ცნობიერი ხლეჩა საქართველოში
ახლა ვუყურე "მთავარი არხის" ჟურნალისტი, პატარა გოგო რომ არის......ბავშვობის მეგობრებს მიმართავდა, რომლებთანაც ცხოვრების ყველაზე ტკბილი წლები აქვს გატარებული და ახლა მეორე მხარეს აღმოჩნდნენ....
შემაძრწუნა მისმა გამოსვლამ...აი ცნობილი ინციდენტის მერე, მაკას რომ ლამის კისერი მოგლიჯეს.
თურმე მისი ბავშვობის სანაცნობო წრე მონაწილეობდა.
საშინელება ტრიალებს სოციუმში.
ს ა შ ი ნ ე ლ ე ბ ა.
ცნობიერი ხლეჩა აშკარაა.
სალვადორ დალის საზარელი ტილო მახსენდება: ბავშვობის მეგობრები და ნათესავები კი არა....ოჯახის წევრები უკვე ლამის.
2003 წელს ფეისბუკი არ იყო საქართველოში.
1991 წელს FB კი არა ტელევიზიაც არ იყო როგორც სოციალური რეფლექსიის პლატფორმა
ახლა ორივეა და....შეძრწუნდები ადამიანი.
რა ვქნა....ვამბობდი, ვყვიროდი, ვწერდი....სოციალური რეფლექსიის აქსიომატურ კანონებს კომუნიცირებულ სამყაროში ვერ შევცვლით მეთქი.
ხანგრძლივი მმართველობით, ხელისუფლებათა ცვალებადობის გარეშე, ხელისუფლება "იჟანგება", სულ ოქროსი რომ იყოს, მაინც.... ხოლო სოციუმს უჩნდება "ნაწოლები".
მერე ეს "ნაწოლები" იზრდება, სივდება, შხამით ივსება, სკდება და შხამს ანთხევს.
არ იკურნება ეს არაფრით.
გარდა..... ბოლომდე გამორწყევისა სამოქალაქო ომით, როცა სოციალური სხეულის განუყოფელი ნაწილი სისხლით მოიკვეთება დანარჩენის გადასარჩენად (ვითომ) თუმცა ჭრილობა რჩება ან.....ხელისუფლებათა ცვა ლე ბა დო ბის კეთილშობილი, მალბუნი, მართლა მადლიანი დემოკრატიული ინსტიტუტით.
იგი აძლევს საშუალებას დაავადებულ საზოგადოებას მხარი იცვალოს და გასივებული ნაწოლები მოიშუშოს.
. . . . . .
მაგრამ აბა მე ვინ ვარ?
ჩემთვის ვწერ და ვკითხულობ.
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი.