საერთაშორისო მიმოხილვა. 25 მარტი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 25 მარტი. 2025 წელი

ამერიკაში ხმაურიანი სკანდალია იმის გამო, რომ ტრამპის გარემოცვამ The Atlantic მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი შეცდომით ჩაამატა „ჩათ ჯგუფში“, სადაც ძალოვნები იემენზე ამერიკის სარაკეტო დარტყმებს განხილავდნენ.

უფრო კონკრეტულად, ჩათში მონაწილეობდნენ ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, სახმდივანი რუბიო, მრჩეველი უშიშროების საკითხებში უოლცი და თავდაცვის მინისტრი ჰეგსეთი.

ანუ სულ სულ სულ ელიტა და უმაღლესი დონე.

და არ იცოდნენ, რომ მრავალნაცადი ჟურნალისტი კითხულობდა თურმე მათ ჩათს.

ანუ საიდუმლო ინფორმაცია ჟურნალისტებს გაუზიარეს ფაქტობრივად.

ამერიკული კანონმდებლობით, საიდუმლო ინფორმაცია ჟურნალისტის ხელში ვერ უნდა მოხვდეს, თორემ თუ მოხვდა, მერე უკვე ვერავინ აუკრძალავს მის გასაჯაროებას.

სხვათა შორის, ევროპაში ასე არ არის.

თანაც მხოლოდ იმ ინფორმაციამ კი არ გაჟონა, რომ ტრამპმა ბრძანება გასცა „დაერტყათ“ იემენის მმართველი რეჟიმის და მისი ობიექტებისთვის, არამედ კონკრეტულმა საოპერაციო გეგმებმაც.

ზუსტად არავინ იცის, ვისი პასუხისმგებლობაა ესოდენ კატასტროფული „გაჟონვა“.

თავდაცვის მინისტრი Hegseth კატეგორიულად უარყოფს მისი უწყების პასუხისმგებლობასაც და იმასაც, რომ რაიმე ნამდვილად მნიშვნელოვანი ინფორმაცია განიხილებოდა ამ ჩათში, რაც....„საფრთხეს შეუქმნიდა ამერიკელ ჯარისკაცებს“.

ეს არის მთავარი.

ოღონდ მნიშვნელოვანია არა ფაქტი, არამედ აღქმა: „დემოკრატები“ უკვე ლაპარაკობენ, რომ ტრამპის „არაკომპეტენტური გუნდი“ საფრთხეს უქმნის ჩვენს გმირ Man and Woman in uniform“, რაც ამერიკაში მუდამ „ბირთვული ძალის“ არგუმენტია.

შეიძლება ითქვას, ტრამპის ადმინისტრაციას ასეთის სკანდალი ჯერ არ ჰქონია.

კომუნიკაციის პლატფორმად გამოიყენებოდა Signal, რაც ნამდვილად  ყველაზე მეტად დაცულია სხვა კომუნიკატორებთან შედარებით.

ოღონდ...... დაცულია არაავტორიზებული შეღწევისგან და არა რომელიღაც ჩინოსნის უგერგილობისაგან, ვინც შეცდომით ჯგუფში არაუფლებამოსილ სუბიექტებს შეიყვანს ან უბრალოდ ჯგუფები აერევა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

თურქეთში სულ უფრო მასშტაბური ხდება შეტაკებები ოპოზიციის მომხრეებსა და პოლიციას შორის.

ათასზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული.

ახლა ყველას ეს კითხვა აწუხებს: „ჩაერევა თუ არა არმია?“

ხომ არ ისარგებლებს თურქული გენერალიტეტი ამ მომენტით, რათა „ისლამისტი“ (როგორც საერო სეკულარული სახელმწიფოს მომხრე „ქემალისტები“ აღიქვამენ) ერდოღანი ჩამოაშოროს ძალაუფლებას?

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს რეჯეფ ერდოღანი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს: პირადმა დაცვამ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე სასტუმროდან მოასწრო მისი ევაკუაცია, სანამ არმიის ოფიცრები მიუვარდებოდნენ  და ალბათ მოკლავდნენ- დაპატიმრება არ აწყობდათ.

ანუ რაც მთავარია, ის რაც ახლა თურქეთში ხდება ისევ და ისევ „ზომიერი ისლამის“ და „ქემალ ათათურქისეული“ პროდასავლური თურქული სახელმწიფო კონცეპტის მომხრეთა კონფლიქტია, რომელიც უკვე მრავალი წელია ხან მინავლდება, ხან მწვავდება.

ერდოღანმა ბოლო არჩევნებზე სტამბული, ანკარა და კიდევ რამდენიმე დიდი ქალაქი წააგო!

