პოლიტიკური მარათონის დასაწყისში

პოლიტიკური მარათონის დასაწყისში

          შემოდგომის მოახლოება საქართველოში ყოველთვის რაღაცნაირი «სხვა» სულისკვეთებით იგრძნობა. «მკვდარი პოლიტიკური სეზონი» მთავრდება და «აქტიური» იწყება. ჩვენში «მკვდარი პოლიტიკური» სეზონი «ხავერდოვან სეზონს» ემთხვევა. ანუ ის, რაც, ეგრეთ წოდებული, პოლიტიკური მოღვაწეებისთვის უსარგებლო და მკვდარია, ჩვეულებრივი ობივატელისთვის (ნორმალური ადამიანისთვის) ყველაზე ცოცხალი და ბედნიერი დროა.
          საეროთდ, «მოძრაობის» 10-12 წლისთავზე ძლივს ვხვდებით, რომ ადამიანის პიროვნული ბედნიერება ყველაზე დიდი ჭეშმარიტებაა. ამის შეგნება, რომ გვქონოდა, საქართველოს უახლესი ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა და სწორად აღვიქვამდით ნებისმიერ «პარტიას» - უბადრუკ გაიძვერათა საკრებულოდ და არა «ქარიზმატულ რაინდთა კოჰორტად», რომლებიც «იდეისა და ჩვენი ბედნიერებისთვის» მზად არიან, თავი გასწირონ.
          მთავარი ის არის, რომ ინტელიგენციის ბაქი-ბუქის მიუხედავად, საქართველოს არც იმდენად მყარი და მდიდარი სახელმწიფოებრივი კულტურა აღმოაჩნდა, თორემ იმთავითვე მივხვდებოდით ამ ჭეშმარიტებას.
          ნორმალურ, სახელმწიფოებრივად კულტურულ ქვეყანაში «პარტიულ ლიდერთა» ყბედობას სერიოზულად, რა თქმა უნდა, არავინ აღიქვამს – განურჩევლად «მოსლფმხედველობრივი» თუ «იზმ-ისტ»- ური კუთვნილებისა. სწორედ ეს არის ნორმალური დამოკიდებულება პოლიტიკისადმი – როედსაც იგი საერთოდ არ გაინტერესებს: განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში (ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი...( მოსახლეობის ნახევარი და ნახევარზე მეტი არასდროს არც ერთ არჩევნებში არ მონაწილეობს, არასდროს უყურებს პოლიტიკურ-საინფორმაციო გადაცემებს, არ კითხულობს პოლიტიკურ გვერდებს გაზეთებში (შემთხვევითი არ არის, რომ უდიდესი დასავლური გაზეთები თემატურად არის «აკინძული») და საერთოდ, შეიძლება არც იცოდეს, რომელი პარტია ფლობს იმ მომენტისათვის უმრავლესობას პარლამენტში. პოლიტიკით მასობრივი დაინტერესება ავადმყოფური მოვლენაა და უეჭველად იმას მეტყველებს, რომ საქართველოში 1988-93 წლების «ეროვნულ-სოციალისტური» რევოლუციის ქარიშხალი ჯერცა არ ჩამცხრალა. თუმცა, «ჩაცხრომის» პროცესი დაიწყო და ამის მრავალი დამადასტურებელი ნიშანიც არსებობს.
          რაოდენ მოულოდნელიც უნდა იყოს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვითარების ნორმალიზაციისა 1995 წლის კონსტიტუცია ხდება, რომლის 5 წლისთავი გასულ კვირას არცთუ პომპეზურად აღინიშნა. არადა, ყველა სხვა სახელმწიფოებრივ ფუნქციას რომ თავი დავანებოთ, ამ კონსტიტუციამ ის გააკეთა, რომ «რევოლუცია» დაასრულა საქართველოში. ძალიან კი არ უნდოდა იმდროინდელ (ნაწილობრივ ამჟამინდელ) «პოლიტოკრატიას» მისი მიღება, რაკი, მისთვის ჩვეული ყნოსვით, გრძნგობდა, ამით უეჭველად წააგებდა, მაგრამ მაინც იძულებული გახდა, გარემოებამ აიძულა. თუმცა, ძალზე ნიშანდობლივია, რომ ხსენებული «პოლიტოკრატიის» ზოგიერთ, მეტად «გავლენიან» პარტიას (დღეს რომ თანდათანობით, მაგრამ განუხრელად ცურდება ისტორიის წყვდიადში) ამ კონსტიტუციისათვის ხმა არ მიუცია. მიუხედავად ამისა, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ძალასა და ცხოველმყოფელობაზე ისიც მეტყველებს, რომ, მათი «ცნობა-არცნობის» მიუხედავად, იგი მოქმედებს და თანდათანობით, პოლიტიკურიდან სახელმწიფოებრივ დომინანტად იქცევა, ანუ ამ კონსტიტუციასთან აღარ გაუვიდათ ის, რაც 1990 წელს გაიძახოდნენ: ლიტველები იდიოტები არიან, ჩვენ ვართ ჭკვიანები, ამიტომ «ლიტვის გზა» ჩვენთვის მიუღებელიაო.
          საქართველოს კონსტიტუციის ღირსებებზე ამერად არაფერს ვიტყვი.მ ოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის შესანიშნავი იურიდიული და სახელმწიფოებრივი დოკუმენტი. ზოგიერთი ნაკლი (და ეს ნაკლიც იმავე უტვინო საკრებულოს წყალობით) მის ღირსებას მთლიანობაში ვერაფერს აკლებს, მაგრამ მოქმედი კონსტიტუციის მთავარი, უძვირფასესი თვისება ისევ და ისევ მისი დომინანტურობაა; მან დაამთავრა ნაციონალ-სოციალისტური რევოლუცია საქართველოში )»სოციალისტური» იმ აზრით, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი რევოლუციის რდოს სოციალური ფსკერიდან ზედაპირზე ამოიფრქვევა სხვადასხვა ჯურის ნაძირალა-ავანტიურისტთა მასა) და დააფუძნა ცხოვრების ახალი წესი, რომელიც საკმოად მყარი ქნება და შექმნის პირობებს, უბრალო ადამიანის (იმავე «საზიზღარი ობივატელის») ბედნიერებისათვის. არა მგონია, საქართველოში ახალი რევოლუცია მოხდეს, თუ, რასაკვივრელია, ქართველი ხალხი და ქართული საზოგადოება ათი წლის წინანდელი მწარე გაკვეთილიდან სათანადო დასკვნებს გამოიტანს.
          ამ კონსტიტუციის ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ მეტისმეტად ადვილია მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. ესეც, რასაკვირველია, ხსენებულ ავანტიურისტთა «ნაგაიძვერალია», რათა (მათთვის) საჭიროების შემთხვევაში, ჰქონოდათ საშუალება, კონსტიტუციური წესრიგი შიგნიდან აეფეთქებინათ და მორიგი რევოლუცია დაეწყოთ.
          ჯერჯერობიოთ, კონსტიტუციაში ორი ცვლილება შევიდა და ორივე კონიუნქტურული! ეს გარემოება უეჭველად ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ კონსტიტუციურ ცვლილებათა მექანიზმი თავის დროზე სპეციალურად «გაადვილდა» წინასწარგანზრახულად. არადა, საქართველოიშ მცხოვრები «ობივატელებისთვის» უკეთესი იქნეობდა, თუ ეს პროცესი მაქსიმალურად გართულდებოდა, თორემ არ არის გამორიცხული, კვლავ აქციონ «საზარბაზნე ხორცად».
