აფხაზური ტოპონიმიკა

აფხაზური ტოპონიმიკა

1989 წელს, როცა ივლისის ამბები მოხდა სოხუმში და ქართველები დაარბიეს, დახოცეს, ისტორიის ინსტიტუტში ვმუშაობდი.

სოხუმელი ისტორიკოსი ჩამოვიდა, მოგვიყვა ეს ამბები და ნიშანდობლივი რამ თქვა: „კი მაგრამ, სულ..... რაც თავი მახსოვს....... სულ ეს მესმის აფხაზებისგან: ტოპონიმიკაააა......ტოპონიმიკააააა......ნუთუ არ შეიძლება რაღაც კომპრომისი მოიძებნოს აქ, როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს,.....მუდამ ამაზე ლაპარაკობენ აფხაზები, ამას მოითხოვენ და რა გახდა რა.......ქართულიც იყოს და აფხაზურიც იყოს წარწერები, სახელწოდებები......ნუთუ არ შეიძლებააააა???.....ასეთი წვრილმანის გამო....“

რაღაცნაირად გულამოსკვნით თქვა.

ნუ დამიჯერებთ, მაგრამ პირველად მაშინ დავეჭვდი, რომ აფხაზეთი „სულისკვეთებითად“ დაკარგული იყო და აფხაზეთის საბრალო ქართველობა ამას წინააღმდეგობას ნამდვილად ვერ გაუწევდა.

მართლაც, ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან დაწყებული, აფხაზურმა სეპარატისტულმა ელიტებმა, როგორც ყოველთვის გ ე ნ ი ა ლ უ რ ა დ მიაგნეს თემას, რომელიც ანტიქართული მოძრაობის „აღმძრავი ინსტრუმენტი“ იქნებოდა, თუმცა ქართული მხრიდან რაიმე კომპრომისს ა-პრიორი გამორიცხავდა (იმიტომ, რომ კომპრომისი მართლა შეუძლებელი იყო) და იმავდროულად ყველა „გარეშე დამკვირვებელს“, როგორი კეთილგანწყობილიც არ უნდა ყოფილიყო საქართველოს მიმართ, უქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს საქართველო იყო „მცირე იმპერია“ და მცირერიცხოვან ხალხს ჩაგრავდა. ესე იგი „ასეთ ელემენტარულ საკითხშიც კი არაფერს თმობდა, როგორიც აფხაზური ტოპონიმიკაა“

სხვათა შორის იმდროინდელ თბილისშიც და ახლაც შემხვედრია „სასარგებლო იდიოტები“, რომლებსაც ზოგადად ახასიათებთ „რთული პრობლემების იოლად გადაწყვეტის“ ბრიყვული რწმენა და უთქვამთ: „კაცოოოოოო.... რა იდიოტები იყვნენ და არიან ეს ქართველი კომუნისტები რა.....რაღაც კომპრომისისთვის მიეღწიათ.....მაგრამ ამ კომუნისტებს ხომ არასდროს არანაირია აზროვნების უნარი არ ჰქონდათ და....ასეთ წვრილმანშიც კი.....“

„წვრილმანიო?“

ჰო, „ამას“ კი ჰქონდა და აქვს „აზროვნების უნარი“.......

ახლა იმის შესახებ, თუ რატომ იყო ამ საკითხში კომპრომისი აბსოლუტურად შეუძლებელი და გამორიცხული. ხოლო საკითხი „წვრილმანი“ კი არა, სინამდვილეში უმნიშვნელოვანესი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზები იცით რას მოითხოვდნენ?

აი მაგალითად, იყო გაგრის რაიონში ასეთი სუფთად ქართული სოფელი „განთიადი“.

აფხაზები მოითხოვდნენ, რომ ამ სოფელს ოფიციალურად წოდებოდა „ცანდრიპშ“.

იმიტომ, რომ იქ ადრე (მაჰაჯირობამდე) იყო აფხაზური სოფელი, რომელსაც ეწოდებოდა „ცანდრიპშ“.

ანუ იმ ქართულ სოფელში რომ შედიოდი, დაგხვდებოდა წარწერა „ცანდრიპშ“.

ხომ არ გგონიათ მხოლოდ აფხაზურად?

ნუუუუუუურას უკაცრავად!

სოფელში შესასვლელთან ბანერზე ჯერ აფხაზურად უნდა ყოფილიყო წარწერა „Цандрыԥшь", მერე რუსულად "Цандрипш" და მერე ქართულად „ცანდრიპში“.

აი ამას გულისხმობდნენ „ტოპონიმიკური სამართლიანობის აღდგენაში“

აფხაზური ელიტების, ხელისუფლების და ინტელიგენციის შეუვალი მოთხოვნა ამგვარი იყო: კი ბატონო, ცხოვრობენ ამ სოფელში ქართველები და იცხოვრონ, მაგრამ ადგილს ქვია „ცანდრიპშ“. მაშასადამე სოფელსაც უნდა ერქვას არა „განთიადი“, არამედ „ცანდრიპში“ ყველა ენაზე.

