართველოს უმთავრესი პირობაა. ამიტომ მოსკოვი იყენებს «სავიზო რეჟიმს», როგორც ზემოქმედების ბერკეტს, იმისთვის, რომ ერთი მხრივ არც აფხაზეთში შეიცვალოს რაიმე, მეორე მხრივ კი, ბაზებიც შეინარჩუნოს. მან ხომ შესანიშნავად «იცის», რომ ნებისმიერი სოციალური დაძაბულობა საქართველოში (თუნდაც, იგი გარეშე აეგრესიული ფაქტორებით იყოს განპირობებული) იწვევს არა საზოგადოების კონსოლიდაციას უმაღლესი ეროვნული ინტერესების დასაცავად, არამედ პირიქით – დაპირისპირებისა და შუღლის გაღვივებაეს. თუმცა, ვითარება იმდენად არის ფსიქოლოგიურად მაინც «შემზადებული», რომ საეჭვოა რუსეთმა მთავარი მიზნის მიღწევა შეძლოს და საბოლოოდ ბაზები შეინარჩუნოს. მისთვის ერთადერთი შანსი იქნებოდა, აფხაზეთში «მკვეთრი» მოძრაობა, რასაც იგი ვერ შეძლებს (რომც მოინდომოს(, ვინაიდან ჩეჩნეთის ომის დროს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიოზაციას მოერიდება.
        გასული კვირის მოვლენებიდან კიდევ ერთი იპყრობს ყურადღებას: იგი «რეზონანსული» არ არის, არც პერსონიფიცირებულია – უფრო «პროცესი» ეთქმის, მაგრამ მაინც ძალზე ნიშანდობლივია.
        საქმე ეხება ისევ და ისევ სოციალურ ტრანსფორმაციას. ეს ძალზე დაწვრილებითი საუბრის თემაა... და მაინც, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ამ «ტრანსფორმაციის» პირობებში, სოციალური ძალები, რომლებიც ისტორიის წყვდიადში ეფლობიან, სულ უფრო აქტუალურად იყენებენ სოციალური დემაგოგიის ნაცად ხერხს – აპელირებენ სიღატაკის არსებობაზე ქვეყანაში, თუმცა საკუთარი მდგომარეობა და შედარებითი სოციალური დაკნინება აღელვებთ, ანუ ის პროცესი, რ,აც გარდაუვალია სოციალურ-ეკონოშმიკური ფორმაციის ცვლილებისას. თვალი გაადევნეთ მედიას: დგას ერთი მოთქმა-გოდება: რამდენი მათხოვარია ქვეყანაში! თითქოს მათხოვრები თბილისში «ადრინდელი ცხოვრების» დროს არ იყვნენ – მათხოვრებიც იყვნენ ბლომად და «ბომჟები»ც, მაგრამ მათ ხშირად «ქალაქკომის» დადგენილებით აგდებდნენ მიწისქვეშა გასასვლელებიდან. მაგრამ დავუშვათ, ეს მართლაც ასეა – დავუშვათ იმატა სიღატაკემ დაბალ სოციალურ ფენებში. ესეც ცინიკურად ჟღერს, მაგრამ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ამგვარი რამ უბრალოდ გარდაუვალი ყო, რაც სრულებითაც არ ნიშნავს იმას, თითქოს საქართველოში არ იზრდება «საშუალო ფენა», რომელიც ამ ტიპის საზოგაოების დასაყრდენს წარმოადგენს. იზრდება და საკმაოდ მაღალი ტემპითაც! ამის დამადასტურებელი როგორ სოციალური, ასევე პოლიტიკური ნიშნები არსებობს, მაგრამ უფრო მეტად საინტერესო (ამჯერად ის არის, რომ ისტებლიშმენტის ის ნაწილი, რომელმაც ახალ პირობებში თვვითდამკვიდრება ვერ შეძლო და სოციალურ იდენტიფიკაციასაც კარგავს, ახლა სწორედ «დაბალი სოციალური ფენების» გაჭირვებით სპეკულირებს და მისი მეშვეობთი სურს შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს «საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი სიღატაკეში ცხოვრობს».ა რადა, ეს წმინდა წყლის დემაგოგიაა. ასეთი ოდენგობა რომ არსებობდეს, კარგა ხნი სწინათ ვქეყანაში სოციალური აფეთქება მოხდეოდა.ი სინამდვილეში «ღატაკთა» ფენა (სამწუხაროდ) არსებობს, მაგრამ იგი უმცირესობაა – ისევე, როგორც ფუფუნებაში მცხოვრებთა. უმრავლესობა კი არის ის კატეგორია, ვისაც «პურის ფული არ აქვს», ამდენად, ეს არგუმენტი სოციალური ტრანსფორმაციის უკან შესატრიალებლად არ გამოდგება – ეს თეორიულად შესაძლებელი რომც იყოს.

დილის გაზეთი, 3 სექტემბერი, 2000 წელი