მკვლელობა ხურჩაში -  რუსული იმპერიალიზმი და აფხაზური ნაციზმი

მკვლელობა ხურჩაში -  რუსული იმპერიალიზმი და აფხაზური ნაციზმი

 

19 მაისს, დაახლოებით 14 საათზე, ე.წ. «აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო განწესის» ოთხმა თანამშრომელმა გადმოკვეთა საქართველო–აფხაზეთის პირობითი საზღვარი და შეიჭრა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც მხეცურად მოკლა  31 წლის გიგა ოთხოზორია. ერთ–ერთმა თავდამსხმელმა გიგას საფეთქელში ესროლა და, როგორც ჩანს, სწორედ ეს გასროლა გახდა სასიკვდილო მაშინ, როდესაც სხვა ჭრილობების მიუხედავად (ფეხში და მუცლის არეში) კიდევ შეიძლება გადარჩენილიყო.

მით უმეტეს, რომ ზუგდიდში ძალიან მაღალი დონის საავადმყოფოა, სადაც ეთნიკური აფხაზები ხშირად მკურნალობენ და იკეთებენ ოპერაციებს. თანაც, სრულიად უფასოდ – იმავე გალელი ქართველებისგან განსხვავებით! შედეგად, სამურზაყანოში მცხოვრებ ქართველებს უჩნდებათ ცდუნება, გადაიკეთონ გვარი, მოიშორონ «ია» და აღმოჩნდნენ, უბრალოდ ეზუგბა(ია).

ესოდენ  ბრძნული პოლიტიკის «ბრწყინვალე» შედეგი  ის გახდა, რომ ზოოლოგიური ქართველოფობიით დაავადებული  აფხაზური საზოგადოების სრული და აღფრთოვანებული მხარდაჭერით, აფხაზეთის

სეპარატისტულმა  ხელისუფლებამ გალის რაიონში დახურა ქართული სკოლები, აკრძალა სწავლა ქართულ ენაზე, ჩამოართვა ადგილობრივ ქართველებს ყველა უფლება და გაამკაცრა ე.წ. «სასაზღვრო რეჟიმი»! სწორედ ხსენებული «გამკაცრების» ტრაგიკული გამოვლინება გახდა ეს მხეცური მკვლელობა.

ამაზე მეტი პოლიტიკური შიზოფრენია უბრალოდ, თეორიულადაც კი წარმოუდგენელია!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება ხურჩას, მომხდარის სწორად აღსაქმელად აუცილებელია გავითვალსიწონოთ, რომ ეს სოფელი ენგურის მარჯვენა, ანუ «აფხაზურ» ნაპირზე მდებარეობს. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციულად იგი მუდამ ზუგდიდის რაიონს ეკუთვნოდა. ცოფიან ნაცისტთა ლიდერი, ვლადისლავ არძინბაც კი (თან 1993 წელს – ომში გამარჯვების შემდეგ) ერიდებოდა ამ სოფელში შეჭრას.

ხურჩას შესასვლელთან (დასავლეთის მხრიდან) დგას აფხაზეთის ე.წ. «სასაზღვრო საგუშაგო», რომელსაც ზურგს უმაგრებს რუსული სასაზღვრო ჯარების განწესი. მაგრამ უშუალო შეხება მოსახლეობასთან და იმის გადაწყვეტა, საგუშაგოზე ვინ გაატარონ და ვინ არა, სეპარატისტებზეა დამოკიდებული.

გიგა ოთხოზორია რომ შეუიარაღებელი იყო, არავინ უარყოფს. თვით აფხაზ სეაპრატისტთა მთავრობაც კი. როგორც ჩანს, იგი ხშირად გადადიოდა გალის რაიონში, შესაძლოა პატარა ბიზნესიც ჰქონოდა, თუმცა ამ შემთხვევაში მისი მიზანი ჭირის სუფრისთვის სურსათის მიწოდება იყო. სიტყვიერი კონფლიქტი კი იმან გამოიწვია, რომ წლების განმავლობაში ხურჩადან – გალში გადასვლა განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენდა. ვითარება მხოლოდ ამ ბოლო დროს გართულდა, როცა აფხაზეთის კაციჭამია რეჟიმმა «ადეკვატურად» უპასუხა ოფიციალური თბილისის ბოლოდროინდელ «ბრძნულ» ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებებს და საზღვარზე კონტროლი იმდენად გაამკაცრა, გადასვლა თითქმის შეუძლებელი გახდა.

მკვლელის ვინაობა (ვინც ოთხოზორიას თავში ესროლა) ზუსტადაა ცნობილი. ეს გახლავთ 27 წლის რაშიდ ყანჯი ოღლი. იგი ტყვარჩელში ცხოვრობს, ესე იგი იქვე მსახურობს. რუსეთის სასაზღვრო ჯარებში  არ ირიცხება.

სინამდვილეში ეს «ყანჯი ოღლი» თურქეთიდან გადმოსახლებული აფხაზია. იმ აფხაზებს, რომლებიც მე–19 საუკუნეში განიდევნენ აფხაზეთიდან და ახლა ბრუნდებიან ქართველ ლტოლვილთა სახლებში (ხშირად საქართველოს ტერიტორიის გავლით ჩადიან იმავე ტყვარჩელში უკვე ხსენებული «ბრძნული პოლიტიკის» წყალობით), როგორც წესი,   თურქული გვარ–სახელები აქვთ.

ძალიან საინტერესო ფაქტია: სულ ორ საათში მკვლელობის შემდეგ, როდესაც ამ გარეწარმა შეიტყო,  მის მიერ ჩადენილი დანაშაული ვიდეოზეა გადაღებული, სოციალურ ქსელ «ადნაკლასნიკებში» საკუთარი პროფილი შეცვალა და გვარი რუსულად გადაიკეთა.

რატომ? იმიტომ, რომ აფხაზეთის მთავრობად წოდებულ ზოოპარკს, სინამდვილეში, აწყობს «ისრები», ამ შემთხვევაში, სხვაგან მიმართოს, რასაც ხელს უწყობდა საქართველოში ატეხილი საინფორმაციო ტალღა «რუსი სამხედროს მიერ ჩადენილი მკვლელობის» შესახებ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ ხრიკისთვის  სეპარატისტებს ადრეც ბევრჯერ მიუმართავთ, როცა სჭირდებოდათ. უკვე ათეულობით წელია ისინი ბრწყინვალედ იყენებენ ქართული საზოგადოების უუნარობას, შენიშნოს და გამოიყენოს ინტერესთა ხშირი კონფლიქტი რუსულ იმპერიალიზმსა და აფხაზურ ნაციზმს შორის.

რა თქმა უნდა, ისინი მოკავშირეები არიან – საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ აფხაზური ნაციზმისა და რუსული იმპერიალიზმის ინტერესები მუდამ როდი ემთხვევა ერთმანეთს და სეპარატისტები საკუთარ თამაშს(აც) არ თამაშობენ ხოლმე «იქ და მაშინ», როდესაც გაუვათ, აწყობთ ან ამის შესაძლებლობა ეძლევათ.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანტიქართული ალიანსი კრემლის იმპერიალიზსა და სოხუმის ნაციზმს შორის  სიტუაციურია, რაც სრულებით არ ნიშნავს, თითქოს აფხაზი ნაცისტები ყოველთვის, მუდამ, ყველა სიტუაციაში კრემლის მითითებებს ასრულებენ.

გარწმუნებთ, იმ რაშიდ ყანჯი ოღლის, სინამდვილეში, ჭირის დღესავით სძულს რუსეთი, ვინაიდან იმ აფხაზთა შთამომავალია, ვინც სწორედ რუსეთმა და რუსულმა იმპერიალიზმმა გაასახლა აფხაზეთიდან 1864 წლის აჯანყების შედეგად. მაგრამ მკვლელობის შემდეგ ხურჩადან გაქცეულმა, გვარი პროფილზე რუსულად გადაიკეთა, რაკი ურჩიეს ასე მოქცეულიყო. ურჩიეს აფხაზურმა (და არა რუსულმა) სპეცსამსახურებმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი შემთხვევით არ გაუსვა ხაზი თავის განცხადებაში, რომ «ყანჯი ოღლი» რუსეთის სასაზღვრო ჯარების ან სხვა რუსული ოფიციალური ფორმირებების წევრი არ ყოფილა.

«ხომ ვიცით,  ეს ყველაფერი თამაშია?! სინამდვილეში, იგივე რუსი სამხედროა – რა განსხვავებაა, «ერთი და იგივეა», რა მნიშვნელობა აქვს რა ერქმევა იმ ფორმირებასაფხაზეთის სასაზღვრო განწესი თუ რუსეთის სასაზღვრო ჯარი?» – აი, ასეთია საქართველოში საყოველთაოდ გავრცელებული განცდა, რაც ხურჩის ტრაგედიისას კიდევ ერთხელ გამოვლინდა.

სწორედ ამგვარი, მეტისმეტად გაპრიმიტივებული გაგება, რომელსაც ძალიან რთული დისკურსის უხეშ გამარტივებამდე მივყავართ, არ გვაძლევდა და არ გვაძლევს საშუალებას, უფრო რაფინირებულად, უფრო ტექნოლოგიურად, ჭკვიანურად, თუ გნებავთ ეშმაკურად,  ვიმუშაოთ იმ წინააღმდეგობათა გარღმავებაზე, რომელიც ნამდვილად არსებობს რუსულ იმპერიალიზმსა და აფხაზურ ანტიქართულ ნაციზმს (იგივე სეპარატიზმს) შორის.

არადა, წინააღმდეგობები სულ უფრო აშკარა ხდება: საეკლესიო საკითხი; უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვის პრობლემა; სეპარატისტული რეჟიმის თურქეთთან ურთიერთობა და თურქეთის მოქალაქეთა (ანუ, ასეთივე ყანჯი ოღლების) მასობრივი ჩამოსახლება აფხაზეთში, რაც მოსკოვს ძალიან არ მსოწონს და არც შეიძლება მოსწონდეს;  აგრეთვე რუსი ტურისტებისადმი ამაზრზენი დამოკიდებულება: პირდაპირ მკვლელობები (გავიხსენოთ დიპლომატ ვიშერნიოვის, ასევე ბიზნესმენ კლემანტოვიჩის მკვლელობა აფხაზი დეპუტატის მიერ) და უამავი სხვა საკითხი, რომელიც შესაძლებელია ჭკვიანურად გამოვიყენოთ, თუმცა ვერ ვიყენებთ, ვინაიდან ერთის მხრივ საზოგადოებრივი აღქმა ეწინააღმდეგება რაციონალურ, თუ გნებავთ ჯანსაღად ცინიკურ, პრაგმატულ მიდგომებს და, მეორეს მხრივ, ხელისუფლებებს არ ჰყოფნით შესაბამისი ნება და კვალიფიკაცია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამის მაგალითია «დიპლომატიად» წოდებული ქართული დოყლოპატიის მორიგი სულელური განცხადება ხურჩის ინციდენტზე: «ეს მკვლელობა აფხაზეთში გამეფებულ სრულ უკონტროლობაზე მეტყველებს, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს უნდა დაეკისროს, ვინაიდან სწორედ მან მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია და ის აგებს პასუხს ყვეალფერზეო».

ნებისმიერ ობიექტურ ევროპელს, ვინც ამ განცხადებას წაიკითხავს, აუცილებლად გაუჩნდება კითხვები სრულიად აშკარა წინააღმდეგობის გამო: თუ უკონტროლოა ვითარება, მაშინ რუსეთი რაღას აკონტროლებს?

