ომმა მშვიდობის რუბიკონი გადალახა

ომმა მშვიდობის რუბიკონი გადალახა

         ხუთშაბათს, თბილისის დროით დილის 5 საათზე და ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური სანაპიროს («იგივე» ვაშინგტონის) დროით საღამოს 20 საათზე (ოთხშაბათს) იწურება პრეზიდენტ ბუშის ულტიმატუმი ერაყის დიქტატორ სადამ ჰუსეინის მიმართ.
        ულტიმატუმის არსი ის იყო, რომ ჰუსეინს ერაყი უნდა მიეტოვებინა, რათა ერაყში დემოკრატიული რეფორმები განხორციელდეს და ამ ქვეყნის მთავრობა უფრო «გამჭვირვალე» გახდეს საერთაშორისო გაერთიანებისა და დასავლეთისათვის.
        რუსული პროპაგანდის მიერ დანერგილი მითია, თითქოს, ამერიკას ჰუსეინის «გაგდება» იმისთვის სურს, რათა ბაღდადში მარიონეტი დასვას და ერაყის ნავთობი გააკონტროლოს. არადა, ამ ლოგიკით, კუვეიტზე მეტად მარიონეტული სახელმწიფო ძნელად წარმოსადგენია. ამერიკას კუვეიტში ათეულათასობით სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, თუმცა, ეს სრულებითაც არ უშლის ხელს ელ კუვეიტს, ვაშინგტონისთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილებები მიიღოს ოპეკში – ნავთობის ფასებთან დაკავშირებით.
        თუმცა, მეორე მხრივ, თუ ერაყს ნორმალური განვითარების საშუალება მიეცა და მსოფლიოს ნავთობის ბაზარს მისი ამოუწურავი სიმდიდრე დაემატა – ეს, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს ენერგეტიკული ბაზის სტაბილიზებას.
        მაგრამ ამერიკის მთავარი მოტივი მიანც ტერორისტული საფრთხეა. ერაყი არაბული სამყაროს ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც შესწევს უნარი (ინტელექტუალური და მატერიალური), შექმნას მასობრივი განადგურების იარაღი _ ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური. ბაღდადი ასეთ იარაღს უკვე აწარმოებს, ხოლო მისი აღმოჩენა გაეროს სამხედრო ინსპექტორებს არ შეუძლიათ: წარმოიდგინეთ, საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ წერტილში «კოკა-კოლის» ოდენა კოლბის დამალვა რომ შემოგთავაზონ, ხოლო შემდეგ სხვას დაავალონ მისი პოვნა, თქვენი უარის პირობებში. რასაკვირველია, ვერაფერს იპოვიან, ხოლო ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურებს ზუსტი ინფორმაცია აქვთ (თავიანთი აგენტების მეშვოებით), არა იარაღის სამალავის (რაც შეიძლება სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდეს) არამედ თვით იარაღის წარმოების ფაქტის შესახებ _ ამ პროცესში კი უკვე ათასობით ადამიანია ჩართული სხვადასხვა სახით.
        არსებობს ინტერესთა თანხვედრა, აგრეთვე, ისრაელთან, მაგრამ შოვინისტურ-ანტისემიტური მითია, თითქოს «ამერიკას სიონისტური ლობი მართავს» _ პოლიტიკა ხომ ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა? ერაყი თუ ვინმეს წინააღმდეგ გამოიყენებდა ქიმიური
        თუ ბაქტერიოლოგიურ იარაღს – უპირველესად, მეზობელ ისრაელში ჩამოყრიდა ასეთ ბომბებს, რაც ენით აუწერელი (გარკვეული თვალსაზრისით, ატომურ ბომბზე უფრო საშინელი) უბედურება იქნებოდა მთელი რეგიონისთვის, რომელიც, საყოველთაო აღიარებით, საკაცობრიო კულტურის აკვანია.
        ამრიგად, ამერიკას აინტერესებს არა ერაყის დაპყრობა, არამედ რეჟიმის შეცვლა და ჰუსეინის პოლიტიკური ნეიტრალიზება. ამავდროულად, ეს უკანასკნელი არასდროს დათანხმდება გადასახლებაში წასვლას (ეს უკვე შესთავაზ სუდის არაბეთმა), ოღონდ იმიტომ კი არა, რომ «სამშობლოს ერთგულია», რამედ ყელმდე სისხლშია მოთხვრილი, თეულათასობით ოპოზიციონერი ამოწყვიტა, წამა, აგადაასახლა, ეროვნულ უმცირესობათა გენოციდი მოაწყო და ასე შემდეგ.
        მან იცის – თვით არაბები, რომელთა დიდ უმრავლესობას ჭირის დღესავით სძულს, აუცილებლად მისწვდებიან და შურს იძიებენ, რომელ ქვეყანასაც არ უნდა შეაფაროს თავი.
        რაც შეეხება ომის დაწყების ზუსტ დროს, ანალიტიკოსთა უმრვლესობის აზრით,ამერიკა ულტიმატუმის აამოწურვის შემდეგ კიდევ რამდენიმე საათს მოითმენს. საქმე ის გახლავთ, რომ ულტიმატუმის ამოწურვისას ხლო აღმოსავლეთში (მათ შორის ერაყში) დღე იქნება. ამერიკელები კი საომარ მოქმედებებს ყოველთვის უმძლავრესი საავიაციო დარტყმებით იწყებენ. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა (1992 წლის კუვეიტისა და 1999 წლის იუგოსლავიის ოპერაციათა ჩათვლით), რომ ამერიკას პირველი საჰაერო დარტყმა ღამით არ განეხორციელებინოს. ამას თავისი სამხედრო ტაქტიკური მიზეზები აქვს. ამიტომ, შესაძლოა, ამერიკამ პირველი მასირებული იერიში დაიწყოს თბილისის დროით საღამოს და არა დილით, ანუ მაშინ, როცა ამერიკაში დღე იქნება და პრეზიდენტის შესაბამის მიმართვას მთელი ამერიკა მოისმენს, იმ ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
        მოვლენათა შემდგომი განვითარების პროგნოზირება ძნელი არ არის – მოკავშირეთა კოლოსალური სამხედრო უპირატესობის გათვალისწინებით. ერთ-ორკვირიანი გამანადგურებელი საჰაერო დარტყმების შემდეგ, რომელსაც ამერიკა-ბრიტანეთი განახორციელებენ ბომბდამშენებით, ფრთოსანი რაკეტებითა და ავიამზიდებიდან, დაიწყება ერაყის ტერიტორიაზე შეჭრა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით. კუვეითიდან, სპარსეთის ყურეში განლაგებული გემებიდან დესანტირებით, აგრეთვე, საუდის არაბეთიდან, ხმელთაშუა ზღვიდან ვერტმფრენებით დესანტის გადასხმა, საჰაერო დესანტის გადასხმა ერაყის ქურთისტანში ან თურქეთიდან შეჭრა, თუ ამ ქვეყნის პარლამენტმა ბოლოს და ბოლოს მიიღ შესაბამისი გადაწყვეტილება.
        ამერიკისა და მოკავშირეთა შეიარაღებული ძალები 250 ათას მიეომარს ითვლის. ისინი შეეცდებიან, დაიკავონ ერაყის რეგიონები, რომელთაც ჰუსეინი დღესაც ნომინალურად აკონტროლებს და შემდეგ თანდათან დაიძვრებიან ბაღდადისაკენ. საეჭვოა, ამერიკელებმა
        ერაყის დედაქალაქი შტურმით აიღონ _ მალე იგი თვითონ დანებდება. ზოგიერთი ცნობით, ვიცე-პრემიერმა ტარიკ აზიზმა უკვე უშველა თავს

გაქცევით.

დილის გაზეთი, 20 მარტი, 2003 წელი