სწორედ აქაა კონფლიქტის „კვანძი“!

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის პროდასავლური პროევროპული, ვესტერნიზებული პარტიები და პოლიტიკოსები, ვინც ერდოღანს ებრძვის, სამეხდრო დიქტატურის მომხრენი არიან. არავითარ შემთხვევაში! აქ ლაპარაკია იმ რისკზე, რომ არმიამ და მისმა ასეთივე „ვესტერნიზებულმა“ გენერალიტეტმა შესაძლოა ი ს ა რ გ ე ბ ლ ო ს   ამ მომენტუმით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

 თორმეტი საათი გაგრძელდა რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში, სასტუმროში The Ritz-Carlton.

ფორმალურად კონსულტაციები ეხებოდა მხოლოდ შავ ზღვაზე ნაოსნობის თავისუფლებას, მაგრამ მოლაპარაკებათა მსვლელობისას ტრამპმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ასევე განიხილება უკრაინის ფრონტზე „გამყოფი ხაზები“ და უკრაინულ ატომურ ელექტროსადგურებზე ამერიკის კონტროლი.

აქვე შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ 12 საათის განმავლობაში რუსეთის არმიამ ბარბაროსულად, მიზანმიმართულად დაბომბა უკრაინული ქალაქი სუმა.

გარდა ამისა, თუკი „უკრაინულ ატომურ ელექტროსადგურებზეა“ ლაპარაკი, მათგან ყველაზე დიდს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს რუსეთის საოკუპაციო არმია აკონტროლებს.

მაშასადამე, პუტინი შეიძლება კიდეც დათანხმდეს იმას, რომ ავადსახსენებელ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს, კიევთან, ბელორუსის საზღვრის მახლობლად, ამერიკა აკონტროლებდეს თუ ამას ზელენსკი დაეთანხმება.

პუტინს რა ენაღვლება? ამ ეტაპზე იგი შეურიგდა იმ აზრს, რომ კიევს ჯერ-ჯერობით ვერ დაიპყრობს, შესაბამისად ჩერნობილამდე ვეღარ მიაღწევს ვერც დონბასიდან და ვეღარც ბელორუსიიდან შეიჭრება კიევისკენ, როგორც 2022 წელს. იქ ყველაფერი დანაღმეს უკრაინელებმა.

რუსებმა მოითხოვეს, ერ რიადის მოლაპარაკებებზე პროტოკოლური ფოტოსესიაც კი არ ყოფილიყო.

კიდევ უფრო მეტი: რუსების დაჟინებული მოთხოვნით, ამ ფეშენებელური სასტუმროს სტუმრებსაც კი საუდის უსაფრთხოების სამსახურმა ზრდილობიანად, თუმცა დაბეჯითებით სთხოვა, დღის განმავლობაში სასტუმრო დაეტოვებინათ და სანამ მოლაპარაკება არ დასრულდა, არც შემოუშვეს, რაც საერთოდ გაუგონარი ამბავია.

რუსულ მხარეს წარმოადგენდა (დავაკვირდეთ ამ ნიუანსს „დიპლომატიური ენის“ ნაგულისხმევებით) ჩვენთვის კარგად ცნობილი, აფხაზ და ოს სეპარატისტთა მეგობარი, სენატორი გრიგორი კარასინი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობისას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეს კურირებდა (დსთ - მოსკოვი უკრაინას კვლავაც ამ სივრცის ნაწილად განიხილავს) და რუსული სპეცსამსახურების გენერალი ბესედა, რომელიც 2022 წელს დონბასის ოკუპაციის, მანამდე კი, 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის მთავარი არქიტექტორი იყო.

მეორე მესამე რანგის ჩინოვნიკებით არის წარმოდგენილი ამერიკული დელეგაციაც. ანუ ორივე მხარე ხაზს უსვამს, რომ ეს „ტექნიკური მოლაპარაკებაა“, ხოლო პოლიტიკური საკითხები სხვა დონეზე უნდა გადაწყდეს.

თუმცა  რეალურად ასე არ არის.

სწორედ ამ „ტექნიკური დეტალებს“ რაც ერ რიადში განიხილება (მაგალითად იმას, თუ სად გაივლის ფრონტის ხაზი) აქვთ უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა;

 მეორეს მხრივ, როგორც უკვე ვწერდით, მოსკოვი არც მალავს სურვილს, განაგრძოს შეტევები, დაბომბვები დონბასის ფრონტზე მაგრამ მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას იქ, სადაც წააგო და უკრაინამ, შეიძლება ითქვას გაიმარჯვა - შავ ზღვაზე.

„ჭკუის კოლოფები“ არიან პატივცემული რუსები.