განა ბევრად გონივრული, შორსმჭვრეტელური, დიპლომატუიურად გამართული, ტექნოლოგიური და პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ იქნებოდა სხვაგვარი ფორმულა. მაგალითად ასეთი: ეს საზარელი მკვლელობა ადასტურებს, რომ აფხაზეთში ხელისუფლებას დაეპატრონა ანტიადამიანური, ქსენოფობიური, ნაცისტური რეჟიმი, რომელიც ქართველებს (და არა მხოლოდ ქართველებს) ხოცავს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არიან, არღვევს ადამიანის უფლებებს, არბევს ქართულ სკოლებს, კრძალავს ქართულად სწავლას  . . . .  და ეს ნაცისტური, არაადამიანური რეჟიმი სარგებლობს რუსეთის პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო მხარდაჭერით!

აქცენტების ასე «გადასმა» ბევრად მომგებიანი და შედეგიანი იქნებოდა, მაგრამ ოფიციალური თბილისის სწორხაზოვანი მიდგომა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოქსიუმორონულ (წინააღდმეგობრივ) ფორმულაში გამოიხატა, ერთის მხრივ აფხაზ ნაცისტებს აძლევს საშუალებას ისრები გადაიტანონ, მეორეს მხრივ ქართულ პოლიტიკას უზღუდავს მანევრის და რუსულ–აფხაზური წინააღმდეგობს გამოყენების საშუალებას.

სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკისთვის ეს მარტივი ჭეშმარიტებები დღემდე გაუგებარია: 1989 წლის 4 აპრილიდან დაწყებული, როდესაც ზოოლოგიური ქართველოფობიით გაჟღენთილი აფხაზური ნაციზმის წინააღმდეგ მიმართულმა მიტინგმა, რუსთაველის გამზირზე,  მიმართულება შეიცვალა და დარჩა მხოლოდ ერთი ჩლუნგი ლოზუნგი: «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია», რამაც გამორიცხა ყოველგვარი პოლიტიკური ტექნოლოგია და მისცა შანსი იმავე ნაცისტებს, რითაც მათ, რასაკვირველია, ბრწყინვალედ ისარგებლეს და სარგებლობენ დღემდე.

ამიტომ, როგორც არ უნდა გვძულდეს რუსული იმპერიალიზმი, მუდამ ასევე მწარედ დავმარცხდებით (ადამიანის სიკვდილთან ერთად, ხურჩაში მომხდარი ხომ ეროვნული შეურაცხყოფაცაა!), სანამ არ გავითავისებთ, რომ საქართველოს ორი დაუძინებელი მტერი ჰყავს: რუსული იმპერიალიზმი და აფხაზური ნაციზმი.

მაგრამ ჯერ ერთი, მათ შორის არსებობს სისტემური წინააღმდეგობები და ინტერესთა კონფლიქტი, რასაც ჭკვიანურად გამოყენება სჭირდება. გარდა ამისა, უნდა გავიგოთ, რომ საქართველოს თვისებრივი, იმანენტური მტერი სწორედ აფხაზური და ოსური სეპარატიზმია. რუსული იმპერიალიზმი მათ იყენებს, თუმცა მაინც მეორადია, სეპარატისტთა  ასწლოვანი (!) სიძულვილი და შეურიგებლობა საქართველოს მიმართ კი – პირველადი.

სანამ საქართველოს მთავრობა (და საზოგადოება) სწორედ ამ გაგებით არ იმოქმედებს, მუდამ ასევე ცრემლიანად და მწარედ დავმარცხდებით. თორემ «ჟენევის დისკუსიების» დროს ხურჩის ინციდენტის განხილვას და ყანჯი ოღლის ექსტრადირების მოთხოვნას რომ არანაირი აზრი არა აქვს, ყველანი ვხვდებით და ამაზე არც არავინ დავობს.

2016