ვარდების რევოლუცია და განხეთქილება `ნაციონალურ მოძრაობაში`.

ვარდების რევოლუცია და განხეთქილება `ნაციონალურ მოძრაობაში`.

ახლა რაც ხდება მიშას გარშემო მის სეულ (იმერული გამოთქმაა ასეთი, იმერლები მიხვდებიან) პარტიაში და მის განაყოფში, არის გამოძახილი და ერთგვარი `ლინკი` იმ დიდ დისკუსიასთან, რაც ამ პარტიაში გაიმართა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ (ფარულად) და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე (უკვე ღიად)

თუ გახსოვთ, მაშინ `მიშას პარტია` დატოვა ფაქტობრივად მთელმა პარტიულმა ისტებლიშმენტმა თითო-ოროლას გარდა. შესაბამისად,` ნაციონალური მოძრაობა` 2016-2020 წლის პარლამენტში სულ 3 თუ 4 დეპუტატით იყო წარმოდგენილი: სალომე სამადაშვილი.....რომან გოცირიძე.....თინათინ ბოკუჩავა.....

რა იყო ფუნდამენტური კონფლიქტოგენური ფაქტორი იმ დისკუსიაში? რა იყო მისი ამოსავალი წერტილი? `დამრგვალებით` თუ ვიტყვით: `ენმ სულაც არ არის ნული მიშას გარეშე` და, ამის საპირისპიროდ, `ენმ არის ნული მიშას გარეშე`.

თავის მხრივ, პირველი პოზიცია (`ენმ მეტია, ვიდრე მიშა` და არა პირიქით) `ილინკებოდა` `ვარდების რევოლუციის` იმ ილუზიასთან, რომ სოციალურმა კატეგორიამ, რომელმაც ენმ-ს მისცა ხმა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე და შემდეგ რევოლუცია განახორციელა, ამით ხმა მისცა `ღირებულებებს` და არა მოყირჭებული შევარდნაძის `წინააღმდეგ` (ეს ერთი და იგივე არ არის, - არ დაიჯეროთ!) ; ანუ ხმა მისცა მიშას იმდენად, რამდენადაც ყველაზე შემძლეს `შევარდნაძის წინააღმდეგ`, ხოლო ენმ-ს იმდენად, რამდენადაც მისი ლიდერი იყო მიშა.

ენმ-ის ლიდერშიპს ამის დაჯერება არ სურდა.

მათ მიაჩნდათ (აი ესაა საკვანძო შეცდომა!), რომ მათი ელექტორალური და რევოლუციური ბაზა უმეტესწილად აი იმ კატეგორიისაგან შედგებოდა, რომელთანაც მაშინ ურთიერთობდნენ სხვადასხვა.... `ფოე-ფოე` გადატყლარჭულ, `სვეცკი ჯოგის` NGO პლატფორმებზე და შესაბამის ტელევიზიებში (იმ დროს ერთი იყო ამგვარი ტელევიზია - `რუსთავი-2`).

ყოფილი ენმ-ის ამ ისტებლიშმენტს, გიგა ბოკერიას ლიდერობით, ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებდი, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში ეს არის ილუზია!

ვერ გააგებინებდი, ვერ აუხსნიდი, რომ სოციალური მენტალობა მრისხანე ფაქტორია, ხოლო ეს მენტალობა თვისებრივად, იმმანენტურად მოითხოვს პერსონოფიცირებას და რომ მასა არ აზროვნებს ისე, როგორც აზროვნებთ თქვენ და რაც გგონიათ თქვენ და როგორც გინდათ წარმოაჩინოთ თქვენ ან/და რაც გეჩვენებათ თქვენ....... და რომ საძულველი შევარდნაძის მოშორება ამომრჩევლის კატეგორიული უმრავლესობისათვის არის არა `ენმ` არამედ მიშა და მხოლოდ მიშა! და რომ ამ მენტალობის მატარებელი სოციუმი ეძებს არა `პარტიას` ან თუნდაც რაღაც `ღირებულებებს`, არამედ ლიდერს!

`არ გაიგეს`, 2016 წელს პარტიიდან გავიდნენ, შექმნეს ახალი პარტია `ევროპული საქართველო`, რაკი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამომრჩეველთა ის კატეგორია, ვინც 2003 წლის 2 ნოემბერს მისცა ხმა ენმ-ს და 2003 წლის 22 ნოემბერს იდგა ბობოქარ რევოლუციურ მიტინგზე, მაშინ უმეტესწილად ზოგად `იდეას` აძლევდა ხმას, არა პერსონალურად მიშას და.......2020 წელს მიიღეს სრული კატასტროფა საპარლამენტო არჩევნებზე.

ნახეთ პროცენტები.

აღმოჩნდა, რომ ის ამომრჩეველი, ვინც 2003 წლის 2 ნოემბერს მისცა ხმა `ენმ`-ს იყო სწორედაც პერსონალურად მიშას ამომრჩეველი (და არა ენმ-ის ამომრჩეველი) აბსოლუტური უმრავლესობით.

ხოლო მათი ამომრჩეველი (როგორც 2003 ასევე 2020 წელს) - ის მიზერი, რაც რეალურად მიიღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ანუ 2016 წლის იმ ისტორიულ დისკუსიაში (უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღემდე დისკუსია ფარული იყო, ეს უმნიშვნელოვანესი დეტალი არ გამოგრჩეთ ანუ `ხალხმა` ამ განხეთქილების შესახებ ბევრი არაფერი იცოდა ჯერ და ინერციით ისევ მიშას აძლევდა ხმას -დ) მიშა აღმოჩნდა აბსოლუტურად მართალი, რაც ხსენებული ისტებლიშმენტის უდიდესმა ნაწილმა (გოგა ბოკერიას გარდა) პირდაპირ თუ ირიბად აღიარა და მოგვიანებით დაბრუნდა კიდეც ენმ-ში.

თითქმის ყველა დაბრუნდა გიგას გარდა.

სხვები მიიღეს კიდეც, როგორც `უძღები შვილნი`

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აი ასე ხდება, როცა პოლიტიკოსი არასწორად აფასებს მისი მხარდამჭერი ელექტორალური (ან რევოლუციური) ბაზის თვისებრიობასა და ინტენციას.....

დიახაც ასე ხდება, როცა ასევე არასწორად აფასებს მათ მიერ განხორციელებული რევოლუციური ტალღის ნამდვილ და არა მოჩვენებით ინტენციას თუ `აღმძრავ` მექანიზმს.

`ჰგონია` რევოლუციისას ეყრდნობა ერთ ფენომენს და სინამდვილეში ვერ ამჩნევს, რომ ეყრდნობა სულ სხვა სოციალურ ფენომენს.....აგებს `ღრუბლის კოშკებს`, ანუ იმას, რაც არ არის სინამდვილეში და რაც სულ მალე განიფანტება საპნის ბუშტივით.

დათო

ისტორიის G.I.