საერთაშორისო მიმოხილვა. 15 ივნისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 15 ივნისი 2022 წელი

აფხაზეთის ვეტერანთა (საქართველოსთან ომის ვეტერანთა) ორგანიზაციამ `არუა` ყრილობა ჩაატარა და რეფერენდუმის გამართვა მოითხოვა `ყველა საჭირბოროტო საკითხზე`

ამ `საჭირბოროტო საკითხთა` დიდი სია აქვთ.

ჩვენთვის საინტერესოა ორი

ა) საარჩევნო სისტემის გადასვლა სრულად მაჟორიტარულიდან  პროპორციულ -  მაჟორიტარულზე......ასეთი  მარაზმი ჩვენ გვქონდა და ძლივს მოვიშორეთ.

და

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე (იგულისხმებიან რუსები) ბინების ყიდვა-გაყიდვის აკრძალვა.

რადგან  მეორე თემაზე პასუხი 100%-ით უარყოფითი იქნება, აფხაზეთის ხელისუფლებას მიეცემა საშუალება მოსკოვს უთხრას: რაღა ვქნათ, ჩვენ კი გვინდა მაგრამ....რეფერენდუმზე ხალხმა აგვიკრძალა და არ შეგვიძლიაო.

. . . . . . . . . .

დასავლეთში აღიარებენ, რომ ომი უკრაინაში კრიტიკულ, გადამწყვეტ მომენტს უახლოვდება!

მთავარი კვანძი იხსნება დონბასზე, ლუგანსკის რაიონში, სევეროდონეცკთან და ლისიჩანსკთან, სლავიანსკის და კრემატორსკის მიმართულებაზე, სადაც უკრაინული არმიის გარშემო რკალი სულ უფრო ვიწროვდება.

რუსები უკრაინელებს ასჯერ (!) სჯაბნიან არტილერიაში, მათ შორის ზალპური ცეცხლის დანადგარებში.

მთავარი მიზეზი ისაა, რომ საბჭოთა წარმოების არტილერია რუსებმა ომის პირველ თვეს გაანადგურეს ფრთოსანი რაკეტებით, საჰაერო დაბომბვებით, ხოლო ის საარტილერიო სისტემები, რომლებიც დასავლეთიდან მოდის, ჯერ ერთი საკუთარ რაკეტებს და ჭურვებს საჭიროებს (რაც ცოტაა ხოლო საბჭოთა წარმოებისა  მათზე არარელევანტურია) და გარდა ამისა, დასავლური სამხედრო ტექნიკა, დასავლური საბრძოლო მასალა, ჭურვები, რაკეტები `მიუჩვეველია` მაინც საბჭოთა-არმიის სკოლაგამოვლილი და საბჭოთა სამხედრო აღჭურვულობას მიჩვეული უკრაინელი სამხედროებისთვის.

ამ სერიოზული პრობლემის გადაჭრა რა თქმა უნდა შეიძლება დასავლელი სპეციალისტების გაგზავნით, მაგრამ ეს უშუალოდ ომში ჩართვა იქნებოდა და ევროპა/ამერიკა ამდენს ვერ ბედავს.

შეიძლება პირიქით, უკრაინელი სამხედროების მიწვევა დასავლეთში (მაგალითად პოლონეთში), რათა მათ ისწავლონ ამ სისტემების გამოყენება, - რასაც NATO აწვდით, - თუმცა ამას დრო სჭირდება, გარდა ამისა, ლოჯისტიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

გარდა ამისა, სერიოზული სირთულეა  ამ სამხედრო ტექნიკის რემონტი. ამას სჭირდება სათადარიგო ნაწილები, სარემონტო ბაზა, სპეციალისტები.....ხელოსნები მხოლოდ სამხედროები შეიძლება იყონ, ეს კი იგივე ჯარით დახმარებაა რაც ალიანსს არ სურს ჯერ-ჯერობით.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი აქტიურად ბომბავს ყველა ლოჯისტიკურ კვანძს უკრაინის ტერიტორიაზე და ეს მნიშვნელოვანი წინაღობაა.

 

დღეს, ოთხშაბათს, აშშ თავდაცვის მინისტრი ლლოიდ ოსტინი, რომელიც სულ უფრო აქტიურია ამ პროცესებში, აპირებს ჩაატაროს ამერიკის მოკავშირე 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრთა თათბირი (არავინ იცის, მიწვეულია თუ არა საქართველო. ალბათ რომც მიიწვიონ, ბურჭულაძე არ წავა) იმის განსახილველად, რა მოიმოქმედონ, კიდევ რა მიაწოდონ, როგორ დაეხმარონ უკრაინის არმიას, რათა რუსებმა დონბასის ხაზი საბოლოოდ არ გაჭრან და ლუგანსკის, შემდეგ დონეცკის ოლქთა საზღვრებამდე არ მივიდნენ. იმიტომ, რომ იქედან უკვე პირდაპირი გზაა დნეპროპეტროვსკამდე და უკრაინის მრავალგვარად გამყოფ მდინარე დნეპრამდე.

