საერთაშორისო მიმოხილვა. 1 თებერვალი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 1 თებერვალი. 2022 წელი

აფხაზეთის ე.წ. `საგარეო საქმეთა მინისტრმა` ინალ არძინბამ, რომელიც მანამდე პუტინის ადმინისტრაციაში დონბასელ სეპარატისტებს კურირებდა, აფხაზეთში ერთ-ერთი დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციის გამოკითხვა გააპროტესტა საქართველოსთან დიალოგის თაობაზე. გამოკითხულთა უმრავლესობა დიალოგსი წინააღმდეგი ი9ყო, მაგრამ უკვე თვით დიალოგის ფაქტი, როგორც ასეთი, არძინბას დაუშვებლად მიაჩნია.

ოღონდ აფხაზური მხარე არ ითვალისწინებს, რომ ცოტა რამ აღიზიანებს დასავლეთს ისე, როგორც NGO სექტორზე ზეწოლა

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გაეროში გაიმართა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც შესაძლოა ისტორიული (უკანასკნელი ომის წინა) აღმოჩნდეს. ერთადერთი თემა, რასაკვირველია უკრაინა იყო.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სხდომის გამართვას, ადანაშაულებდა ამერიკას PR-პოპულიზმში, მაგრამ სხდომის ჩაშლა ვერ შეძლო.

რუსეთის პოზიცია უშიშროების საბჭოს სხდომაზე მხოლოდ ჩინეთმა დაიცვა. სხვა ყველა წევრმა, მათ შორის მუდმივმა წევრებმა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) ამერიკას დაუჭირეს მხარი უკრაინის საკითხში და მოსკოვი მძიმე აგრესიის მომზადებაში დაადანაშაულეს.

რუსეთის წარმომადგენელმა ნებენზიამ დემაგოგიურად დაიმოწმა უკრაინის ხელისუფლება: `აკი მოგიწოდათ პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ისტერია შეგეწყვიტათ რუსეთის `გარდაუვალი` აგრესიის შესახებო`.

ცხადად იკვეთება, რომ მოსკოვის სტრატეგიაა გააძლიეროს ზეწოლა უკრაინაზე, დასავლეთზე, ისე, რომ აიძულოს ვაშინგტონი, ბერლინი, ლონდონი და პარიზი, თავის მხრივ მოახდინონ ზეწოლა ზელენსკიზე, რათა ზელენსკი დაეთანხმოს უკრაინის ფედერალიზაციას და დონბასს ჰქონდეს `განსაკუთრებული სტატუსი` ანუ ვეტო-ს მექანიზმი უკრაინის შესვლაზე ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში. თუ კიევის ამას არ დაეთანხმება, ამშინ მოკოვის გეგმაა მოახდინოს პროვოკაცია სეპარატისტებთან და `მშვიდობიანი რუსეთის მოქალაქეთა დაღუპვის` მომიზეზებით დაიწყოს ფართომსაშტაბური შეჭრა.

ამასობაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ჯონსონი  მოქმედებს ჩერჩილის სტილში: ჩადის კიევში და პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად ქმნის `სამთა ალიანსს` ბრიტანეთის, პოლონეთის და უკრაინის შემადგენლობით.

საკითხავია, საქართველო თუ მიიწვიეს ამ ალიანსში?

სამშაბათს გაიმართება სატელეფონო საუბარი აშშ სახელმწიფო მდივან ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შორის.

ორშაბათს კრემლმა თეთრ სახლს გაუგზავნა `პასუხის პასუხი`. ოღონდ ამჯერად არ გამოუქვეყნებია. გამოჟონილი ინფორმაციით კი მოსკოვი ისევ და ისევ უკრაინის ფედერალიზაციას მოითხოვს `მინსკის შეთანხმების` საფუძველზე.

ეს შეთანხმება პოროშენკომ გააფორმა 2014 წელს, როდესაც სასიცოცხლო ამოცანა იყო ალყაში მოხვედრილი 3 000 უკრაინელი ჯარისკაცის გადარჩენა რუსული ალყისგან ილოვაისკში და დებალცევოში.

ამასობაში ამერიკამ ბელორუსეთიდან(აც) გაიწვია თავისი დიპლომატების ოჯახის წევრები და მოქალაქეები მას შემდეგ, რაც დიქტატორი ლუკაშენკო გააფრთხილა, `არაფერი შეეშალოს` და ელოდოს სანქციებს თუ რუსეთი ბელორუსის ტერიტორიას გამოიყენებს უკრაინის  წინააღდმეგ.

