საერთაშორისო მიმოხილვა. 1 ოქტომბერი 2021 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 1 ოქტომბერი 2021 წელი

მსოფლიო კიდევ ერთხელ ბეწვზე გადაურჩა სრულ ფინანსურ და ეკონომიკურ კატასტროფას: ამერიკის კონგრესმა უკანასკნელ მომენტში მიიღო ბიუჯეტი ჯო ბაიდენის ინფრასტრუქტურული პროგრამით (ტრილიონი დოლარი) და ამით თავიდან ააცილა ამერიკას `Shut Down` ანუ საბიუჯეტო ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტა.

ამერიკელი რესპუბლიკელებისა და დემოკარტების პოლიტიკური ომის გამო, ასეთი რამ უკვე მესამედ ხდება ბოლო წლებში.

ოღონდ აღსანიშნავია, რომ ამჯერად `კინაღამ კატასტროფა` გამოიწვია ამერიკის კონგრესში მომრავლებულ პოპულისტ მემარცხენეთა მოთხოვნებმა სოციალურ ხარჯთა გაზრდის შესახებ.

კი მოაწერა ხელი პრეზიდენტმა, მაგრამ ეს მაინც ჯერ დროებითი ბიუჯეტია: მსოფლიო ლიდერი და ყველაზე დიდი ეკონომიკა ცხოვრობს `2 თვიანი დროებითი ბიუჯეტით`!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი რამ მოხდა ყოფილ იუგოსლავიაში, სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე.

კინაღამ ახალი ომი დაიწყო და ევროპამ, NATO-სთან ერთად, ძლივს მოახერხა მხარეთა შეკავება. პირველ რიგში სერბების რასაკვირველია, რაკი სერბეთია წაგებული მხარე და მან დაკარგა ტერიტორია.

ყველაფერი დაიწყო 20 სექტემბერს, როდესაც კოსოვომ აკრძალა თავის ტერიტორიაზე სერბეთიდან შემოსული სატვირთო მანქანების გადადგილება სერბული საავტომობილო ნომრებით. ამას კოსოვარები (ასე ქვიათ მათ) ამართლებდნენ იმით, რომ სერბეთიც კრძალავდა თავის ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილებას კოსოვური საავტომობილო ნომრებით.

საპასუხოდ სერბეთმა სპეცდანიშნულების რაზმი მიიყვანა კოსოვოს საზღვართან პირველად 1999 წლის შემდეგ და ასევე მოიქცა კოსოვოს მხარე, რომელსაც ზურგს უმაგრებს ალბანეთი. კოსოვარები იგივე ალბანელები არიან.

მაგრამ კოსოვოში 22 წელია დგას NATO-ს სამშვიდობო კონტინგენტი. მისი ჩარევის შედეგად, მხარეებმა გამართეს მოლაპარაკება და სერბეთმა ამჯერად უკან დაიხია: კოსოვოდან შემოსულ მანქანებზე ნომრებს (ალბანური სომბოლიკით) დროებით დაფარავენ სპეციალური წებოვანი ქაღალდით. ასევე, იმავე ქაღალდით დაიფარება სერბული მანქანების ნომრები კოსოვოს ტერიტორიაზე.

ეს ინციდენტი მეტყველებს, რომ ამ კონფლიქტის სახით ევროპის აღმოსავლეთში ჩადებულია `შენელებული მოქმედების ნაღმი`, რომელსაც რუსეთი სერბეთის ხელით ააფეთქებს, თუ იქ NATO-ს და აშშ პოზიციები შესუსტდება.

საშინელი სისხლიანი კონფლიქტი სერბებსა და კოსოვოელ ალბანელებს (კოსოვარებს) შორის შეწყდა 1999 წელს მას შემდეგ, რაც NATO-მ ჯერ ულტიმატუმი წაუყენა სერბეთის იმდროინდელ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩს (გარდაიცვალა მოგვიანებით ჰააგის ტრიბუნალის ციხეში) კოსოვოდან ჯარების გაყვანის შესახებ. და როდესაც მილოშევიჩმა ეს ულტიმატუმი არ დააკმაყოფილა, სერბეთის ჯარი საჰაერო დარტყმებით გაანადგურა.

1999 წლიდან, როდესაც კოსოვოში NATO-ს ჯარები შევიდნენ (მათი 90% ამერიკელები არიან) კოსოვოში სრული სიმშვიდეა. კოსოვო მშვიდობიანად და სწრაფად ვითარდება. აგერ ფეხბურთსაც კი გვიგებს უკვე.

