ომი ისრაელში III

ომი ისრაელში III

ბიბლიის იმ ნაწილს ვკითხულობდი გუშინ, სადაც აღწერილია ებრაელების წამება. ქალების, კაცების.....

სხვათა შორის ბიბლიის ყველა გამოცემაში არ არის ეს ნაწილი.

წამება მხურვალე შანთით, მდუღარე ზეთით, თვალების დათხრა, კიდურების მოკვეთა...რწმენის უარსაყოფათაც და უბრალოდ `ისე`, რაკი ებრაელები არიან

საზარელი აღწერილობაა- გაგაჟრჟოლებს ადამიანს. თვალწინ შვილებს უწამებენ, მშობლებს ბავშვების თვალწინ და ა.შ და ა.შ.

და ეს ბიბლიის ეპოქაში - ებრაელთა იმდროინდელი უამრავი მტრის მხრიდან - რომაელთა, სპარსელთა, პართელთა. ეგვიპტელთა და ვინ მოთვლის....

ჯერ კიდევ ბიბლიის ეპოქაში....და არა შუა საუკუნეებში მისი აუტოდაფეებით რჯულის გამო მხოლოდ..... არა XXს. მისი გაზის კამერებით, არამედ ბიბლურ ეპოქაში!

ჰოდა....ვკითხულობ: ყველა იქნებოდა მზად ეს 25 საუკუნოვანი ისტორიული გზა გაევლო, რათა XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ძლიერი და ძლევამოსილი სახელმწიფო ჰქონოდათ...... ისეთივე სასტიკი მტრებით გარსშემორტყმული?

განა ვერ გაითქვიფებოდნენ?

როგორ ვერა......

დათო