რეჯეფ ტაიიფ ერდოღანი - გეოპოლიტიკის ლიონელ მესი.

რეჯეფ ტაიიფ ერდოღანი - გეოპოლიტიკის ლიონელ მესი.

აუუუუუ..... ნახეთ რას აკეთებს ერდოღანი რა...... პოლიტიკის `ლიონელ მესია` ეს კაცი:

როგორც ყველამ ვიცით, დასავლეთმა შემოიღო 60 დოლარიანი მაქსიმალური ზღვარი რუსულ ნავთობზე.

ეს რეალურად იმას ნიშანვს, რომ ტანკერები, რომლებსაც გადაჰქონდა რუსული ნავთობი, მათ შორის ბოსფორის გავლით, უნდა ყოფილიყვნენ დაზღვეული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ 60 დოლარის ღირებულების ნავთობი გადაჰქონდათ რუსეთიდან.

დასავლური სადაზღვევო კომპანიები უბრალოდ არ აზღვევენ ტანკერებს, თუ მათ მიაქვთ რუსული ნავთობი 60 დოლარზე ძვირად გასაყიდად.

ანუ ეს სანქცია გულისხმობდა, რომ რუსეთი ნავთობს არა მხოლოდ ევროპას ვერ მიაწვდიდა 60 დოლარზე ძვირად, არამედ მსოფლიოს ქვეყნების დიდ ნაწილსაც. იმიტომ, რომ ტანკერების გარეშე გააკეთონ ტბა და იცურაონ იქ. და არც თურქეთს უნდა გაეტარებინა ტანკერები სხვა ფასად ბოსფორში.

ეს იყო ამ სანქციის არსი.

მაგრამ......ერდოღანს არ აწყობდა პუტინის გაბრაზება;

ამიტომ ასეთი რამ მოიფიქრა: 3 დღეა ბოსფორის სრუტეში `გაჭედა` ლამის ყველა ტანკერი - აქაოდა უნდა შეგამოწმოთ - საქნცირებული ნავთობი თუ მიგაქვთ, სად მიგაქვთ და რა ფასად მიგაქვთო..

მათ შორის ის ტანკერები, რომლებსაც ყაზახური ნავთობი (სინამდვილეში ამერიკული გიგანტი ნავთობკორპორაციების ნავთობი) გამოაქვთ ნოვოროსიისკის პორტიდან ბოსფორის გავლით მსოფლიოს ბაზრებზე.

გუშინ აშშ ფინანსთა მინისტრმა დაურეკა ერდოღანს და უყვირა: `ეს სანქციები მხოლოდ რუსულ ნავთობს ეხება და არა ყაზახურ (ჩვენს) ნავთობსო`.

ეროღანმა პასუხად შეიცხადა `უიიიიი..... რას ბრძანებთ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იქაც სინამდვილეში რუსული ნავთობია და ასე იოლად ვერც ამ ყაზახური ნავთობით სავსე ტანკერებს გავატარებთ - აბა თქვენსავე და ევროპელებისავე სანქციებს ხომ ვერ დავარღვევთო`.

მერე პუტინს დაურეკა გენიოსმა რეჯეფმა და სიცილით უთხრა: `ისეთ დღეში ჩავყარე ამერიკა და ევროპა, სხვა გამოსავალი არ ექნებათ, უნდა გააუქმონ ეს `60 დოლარიანი ნავთობის დაზღვევის` წესი, თუ საერთოდ უნდათ ბოსფორზე მათი ტანკერები გავატაროო.`

და რატომ უნდა ანაღვლებდეს ან პუტინს ან ერდოღანს ამერიკული ტიტანური ნავთობკორპორაციების ნავთობი მოხვდება თუ არა მსოფლიო ბაზრებზე?

თვითონ თურქეთს რუსული ნავთობი იმდენი აქვს, სად წაიღოს არ იცის.

მაშასადამე, `გააუქმოს ევროკავშირმა 60 დოლარიანი სანქცია და გავატარებთო` - უტყვად ამბობს ეს `შეხმატკბილებული წყვილი`

- - - - - - - - - - - - - - - - - -

მე ყველაზე მეტად ამ სიტუაციაში დასავლეთის მათ შორის ამერიკის სრული უმწეობა მაშფოთებს, მაშინებს და მწყვეტს გულს!

დიახ, მეშინია, გულს მიხეთქვს, რომ რეალურად ძალიან დასუსტდა ეს ცივილიზაცია თუკი ასე უბედავენ და ამას უბედავენ ამგვარი ეშმაკობებით..... ის კი, ყვირილის მეტს ვეღარაფერს ახერხებს.

ერდოღანს აშშ ფინანსთა მინისტრის ყვირილის არ ეშინია.

აბა ვნახოთ - რას მოითხოვს უკვე ლამის ყოვლისშემძლე რეჯეფი ყაზახური ნედლეულით სავსე ნავთობტანკერების გატარების სანაცვლოდ.....

რამე რომ იყოს, პუტინსაც იოლად `გადააგდებს` ეს გენიოსი. მთავარი ისაა, სანაცვლოდ რას მოითხოვს, თორემ პუტინი სულ კიდია მაგას.

დათო