 

დნეპრამდე თუ მივიდნენ რსუები...უკრაინის გახლეჩას ნიშნავს. მერე ხერსონს შეუერთდებიან, იქედან ოდესას და.....

ლლოიდ ოსტინის ინიციატივა დღეს, ოთხშაბათს, მსოფლიოს ნომერ პირველი თემაა, მაგრამ რა ქნას დასაველთმა? კიდევ რა ზომები მიიღოს?

ალბათ ლაპარაკი იქნება კიდევ უფრო მეტი იარაღის მიწოდებაზე.

აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინაში ჯარებს ან საჰაერო ძალებს არ გააგზავნიან - სამწუხაროდ, როგორც სჩანს, ეს გამორიცხულია.

 

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის არმიას დიდი დანაკარგი აქვს....თუმცა ეს დანაკარგი ივსება.

კვლავ და კვლავ ვიმეორებ, რომ ახლა უკრაინის, საქართველოს და მთელი დასავლეთის ერთადერთი შანსია ის გმირული წინააღმდეგობა, რასაც უკრაინული არმია უწევს აგრესორს და ის უდიდესი დანაკარგი, რასაც ახლა შემტევი მხარე განიცდის: შემტევი მხარე ხომ სამჯერ მეტს კარგავს ცოცხალ ძალაში, ვიდრე თავდამცველი.

ანუ რუსების დანაკარგი კოლოსალურია: დასავლური წყაროები ამტკიცებენ, რომ პუტინმა თავისი სახმელეთო ჯარების მესამედი (!!!) დაკარგა. იგულისხმება ის საბრძოლო სახმელეთო ძალები, რომლებიც მომზადებულნი იყვნენ ბრძოლისთვის და არა ისინი, ვინც საწყობებს და ყაზარმებს იცავენ.

რუსეთს მილიონიანი არმია ჰყავს, მაგრამ საბძოლო აქედან - მხოლოდ 100-150 ათასი.

ამის მესამედი უკვე იმაზე სამჯერ მეტია, რაც სსრკ არმიამ დაკარგა ავღანეთში 10 წლის მანძილზე

ავღანეთში სულ 15 000 საბჭოთა მეომარი დაიღუპა 1979 წლიდან - 1989 წლამდე.

ანუ ჩვენი და უკრაინელების შანსი ისაა, რომ პუტინი კვლავაც ვერ ბედავს მობილიზაციის გამოცხდებას. ეტყობა ჯერ ისე მაინც არ უჭირს, თორემ.....თუ მართლა გაუჭირდა, გულაგს აღადგენს და НКВД-ს- - - - -  ქუჩებში დაიწყებს დეზერტირების ხვრეტას!

. . . . . . . . . .

დონბასზე შექმნილი ვითარების კომენტირებისას, აშშ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა საყურადღებო განცხადება, რომელიც ანალიზს საჭიროებს! დავაკვირდეთ: `ჩვენ ვერ ვიქნებით იმაზე ნაკლებად უკრაინელები, ვიდრე თვით უკრაინელები, მაგრამ....ვერც იმაზე მეტად უკრაინელები ვიქნებით, ვიდრე თვით უკრაინელები`.

. . . . . . . . . .

აშშ ფინანსთა მინისტრმა, ადევალე ადეიევომ უცნაური განცხადება გააკეთა: `ხომ არ ვაჭარბებთ რუსეთის წინააღმდეგ ახალ-ახალი სანქციების შემოღებით? რუსეთის ეკონომიკა იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული მსოფლიოს ეკონომიკასთან, რომ ათასობით  ანალიტიკოსი დავიქირავეთ, რომ ერთის მხრივ რუსეთის ეკონომიკა ძლიერ დავაზიანოთ, ოღონდ ისე, თავადაც არ დავზიანდეთო`.

მერე დაამატა: `ეს სულ უფრი გვიჭირსო...ამიტომ აშშ ფინანსთა სამინისტრომ 6 თვით გადადო სანქციების ამოქმედება ზოგიერთი რუსული ბანკის, თანაც `სისტემაშემოქმედი` ბანკების წინააღმდეგ`.

რაღაც უცნაური ისტორიაა კაცმა რომ თქვას....

რა განცხადებაა ეს? ვინ ეკითხება ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ან მინისტრს კონგრესის და პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა კორექტირებას?!

. . . . . . . . . .

