საერთაშორისო მიმოხილვა. 3 მაისი. 2022 წელი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა (წარმოშობით თბილისელი სომეხი - კალანტაროვი/კალანტარიანი იყო მამამისი) დაუშვა კატასტროფული შეცდომა, რომელიც მას და მის ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდება, თუ დაუყოვნებლივ არ გადააყენა პუტინმა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ლავროვს წამოცდა საშინელება (ციტატა): `ზელენსკი რომ გვეუბნება ებრაელი ვარ, ამიტომ ნაცისტი ვერაფრით ვიქნებიო..... მასე ებრაული სისხლი ჰიტლერსაც კი ჰქონდა......`
ამ ფრაზას მძვინვარე რეაქცია მოჰყვა ისრაელში. ბევრი ებრაელი პოლიტიკოსი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთოიბის გაწყვეტის აუცილებლობაზეც კი ალაპარაკდა თუ ლავროვი ბოდიშს არ მოიხდის.
ზოგადად, თუ გინდა ებრაელი ადამიანი გააგიჟო და გააცოფო, სწორედ ეს უნდა უთხრა, რომ თითქოს ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა. ეს არაფრით ობიექტურად არ დასტურდება, მაგრამ ამგვარი ნარატივი - ჰიტლერ/შიკლგრუბერის ებრაული წარმოშობის შესახებ - ებრაელების მიერ აღიქმება ებრაელთა გენოციდის ანუ ჰოლოკოსტის....`გამართლებად` ( ჟარგონით `გაპრავებად`) რაც მათთვის ტოტალურად მიუღებელია.
ებრაელი ერის მხეცური გენოციდი, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს განახორცეილეს ნაცისტებმა, არის ამ დიდი ერის იდენტობის განუყოფელი ნაწილი ბიბლიასთან (ძველ აღთქმასთან) და მოსეს სწავლებასთან ერთად.
მით უფრო უცნაურია ლავროვის ეს `წამოყრანტალება`, რომ იგი მაღალი დიპლომატიური პროფესიონალიზმითაა ცნობილი და ადრე ასეთ კატასტროფულ შეცდომებს არ უშვებდა. სხვა საქმეა, რისთვის იყენებდა ამ მის `პროფესიონალიზმს` და რას ემსახურებოდა. - პუტინის რეჟიმს!
გამორიცხულია ამგვარი რამ წინასწარგანზრახულად ეთქვა ლავროვს, რადგან დღევანდელ სიტუაციაში, როცა რუსეთი აშკარად სტრატეგიულად მარცხდება უკრაინაში, პუტინს არაფრის დიდებით არ აწყობდა უძლიერეს ებრაულ ისტებლიშმენტთან და ზოგადად ებრაელებთან ასე დაპირისპირება - მათი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდება.
`ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდაო` - მეორე მსოფლიო ომის მერე არც ერთ ევროპელ ლიდერს, არც ერთ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრს და არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს (საგარეო საქმეთა მინისტრის და პრეზიდენტის პირით სახელმწიფო ლაპარაკობს-დ.) არ უთქვამს არც ერთხელ!!!
ეს `წამოროშვა` იმას ადასტურებს, რომ პუტინის გარემოცვა მართლა..... `გადაიქანცა` ფსიქოლოგიურადაც; `ზნეობრივადაც` გატყდა/გაისვარა საბოლოოდ თუკი მათ ზნეობაზე ან რაიმე მორალზე საერთოდ შეიძლებოდა ლაპარაკი.
ანუ ქვეცნობიერად გრძნობენ რა ჩაიდინეს არა მხოლოდ უკრაინელი, არამედ გარკვეული აზრით საკუთარი ანუ რუსი ხალხის მომავლის წინაშე - უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიით.
ამიტომაც ახლა `მოხსნეს პირი გუდას` და როშავენ ყველაფერს რაც ადრე პირზე ადგათ თუმცა თავს იკავებდნენ.
ისედაც ნაგავთან იყო შერეული და გათანაბრებული ამ აგრესიის გამო პუტინის, ასევე რუსული სახელმწიფოს რეიტინგი და ახლა ამ განცხადების შემდეგ `ფსკერი გახვრიტა` საერთოდ.
თან გლობალური მედიის უდიდესი ნაწილი სამკვდროდ გადაიმტერა ცნობილი მიზეზების გამო. აკი თავად პუტინი ამბობდა: ``გლობალური მედიის 90%-ს ერთი სახელმწიფო აკონტროლებსო``.
იმ `ერთ სახელმწიფოში` რა თქმა უნდა ისრაელს გულისხმობდა.
. . . . . . . . . . . . . . .
უკრაინულმა არმიამ კვლავ დაბომბა სამხედრო ობიექტები ბელგოროდში (რუსეთი).
ეს მხარე უკრაინის მეზობლად მდებარეობს და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსულ აგრესიაში. განსაკუთრებით ლოჯისტიკური თვალსაზრისით. იქ არის კონცენტრირებული მრავალგვარი რეზერვიც.
აღსანიშნავია უკრაინელ სამხედროთა მაღალი პროფესიონალიზმი: ბომბავენ სამხედრო ობიექტებს, იარაღის საწყობებს და ნავთობბაზებს ისე, რომ ჯერ არც არავინ დაღუპულა. ერთიც კი. არადა უკვე ლამის ყოველ ღამით იბომბება ბელგოროდი. ისევე, როგორც მეზობელი კურსკის ოლქი.
თუმცა ამ წარმატების მეორე მიზეზი( უკრაინელ სამხედროთა პროფესიონალიზმთან ერთად) ისიცაა, რომ ამერიკამ უკრაინულ არმიას უზუსტესი, დახვეწილი, შესანიშნავი იარაღი მიაწოდა. ადრე რომ საოცნებოდ ჰქონდათ - ისეთი.
მათ შორის უახლესი `ჭკვიანი` ჭურვები და უპილოტო `თვითმკვლელი-კამიკაძე`საფრენი აპარატები.
უკრაინა ოფიციალურ დონეზე არ ადასტურებს, რომ ის ახორციელებს საპასუხო დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა ყველამ იცის, რომ სწორედ უკრაინული არმია ბომბავს!
არ ადასტურებს იმიტომ, რომ დასავლეთში ჩასაფრებულია `სასარგებლო იდიოტთა` და `პუტინის ყმათა` დიდი არმია, რომელიც მხოლოდ საბაბს ელის თქვას : `ორივე დამნაშავეა - რუსეთიც და უკრაინაც` დასავლეთი ამიტომაც არ უნდა ჩაერიოს ტერიტორიულ კონფლიქტშიო`.
როგორც 2008 წელს ამბობდნენ საქართველოზე - ისევე დამნაშავეა, როგორც რუსეთიო
. . . . . . . . . . . . . . .
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიანიშნა (თუმცა ასე პირდაპირ არ უთქვამს) , რომ ის ვერ ჩავა კიევში, რადგან უკრაინის ხელისუფლებამ შეურაცხყოფა მიაყენა გერმანელ ერს, როცა დაბლოკა უკრაინაში გერმანიის პრეზიდენტის, შტაინმაიერის ვიზიტი.
ბევრი ობიექტური დამკვირვებელიც თვლის, რომ ზელენსკის ეს დემარში მართლაც მეტისმეტად ემოციური და მცდარი იყო: გასაგებია, რომ შტაინმაიერზე დიდი მეგობარი პუტინს ცოტა ჰყოლია ევროპაში ადრე. მაგრამ ეს იყო ო მ ა მ დ ე! ანუ პუტინის ანტიუკრაინულ აგრესიამდე.
მასე ჩეხეთის პრეზიდენტი ზემანი სულ ფეხქვეშ ეგებოდა პუტინს, ოღონდ ამ აგრესიის ფონზე `მკვდარი და ცოცხალი უტრიალა` რუს ავტოკრატს.
შტაინმაიერი აპირებდა ბუჩა მოენახულებინა, რათა იქ გაეკეთებინა პუტინის საწინააღდმეგო განცხადებები. ყოველ შემთხვევაში ამგვარი მოლოდინი არსებობდა და არც თუ უსაფუძვლოდ. ახლა გაბრაზებული და გატრუნულია.
. . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის ელჩმა ეუთოში, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება, ხომ არ ეხმარება ჩინეთი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში იარაღით ან სხვაგვარად და იმ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკული სპეცსამსახურები, რომ ჩინეთი ასეთ დახმარებას ვერ ბედავს, რაკი ძალიან კარგად იცის, დაისჯება!
ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომელიც მეტყველებს, რომ ვაშინგტონისთვის ახლა ეჭვმიუტანელი პრიორიტეტი სწორედ უკრაინაში რუსეთის დამარცხებაა და არა `ჩინეთთან არდაძაბვა`, რისკენაც ბევრი მოუწოდებდა მსოფლიოშიც და რეგიონშიც.
ჩინეთმა თუ `წითელი ხაზები` გადაკვეთა, ამერიკას აქვს ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტები, რათა პეკინს მისი ადგილი მიუჩინოს.
ჩიენთის ლიდერებმა ეს ძალიან კარგად იციან.
. . . . . . . . . . . . . . .
უნგრეთმა, რომლის ლიდერი, ვიქტორ ორბანი პუტინის `ახლო მეგობარია` (ერთ-ერთი ვერსიით, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაშია КГБ-ს დავერბოვკებული) განაცხადა, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესახებ.
ევროკავშირი ამჟამად ამზადებს სანქციათა მეექვსე პაკეტს, რომელიც რუსული ნავთობის ევროპაში იმპორტის აკრძალვას გულისხმობს.
ევროკავშირის კანონმდებლობით უნგრეთს აქვს უფლება ვეტო დაადოს, ანუ დაბლოკოს ევროკავშირის ნებისმიერი გადაწყვეტილება `ევროპული საბჭოს` (Europian council) დონეზე, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად იკრიბებიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები ანუ `პირველი პირები`.
ბუნებრივია, ევროპულ სახელმწიფოებს ცალ-ცალკე შეუძლიათ მიიღონ ამგვარი გადაწყვეტილება ანუ აღარ იყიდონ რუსული ნავთობი..... თუმცა ეს სულ სხვაა, ვიდრე ევროკავშირის კონსოლიდირებული დადგენილება.
უნგრეთი, ამ აზრით, კვლავაც ასრულებს `ტროას ცხენის` როლს ევროკავშირში.
. . . . . . . . . . . . . . .
ფრანგული გიგანტი Renault (ქართულად ვუწოდებთ `რენო`-ს) ყიდის რუსულ კონცერნს АвтоВаз-ს სიმბოლურ თანხად - 1 რუბლად.
Автоваз, მარტივად რომ ვთქვათ, არის ავტომობილ `ჟიგულის` ქარხანა, რომელიც იტალიურმა `Fiat`-მა ააშენა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს და ვერ ივარგა როგორც ავტომწარმოებელმა.
ერთი კონკურენტუნარიანი ბრენდიც კი ვერ შექმნა ამ ხნის განმავლობაში და ბოლოს რუსები იძულებულნი გახდნენ ფრანგებისთვის მიეყიდათ.
ერთადერთი ნიმუში, რასაც ასე თუ ისე, დაახლოებით შეიძლებოდა დარქმეოდა `ავტომანქანა` იყო Нива და ესეც პირობითად.
დადასტურდა, რომ რუსეთში არ არსებობს სოციალური კულტურა ისეთი წარმოებისთვის, რაც შექმნიდა პირობებს ნორმალური (თუნდაც) მანქანის ასაშენებლად. სამაგიეროდ აშენებდნენ მსოფლიოში საუკეთესო საშუალო წონის ტანკებს Т-72, Т – 80, Т -90.
რატომ? იმიტომ, რომ ათეულობით ათასი ტანკის ასაშენებლად, სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვაგავრ რესურსთა ტოტალიტარული და დიქტატორული მობილიზაციაც საკმარისია. ხოლო მილიონობით ნორმალური ავტომანქანის ასაშენებალდ ეს ტოტალიტარული მობილიზაცია საკმარისი არ არის. ისევე, როგორც ასეულობით მილიონი ნორმალური ფეხსაცმელის შესაკერად.
Renault ამას ბოლოს და ბოლოს მიხვდა, თუმცა მხოლოდ მიმდინარე ომის ფონზე;
ოღონდ Автоваз ერთ რუბლად რუსულ სახელმწიფოს მიჰყიდა (აბა სხვა ვინ იყიდიდა) იმ პირობით, რომ 5-6-10 წლის შემდეგ ექნება უფლება უფრო ძვირად გამოისყიდოს.
`იქნებ ოდესმე რუსებმა ფრანგებივით და გერმანელებივით მუშაობა ისწავლონო` - ამ მოტივით და გათვლით ალბათ.
თუმცა ნეტარ არიან მორწმუნენი......ეს ხომ სოციალური კულტურაა, რომლის გამომუშავებას ევროპაში 500 წელი დასჭირდა!
30 და 40 წელი ამას რას ეყოფოდა?!