კიდევ ერთი მოთხოვნა:

ქალაქ ოჩამჩირეს ბანერზე უნდა ეწეროს აფხაზურად "Очамчир", რუსულად Очамчир (და არა Очамчире) ხოლო ქართულად „ოჩამჩირ(ი)“ და არა „ოჩამჩირ(ე)“

რატომ?

იმიტომ, რომ აფხაზურად ასე გამოითქმის და ეს არის სწორედ „ტოპონიმიკური სამართლიანობა“

აფხაზები ამბობდნენ: ყოფით საუბარში ეძახეთ „ოჩამჩირე“ ქართველებმა, მაგრამ ოფიციალური წ ა რ წ ე რ ა ბანერზე უნდა იყსო ქართულად „ოჩამჩირი“, რაკი აფხაზურად გამოითქმის, როგორც Очамчир

შემდეგ:

აფხაზეთის დედაქალაქს ეწოდოს ოფიციალურად Акуа. რუსულადაც Акуа და ქართულადაც „აკუა“.

ისევ და ისევ: „ქართველებმა ეძახეთ „სოხუმი“ ყოფით საუბარში კი ბატონო, მაგრამ ოფიციალურად ქართულადაც უნდა იყოს „აკუა“ და არა „სოხუმი“

და რომც დარჩენილიყო ქართული სახელწოდება „სოხუმი“, რუსულად (და არა მხოლოდ აფხაზურად) უნდა ყოფილიყო არა Сухуми არამედ Сухум.

ასეა ახლა - ოფიციალურად რუსეთშიც შეუცვალეს სახელწოდება და უწოდებენ Сухум.

როდესაც ქართული მხარე აფხაზურს ეკითხებოდა: „კი მაგრამ, რატომ უნდა იყოს რუსული წარწერა "Сухум" და არა "Сухуми" - ეს ხომ რუსული სალიტერატურო ნორმაა? აფხაზები იცით რას პასუხობდნენ? ოოოოოო აი ეს პასუხი ძალიან საინტერესოა. პასუხობდნენ შემდეგს: "იმიტომ უნდა იყოს СухуМ და არა СухумИ, რომ ასე გამოითქმის აფხაზურად და....არ გვაინტერესებს რუსული ლიტერატურული ნორმა. ეს აფხაზეთია და არა რუსეთი!"

აი ასე პასუხობდნენ.

ამგვარად ყველგან, ყოველთვის, ყველა ტოპონიმზე.

და ახლა მე თქვენ გეკითხებით:

აქ რაიმე კომპრომისი შესაძლებელი იყო?

როგორ გგონიათ?

ამიტომაც ვამბობ, რომ მას შემდეგ რაც გორბაჩოვმა დაიწყო „პერესტროიკა“ ანუ სეპარატისტებს საკუთარ ანტიქართულ ასპირაციათა ღიად გამოხატვის საშაულება მიეცათ, იქ კ ო ნ ფ ლ ი ქ ტ ი იყო გარდაუვალი.

შესაბამისად კონფლიქტური თანაცხოვრება (!!) გახდა გარდაუვალი.

ხოლო სსრკ დაშლის შემდეგ კი გარდაუვალი გახდა ო მ ი!

აფხაზური სეპარატისტული „ეროვნულ/სახელმწიფოებრივი პროექტი“ იყო აბსოლუტურად შეუთავსებელი და შეურიგებელი ქართულ „ეროვნულ/სახელმწიფოებრივ“ პროექტთან.

იმიტომ, რომ ვერანაირად, ევრაფრის დიდებით ვერ აუხსნიდი, მაგალითად (ასეთი მაგალითი კი ასეულობით იქნებოდა) განთიადში მცხოვრებ ქართველს, რომელიც ქართულ სოფელში ცხოვრობდა და ეს სოფელი საქართველოს ნაწილად მიაჩნდა, რატომ უნდა ეწოდოს მის სოფელს „ცანდრიპშ“, როდესაც იქ არც ერთი აფხაზი არ ცხოვრობს?!

ან რატომ უნდა ეწოდოს მის მშობლიურ სოხუმს „აკუა“?

„კომპრომისზე დროულად უნდა წავსულიყავით......ეეეეეჰ რატომ არ წავედითო“....... არის დამარცხებულის საცდური! მისი „კომფორტის ზონა“ ანუ „ნაცემ/ნაბეგვისა და დაგლახავებულის ცდუნება......“

თუმცა მხოლოდ ცდუნება და ილუზია.

მეტი არაფერი.

Vae Victis!