საერთაშორისო მიმოხილვა. 7 მარტი. 2022 წელი
უკრაინულ ქალაქ ბახმუტთან და თვით ქალაქშიც გრძელდება გააფთრებული ბრძოლები.
ბახმუტს უტევს პრიგოჟინის `კერძო არმია`, რომელიც სინამდვილეში რუსული არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფია და შედგება კრიმინალური ნაძირლებისგან, რომლებიც პრიგოჟინმა პუტინს ციხიდან გამოაშვებინა.
ამჟამად რუსები საარტილერიო ცეცხლს უშენენ ერთადერთ გზას, რომლითაც უკრაინელები მარაგდებიან და რისი მეშვეობითაც გაჰყავთ დაჭრილები.
ქალაქი ფაქტიურად დანგრეულია.
გუშინ პრიგოჟინმა კვლავ მოუწყო ისტერიკა პუტინს და მის გენერალიტეტს: `თუ ბახმუტში `ვაგნერი` დამარცხდა, რუსეთის არმია მთლიანად უკრაინაში დამარცხდებაო. ნაპოლეონის კომპლექსი უჩნდება ტანდათან ამ კრიმინალს და აუცილებლად შეუქმნის ადრე თუ გვიან პრობლემებს პუტინს.
დასავლური პრესის მონაცემებით, არც უკრაინულ ხელისუფელბაშია სრული თანხმობა იმაზე, ღირს თუ არა ბახმუტის დაცვა. მთავარსარდალი, გენერალი ზალუჟნი პრეზიდენტს ურჩევს, უბრძანოს ჯარების გაყვანა, რათა საუკეთესო ქვედანაყოფები არ შეაკლას მტერს და სხვა პოზიციებზე გაამაგროს. ბახმუტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, თუმცა არც იმდენად, რომ მასზე იყოს დამოკიდებული ომის ბედი.
ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, ძალიან გამოცდილმა და მცოდნე გენერალმა ლლოიდ ოსტინმა გუშინდელ ინტერვიუში თქვა, რომ ბახმუტს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს უკვე და არა სამხედრო-სტრატეგიული.
თუმცა პრეზიდენტი ზელენსკი ამ ლოგიკას არ ეთანხმება და უკან დახევა მას არ უბრძანებია.
მისი ლოგიკაც გასაგებია: ახლა უკრაინა ისეთ სამკვდრო-სასიცოცხლო ომს აწარმოებს, რომ სიმბოლოებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ. როგორც მარიუპოლის გმირულმა დაცვამ არაფრთოვანა უკრაინის ხალხი და არმია, ასევე ბახმუტიც იქცევა ეროვნული მითოსის ძალიან მნIშვნელოვან შემადგენლად და გაზრდის უკრაინული Nation წინააღდმეგობის უნარს.
როგორც ფართოდ არის ცნობილი, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო სირცეში მინიმუმ ოთხი ჩინური სადაზვერვო აეროსტატი ჩამოაგდეს.
მოულოდნელად, სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ეს ტექნოლოგია დაზვერვისთვის საკმაოდ მოხერხებულია, ამიტომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, სპეციალური გადაწყვეტილებით 100 მილიონი გირვანქა გამოყო ქვეყნის ბიუჯეტიდან, ამგვარი სადაზვერვო აეროსტატების შჭესაძენად როგორც ბრიტანული არმიის, ასევე ფლოტისა და სადაზვერვო სამსახურებისათვის.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აეროსტატი, რომელიც უპილოტოა, დაფრინავს დაახლოებით 30 კილომეტრის სიმაღლეზე, ესე იგი სტრატოსფეროში, სადაც ჰაერის ტურბულენტობა მასზე ზეგავლენას ვერ ახდენს. შესაბამისად მისი აღმოჩენა და იდენტიფიცირება არც ისე იოლია, ხოლო 30 კილომეტრის სიმაღლეს ბევრი ავიაგამანადგურებელი ვერ წვდება, მაშასადამე რაკეტების გამოუენებაც პრობლემებთანაა დაკავშირებული, როდესაც აეროსტატი ქვეყნის ტერიტორიის თავზე დაფრინავს, სადაც აქტიური სამოქალაქო-საავიაციო მიმოსვლაა.
ზუსტად ამ მიზეზით უჭირდათ ამერიკელებს მათი დროული ჩამოგდება, რადგან სარისკოა.
ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ `აეროსტატების` გოენბამახვილური PR აქციით ჩინეთის ხელისუფელბამ ამერიკასაც და მის მოკავშირეებსაც გაუგზავნა Message, რომ კრეატიულია გლობალურ დაპირისპირებაში ჩინეთსა და დასავლეთს შორის, რაც სულ უფრო მწვავდება.
აფხაზეთში გრძელდება იწილო-ბიწილო და გაწევ-გამოწევა ე.წ. `პიცუნდის აგარაკის` პუტინისთვის გადაცემის თაობაზე.
აფხაზებს ძალიან არ უნდათ ამ მიწის დათმობა (საუკეთესო მიწაა აფხაზეთში) ამიტომაც დგამენ გაუთავებლად სპექტაკლებს, თითქოს აი `პრეზიდენტ ბჟანიას` სურს შეასრულოს ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის `თხოვნა`, მაგრამ პარლამენტი უძალიანდება.
ოპოზიციურმა პარტიებმა აფხაზეთის `პროკურატურაში` გააგზავნეს საჩივარი, რომ აფხაზეთის კადასტრის სამსახურმა აგარაკის კოორდინატები არასწორად მიუთითაო ხელშეკრულებაში, რომლითაც ეს აგარაკი პუტინს უნდა გადასცემოდა. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს. პროკურატურამ უპასუხა, რომ საქმეს არ აღძრავს, რადგან `ხელშეკრულება მხოლოდ პარაფირებულია, თუმცა პარალმენტის მიერ რატიფიცირებული არ არის`.
ესეც სპექტაკლის ნაწილია: როცა პუტინის მონები, მოსკოვში მისი მორიგი `ვიზიტისას` (ელექტროენერგიის სამათხოვროდ) უსაყვედურებენ: `ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის` თხოვნა რატომ არ გაითვალისწინეო, `პრეზიდენტი ბჟანია` არტისტულად დაიწყებს კრუსუნს: `რა მექნა ბეჩავს, ხომ ხედავთ რა ამბავია - ჩემს დაპატიმრებას მოითხოვენ ლამისო`.
გამორიცხულია ეს მიწა აფხაზურმა ელიტებმა პუტინს გადასცენ, რაკი შესანიშნავად ხვდებიან: ეს იქნება პრეცედენტი და შემდეგ მოსკოვი ყველაფერს მოსთხოვთ.
არადა, ბოლო დღეებში სოხუმშიც კი მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება ჭირს, ვინაიდან ელექტროგადამცემი ხაზები დიდი ხანია მწყობრიდან გამოვიდა, ამიტომ წყალსაქაჩი სადგურებიც ვერ მუშაობენ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მარიუპოლში ჩავიდა, რომელსაც თვეების განმავლობაში გმირულად იცავდნენ უკრაინელი ჯარისკაცები.
შოიგუს ჩასვლა უკავშირდება პუტინის იმედგაცრუებას, რომ ვერ შეძლო მარიუპოლის `სახმელეთო დერეფნის` ამოქმედება ყირიმისკენ და ვერც წყლით ნახევარკუნძულის მომარაგება.
არადა ეს მისი აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.