გუშინ პენტაგონმა საჰაერო გზით კიდევ 84 ტონა სამხედრო მასალა და იარაღი გადასცა უკრაინის არმიას. ოღონდ ცოტა გაუგებარია, რატომ არ იყენებს ამერიკა საზღვაო ტრანსპორტს სამხედრო ლოგისტიკისათვის. ზღვით ხომ შეუდარებლად მეტი იარაღის მიწოდება შეიძლება?!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსული `Think tank`-ები ამ დღეებში ინტენსიურად ამარაგებენ კრემლს სხვადასხვა პროექტებით, როგორ უპასუხოს დასავლეთის უარს NATO-ში საქართველოს და უკრაინის არმიღებაზე. მათი უმრავლესობა იმ დასკვნამდე მიდის, რომ რუსული რაკეტების ან ბომბდამშენების განლაგება კუბაზე, ვენესუელაში, ნიკარაგუაში აბსოლუტურად მცდარი ნაბიჯი იქნება, რადგან სხვა მეზობელი სახელმწიფოები რომლებიც პრო-ამერიკულად არიან განწყობილნი, ამას მხარს არ დაუჭერენ და რუსეთი იძულებული გახდება სამარცხვინოდ უკან დაიხიოსო.

ყველაზე ხშირად კრემლს სთავაზობენ ორ ოფციას: სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას ჩინეთთან (ჩინეთს კარგი იარაღი აქვს, მაგრამ რუსეთს უკეთესი მაინც) და ბირთვული წყალქვეშა ნავების გაგზავნას ამერიკის სანაპიროსთან რაკი (Sic) ამერიკელებს `კუნძულოვანი` მენტალობა აქვთ და ამას ვერ აიტანენო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ლიტვამ გახსნა ტაივანის წარმომადგენლობა ვილნიუსში და ამით მწყობრიდან გამოიყვანა ჩინეთის ხელისუფლება.

ეს ჯერ არ არის საელჩო, ეს ჯერ არ არის დიპლომატიური სტატუსის მქონე ობიექტი, მაგრამ მაინც არის წარმომადგენლობა.

ლიტვა პირველი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელმაც ეს გაბედა.

ლიტვის ხელისუფელბა ამით ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ლიტვა, როგორც სახელმწიფო, ღორებულებებს ეფუძნება და არა `რიალპოლიტიკს` ან კომერციულ მოსაზრებებს.

თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ლიტვის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში (ექსპორტში) ჩინეთის ბაზარი სულ 1-2 პროცენტს იკავებს. მაშინ როცა სხვა ევროპული ქვეყნების ექსპორტში ბევრად მეტი წილი აქვს ჩინეთს.

შეგახსენებთ: ტაივანი არის ე.წ. `კუნძულოვანი ჩინეთი`, რომელიც ჩინეთს გამოეყო მეორე მსოფლიო ომის პროცესში და იმ ომის შემდეგ, როცა `კონტინენტურ ჩინეთში` დამყარდა კომუნისტური ხელისუფლება.

 ტაივანი დემოკრატიული ქვეყანაა, ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეა, თუმცა ვაშინგტონს მისი დამოუკიდებლობა ოფიციალურად არ უცვნია, ოღონდ  ყველანაირად ხაზს უსვამს ყველა ამერიკული ხელისუფლება, რომ თუ ჩინეთი შეეცდება ტაივანი დაიპყროს (`დაიბრუნოს`) მიიღებს სამხედრო პასუხს.

ტაივანი გახდა ვაშინგტონსა და პეკინს შორის ამჟამინდელი დაპირისპირების მთავარი მიზეზი. ასევე სახიფათო ინციდენტებისა ჩინეთის ზღვებში და მიდებარე ოკეანეში, სადაც ახლა უპრეცედენტოდ მძლავრი ამერიკული საავიამზიდო დაჯგუფებაა  დისლოცირებული.

ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ლიტვას ფარულად ან ღიად აკრიტიკებს ამ გადაწყვეტილების გამო, რასაც ვილნიუსი ტაივანის დემოკრატიულობით და ჩინეთის ანტიდემოკრატიულობით ხსნის.

ოღონდ იმიტომ კი არ აკრიტიკებენ მხოლოდ, რომ ჩინეთის ბაზარი და ჩინეთის ინვესტიციები ასე მნიშვნელოვანია, არამედ მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზით: იმ დროს, როცა უკრაინის გარშემო საერთო-ევროპული ომი ყოველ წუთს შეუძლება დაიწყოს, ლიტვის გადაწყვეტილება ანუ `ლიტვის პრეცედენტი` უბიძგებს ჩინეთს, უფრო რადიკალურად იმოქმედოს ტაივანის წინააღმდეგ, რაც აუცილებლად გამოიწვევს ამერიკის რესურსთა და შესაძლებლობათა გაბნევას, გადასროლას წყნარი ოკეანის აუზისკენ, რის შედეგადაც ვაშინგტონს ნაკლები რესურსი და შესაძლებლობა ექნება ევროპის და  უკრაინის პრობლემებზე კონცენტრირდეს. და იმავე ბალტიის პრობლემებზეც.

თან ეს გადაწყვეტილება იმ მხრივაც უცნაურია, რომ გამოდის, სხვა ევროპული Nations უსულგულო პრაგმატიკოსები არიან და მხოლოდ ლიტვაა ღირებულებათა ერთგული.

შესაძლოა ვილნიუსის ეს გადაწყვეტილება ევროკავშირში კრიზისის გაღრმავების ერთ-ერთი წყაროც გახდეს თუ (ვიმეორებ) ჩინეთი მკაცრად ირეაგირებს.

ევროკავშირში ისედაც ბევრი სისტემური პრობლემაა (მისი მხოლოდ ერთ ერთი გამოხატულება გახდა ბრექსიტი) იმის გამო, რომ ვერა და ვერ ხერხდება კონსოლიდაცია (`ერთი პირით, ერთი ხმით ლაპარაკი`) საგარეო პოლიტიკის საკვანძო  საკითხებზე, - ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობაზე......

 ბუნებრივია, ევროპას რომ ეს ვერ შეძლებოდა, ამისთვის ბევრი იღვაწეს ჩინეთმაც და რუსეთმაც.

და სანამ ევროკავშირი არ დაუბრუნდება `ერთიანი კონსტიტუციის` (ანუ კონფედერალიზაცია-ფედერალიზაციის) იდეას, რაც 15 წლის წინ ჩაიშალა ნიდერლანდში რეფერენდუმზე, ბევრი ასეთი გაუგებრობა თუ კრიზისი იქნება კიდევ და არავინ იცის, საბოლოოდ გაუძლებს თუ არა ევროკავშირი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მილიარდერი და ექსცენტრიკოსი, ვიზიონერი ჯორჯ სოროსი, რომელიც უდავოდ გენიალური ფინანსისტია, ჩინეთის ეკონომიკის კრახს წინასწარმეტყველებს.

გუშინ სტენფორდის (კალიფორნია) უნივერსიტეტში გამოსვლისას სოროსმა განაცხადა, რომ ჩინეთის ეკონომიკურ დაცემას  უახლოეს მომავალში განაპირობებს იგივე მიზეზი, რამაც გამოიწვია კინაღამ მომაკვდინებელი კრიზისი ამერიკაში 2008 წელს: უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის, იპოთეკის ბაზარზე არსებული ვითარება და Real estate სექტორის ჩამოშლა.

ჩინურმა გიგანტმა Evergrande დააგროვა 300 მილიარდი დოლარი ვალი და ირკვევა, რომ `პირამიდის` პრინციპით მოქმედებდა. ანუ სავსებით შესაძლებელია ამ დეველოპერის კრახმა განაპირობოს ისეთივე შედეგი ჩინეთისთვის, როგორც Lemon Brothers და უდიდესი  ამერიკული იპოთეკური კომპანიების დანგრევამ  ამერიკაში 2008 წელს.

ოღონდ  აქ გასათვალისწინებელია, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკული ეკონომიკა ბევრად მოქნილია ვიდრე ჩინური ეკონომიკა და ამერიკას ჰქონდა ის გენიალური ინსტრუმენტი, რაც არ გააჩნია ჩინეთს: დოლარი და ფედერალური რეზერვ-ბანკი.

თუმცა მეორეს მხრივ, ჩინეთი ტოტალიტარული სახელმწიფოა და ნებისმიერ მომენტში შეუძლია გამოაცხადოს ქვეყანაში საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა ანუ ისევე `მოუაროს` `დაალაგოს` ეს კრიზისი, როგორც `დაალაგა` კოვიდ-ეპიდემია და  დღეს ამ მიმართულებითაც ყველაზე უკეთ აქვს საქმე.

სოროსი ამტკიცებს, რომ ჩინეთის ეკონომიკაში `იბერება გიგანტური საპნის ბუშტი`. და რომ ამის პირველი სიმპტომია მიწის, ასევე იპოთეკური სესხების უცნაური, არაბუნებრივი  გაიაფება და `ტოქსკიკური ვალების` ანუ ვალაუვალობის ზრდა.