          რატომ ჭიანურდება «ტერიტორიულ-ადმინისტრაციული» მოწყობის განსაზღვრა? გარწმუნებთ, არც ერთ შემთხვევაში ამ საკითხის გადაწყვეტას პოლიტიკური ელიტის უმრავლესობა (არა საპარლამენტო უმრავლესობა) მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან იგი არ არის დაინტერესებული ვითარების საბოლოო სტაბილიზაციით. მას შანსი აქვს მხოლოდ მუდმივი «აფეთქების» მოლოდინის პირობებში. ამიტომაც, ყოველნაირად შეეწინააღმდეგებიან კონსტიტუციის სრულყოფას. სინამდვილეში, მათ სძულთ ეს კონსტიტუცია, ვინაიდან მან «მოუსწრაფა სიცოცხლე» გრძელვადიან ამბიციებს თუ მუდმივი ნგრევის მანიაკური წყურვილის დაკმაყოიფლებას. სამაგიეროდ, «უბადრუკი ობივატელი», რომელიც სინამდვილეში ამ მანიაკებზე ბევრად კეთილშობილია, ვინაიდან ხელები იდაყვებამდე სისხლში არა აქვს მოთხვრილი, ყოველნაირად უნდა ეცადოს არსებული «წესრიგის» დაცვას და ნებისმიერი არჩევნებისას გადაწყვეტილება სწორედ ამის მიხედვით უნდა მიიღოს, ვინ (ან რა) უფრო შეუწყობს ხელს არსებული წესრიგის შენარჩუნებას და პირიქით – ვინ (რა) განაპირობებს მორიგ სისხლიან პერტურბაციებსა და რევოლუციებს. თუმცა, ეს «ობივატელი» ჩემს ჭკუის სწავლებას ნამდვილად არ საჭიროებს, იგი კარგა ხანია, ყველაფერს მიხვდა: ამის დასტურია განვლილი «დიდი საარჩევნო ციკლის» შედეგები. ანუ, მიხვდა საბრალო, როგორც იქნა, მიხვდა, რომ მისივე სისხლით მოახვიეს თავს «მათთვის» ხელსაყრელი «საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტები» და, როგორც იქნა, სწორად აღიქვა ის ცინიკური, მაგრამ ჭეშმარიტი დებულება, რომ «მონა ხარ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავს აღიქვამ მონად». ხოლო თუ თავს მონად არ გრძნობ და სხვა ჩაგჩიჩინებს: როგორ არა გრცხვენია, რომ მონა ხარო, - ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებს, ბრმა იარაღაც არ იქცე სხვისი ამბიციისა და ბოღმის დასაკმაყოფილებლად.
          და სხვათა შორის, რაკი «კალამს მოჰყვა», არავითარი წინააღმდეგობა აქ «სამშობლოს თავისუფლების» ცნებასთან არ არის, ვინაიდან იგივე ჭეშმარიტებაა: «სამშობლოს მონობასაც» ცალკეული ადამიანი უნდა გრძნობდეს. თუ არ გრძნობს, მაშასადამე, ესეც სიყალბეა. ასე ვუბრუნდებით გენიალურ გამონათქვამს: «პატრიოტიზმი – როგორც უკანასკნელი თავშესაფარი ნაძირალათათვის». ეს გამონათქვამი ჩვენში არასწორად ესმით. არადა, მას სოციალური შინაარსი აქვს და ზუსტად აღსაქმელად (ქართული ენის ნიუანსთა გათვალისწინებით), ალბათ, ასე უნდა ჟღერდეს: «პატრიოტიზმი – როგორც უკანასკნელი არგუმენტი ნაძირალათათვის». ეს ერთი სიყტვა ძალიან ბევრს ცვლი სზუსტი აღქმის თვალსაზრისით.
          ჯერჯერობით კი, საქართველო ავადმყოფურად «პოლიტიზებული ქვეყანაა» და კვლავაც საკმაოდ შორს არის დრო, როდესაც ქართველი «ობივატელი» იქცევა ნამდვილ ევროპელ «ობივატელად» (მანამდე მტკნარ სისულელედ დარჩება დებულება, რომ «ჩვენ ევროპული ქვეყანა» ვართ), რომელსაც ამქვეყნად არაფერი აინტერესებს საკუთარი ოჯახისა და უბრალო ადამიანური «ისხარულების» გარდა. მაშინ კი გასკდებიან ბოღმითა და სიძულვილით მისი სისხლით გამაძღარი მანიაკები, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, ახალ რევოლუციას ვეღარ მოაწყობენ. მანამდე კი კვლავინდებურად უნდა «ვწეროთ და ვიკითხოთ» პოლიტიკაზე, თუმცა, მოვა დრო, როდესაც ქართული გაზეთები «ტაიმსივით» თემატურად აიკინძება და პირველ «რვეულს» მკითხველი უმალვე სანაგვეში.
          ყველა რესპექტაბელურ გაზეთში «მეორე რვეული» ყოველთვის ბიზნესსა და ფინანსებს ეთმობა. ეს უფრო «ობივატელური», ანუ ნორმალური თემაა, ვიდრე პოლიტიკანთა კინკლაობით «ტკბობა» ან მათი მეშვოებით საკუთარი «მსოფლმხედველობრივი ამბიციის» დაკმაყოფილების ავადმყოფური სურვილი. ეკონომიკა და პოლიტიკა, ბიზნესი და პოლიოტიკა ამ თვალსაზრისით ერთი და იგივე არ არის. სწორედ ეკონომიკა უნდა აინტერესებდეს დღეს ნორმალურ ადამიანს, ვინაიდან მხოლოდ ეკონომიკაში იქმნება კონკრეტულად მისი პიროვნული წარმატებისა და ბედნიერების პირობები. საქართველოს კონსტიტუციამ ამ სფეროშიც მკაცრად განსაზღვრა «თამაშის წესები» და საფუძვლები: კერძო საკუთრების უზენაესობა, კონკურენტულობა (მონოპოლიის დაუშვებლობა) და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ეკონომიკის სფეროში დაწყებული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს არანორმატური ეკონომიკური სისტემის გარდაქმნას ნორმატურ სისტემად, კვლავინდებურად ძალზე სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება – არსებობს საზოგადო ილუზია «კლანურ-ჯგუფური» ინტერესების საერთო ინტერესად მიჩნევისა, რაც, სინამდვილეში, ასე არ არის. თუ მაგალითად, რომელიმე ჯგუფი დაინტერესებულია ამა თუ იმ სფეროს მონოპოლიოზებით ან შიდა ბაზრის კონკურენტისაგან დაცვით (იაფი და ხარისხიანი პროდუქციისაგან) და, თუ ეს ჯგუფები იმდენად აქტიურნი არიან, რომ პარლამენტშიც ახერხებენ მძლავრი ლობისტური ჯგუფების შექმნას, ეს სრულებითაც არ ნ იშნავს, რომ ისინი ჭეშმარიტებას ქადაგებენ საპარლამენტო ტრიბუნიდან და მათი მო თხოვნებიო ცალკეული ინდივიდის ინტერესებს შეესაბამება. «პროტექციონიზმი» და «პატერნალიზმი» შეესაბამება ამა თუ იმ (შესაძლოა, მრავალრიცხოვანი) ჯგუფის ინტერესებს, მაგრამ არა საყოველთაო ინტერესს. ოღონდ ამ ჯგუფის წევრები ოსტატურად ქმნიან ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს «საზოგადო ინტერესზე» ზრუნავენ. ამიტომ სწორ აღქმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არაფრის დიდებით არ შეიძლება დავუშვათ, რომ ამ ჯგუფებმა (მათი სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე) შეძლონ მათვის სასარგებლო და ხელსაყრელი «კონცენტრირებული სტერეოტიპების» ჩამოყალიბება და დამკვიდრება. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ «ეკონომიკური ფორმაციისათვის». ადრე თუ გვიან, «ჯგუფური ინტერესები» (მიაქციეთ ყურადღება, ეს იგივე «კოლექტიური ინტერესია», რასაც არაფერი აქვს საერთო ინდივიდის თავისუფლებასთან და ინდივიდის ინტერესებთან) აუცილებლად გადაიზრდება ისევ პოლიტიკურ ამბიციაში, პოლიტიკურ ინტერესებსა და პოლიტიკური «რევანშის» წყურვილში. ამიტომ, როდესაც ვმსჯელობთ ეკონომიკაზე, ამით თავიდან ვიცილებთ მორიგი პათოლოგიური პოლიტიკური დომინანტების ჩამოყალიბებას.
          ნებისმიერი «კოლექტიური ინტერესი» ან «კორპნორაციული ინტერესი» აუცილებლად, საბოლოოდ, ინდივიდის დათრგუნვისა და «ჩაწიხვლის» სურვილზე დაიყვანება. ანუ იგი «თამაში სწესებსა» და «წყობას» ცვლის მთლიანად. ამიტომაც არ დაეთანხმება არასდროს საერთაშორისო სავალუტო ფონდი (როგორც ლიბერალური ცივლიზაციის «ძალისმიერი» ინსტრუმენტი) ისეთ, თიქოსდა უწყინარ, წინადადებებს, როგორიც არის «წარმოების აღორძინება შიდა ბაზრის ჩაკეტვით».
          წარმოების განვითარება თუ გინდა, უნდა განავითარო არა შიდა ბაზრის ჩაკეტვით, საბაჟო ბარიერების აღმართვით, მონოპოლიზმით, ანუ საბოლოოდ, ი ნდივიდის არჩევანის უფლების შეზღუდვით, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ, ინდივიდის (და არა კოლექტივის) ინტერესთა გათვალისწინებით: პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებით, შრომის ნაყოფიერების ამაღლებით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, კვალიფიციური მუშახელის მომზადებით, რისკიანი კაპნიტალდაბანდებით, ინვესტიციათა მოზიდვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
          მადლობა ღმერთს, 1994 წლის მიწურულიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოზე «დიქტატს» ახორციელებს, თოლრემ არ იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკისა და ჯანსაღი სოციალური სტრუქტურის ის პირველი, მაცოცხლებელი ყლორტებიც, რომელთა მეშვოებით, ხვალ-ზეგ საბოლოოდ დაფუძნდება ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი ქათრული სახელმწიფო.
          სავალუტო ფონდის «დიქტატი და ფონდის «არამზადა ექსპერტები» გვაიძულებენ, ვაშენოთ ეს სახელმწიფო, რომ არ ჩავგორდეთ ისევ «კომუნისტური» სოციალური წყობის ჭაობში. აქვე უნდა ითქვას, რომ ხსენებული «წყობის» შესაცვლელად, არც ერთ ერს ყოფილ საბჭოთა კავშირში არ დასჭირვებია 9 აპრილის სასაკლაო და ლოზუნგი «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია». ამისთვის სავსებით საკმარისი იქნებოდა ჯერ გორბაჩოვის, შემდეგ ელცინის გუნდებთან თანამშრომლობა.
          აი, მაგალითდა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და თითქმის ეჭვმიუტანელი «კონცენტრირებული სტერეოტიპი: «საქართველოს საგადასახდო სისტემა ახრჩოსბ ბიზნესს, არ აძლევს მას თავისუფლად განვითარებისა და ბიუჯეტის შევსების საშუალებას. აქ იგულისხმება, რომ ჩვენს მრეწველებს გული ეთუთქებათ, ისე უნდათ მეტი თანხა შეიტანონ ბიუჯეტში, მაგრამ ამის საშუალებას «წყეული» სავალუტო ფონდი არ აძლევთ. თუმცა, იგივე «მრეწველები» შესანიშნავად სარგებლობენ, იმავე «წყეული სავალუტო ფონდის» რეკომენდაციათა შესაბამისად. საქართველოში დამოკვიდრეუბლი მაკროეკონომიკური ფონით, ინფლაციის დაბალი დონითა და ვალუტის სტაბილურობით. ისინი მიიჩნევენ, რომ «ეს კარგია», მაგრამ აი, სხვა რეკომენდაციები – ცუდი. ასე არ გამოვა! ლიბერალური (მონეტარისტული) ეკონომიკური კონცეფცია ან მთლიანად უნდა მიიღო, ან მთლიანად უარყო. შეუძლებელია, ერთდროულად «საინვესტიციო ემისიაც» განახორციელო, «შეღავათიანი კრედიტებიც» გასცე და იმავდროულად «მაკროეკონომიტკური» სტაბილურობაც შეინარჩუნო. რაც შეეხება «საბაჟო ბარიერებს» - საუკეთესო რეჟიმი აქ «ნულოვანი» რეჟიმია. ანუ იმპორტს ყოველთვის აძვირებს სატრანსპორტო ხარჯები, კეთილი ინებე და გამოუშვი კონკურენტუნარიანი პროდუქცია. აქ არ იგულისხმება ის ნაწარმი (ვთქვათ, საოსფლო-სამეურნეო), რომელიც მწარმოებელ ქვეყანაში დოტაციებით სარგებლობს, ოღონდ, ამას არც არავინ გაძალებს.
          თუმცა, დავუბრუნდეთ «კონცენტრირებულ სტერეოტიპს», რა თქმა უნდა, იგი თავიდან ბოლომდე ყალბია და იმათი შეთითხნილია, ვისაც არ სურს კონკურენციით თავის შეწუხება და იოლად გამდიდრება სწყურია, ინდივიდის ინტერესთა ხარჯზე. სინამდვილეში, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე «რბილი» საგადასახდო რეჟიმია ყველა იმ ქვეყანასთან შედარებით, რომლებიც კი შეიძლება შესადარად თავში მოგივიდეს. თავად განსაჯეთ: საქართველოში დამატებითი ღირებულების გადასხაადი 20 პროცენტია. საშემოსავლო გადასახადი 20 პროცენტი, მოგების გადასახადიც 20 პროცენტი. მეზობელ სომხეთში, დღგ, აგრეთვე, ოცი პროცენტია, მაგრამ საშემოსავლო – 30 პროცენტი, ხოლო მოგების გადასხაადი- 25 პროცენტი. აზერბაიჯაენში, დღგ- 20 პროცენტი, საშემოსავლო – 40 მოგება – 32 პროცენტი. ყაზახეთი – 20-30-30, ყირგიზეთი – 20-40-30, ბელორუსეთი- 20-40-30, მოლდოვა – 20-32-32, რუსეთი – 20-35-35, უკრაინა – 20-40-30, ხორვატი ა- 22-35-35, ჩეხეთი- 22-40-35, ესტონეთი – 18-26-26, უნგრეთი – 25-40-18, ლიტვა – 18-35-29 , ლატვია – 18-25-25, პოლონეთი – 22-42-40, ვლოვენია – 20-50-25, ალბანეთი – 20-20-30 ბულგარეთი – 22-40-30, რუმინეთი – 22-45-38.
          ერთი ამიხსენთი, რატომ ითვლება, რომ «საქართველოში ყველაზე მახრჩობელა საგადასახადო რეჟიმია?» სინამდვილეში, ქართული ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ამ ქვეყანაში ვერასდროს დაწესდება ისეთი საგადასახადო რეჟიმი, ქართველი მეწარმის მოსაწონი რომ იქნება. მათთვის მოსაწონი შეიძლება მხოლოდ ის რეჟიმი იყოს, რომელიც საეროთდ არ გაითვაელისწინებს არანაირ გადასახადს, სხვა საკითხია, რომ საგადასახადო კანონმდებლობამ მნიშვნელოვნად გაუსწრო ადმინისტრირების რესურსს, ანუ არსებული კანონმდებლობის შესრულება ვერ ხერხდება, მაგრამ აქ თვით კანომნდებლობა კი არ არის დამნაშავე, არამედ სახელმწიფოს (და არა მხოლოდ ხელისუფლების) სისუსტე.
          საქართველოში არა გვაქვს მიღებული კანონი «თავისუფალი ეკონომიკური ზონების» შესახებ, მაგრამ რეალურად, ეს რეჟიმი მოქმედებს არა მხოლოდ კანონის ინიციატორ ეგიონში, არამედ შიდა ქართლში (ერგნეთის ბაზრობა( და ბოროჯომის ხეობაშიც, სადაც, ფაქტობრივად, ლეგალიზებულია ფალსიფიკაცია.
          სწორედ ეს არის «თავისუფალი ეკონომიკური ზონა», როცა ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისთვის «ჩვეულებრივი» კანონები არ მოქმედებს. თუმცა, მაგალითად, ფალსიფიკაციის თვალსაზრისით, მთელი საქართველო ერთი დიდი «თავისუფალი ეკონომიკური ზონაა».
          ამის შემდეგ, ნუღარ გვიკვირს, თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ ჩქარობს ახალი პროგრაემის დაწყებას. ფაქტობრივად, მისი დიქტატი მოგვცილდა, მაშ რატომ არ იღებს ხელისუფლება «პროტექციონისტურ» გადაწყვეტილებას, ან (რაც მთავარია) რატო მარ მოითხოვს მისგან ამას აქტიურად მოსახლეობა? – იმიტომ, რომ ლიბერალურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, მადლობა ღმერთს, «მოასწრო» შესაბამისი სოციალური სისტემების ჩამოყალიბება. ეს სისტემები კი არანაკლებ სისხლხორცეულად არიან დაინტერესებულნი თავის შენარჩუნებით.
          ერთადერთი პრობლემა ისევ და ისევ სწორი საზოგადოებრივი გააზრებაა, თუმცა, ამაშიც საოცარ, გაუთავებელ პრობლემებს ვაწყდებით. მაგალითად, ავიღოთ წყეული «კორუფციის» პრობლემა. დავაკვირდეთ, რა ხდებოდა ამ თვალსაზრისით გასულ კვირას: საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ ჩაატარა გამოცდები და «საგადასახადო დეპარტამენტში» ახალი კადრები მოიყვანა. ისინი, ვინც გამოცდას ვერ გაუძლო, აღშფოთდნენ, მოაწყვეს მიტინგები, მანიფესტაციები, სხვა საპროტესტო აქციები და, რაც მთავარია, მიიღეს მასმედიის დიდი უმრავლესობის თითქმის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა: საყვოელთაო წყევლა-კრულვა «მოქკავშირს» და მის ლიდერებს, რომლებიც არ ითვალისწინებენ ადამიანის სოციალურ უფლებებს, მათ შორის, «შრომის უფლებას», სულელური «კითხვარების» მეშვოებით სამსახურიდან ასე ადვილად აძევებენ ღვალწმოსილ, დამსახურებულ მუშაკებს, ულუკმაპუროდ ტოვებენ მათ ოჯახებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, იდგა მედიაში ოხვრ-აკვნესა და გოდება არამზადა «მოქკავშირის» უსინდისობის გამო, რომელმაც «საგადასახადოს» თანამშრომელთა დიდი ნაწილი «ქუჩაში გაყარა».
          ახლა კი დავაკვირდეთ, რა გამოდის (ეს ძალზე მეტყველი მაგალითია): რაც თავი გვახსოვს, გვესმის, რომ «საგადასახადო სისტემა» კორუფცირებულია, რომ «საგადასახადოს თანამშრომლები» ქრთამს იღებენ, რომ სწორედ ამიტომ არ ივსება ბიუჯეტი. მაგრამ როგორც კი კონკრეტულად «საქმე-საქმეზე მიდგა», აღმოჩნდა, რომ არავინ არის კორუფცირებული და კადრების გამოცვლა «საგადასახადოში» უდიდესი უსამართლობაა. ეს უსამართლობა «ზნეობრივ ტვირთად» უნდა დააწვეს უსინდისო ხელისუფლებას, მას მიეცეს «საგადასახადოს» მუშაკთა მშიერი ბავშვების ცოდვა, რომელთაც ის 30 ლარიც მოაკლდებათ, რაც ადრე ოჯახის მამას (დედაეს) მშიერი შვილებისთვის სახლში მიჰქონდა.
          ერთი სიყტვით, ნამდვილი ურჩხულია ეს მიშა მაჭავარიანი. მაგრამ თუ ამ კეთილშობილურ, სათნო და ჰუმანისტურ «ახალ სტერეოტიპს» მივიღებთ, უმალვე ვეწინააღმდეგებით ძველ «კონცენტრირებულ სტერეოტიპს». ბოლოს და ბოლოს, იყო თუ არა კორუფცირებული «საგადასახადო სისტემა?» მხოლოდ «უფროსობა» ხომ არ იქნებოდა კორუფცირებული, იგი თავად ხომ არ ირბენდა ობიექტიდან ობიექტზე. მაშასადამე, რიგითი მუშაკებიც კორუფცირებულნი იყვნენ (პირველი კონცენტრირებული სტერეოტიპის შესაბამისად) და ეს უფრო «წესი» იყო, ვიდრე «გამონაკლისი», მაგრამ თუ ასეა, «კადრების გამოცვლის» გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მაშ, ვინ იყო კორუფცირებული «საგადასახადოში?» როგორც ჩანს, მე ვიყავი! მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსახურში არც ერთი დღე არ მიმუშავია, მაინც მე ვიყავი! ეს დასკვნა «ყველაზე ლოგიკური» ჩანს ჩვენი განსაცვიფრებელი საზოგადო მენტალიტეტის მიერ შექმნილი ორი სტერეოტიპის დაპირისპირებისას. გამოცდების შედეგად მოსული «ახალი» რომ «მაინც» კორუფცირებული იქნება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, თითქოს «ძველის» დატოვება უფრო ზნეობრივი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნებოდა. ხოლო «საგადასახადოში» თუ მართლა მუშაობდა ადამიანი, ვინც 30 ლარს სჯერდებოდა, მის მიმართ უსამართლობა ამ შემთხვევაში «გამოცდის» ინიციატორებმა კი არ დაუშვეს, არამედ მთელმა «კორუფცირებულმა კორპორაციამ», რომელშიც იგი იმყოფებოდა, ყველაფერს ხედავდა, ყველაფერი იცოდა და დუმდა.