2001 წლიდან აშშ პრზიდენტმა ჯორჯ ბუშმა წამოიწყო გლობალური კამპანია კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების მისაღწევად. მართლაც, სულ მალე კოსოვო თვით ამერიკამ და ევროპის ბევრმა ქვეყანამ აღიარა.

ობიექტური ექსპერტები ერთმნიშვნელოვნად ეთანხმებიან იმას, რომ კოსოვოში ჯარის შეყვანა და ომის შეწყვეტა აუცილებელი იყო, მაგრამ არ არის თანხმობა მეორე საკითხში: რა აუცილებლობა არსებობდა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისა, რამაც შექმნა გამანადგურებელი პრეცედენტი საქართველოსათვის: რუსეთმა სწორედ ეს პრეცედენტი დაიხვია ხელზე, როცა სცნო 2008 წელს ე.წ. `სამხრეთ ოსეთის`და აფხაზეთის ე.წ. `დამოუკიდებლობა`

ბევრი ქართველი, რუსი  თუ დასავლელი ისტორიკოსი და ექსპერტი თვლის: რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში განახორციეოლებდა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას 2008 წელს. ეს აგრესია იყო აბსოლუტურად გარდაუვალი. ანუ რუსეთი ყველა შემთხვევაში დაიპყრობდა ჯარით ორივე ტერიტორიას, მაგრამ........ რაც შეეხება ამ ტერიტორიების ე.წ. `დამოუკიდებლობის` აღიარებას, ამაში პუტინს `კოსოვოს პრეცედენტი` ძალიან დაეხმარა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დღეს, 1 ოქტომბერს, ე.წ. `ლუგანსკის რესპუბლიკამ` და `დონეცკის რესპუბლიკამ`, ანუ რუსეთის სატელიტმა ე.წ. `რესპუბლიკებმა` გააუქმეს საბაჟო პოსტები ერთმანეთთან და დაიწყეს ამ ორი ე.წ. `რესპუბლიკის შერწყმის` პროცესი.

ეს ძალიან საშიში პროცესია: ამას მოჰყვება ერთიანი ე.წ.` ნოვოროსიის რესპუბლიკის` გამოცხადება. მოსკოვი ემზადება ჯერ ამ გაერთიანებული `ნოვოროსიის`  ე.წ. `დამოუკიდებლობის` აღიარებისათვის, შემდეგ `ნოვოროსიის რესპუბლიკა` გააუქმებს საზღვარს (ფორმალურად არსებულს რასაკვირველია) რუსეთთან, რუსეთი შეიყვანს იქ ჯარს, ამის შემდეგ რუსეთი `ნოვოროსიის არმიის` ხელით შეეცდება დაიპყროს ისტორიული ნოვოროსიის (XVIII საუკუნიდან რომ არსებობდა რუსეთის იმპერიაში) `უკრაინის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები` ესე იგი, ფაქტიურად უკრაინის მთელი შავიზღვისპირეთი.

ასეთი გეგმა 1 000%-ით არსებობს!

`ნოვოროსია` ინდუსტრიული გიგანტია. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია შესანიშნავი ქარხნები, პორტები. მათ შორის სამხედრო-სამრეწველო საწარმოები. `გემრიელი ლუკმაა` რუსეთისთვის.

პუტინი უბრალოდ ხელსაყრელ მომენტს ელის წლის ბოლომდე.

მთავარი კითხვაა: რატომ გეგმავს ამას პუტინი? საქმე ის გახლავთ, რომ პუტინის მიზანი ამ ორი ე.წ. `რესპუბლიკის` მიმართ 2014 წლიდან სხვა იყო, ვიდრე ყირიმის მიმართ.

ყირიმი უბრალოდ  გადაყლაპა 2014 წელს ანუ ყირიმი და სევასტოპოლი დღეს რუსეთის ფედერაციის სუბიექწტები არიან. `დონეცკი` და `დონბასი` კი შეიძლებოდა დაბრუნებულიყვნენ უკრაინის შემადგენლობაში, ოღონდ  თუ..........უკრაინა დაეთანხმებოდა ქცეულიყო კონფედერაციულ სახელმწიფოდ ისე, რომ ამ ორ ე.წ. `რესპუბლიკას` შეეძლებოდა დაებლოკა უკრაინის შესვლა ნატო-ში და ევროკავშირში, რაკი ამგვარ საკითხებს კონფედერაციის სუბიექტები კონსენსუსით წყვეტენ.

