საერთაშორისო მიმოხილვა. 25 მარტი. 2022 წელი
პირველად ისტორიაში, ბრიუსელში ერთდროულად ჩატარდა ჩრდილო ატლანტიკური კავშირის ანუ NATO-ს (ოფიციალურად მას ჰქვია `ვაშინგტონის ხელშეკრულების ორგანიზაცია`), ევროკავშირის (EU) და `დიდი შვიდეულის`(G7) ერთობლივი სამიტი.
NATO-ს სამიტი ივნისში, მადრიდში უნდა გამართულიყო, თუმცა უკრაინის ომმა პროცესები დააჩქარა. შესაბამისად ალიანსის სამიტი `რიგგარეშე` აღმოჩნდა, რაც 1999 წლის იუგოსლავიის ომის შემდეგ არ მომხდარა.
რაც შეეხება `დიდი შვიდეულს`, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე (2014წ) მას ეწოდებოდა G8, მაგრამ რუსეთი მაშინ ამ ორგანიზაციიდან გარიცხეს.
ეს `ტრიპლ-სამიტი` მნიშვნელოვანია იმით, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე ჩატარდა. მაგალითად, ალიანსი შეიკრიბა არა არა გასაფართოვებლად, ანუ ახალი წევრების მისაღებად, არამედ რუსეთის წინააღმდეგ სტრატეგიის გამოსამუშავებლად.
ფაქტობრივად, ბრიუსელში, 2022 წლის 24 მარტს გაიმართა მთელი ევროატლანტიკური ცივილიზაციის ყრილობა, რითაც ყველაფერთან ერთად, ამ ცივილიზაციის დღევანდელმა ლიდერებმა აღიარეს, რომ ასეთი კრიზისი დედამიწაზე 1945 წლიდან ანუ ნაცისტური გერმანიისა და ფაშისტური იტალიის, ასევე საიმპერატორი იაპონიის დამარცხების შედმეგ აღარ ყოფილა.
უკრაინის ომი აღიარებულია `ეპოქალურ ტეხილად`.
მთავარი შეთანხმება, რაც Triple summit მა `დადო` მსჯელობის შედეგად ისაა, რომ ალიანსი სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერევა უშუალოდ საომარ მოქმედებებში მანამ, სანამ რუსეთი არ შეეხება უშუალოდ ჩდრილო ატლანტიკური კავშირის ტერიტორიას ან/და თავს არ დაესხმება რომელიმე წევრ ქვეყანას, მაგრამ ევროკავშირთან ერთად NATO ყევლაფერს გააკეთებს, რათა რუსეთი დამარცხდეს უკრაინაში.
როგორც მინიმუმ, პუტინმა ვერ მიაღწიოს დასახულ მიზნებს, ვერ მოსპოს უკრაინის სახელმწიფოებრიობა და ამ მიზნით გამოიყენებს როგორც იარაღის მიწოდების, ასევე ფინანსური და ეკონომიკური ასევე ჰუმანიტარული ზემოქმედების ბერკეტებს, რათა გაზარდოს პუტინის რეჟიმით უკმაყოფილება რუსეთის შიგნით და თუნდაც არა მოკლევადიან, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში რუსების ხელით(!) დაამხოს ეს რეჟიმი. პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ `სამმაგ სამიტზე` განაცხადა, რომ რუსეთის `დიდი ოცეულიდან` (G20) გარიცხვის მომხრეა. თუმცა მიანიშნა: G20 წევრი ბევრი ქვეყანა, მაგალითად ჩინეთი, ამის წინააღმდეგი იქნებაო. პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინაც შეიძლება მიიწვიონ `ოცეულის` სამიტზე.
G20 - ესაა მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ეკონომიკების მქონე ქვეყნების გაერთიანება, რომელიც ჩამოყალიბდა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად.