          გასულ კვირას, იმავე «საგადასახადო შემოსავლების» მინისტრმა, შეძილება ითქვას, სენსაციური განცხადება გააკეთა: მან ბრალად დასდო რუსეთს «ეკონომიკური დივერსია» საქართველოს წინააღმდეგ. იგულისხმება «ერგნეთის ბაზრობა», რომლის მეშვოებითაც საქართველოში შემოდის კონტრაბანდული საქონელი. თითქმის ერთი თვის განმავლობაში, ეგრეთ წოდებული, «ორი ოსეთის» დამაკავშირებელი გვირაბი ჩაკეტილი იყო და ქვეყანაში კონტრაბანდა არ შემოდიოდა, ჩრდილოეთ ოსეთში ჩამოწოლილი მეწყერის «წყალობით» ჩაიხერგა ერთადერთი საავტომობილო გზა.» ჩრდილო ოსეთის» პრეზიდენტ ძასოხოვის უდიდესი ძალისხმევით, მოსკოვმა დიდძალიო სახსრები გამოჰყო «სტრატეგიულად მნიშვნელოვანი» მაგისტრალის აღსადგენად და იცით რა იყო გაიძვერა ძასოხოვის მთავარი არგუმენტი? «ტვირთების ტრანზიტი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვარს, ანგრევს საქართველოს შიდა ბაზარს, ამწვავებს ეკონომიკურ კრიზისს და ახდენს იმ კურსის დისკრედიტაციას, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ატარებს რუსეთისა და დასავლეთის მიმართ». იგივე ძასოხოვი «ნეზავისიმაია გაზეტა»-ში წერს, რომ, თურმე, ნუ იტყვით, «ტრანსკავკასიური მაგისტრალი» (ანუ ვლადიკავკაზ-ცხივნალის საავტომობილო გზა) უნდა იქცეს უმთავრეს დამაკავშირებელ რგოლად «რუსეთსა და ამეირკავკასიაში მცხოვრებ ხალხებს (ზაკავკაზსკიე ნაროდი) შორის». დააკვირდით: არა «სხაელწმიფოებს» ან ქვეყნებს», არამედ «ხალხებს შორის». სწორედ ამიტომ, რუსეთის საბაჟო სამსხაურს ასი წერილი რომ მივწეროთ, იგი არასდროს დაგვეხმარება ჩვენი პრობლემის გადაწყვეტაში. ყველაფერთან ერთად, კონტრაბანდა ხომ «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასაც» აძლიერებს, რომელიც ამიერკავკასიაში მოსკოვის უმთავრესი და უერთგულესი პლაცდარმია. ანუ «რუსეთის დახმარების» იმედად ყოფნა აქ სურლებით ფუჭია. რუსეთი არადსროს დაგვეხმარება ჩვენი სახელმწფიოებრივი პრობლემის გადაწყვეტაში, როგორი პოლიტიკაც უნდა გაატაროს საქართველომ მის მიმართ, 99 წლითაც არ დააკანონოს სამხედრო ბაზები, რუსეთის არმიის მოქმედი გენერალიც რომ ავირჩიოთ პრეზიდენტად - «როკის გვირაბს» მაინც არ ჩაკეტავს. და საეროთდ, ამ «გვირაბის პრობლემას» მეორე მხარეც აქვს, არა მხოლოდ ნეგატიური:
          ჯერ ერთი, სწორედ ამ გვირაბის მეშვოებით შეიძლება გავიდეს საქართველოდან რუსეთში საექსპორტო საქონელი იმ შემთხვევაში, თუ ატომური წყალქვეშა ნავის ჩახრჩობით დაბოღმილ რუსულ საზოგადოებას პუტინმა, თავისი ავტორიტეტის ასამაღლებლად, საქართველოსთან სავიზრო რეჟიმი დაუდო «სალუბნად». გარდა ამის,ა ცხინვალის დაუკანონებელი «თეზ»-ი ამდიდრებს არა მხოლოდ ოსებს, არამედ «პურს აჭმევს» ასეულობით ათას ოჯახს მთელ საქართველოში, რომლებმაც 3-4 წელიწადში გვარიანი «ლუკმა» იშოვეს და თავიანთი სოციალური სტატუსიც განიმტკიცეს. ამიტომ, გაცილებით გონივრული ქნებოდა «ფაქტობრივად არსებულის» გარკვეულ რეჟიმში მოქცევის იმ წინადადებათა გაზიარება, რომლებზეც რამდენიმე წელია აქტიურად მსჯელობენ.

დილის გაზეთი, 30 აგვისტო, 2000 წელი