უკრაინა (არც პოროშენკო, არც ზელენსკი) ამას არ დაეთანხმა

ისევე, როგორც არ დაეთანხმა შევარდნაძე 1997 წელს, როდესაც მოსკოვმა ზუსტად ასეთი გეგმა (კონფედერალიზებისა) შესთავაზა აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში. თანაც ქართველ ლტოლვილთა დაბრუნების რაიმე გარანტიის გარეშე.

მაშინ ევგენი პრიმაკოვმა (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო თბილისელი, `პლეხანოველი` ჟენია პრიმაკოვი) არძინბაც კი ჩამოიყვანა თბილისში - `საქართველო-აფხაზეთის კონეფედრაციაზე` მოსალაპარაკებლად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბრიტანული გაზეთი The Telegraph აქვეყნებს სტატიას, რომლის შინაარსი და დედა-აზრი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. ავტორები მოსახლეობას მოუწოდებენ: `ამაყო ინგლისელებო, არ დაუშვათ, რომ პუტინმა გაგითიშოთ შუქი სახლში`.

საქმე ეხება რუსული სპეცსასამსახურების მიერ ბოლო დროს დასავლური ენერგოკომპანიების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ-შეტევებს, რისგან თავდაცვაშიც  (ძალიან უცნაური ფაქტია თუმცა ფაქტია) დასავლეთი ჯერ-ჯერობით სრულიად უმწეო აღმოჩნდა.

რუსეთის `კიბერ-ჯარები` ინიღბებიან ფულის გამომძალველ ხაკერებად.

ამას წინათ  აშშ აღმოსავლეთ სანაპიროზე დიდი ნავთობსადენი გამოიყვანეს წყობიდან, რომელიც 2 დღის მანძილზე გათიშული იყო, რის შედეგადაც მთელს East Coast-ზე  საწვავის სერიოზული პრობლემები შეიქმნა.

ბრიტანელები შიშობენ, რომ რუსეთი იყენებს `ინფრასტრუქტურული ომის` ტექნოლოგიას, რომელიც ჯერ კიდევ ძველ რომში გამოიყენებოდა, როდესაც რომის მტრები უპირველესად აკვედუკებს (წყლის არხებს) აზიანებდნენ.

ამ ფონზე უბრალოდ გამაოგნებელი ფაქტია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ციხიდან გაათავისუფლა და რუსეთს გადასცა იმავე `საინფორმაციო-კიბერ ჯარების ერთ-ერთი დივერსანტი, ხაკერი ალექსეი ბურკოვი, რომელსაც უამრავი ამგვარი დივერსია აქვს განხორციელებული ამერიკის წინააღდმეგ და CIA-მ ძლივს, მრავალწლიანი ოპერაციის შედეგად ჩაიგდო ხელთ.

გათავისუფლება მოხდა მაშინ, როდესაც მოსკოვმა ვაშინგტონს შესთავაზა: კიბერ-უსაფრთხოების თაობაზე მოლაპარაკება თუ გინდათ, ჯერ ბურკოვი გამოუშვითო. გამოუშვეს და...კი, ახლა დავჯდეთ და ვილაპარაკოთ, როგორ ვებრძოლოთ ხაკერობასო.....

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

იტალიის ექს-პრემიერი სილვიო ბერლუსკონი, ერთ-ერთი ყევლაზე გავლენიანი იტალიური პარტიის ლიდერი და მილიარდერი, რომელიც 85 წლის გახდა და როგორც სჩანს ასაკმა თავისი ქნა, არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ პუტინს `თანამედროვეობის ერთადერთი დიადი(!) ლიდერი` უწოდა.

ანუ, ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ასეთი რამ მართლა თქვა.

არც არის გასაკვირი იმ `პოლიტიკოსისგან`, რომელიც რამდენიმე წლის წინ იტალიელმა ტელე-ჟურნალისტებმა ჩუმად გადაიღეს, როდესაც (ეს 100%იანი, დოკუმენტირებული  ფაქტია) უკაცრავად და საკუთარი ცხვირიდან გამოღებულს აყოლებდა ყავას: ანუ გადაღებულია, მალულად როგორ მიიხედა, მოიხედა, ხომ არავინ მიღებსო და...... მიირთვა

არის ეს კადრები YouTube-ზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, რომელიც აქტიურობდა 2008 წლის ომის დროს, სასამართლომ დამნაშავედ სცნო 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ფინანსურ მანიპულაციებში და 1 წლით ციხე მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ სარკოზიმ საარჩევნო კამპანიისას ორჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე კანონით ჰქონდა უფლება

ფრანგული კანონებით 1 წელი `ციხე` სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ სარკოზის გაუკეთებენ ელექტრონულ ბრასლეტს და ამ 1 წელს ის მოიხდის სახლში. ფაქტიურად შინაპატიმრობაა და არა რეალური ციხე. ოღონდ ეს გამონაკლისი კი არ არის სარკოზისთვის, რაკი პრეზიდენტი იყო, არამედ კანონია ყველასთვის, ვისაც 1 წელზე მეტი არ მიუსაჯა სასამართლომ და მანამდე ნასამართლეობა არ ჰქონია.

აშკარაა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებას არ სურდა პრეზიდენტის ციხეში ჩასმა. ამიტომაც მიუსაჯეს 1 წელი მხოლოდ.

ბრალდება იყო `გავლენით ვაჭრობა` რამდენიმე ეპიზოდზე. ერთ-ერთ სხვა ეპიზოდზე მას 3 წელი მიუსაჯეს, თუმცა აქედან 2 წელი პირობითი და რაკი 1 წელი დარჩა, იქაც იმავე კანონმა იმუშავა - შინაპატიმრობის შესახებ

საფრანგეთს არ უნდოდა მისი პრეზიდენტი ციხეში ჩამჯდარიყო. ეს ქვეყნის და La Nation ღირსების  საქმეა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სომხეთში დააპატიმრეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი. ეს პოსტი მას ეკავა აზერბაიჯანთან ომის დროს. წააგო ის ომი და ამიტომ დააპატიმრეს. თუმცა ფორმალურად ფინანსური მაქინაციები და სახელმწიფო სახსრების მითვისება ედება ბრალად.

2019 წელს მინისტრმა ტონოიანმა სომხეთის `ახალი თავდაცითი სტრატეგია` გამოაქვეყნა. ეს სტრატეგია პირდაპირ ამბობდა, რომ თუ აზერბაიჯანი ომს გაბედავდა, სომხეთი აზერბაიჯანის კიდევ უფრო დიდ ტერიტორიებს დაიპყრობდა რაც იმ მომენტისთვის ჰქონდა დაპყრობილი.

თუმცა მოვლენები (პირველ რიგში თურქეთის ჩარევის შედეგად) 2020 წელს სულ სხვაგვარად განვითარდა.

ბოლო დრომდე ტონოიანი პრემიერ ფაშინიანის კადრად და მის მეგობრად ითვლებოდა.

ომის წაგების თავდაცვის მინისტრისთვის `გადაბრალება`, როგორც სჩანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ტაქტიკაა.

 ღირსეული ლიდერები ასე არ იქცევიან ჩემი აზრით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩეჩნეთის `თავმა`(Глава Чечни -ასე ჰქვია მის თანამდებობას) რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მზადაა სცნოს `თალიბანი`.  ეს ის ავღანური `თალიბანია`რომელიც `ტერორისტულ ორგანიზაციადაა` ცნობილი და აკრძალულია....... რუსეთის ტერიტორიაზე.

რასაკვირველია `თავი კადიროვი` ამგვარ განცხადებას კრემლთან შეთანხმების გარეშე არ გააკეთებდა. მაშასადამე სწორედ კრემლი ემზადება, ყველაფრის მიუხედავად აღიაროს თალიბთა მთავრობა იმის მიუეხდავად, რომ იქ ირღვევა ქალთა უფლებები, ქუჩაში სახრჩობელაზე ჰკიდებენ ადამიანებს, ხელებს აჭრიან საჯაროდ სასჯელის სახით და ა.შ.

იმიტომ, რომ პუტინისა და თანამედროვე რუსეთისათვის ეს ღირებულებები (ადამიანის უფლებები) არ არსებობს. ისინი სამყაროს უყურებენ მარტივი პრიზმით: `გამოგვადგება თუ არა ეს ინსტრუმენტი დასავლეთის წინააღმდეგ`.

ამ მხრივ კადიროვსა და პუტინს შორის არანაირი სხვაობა არ არის