საერთაშორისო მიმოხილვა. 13 ნოემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 13 ნოემბერი. 2024 წელი

NATO-ს ახალმა გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ კი მიულოცა ტრამპს არჩევა, მაგრამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი Message ანუ შეტყობინება გააჟღერა გუშინ:

ა) რუსეთის მთავარი მოკავშირე ჩინეთია და თუ ჩინეთს თვლის ტრამპი სტრატეგიულ  მეტოქედ, ეს გაითვალისწინოსო და

ბ) ევროპის გარეშე ევროპული პრობლემა (უკრაინა ევროპული პრობლემაა) არ უნდა განიხილებოდესო. ანუ პუტინთან ვერანაირ გარიგებას ვერ მიაღწევ, რაც ევროპელთა უსაფრთხოების ინტერესებს შელახავს და ამ „მოწიკწიკე ბომბს“ დატოვებსო ევროპის სხეულში.

პუტინის ეს „ბომბი“ სწორედაც ევროპაშია და არა ამერიკის მეზობლად სადმე კანადაში ან მექსიკაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც ბევრი წინასწარმეტყველებდა და ჩვენც ვპროგნოზირებდით, აფხაზეთის ხელისუფლებამ რასაკვირველია გუშინვე გამოუშვა ციხიდან და წინასწარი დაკავების იზოლატორებიდან აფხაზი ოპოზიციონერები Аслан Гварамия, Омар Смыр, Рамаз Джопуа, Гарри Кокая и Алмасхан Ардзинба, ასევე 2 დღის წინ დაკავებული Тенгиз Агрба, რომლებსაც ბრალად ედებოდათ აფხაზეთის „პარლამენტის დეპუტატის“ ცემა, რაკი ის მხარს უჭერს კრემლის ულტიმატუმურად წარმოდგენილ კანონებს.

მათ შორის ხელშეკრულებას საინვესტიციო საქმიანობის“ შესახებ.

ამ ხელშეკრულების რატიფიცირებას აფხაზური პარლამენტი 15 ნოემბერს გეგმავს.

თუმცა უკვე ახლა, ამ „დაჭერებით“ და თანამდევი სპექტაკლით, აფხაზურმა ელიტებმა ისევ გაითამაშეს „ბოროტი და კეთილი გამომძიებლის“ როლები.

სამივე ხიდი, რაც სოხუმს ბლოკავდა როგორც ჩრდილოეთიდან ასევე სამხრეთიდან უკვე დებლოკირებულია. მათ შორის კოდორისა და გუმისთას ხიდები.

ოპოზიციის პიკეტები მოხსნილია.

თუმცა კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ ვპროგნოზირებ, რომ სინამდვილეში რომც მიიღონ აფხაზურმა ელიტებმა ეს კანონი ანუ დაარატიფიცირონ ხელშეკრულება „საინვესტიციო საქმიანობის“ შესახებ, რუსეთი რეალურად On the ground ვერაფერს გამორჩება აქედან - ისეთ ინსტიტუციურ თუ „საკანონმდებლო“ წინაღობებს შეუქმნიან ხელშეკრულების რეალური განხორციელებისას, რომ ყველა რუსი ინვესტორი, ვინც შეეცდება რაიმე იყიდოს აფხაზეთში, იქიდან სულ მალე გაიქცევა „ცარიელ-ტარიელი“.

ეს რომ ასე იქნება ნამდვილად (მიუხედავად იმისა, განახორციელებს თუ არა აფხაზური „პარლამენტი“ ამ ხელშეკრულების რატიფიცირებას), ამას ადასტურებს არა მხოლოდ ე.წ. „პიცუნდას აგარაკის“ ტრაგიკომიკული ისტორია, რის თაობაზეც აფხაზეთის „პარლამენტმა“ კი მიიღო გადაწყვეტილება, თუმცაღა ისეთი ცვლილებები შეიტანა ხელშეკრულებაში ღამის სესიაზე, რომ რეალურად პუტინს დარჩა „ბუს კვერცხები“.

მეორე მკაფიო მაგალითი ისაა, რაც 2 დღის წინ მოხდა იმავე „აფხაზურ პარლამენტში“, სადაც „დეპუტატებმა“ მოულოდნელად (თითქოსდა მოულოდნელად) მიიღეს კანონი «О регулировании правового статуса многофункциональных комплексов на территории Республики Абхазия».

დავაკვირდეთ ახლა ამ საოცრად მახვილგონივრულ და ეშმაკურ გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება იმ კანონს „აპარტამენტების შესახებ“, რაც ასევე ელის რატიფიკაციისთვის თავის რიგს და რომლის მიღებაც, მიუხედავად მოსკოვის ზეწოლისა, ასევე არ უნდათ აფხაზურ ელიტებს.

არა მხოლოდ ოპოზიციას არამედ (სინამდვილეში) ხელისუფლებასაც.

საქმე ისაა, რომ ახლადმიღებულ კანონში «О регулировании правового статуса многофункциональных комплексов на территории Республики Абхазия» წერია, რომ თუ აფხაზეთში აშენდება მრავალფუნქციური სავაჭრო-გასართობი კომპლექსები, როგორიც არსებობს იმავე სოჭში, თურქეთში, თუნდაც საქართველოში („თბილისი მოლი“ მაგალითად და ა.შ) ამ კომპლექსის შემადგენლობაში არ უნდა შედიოდნენ აპარტამენტები!

ანუ, „გადმოვატრიალოთ“ და სხვაგვარად წავიკითხოთ ახლა: „თუ აპარტამენტები აშენდება, მასთან არ უნდა იყოს მრავალფუნქციური კომპლექსები“

და...... აფხაზეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუკი საცხოვრებელ კომპლექსს თან არ ახლავს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, იქ ვინ იყიდის ბინას? ვის რაში სჭირდება?

ეს ხომ აფხაზეთია მისი ზოგადი განუვითარებლობით, დანჯღრეული გზებით, უბადრუკი სავაჭრო კომპლექსებით განსაკუთრებით აღმოსავლეთ აფხაზეთში (არადა სწორედ აღმოსავლეთ აფხაზეთზეა ლაპარაკი) და ა.შ

ანუ წინასწარ მიიღეს ზომები, რომ „აპარტამენტების“ მიმართ შესაძლო ინვესტორს ინტერესი დაჰკარგოდა და არც არავის ეყიდა იქ ბინა.

აი ასეთ ხრიკებს მიმართავენ და მიმართავენ წარმატებით:

ახლა კი მიიღებენ ალბათ კანონს „აპარტამენტების“ შესახებ, მაგრამ როცა იქ ინვესტორი ჩავა და იტყვის: „კინდღში მინდა ავაშენო აპარტამენტები, მასთან საბავშვო ბაღი, სავაჭრო ცენტრი, აუზი,სკოლა და ა.შ“ აუცილებლად ეტყვიან: ძვირფასო რუსო მეგობარო, რა კარგია რომ გადაწყვიტე აპარტამენტების აშენება, მაგრამ......ჩვენი კანონი კრძალავს აპარტამენტებთან მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას....უფრო ზუსტად მრავალფუნქციურ კომპლექსებთან კრძალავს აპარტამენტების მშენებლობას დააა...თუმცა „„აქედან“ წავიკითხავთ თუ იქიდან წავიკითხავთ, საბოლოოდ მაინც აპარტამენტებს ეხება.....

 

აქ აღსანიშნავია, რომ მოსკოვი მხოლოდ აფხაზეთის მიმართულებით არ მუშაობს.

ისევე, როგორც აფხაზებს „აიძულებს“ კრემლი (ჯერ უშედეგოდ) მიიღოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილებები, ასევე ცდილობს აიძულოს ცხინვალის, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ეთნოწმენდის ორგანიზატორი სეპარატისტული ხელისუფლება, მიიღოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება „ტრანზიტის“ თემაზე.

იგულისხმება ტრანზიტი მარშრუტით მოსკოვი-ვლადიკავკაზი-თბილის-ერევანი-თეირანი.

იმ ვითარებაში, როცა დასავლეთმა მძლავრი (თუმცა არასრულყოფილი და არაყოვლისმომცველი) სანქციები შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ, მოსკოვისთვის ყველა სატრანზიტო მარშრუტი მნიშვნელოვანია; კრიტიკული არ არის „ცხინვალი-გორი-თბილისის“ მარშრუტი, თუმცაღა მნიშვნელოვანია.

შესაბამისად, რამდენიმე დღის წინ გავლენიანმა ოსმა პოლიტიკოსმა, ჯამბოლათ თედეევმა გააჟღერა: „ხომ არ მოვიდა დრო საქართველოს ტრანზიტის თემაზე ველაპარაკოთო“.

შეგახსენებთ, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური „ინფრასტრუქტურა“ საამისოდ მზადაა: 2011 წელს მოსკოვმა და თბილისმა მიაღწიეს შეთანხმებას ე.,წ. „სავაჭრო დერეფნების“ შესახებ, რაც შვეიცარიელ მებაჟეებს უნდა გაეკონტროლებინათ.

ეს შეთანხმება არ განხორციელდა არა იმიტომ, რომ რუსეთს არ უნდოდა, არამედ პირველ რიგში ოს და აფხაზ სეპარატისტებს არ მოსწონდათ: „ჩვენი დამოუკიდებლობა ცნოს ჯერ თბილისმა და მერე ვნახოთო“.

ბოლო დრომდე კრემლი ამ თემაზე ოსური ელიტების მიმართ „ფუშინგს“ არ ახორციელებდა, თუმცა თედეევის განცხადება შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ „პრეზიდენტ გაგლოევს“ აფრთხილებენ, ამ საკითხში მეტად დამთმობი იყოს.

კატეგორიულად არ სურთ ოსურ სეპარატისტულ ელიტებს ამაზე დათანხმება.

ზუსტად ისევე, როგორც აფხაზურ სეპარატისტულ ელიტებს არ ეპიტნავებათ „აპარტამენტების„ და „ახალი ათონის მონასტრის“ დათმობა.

ოს სეპარატისტებს ეშინიათ, რომ თუ მოხდება „ამოძრავება“ ამ მარშრუტზე, შემდეგ საქართველომ შესაძლოა წამოჭრას  ლტოლვილთა დაბრუნების თემა, ხოლო მოსკოვს მეტი მოტივაცია ჰქონდეს ამ საკითხში

 არარეალურია რასაკვირველია, თუმცა იმ სეპარატისტულ-ნაცისტურ ელიტებს, ვინც სწორედაც ამ „მარშრუტის გაყოლებით“ 2008 წელს ყველა ქართული სოფელი დაწვეს, მიწასთან გაასწორეს და მერე ზედ „მარილი მოვაყარეთო“ იძახიან.....ამგვარი „ნევროზულობა“ ნამდვილად ახასიათებთ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

მთელი რეგიონისთვის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა რასაკვირველია გლობალური ეკო-კონფერენცია, რომელიც ბაქოში იმართება.

აზერბაიჯანი ამ კონფერენციის მასპინძლობით ადასტურებს თავის უკვე ძალიან მაღალ საერთაშორისო სტატუსს.

და საბოლოოდ ხსნის დღის წესრიგიდან მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებელი სომხების „ეთნიკური წმენდის“ ბრალდებებს.

ასეთი ბრალდებები აქა იქ ჟღერდა, მაგრამ.....უამრავი დასავლური დელეგაცია ჩავიდა ბაქოში და ამით „დაუდასტურეს“ პრეზიდენტ ალიევს როგორც მისი, ასევე მისი სახელმწიფოს სრული ლეგიტიმურობა.

თუ არაპოლიტკორექტულნი და გულწრფელნი ვიქნებით, სწორედ ეს აინტერესებდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს  ამ სამიტიდან, თორემ.....გლობალური დათბობის პრობლემები რეალურად მას ისევე აღელვებს, როგორც ჩვენ გვაღელვებს ოზონის საფარის შეთხელების გამო ანტარქტიდულ პინგვინთა საბრალო ბედისწერა.

თან ცოტა არ იყოს კომიკურია, რომ როგორც ეს სამიტი ბაქოში, ასევე წინა სამიტი დუბაიში, გამოიყენება პლატფორმად - ენერგომატარებელთა, ნავთობისა და გაზის ექსპორტ-იმპორტის თაობაზე ფიუჩერსული ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

და ეს ხდება სამიტზე, სადაც მთავარი.....„სალაპარაკო“ თემა იგივე ოზონის შრე და გლობალური დათბობაა და რომლის იდეოლოგები (მათ შორის გრეტა ტურნბერგი) საერთოდ ყველანაირი წიაღისეული ენერგომატარებლების გამოყენების წინააღმდეგნი არიან: „გოლფსტრიმის“ თბილი საოკეანო დინებით გავთბეთ....ქარის ელექტროსადგურებით გავთბეთ.....საჰარას უდაბნოში მილიონობით მზის ელექტროსადგური დავაყენოთ...... და სხვა ამგვარი სისულელე.

იმაზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ, რომ ამ სამიტზეც, წინა სამიტზეც და იმის წინა სამიტზეც და ყველა ეკო-სამიტზე მრავალსაათიანი......„ლაპარაკის“ მიუხედავად დიდი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ და ჩინეთი და ინდოეთი არც ერთ საბოლოოდ მიღებულ რეზოლუციას არ ასრულებენ, ზოგჯერ დასკვნით კომუნიკესაც არ აწერენ ხელს რაკი მათი ეკონომიკებისთვის და სოციალური სფეროსთვის ამ ვალდებულებათა თავზე აღება კატასტროფა იქნებოდა.