უკრაინა ამას რა თქმა უნდა არ თანხმდება. რას ჰქვია? – „მე სადაც გიგებ იქ შევწყვიტოთ ცეცხლი და შენ სადაც მიტევ იქ არა?“

ოღონდ გაქნილი რუსული დიპლომატია (ლავროვის დიპლომატია) ცდილობს „შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტა“ „შეფუთოს“ და „გაყიდოს“, როგორც ტრამპის გამარჯვება და ამით დააინტერესოს აშშ პრეზიდენტი, რომელსაც.....ძალიან სჭირდება სწრაფი წარმატება!!

პუტინმა ეს იცის.

ზუსტად ეს საკითხები (ანუ ცეცხლის შეწყვეტის ყოვლისმომცველობა) განიხილებოდა წინა დღეს ასეთივე ფორმატში ამერიკულ-უკრაინული მოლაპარაკებისას, სადაც უკრაინულ დელეგაციას წარმოადგენდა თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ანუ ბევრად მაღალი დონე.

 

მთავარი ნიუსმეიკერი მაინც ტრამპია რასაკვირველია. დიპლომატები სულ რომ სდუმდნენ, თეთრი სახლის მასპინძელი მუდამ აკეთებს არსებით განცხადებებს.

მაგალითად „ერ რიადის“ კომენტირებისას თქვა, რომ „სულ ცოტა აკლია „წიაღისეულზე“ შეთანხმების მიღწევას უკრაინასთან და შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერას“.

რა აფერხებს იმ „მცირედს“ აღარ დაუზუსტებია.

კითხვა: ის ხომ არა, რომ ახლა ცდილობს ატომური ელექტროსადგურებიც „მიაბას“ ამ შეთამნხმებას?

პრინციპში უკრაინას მხოლოდ ხელს აძლევს ჩერნობილის, როვენის, ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურთა გადაცემა მართვაში ამერიკელებისთვის.

მართლა ბევრად დაცულიც იქნებიან და საწვავზეც (ურანზე) ამერიკელები იზრუნებენ.

თანაც ეს საკითხი შესაძლოა გახდეს „ლინკი“ ატომურ სფეროში ამერიკელებთან თანამშრომლობისა, რაკი ურანი უკრაინის ტერიტორიაზეც მოიპოვება.

საეჭვოა ამერიკელებმა ამ ნედლი ურანის „გამდიდრება“ უკრაინის ტერიტორიაზევე სცადონ. ახლა უკრაინულ ურანს „ამდიდრებს“ საფრანეგთი, სპეციალური შეტანხმების მიხედვტ, რასაც სულ ახლახანს, 6 მარტს მოეწერა ხელი.

 მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია ამერიკელების ჩართულობა „ატომურ სფეროში“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ცნობილი ხდება, რომ ბრიტანეთმა პირველად დაასანქცირა ბრიტანეთის იურიდიული პირი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დარღვევისთვის.

ბრიტანელებს, ანუ ლონდონის City-ს ზოგადად არ უყვართ ფინანსური სანქციების დაწესება, რადგან ლონდონი არის სამოთხე ფინანსური ინვესტორებისა და საფინანსო ბაზრებზე მოქმედი ფირმებისთვის. ამიტომაც რეგისტრირდებიან უპირატესად City-ში. მათი „დაშინება“ ლონდონს არასდროს ეპიტნავება, რა მიზეზიც არ უნდა იყოს.

თუმცა  ბევრისთვის მოულოდნელად (და ეს უდავოდ ახალი პრემიერის, სტარმერის დამსახურებაა) ბრიტანეთის სპეციალიზებულმა უწყებამ Office of Financial Sanctions Implementation, OFSI ფინანსურად დასაჯა (£465 ათასი) და უკანასკნელი გაფრთხილება მისცა კომპანიას Herbert Smith Freehills HSF ბრიტანეთის ანტიპუტინური სანქციების დარღვევისთვის. ოღონდ დავაკვირდეთ რა საინტერესოა:

ტრანზაქციების ოდენობა £3,932 მილიონი იყო სხვადასხვა რუსული კომპანიისთვის, რომლებიც სასანქციო სიაში ლონდონს არ შეუყვანია და/ანუ ამაზე თითქოს ვერ მოედავებოდნენ, მაგრამ..... მოედავნენ იმის გამო, რომ სრულიად მიზერული თანხა £39,71 (ოცდაცხრამეტი გირვანქა და 71 პენი) საკომისიოს სახით (!!!) ჩაურიცხა რუსულ Сбербанк-ს.

აი ეს რუსული ბანკი კი ნამდვილად იყო შეყვანილი დასანქცირებულთა სიაში.