ბიძინა ივანიშვილი და მისი „ეკვილიბრიუმი“

ბიძინა ივანიშვილი და მისი „ეკვილიბრიუმი“

ნამდვილად რომ უნდოდეს ან მართლა რომ აპირებდეს ბიძინა ივანიშვილი ენმ „განიურნბერგებას“, არჩევნები რა შუაშია? ან საკონსტიტუციო უმრავლესობა რაში სჭირდება?

განა დღეს ვერ შექმნიდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას კანონის სრული შესაბამისობით?

ვერ გამოიტანდა ის კომისია დასკვნას, ამ დასკვნას პროკურატურას ვერ გადაუგზავნიდა?

საქმეებს ვერ აღძრავდა პროკურატურა და მურუსიძე-ჩინჩალაძე არ გაასამართლებდნენ?

ნუთუ ასე ძნელი მისახვედრია, რომ ეს ყოველივე „წინასაარჩევნო რიტორიკაა“ მხოლოდ, - მათთვის ვისაც სძულთ მიშა და ენმ?

ვიმეორებ „ორჯერ-ორ“ კითხვას: ახლა რატომ ვერ მოაწყობდა „ნიურნბერგს“- არჩევნებამდე?

ბოლოს და ბოლოს ამით ხომ ქულებს ჩაიწერდა თავისი (!) ამომრჩევლის თვალში?

რეალურად, ეს არის მისი მაღალკვალიფიციური „PR-ინჟინრების“ რჩევა (ისევე, როგორც ძალიან ცინიკურად, თუმცა ჭკვიანურად მოფიქრებული ბილბორდები) - შესაბამისი სოციალური კლასტერის ინტენციათა მეცნიერული, სოციოლოგიური, ტექნოლოგიური შესწავლის შედეგად.

რამდენიც არ უნდა იძახოთ „გიჟია ბიძინაო“, მასე მიშაზეც იძახდით (ხშირად იგივე ხალხი) - „გიჟია, გიჟიაო“.

სინამდვილეში „გიჟი“ არ არის არც ერთი და არც მეორე. პოლიტიკოსები არიან ამ გამოლენჩებულ სოციუმში და ამ სოციუმის რეალიების მიხედვით მოქმედებენ.

- - - - - - - - - - - - - - - - -

ივანიშვილს „წითელი ხაზები“ დასავლეთთან ჯერ (!) არც ერთხელ არ გადაუკვეთავს, ხოლო ეგ „ნიურნბერგი“ და პარტიების აკრძალვა იქნება სწორედაც „წითელი ხაზის გადაკვეთა“.

წონასწორობას ანუ „ეკვილიბრიუმს“ იცავს.

ამის კლასიკური მაგალითია მიშა:

სად არის ახლა მიშა?

ციხეშია?

არა, ციხეში არ არის.

და რატომ?

იმიტომ, რომ იქ (ვივამედის 3 ოთახიან პალატაში) იპოვა ბიძომ ის „წონასწორობის ეკვილიბიუმი“, „წონასწორობის წერტილი“, „ბალანსის მდგომარეობა“ დასავლეთთან, რასაც არ დაარღვევს და მიშას კომპრომისულ პირობებში ამყოფებს.

ციხეში რომ დაეტოვებინა, დასაველთთან ბალანსი დაირღვეოდა, მაგრამ სულ რომ გაეშვა, საკუთარ მომხრეებთან დაერღვეოდა ეს „ბალანსი“.

ამიტომ ასე იპოვა „წინასწორობის ეკვილიბრიუმი“.

და საკმაოდ ჭკვიანურადაც როგორც ვხედავთ.

აბა გავიხსენოთ: რა გადაწყვეტილება მიიღო მიშას „გაშვება-არგაშვების“ სარჩელზე სტრასბურგის სასამართლომ?

და ხომ არ გგონიათ ასეთივე გადაწყვეტილებას მიიღებდა სტრასბურგი - მიშა რომ ციხეში იყოს და არა საავადმყოფოს პალატაში?

„წონასწორობის წერტილია“: მიშას არ ათავისუფლებს, მაგრამ არც ციხის პირობებში ამყოფებს.

ასეა სხვა სფეროებშიც.

ზოგადად......ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით (60 წლის შევიქენი უკვე) ძალიან ხშირად ხდება, როცა ადამიანს ვიღაც სხვა იდიოტად მიაჩნია, ხშირ შემთხვევაში თავად არის გამოთაყვანებული იდიოტი!

ამდენად, არავითარ „ნიურნბერგი“ არ იქნება და არავითარი „პარტიების აკრძალვა“ არ იქნება.

- - - - - - - - - - - - - - - - -

ან/და.......რა იშტა აქვთ ზოგიერთებს რომ მაინცდამაინც მე მასწავლონ ჭკუა „ორჯერ-ორზე“?

ოთხია ორჯერ ორი - ო თ ხ ი!

და არა 41.

რომ არ იქნება არავითარი „ნიურნბერგი“ და „პარტიების აკრძალვა“, მარტივად იტყვის: „რაკი საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ამაღებინეთ, იმიტომ არ არის, მე ხომ საკონსტიტუციო უმრავლესობას გთხოვდით ამის შესასრულებლადო“.....არადა აბსოლუტურად არაფერში სჭიდრება ამ საქმეს საკონსტიტუციო უმრავლესობა.