როცა ხდება `ჩერნობილი` ყალბად გაგებული პოლიტკორექტულობის გამო

როცა ხდება `ჩერნობილი` ყალბად გაგებული პოლიტკორექტულობის გამო

ცნობილ კრიმინალურ რომანში, რომლის ფაბულაზეც შესანიშნავმა რეჟისორმა, ვლადიმერ ბორტკომ გადაიღო სერიალი "Бандитский петербург" (1990-იანი წლების პოსტ-სოვიეტ-ეიკუმენას საუკეთესო ილუსტრაცია, რაც კი მინახავს) `კანონიერი ქურდი`, ზედსახელად Антибиотик ეუბნება ახალგაზრდა პერსონაჟს: "Запомни серёжа, все бабы дуры! Только есть глупые дуры и умные, но тоже дуры....."

`ქურდულს` ბევრი საინტერესო ასპექტი აქვს.

მისი ერთ ერთი მახასიათებელია სრული, აბსოლუტური, ტოტალური მამაკაცური შოვინიზმი ანუ ქალის ნებისმიერი სოციალური სტატუსით მიუღებლობა საკუთრივ ქალურობის` მიღმა.

ანუ ქალი არის ცოლი, საყვარელი, და, დედა......მაგრამ ქალი ვერანაირად ვერ იქნებდოდა კანონიერი ქურდი.

შეიძლებოდა ყოფილიყო ბანდის მეთაური, ყაჩაღი, განგსტერი, მაგრამ "Законник" - ტოტალურად გამორიცხულია. გამონაკლისის გარეშე.

რატომ?

ამ კითხვაზე საპასუხოდ უნდა დავაკვირდეთ, რა არის ზოგადად `კანონიერი ქურდი`. ანუ რას წარმოადგენს ეს ფენომენი მისი სოციალური, ინსტიტუციური არსით და სოციალური ფუნქციით.

სინამდვილეში ეს არის....არბიტრი!

შეზღუდულ სივრცეში (ვთქვათ 50 მამაკაციან ციხის საკანში) სასიცოცხლო რესურსების გადამანაწილებელი `სპრავედლივი` მსაჯული.

შემდეგ უკვე მისი ამ ფუნქციის ექსტრაპოლირება ხდებოდა `გარეთ`, ციხის მიღმა, - სოციუმში არაფორმალურ მიმართებათა დასარეგულირებლად, რასაც კანონი ვერ დაარეგულირებდა. მით უმეტეს ვერ დაარეგულირებდა `სოციალისტურ საზოგადოებაში`.

ეს გასაგებია, მაგრამ რატომ ქალი არა?

დავაკვირდეთ ისევ Антибиотик-ის ფრაზას: რუსულ სლენგში Дура სულაც არ ნიშნავს `სულელს`. როგორ გეკადრებათ. აკი თავად ამბობს: "Умные дуры....." და სხვა ეპიზოდში ადასტურებს, რომ ზოგი ქალი ას მამაკაცზე ჭკვიანია.

მაშ რა ხდება? საქმე ისაა, რომ Дура არ ნიშნავს სულელს, თუმცა სლენგზე ნიშნავს.....გიჟს!!!

აქედან მოდის რუსული სიტყვა Дурдом. პოლიტკორექტულად თუ ვიტყვით, `მენტალური სენით დაავადებული ადამიანების სამკურნალო დაწესებულება`

"Антибиотик-ის ფრაზას კი გაგრძელება აქვს და დროა ისიც მოვიტანოთ: "Запомни серёжа, все бабы дуры. Только есть глупые дуры и умные, но тоже дуры.....они не головой думают а своим сладким местом"

აი აქ არის `ძაღლის თავი დამარხული!`

იმ სოციუმს, რომელშიც `ქურდული` ლოკალურ ატავიზმადაა შემორჩენილი, მიაჩნდა, რომ ქალი სწორედ ამ მიზეზით `არბიტრად` ვერ გამოდგებოდა.

- - - - - - - - - - - - - - - - - - -

ახლა უფრო ღრმად ჩავხედოთ საკითხს: დავანებოთ თავი ამ საბჭოურ-რუსულ ფენომენს, რასაც `ქურდული` ქვია და საბედნიეროდ წარსულს ბარდება იმ მარაზმატულ იმპერიასთან ერთად.

ვინმეს შემთხვევითი ჰგონია, რომ კლასიკურ ქრისტიანობაში ქალი ვერაფრით იქნებოდა და ვერ იქნება მღვდელი?

და ვერც მოციქულთა შორის იქნებოდა.

დენ ბრაუნმა The Da Vinci Code-ში საიდუმლო სერობაზე მიუჩინა ქალს ადგილი, მაგრამ (მანაც კი) როგორც ცოლს და არა მოციქულს.

ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ კაცობრიობის `ცივილიზება` მოხდა მას შემდეგ, რაც მატრიარქატი ჩაანაცვლა პატრიარქატმა. მხოლოდ მაშინ გამოეყო სინამდვილეში Homo sapiens - ბუნებას.