დასავლურ დაზვერვებს, პირველ რიგში ამერიკულ სპეცსამსახურებს კი არ სძინავთ, როგორც პუტინს იქნებ უნდოდეს, არამედ მუშაობენ: იდუმალმა ჯგუფმა `კიბერჰაკერები` ბელორუსიიდან მოიპარა უკანონო სატელეფონო მოსმენების 1,5 ტერაბაიტი აუდიო ფაილები.

ძირითადად ეს არის სწორედ სატელეფონო მოსმენები. ყველას უსმენს ბელორუსული სპეცსამსახური. მათ შორის...დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.

. . . . . . . . . .

პუტინის ბრძანებით, გაიხსნა საავტომობილო მოძრაობა რუსეთსა და ყირიმს შორის... მარიუპოლის გავლით.

ეს პუტინის ტაქტიკური წარმატებაა.

ჯერ ერთი ასე გზა უფრო მოკლეა მოსკოველებისა და პეტერბურგელებისათვის, ვიდრე ყირიმის ხიდის გავლით.

გარდა ამისა, ამით პუტინი რუსებს აჩევნებს, რომ მათთვის განსაკუთრებით სათაყვანებელი ყირიმი საბოლოოდ შემოიმტკიცა და უკრაინას საბოლოოდ მოგლიჯა.

ახლა პუტინი უკრაინის იმ რეგიონების დაპყრობას ცდილობს დონბასზე, სადაც სარკინიგზო გზა გადის ყირიმისკენ.

ზოგადად ყირიმს რუსებითვის ლამის საკრალური მნიშვნელობა აქვს.

იყო ასეთი რუსი შოვინისტი კინორეჟისორი, ალექსეი ბალაბანოვი. ახლახანს გარდაიცვალა ლოთობით.

მან გადაიღო საკულტო ფილმები Брат და Брат-2.

სრული შოვინიზმისა და ფაშიზმის გამოვლინება ორივე.

იქ არის ეპიზოდი, როდესაც რუსი ბანდიტი ეუბნება უკრაინელს: Вы мне ещё за Севастополь ответите!

ფილმი 1990-იან წლებშია გადაღებული და ეს ფრაზა სლოგანად იქცა რუსი ნაციონალისტებისთვის: მაშინვე აიტაცეს და `ყირიმის დაბრუნებისთვის მოძრაობის` დევიზად აქციეს:          `სევასტოპოლი რომ მიითვისეთ, ამისთვისაც გაგებინებთ პასუხსო`

. . . . . . . . . .

პუტინი ყველა საშუალებას იყენებს, რათა დასავლეთი დაამციროს და აჩვენოს, ვერაფერსაც ვერ დამაკლებთო: მისი მთავარი (ალბათ ერთადერთი რეალური) ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასტიკი რეჟიმის (ყველაზე მკაცრი რეჟიმის) კოლონიაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც საპატიმრო ვადა 10 წლამდე გაუზარდეს სრულიად აბსურდული ბრადებით: ფინანსური მაქინაციების გამო

კი მაგრამ, კაცი, რომელიც თავისი ნებით დაბრუნდა რუსეთში... თუმცაღა იცოდა, აეროპორტშივე დააპატიმრებდნენ, ფინანსური მაქინაციების ჩამდენი იყო?!!! ფინანსური მაქინაციების ჩამდენი ადამიანი რომ ყოფილიყო, ასეთი ადამიანი ხომ არც დაბრუნდებოდა?  

პუტინმა პირდაპირ საწამლავ `ნოვიჩოკით` რომ ვერ მოკლა ნავალნი (თუმცა სცადა) ახლა გადაწყვეტილი აქვს წამებით, ყველას თვალწინ, ნელ-ნელა მოკლას. რუსები ამას უწოდებენ «Жестокое и публичное убийство» (Public murder)

. . . . . . . . . .

პუტინი მთლად კმაყოფილი არ არის ერდოღანით და ზოგჯერ მიანიშნებს, რომ შესაძლოა მტრადაც იქცეს, თუკი უკრაინისთვის დრონების მიწოდებას არ შეწყვეტს: გუშინ პუტინის წარმომადგენელმა სირიის საკითხში, ლავრენტიევმა განაცხადა, რომ რუსეთს უდროოდ მიაჩნია თურქეთის არმიის დაგეგმილი სპეცოპერაცია სირიაში - ადგილობრივი ქურთების წინააღმდეგ.

თუმცა იქ ერდოღანის მთავარ მოწინააღდმეგედ ამერიკა ეყოლება, რაკი აშშ `კურირებს და პატრონებს` ქურთებს სირიაში, ჯერ კიდევ პრეზიდენტ ობამას დროიდან, როცა ჯო  ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო.