„ოლე ოლა“ და ევროპის კულტურული კოდი.
ძალიან საინტერესო მოვლენაა კორძის კონცერტის გაუქმება გორში.
" კორძი" არის დიჯეი და მუსიკოსი, რომელმა "შ ე ჰ ქ მ ნ ა" საპროტესტო მოძრაობის ჰიმნად ქცეული " ოლე ოლა".
ჯერ მე იმ იდიოტების ტვინში ჩამახედა, სერიოზულად რომ ბრაზდებიან ამ რეალურად სრულიად უწყინარ, უნიჭო სისულელეზე და უბადრუკობაზე, რასაც აბსოლუტური სიზუსტით შეესაბამება დოსტოევსკისეული ტერმინი пошлость.
ქართული შესატყვისი არ არსებობს..
აბა რა არის - მდაბიო? მდაბიური? უხამსი?
არა, ეს მაინც სხვაა
მეორე: ნამდვილად გასაკვირია, რომ ესოდენ მასშტაბურმა მოძრაობამ, რომელშიც სხვადასხვა დროს მართლა მონაწილეობდა ასი ათასობით ადამიანი, თანაც უუუუუუნიჭიერესი, კრეატიული ლიდერებით, მათ შორის მაღალი კლასის ხელოვანებით, "ოლე ოლა" უნიჭო უბადრუკობაზე უკეთესი "მუსიკალური სიმბოლო" ვერ შეუქმნა ამ მოძრაობას.
ოღონდ ეს მაინც სხვა თემაა.
ბევრად საინტერესო ახლა ისაა, რატომ გააუქმა კორძის კონცერტი დანიამ და გოეთეს ინსტიტუტმა ესე იგი დასავლეთმა?
ამგვარი გადაწყვეტილებები, მათი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, სხვა ელჩებთან ფართო კონსულტაციების გარეშე არ მიიღება
ცხადია, მთავარი მიზეზი გახდა "ოლე ოლა" და საქართველოს ხელისუფლების აპელირება სიძულვილის ენაზე.
ჰო, მაგრამ...... რატომ მიიღეს, გაიზიარეს და ჩათვალეს რელევანტურად ეს არგუმენტი?
განა დასავლეთისთვის ზოგადად მიუღებელია რევოლუცია და რევოლუციური რადიკალიზმი?
ან თუნდაც უკიდურესად ექსტრიმული სინგლი...... თუნდაც მომენტალურად უხამსი ფორმით.... რაც რევოლუციური ბრძოლის პროცესში ნორმალურად მიაჩნიათ? ანუ რევოლუციისას "მოსულა" მათთვის?!
ევროპელთა მრავალსაუკუნოვანი კულტურული კოდი არც რევოლუციას გამორიცხავს, არც ამბოხს, არც გადატრიალებას, არც რევოლუციურ სლოგანებს თუნდაც უხამსი საბრძოლო ფორმით.
ოღონდ......ოღონდ.....იმავე ევროპული კულტურული კოდის თანახმად, რევოლუციაც და ამბოხიც არის სასრული ფენომენი, რომელსაც აქვს დასაწყისი, კულმინაცია და ლოგიკური დასარული.
ესე იგი შ ე დ ე გ ი.
ევროპელთა აღქმით, უტრირებულად თუ ვიტყვით..........ორშაბათს იწყება მოძრაობა; სამშაბათს ძლიერდება; ოთხშაბათს ცხადდება მობილიზაცია; ხუთშაბათს ლიდერები დებენ ულტიმატუმს, მერე "ოლე ოლას" სიმღერით მასა სადღაც შეიჭრება და უიარაღოდ ან იარაღით ხდება რევოლუცია.
აი, როგორც მიშამ გააკეთა 2003 წელს.
გახსოვთ? 7 ნოემბერს რუსთაველზე დიდი მიტინგით დაიწყო, 22 ნოემბერს დაასრულა.
ამიტომაც მიიღო დასავლეთმა და უწოდა "ვარდების რევოლუცია"
მაგრამ როდესაც ეს პროცესი წლობით იწელება, როდესაც რუტინად იქცევა, როცა მართლა რაღაც რიტუალს ემსგავსება....... მაშინ "ოლე ოლა" რევოლუციური სიმღერა კი აღარ არის, არამედ უხამსი სიძულვილის ენაა რაც სინამდვილეში, ჩვეულებრივ, რუტინულ ვითარებაში მათთვის მიუღებელია.
უფრო ზუსტად, ზოგადად - განსაკუთრებულ, ერთჯერად ვითარებაში, ისტორიულ მომენტუმში - კი მისაღებია, თუმცა მხოლოდ "აქ", "ახლა", "ამ მომენტუმში", "ორშაბათიდან - პარასკევამდე", როგორც გამონაკლისი და ფორსმაჟორი.
ჩვეულებრივ ვითარებაში კი, როცა განსაკუთრებული აღარაფერი ხდება და რევოლუციონერები პრეზიდენტის სასახლის ეზოდან ათიოდე ფორმიანმა ბიჭმა პანღურისკვრით გამოაგდო, არაერთმა რევოლუციონერმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა აღიარა, მოინანია...... ეს დასავლეთელთათვის "რევოლუციის ჰიმნი" კი არა, მდაბიო უბადრუკობა და ჩვეულებრივი სიძულვილის ენა ხდება.
ხოლო სიძულვილის ენისთვის ევროპაში არათუ ადმინისტრაციული სასჯელი, არამედ სისხლის სამართლებრივი დევნაა მიღებული.
ნატა ფერაძე დაადასტურებს.
ამიტომ.........ისევ და ისევ.........თუ გინდა შეცვალო ხელისუფლება, უნდა მოიგო ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი!
და ეს სრულიად შესაძლებელია!
უკანმოუბრუნებლობის წერტილი ( პარტიების აკრძალვა) ჯერ გადალახული არ არის საბედნიეროდ.
ის თუ გადაილახა მერე ყველაფერი მართლა დამთავრდება.
"უვიზოს" ჩათვლით, რაც ისტორიული კატასტროფა იქნება!
ანუ კომპრომისი ჯერ კიდევ შესაძლებელია:
ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარება, ყველას გათავისუფლება (მზიადან - მიშამდე) და მზადება 2028 წლის არჩევნებისთვის კომპრომისული გარემო/ პირობებით.