და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო კაცობრიობის `ინსტუტუციონალიზაცია` - მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, ოჯახის ჩამოყალიბება. ანუ სოციალური ქსოვილის შექმნა, რომელმაც შემდეგ მოითხოვა კიდევ უფრო რთული ინსტიტუტები და საბოლოოდ დასრულდა პატრიარქალური სახელმწიფოების ჩამოყალიბებით, რომელთა არსს უკვე ვერ ცვლიდა სქესი: თამარიც `მეფე` იყო და (ამ აზრით) ელისაბედ პირველიც ისევე, როგორც ელისაბედ მეორე ან მისი დიდი ბებია ვიქტორია.

ებრაულ მატრიარქატს ტყუილად მოიტანთ საპირისპიროს საბუთად - ეს უბრალოდ სიმბოლური ატავიზმია, თორემ ებრაელებმა რომ პატრიარქატი გამოიარეს, ისეთი უნდა - მოსედან დაწყებული.

თავად განსაჯეთ: სოციალური შინაარსის არმქონე ატავიზმი თუ არ არის, რაბი რატომ არ შეიძლება იყოს ქალი?

ევროპაში სოციუმი მოსამართლის და სასამართლოს გარშემო `იქსოვებოდა`. (გავიხსენოთ ბრეხტის გენიალური პიესა) მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მოსამართლე გამონაკლისის გარეშე მამაკაცი იყო.

ძალიან არ მინდა გამიგრძელდეს, თუმცა ეს თემა საინტერესოდ მეჩვენება.

არ იკვლევა, ყალბად გაგებული `პოლიტკორექტულკობის` გამო.

მე სოციოლოგი არა ვარ, თუმცა ამ დარგის სპეციალისტებს ვურჩევდი, სოციალური ევოლუციის ისტორიას ზოგჯერ მაინც შეხედონ სწორედ ამ თვალთახედვით: კლასიკური პატრიარქატის ეპოქაში ჩამოყალიბებულ სოციალურ ინსტიტუტთა სქესობრივი ტაბუს გაუქმების ჭრილში.

და როგორც ყველაზე ხშირად ხდება, საკვლევ მასალად უნდა ავიღოთ დიადი ევროპული ცივილიზაცია - მისი ევოლუცია ქალ მოსამართლემდე და ქალ მღვდლამდე ზოგიერთ კონგრეგაციაში. რაც არ არის იგივე (ეს არ შეგვეშალოს) რაც `ელისაბედ-მეფე` და `თამარ-მეფე`. იმიტომ, რომ მონარქის სქესი ინსტიტუტის შინაარსს არ ცვლიდა. ისევე, როგორც ქალი მღვდელი ზოგიერთ პროტესტანტულ კონგრეგაციაში არ ნიშნავს მხოლოდ ქალების მღვდელს.

მე ხომ არ მითქვამს უარესობისკენ შეცვალა მეთქი....არა, რას ბრძანებთ, შარი არ მომდოს ვინმემ.

მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ევროპულ ცივილიზაციაში ესოდენ მნიშვნელოვანი ტეხილი XX საუკუნის დამდეგიდან შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ცივილიზაცია და მისი ინსტიტუტები მყარად იყო (უკვე) ჩამოყალიბებული; ისევე, როგორც მაგალითად Human rights კონცეპტი ვერ დაანგრევდა ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს კონსოლიდირებულ დემოკრატიებში;

შესაბამისად ამგვარმა `დემოკრატიზაციამ`, როგორიცაა ქალთა ემანსიპაცია, ძლიერ ინსტიტუციათა და `შეკავება`-გაწონასწორებ-კონტროლის` ასევე ძლიერ მექანიზმთა არსებობის პირობებში(!) ეს ინსტიტუტები მხოლოდ კიდევ უფრო გააძლიერა.

რომ აღარაფერი ვთქვათ მათ გაკეთილშობილებაზე.

- - - - - - - - - - - - - - - - - -

ხოლო საინტერესოა ამ საზრისით შედეგებს დავაკვირდეთ იმ საზოგადოებებში, სადაც ესოდენ ძლიერი სოციალური ქსოვილი და სოციალური ინსტიტუციები (ჯერ) არ ჩამოყალიბებულა.

ყოველ შემთხვევაში მყიფე საფუძველი აქვთ.

დასკვნა: მთავარია ჩვენ ავაშენოთ ისეთივე ძლიერი ინსტიტუციები, შეკავება-გაწონასწორების მექანიზმები როგორც ევროპაში!

ეს ეროვნული ამოცანაა მართლა. თორემ `ქალმა ხაჭაპურის გამოცხობა უნდა იცოდესო` პრიმიტიული მამაკაცური შოვინიზმია.

თუნდაც უბოროტო ანუ სიძულვილი გარეშე. `პყრობის` ინტენციით მხოლოდ.

მიწისძვრაა მგონი ისევ.......

 

თქვენი დათო

P.S ერთ-ერთი დებულების ილუსტრაციად, პირველ კომენტარში იხილეთ ორთოდოქსალური იუდაიზმის განმარტება ამ თემაზე. ძალიან საინტერესოა.

P.PS ჩემი ძვირფასი, დაკვირვებული მკითხველი მიხვდებოდა, რა გახდა ამ პოსტის ინსპირაცია: ის რაც ზოგიერთი მიმართულებით (საბედნიეროდ არა ტოტალურად) ხდება საქართველოში.

ხდება....ჩერნობილი.