ბაიდენმა თქვა, რომ სანქციები რსუეთის წინააღმდეგ გაძლიერდება და რაც მთავარია `პუტინს ეცოდინება, რომ რაც დრო გავა, ეს სანქციები კი არ შემსუბუქდება, არამედ კიდევ უფრო აუტანელი და მტკივნეული გახდება მისთვის`. ძალიან საინტერესო ციტატაა: `თუ თქვენ ხართ პუტინი და იცით, რომ საქნციები სულ რაღაც 1 თვე გაგრძელდება და შემდეგ მოიხსნება, რა თქმა უნდა ნებისმიერ საბაქციას გაუძლებთ. პუტინს ამის იმედი არ უნდა ჰქონდეს` - განაცხადა ბაიდენმა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ყველაზე რადიკალური იყო. მან აღიარა, რომ დასავლეთი უკრაინას ვერ მიაწვდის ყველა იმ შეიარაღებას, რომელიც უკრაინას სჭირდება (მაგალითად საბრძოლო თვითმფრინავები იგულისხმება), თუმცა მზადაა მიაწოდოს 6 000 რაკეტა დამატებით. იგულისხმება ორგვარი რაკეტები: ტანკსაწინააღდმეგო და საზენიტო. ჯონსონმა თქვა, რომ ბრიტანეთმა უკვა დაასანქცირა 1000 რუსული ორგანიზაცია და ყველა რუსი ოლიგარქი, რომელსაც ქონება ჰქონდა ბრიტანეთის ტერიტორიაზე. `და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება` - აღნიშნა ჯონსონმა. მან პუტინის ქმედებას `ბარბაროსობა` უწოდა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი, მისი აზრით `არ ელოდა ასეთი წინააღმდეგობას უკრაინელი ხალხისგან` და რომ ალიანსის დაზვერვის მონაცემებით პუტინს იმედი ჰქონდა, უკრაინული არმია სულ მალე ჩამოიშლებოდა და ზელენსკი 10 დღეში დანებდებოდა, შემდეგ კი კაპიტულაციაზე ხელს მოუწერდა.
თუმცა სლოტლენბერგმა ხაზგასმით თქვა, რომ ალიანსი უკრაინაში `არც სახმელეთო, არც საჰაერო ძალებს` არ გააგზავნის, რადგან არ დაუშვებს კონფლიქტის გავრცელებას NATO-ს ტერიტორიაზე.
ყველაზე დიდ შეშფოთებას სამიტზე იწვევდა სადაზვერვო მონაცემები, რომ პუტინი აპირებს გამოიუენოს ქიმიური იარაღი. მაგალითად მარიუპოლში და კიევში, სადაც რუსის ჯარი უშედეგოდ იბრძვის. თუმცა ამ `შეშფოთებებთან` ლინკში არ გაჟღერებულა საზრისი, რომ თუ პუტინი ქიმიურ იარაღს გამოიუენებს, NATO კონფლიქტში უშუალოდ ჩაერევა სამხედრო ძალით.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კონვენციის თანახმად, რუსეთსაც და ალიანსის წევრებსაც ქიმიური იარაღი მთლიანად უნდა გაენადგურებინათ 2018 წლისათვის. დასავლეთმა ეს კონვენცია შეასრულა, თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარ ჟურნალისტებს და საზოგადოეაბს ვერ გამოაპარაბდა ამგვარ შეუსრულებლობას და ქვეყნის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის შენარჩუნებას.
პუტინის რეჟიმმა კი რასაკვირველია მოატყუა დასავლეთი და ქიმური იარაღი შეინარჩუნა. იყენებდა კიდეც სირიაში, რაც აბსოლუტურად ზუსტადაა დადასტურებული უტყუარი მონაცემებით.
სამიტის გადაწყვეტილებებიდან აღსანიშნავია, რომ რუსეთთან ერთად სამიტის დოკუმენტებში თანაბარი პასუხისმგებლოაბ ეკისრება ბელორუსიასაც, რომელმაც საკუთარი ტერიტორია და საჰაერო სივრცე დაუთმო რუს აგრესორს.
ასევე აღსანიშნავია, რომ სამიტისადმი ვიდეო-მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი აქცენტს აკეთებდა იარაღით დახმარებაზე და სანქციებზე. მას აღარ მოუთხოვია უკრაინის მიღება ალიანსში. თუმცა აგრძელებს ე.წ. `შეიარაღებული ნეიტრალიტეტის` იდეის ზონდირებას, როდესაც უკრაინის ნეიტრალიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტორი იქნება რამდენიმე წევრი სახელმწიფო. ფაქტობრივად ეს იდეა ახმოვანებს `ბლოკგარეშე მოკავშირეობის `კონცეპტს, თუმცა რაიმე გადაწყვეტილება ამ საკითხზე ალიანსს არ მიუღია.
მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ალიანსმა, მიუხედავად მოსკოვის ზეწოლისა, არათუ არ უარყო `ღია კარის` პოლიტიკა არამედ ხაზგასმით აღნიშნა კომუნიკეშიც და ლიდერთა განცხადებაშიც, რომ `ღია კარის პოლიტიკა` ანუ ალიანსში ახალი წევრების მიღება გაგრძელდება. ამ დოკუმენტებში განმეორებულია ფუნდამენტური პრინციპი, რომ ყველა ქვეყანას `აქვს უფლება დამოუკიდებლად აირჩიოს მისი უსაფრთხოების მექანიზმები`. ესე იგი თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა NATO-ს წევრობა.
საქართველო NATO-ს დასკვნით კომუნიკეში ნახსენები არ არის. ეს გამოწვეულია როგორც საქართველოს მთავრობის პოზიციით, ასევე ალიანსის სურვილით, არ მიაპყროს მოსკოვის ყურადღება საქართველოზე.
ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მოსკოვი რაიმე აგრესიულ ნაბიჯს არ გადადგამს. ესე იგი არ დააპროვოციროს ახალი აგრესია On The ground (ადგილზე) სანამ ვითარება რეალურად არ გაწვავებულა. სამაგიეროდ ერთობლივი სამეტაურო საშტაბო სწაველბები ალიანსსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალთა მონაწილეობით სწორედ სამმაგი სამიტის პარალელურად ადასტურებს, რომ დასაველთს საქართველო არ მიუტოვებია.
სამიტზე NATO-მ გადაწყვიტა გააძლიეროს აღმოსავლეთ ფლანგი და იქ არსებულ 40 000-იან კონტინგენტს დაამატოს ახალი ძალები. იგულისხემბა ბაზების გაძლიერება უპირველესად ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო რუსეთის კუთვნილი ოქროს გაყინვა, რომელიც ამერიკის ფედრეზერვში ინახება. მანამდე ამერიკამ რუსეთის სავალუტო რეზერვები დააყადაღა, ახლა კი ოქროთი აკრძალა ნებისმიერი ოპერაცია.
ვიზები გაუუქმდა ყველა რუს დეპუტატს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათი ოჯახის წევრებს.
მთლიანობაში `სამმაგმა` სამიტმა დაადასტურა, რომ რუსეთი აღარ იქნება და ვეღარ იქნება სახელმწიფო, რომელთანაც დასავლეთი გააგრძელებს Business as usual. როგორც არ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი, თუნდაც დაიპყროს პუტინმა ტერიტორია, პუტინის რეჟიმმა 50 წლით უკან დახია საკუთარი ქვეყანა და რუსეთს (რაც მთავარია) არანაირი, თუნდაც მიზერული შანსი არ ექნება დამოუკიდებლად, დასაველთის დახმარების გარეშე (ამ დახმარებას კი ვერ მიიღებს) აღმოფხვრას სტრატეგიული, ისტორიული ჩამორჩენა.
ამის ირიბი სიმბოლო გახდა დმიტრი მედვედევის განცხადება, რომ ის ემხრობა რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენას ანუ ამ ქვეყნის საბოლოო დაბრუნებას სისხლიან და სამარცხვინო წარსულში.