აფხაზი ქალი და საქართველოს `აფხაზური პოლიტიკა`

აფხაზი ქალი და საქართველოს `აფხაზური პოლიტიკა`

გუშინ მოსკოვიდან დამირეკეს, ძალიან სერიოზული რესურსიდან - ლარსზე რა ხდება მოგვიყევიო.

ვუყვები.

ჟურნალისტი ახალგაზრდა გოგონაა. ხმაზე ვატყობ იქნება ასე 20-25 წლის.

ანუ, ვუყვები..... კითხვებს მისვამს, თან ვატყობ, უცნაურად უცახცახებს ხმა. აი სიტყვებს რომ არჩევს Тщательно და თან ნერვიულობს. არადა სუფთა რუსულით ლაპარაკობს.

ვა, რუს ქალებს ასეთი რამ არ ახასიათებს.

პირიქით, რუს ქალებს სხვა სტილი აქვთ: Наглый, Дерзкий და შემტევი.

აი ძველ თბილისში რომ `სტოპერიოდის დაჭერას` ეძახდნენ (ტყუილად შეეცდებით გაიგოთ ვინც არ იცით რას ნიშნავს, ეს ჟარგონი უთარგმნადია, თუმცა ღრმა) ან `პრავების კაჩავს`.

აგერ, ახლახანს, სვანეთში რომ ვიყავით, ჯვარი რომ არის ტბებიდან სანამ ჩამოხვალთ, იქ რუსი გოგო ბიჭი მოვიდა ჩვენს მძღოლთან; სვანი ბიჭი იყო, 25-იოდე წლის, ლაშა გუჯეჯიანი.

ის რუსი ბიჭი გაიტრუნა შორიახლოს, გოგო მოვიდა და ბრძანების ტონით უთხრა ლაშას რუსულად: უფასოდ ჩაგვიყვანეო. თან ისეთი ტონით უთხრა, რომ აი....ბოლოს ფეხებიც უნდა დამბანოო.......

25 წლის ლაშამ რუსული არ იცოდა, ინგლისურად ლაპარაკობდა; გაიგო რაც უთხრეს, ეტყობოდა, კარგ ოჯახში იყო გაზრდილი; კი შეიშმუშნა, მაგრამ უარი არ უთხრა.

10 000%-ით დარწმუნებული ვარ, ის რუსი ახალგაზრდა რომ მოქცეულიყო ასე და ამ ტონით მიემართა, ვაჟკაცურად დააპაშოლებდა უეჭველად.

რომ ჩამოვედით მესტიაში, არც ერთს მადლობა არ უთქვამს; იმ გოგომ გააჯახუნა `დელიკას` კარი და წავიდნენ.

კი ამოიოხრა ლაშამ......`რა ვი აბა...როცა გთხოვსო......`

ძალიან გაბრაზდა (`მადლობა რაა ხო?`....), მაგრამ თავი შეიკავა; მეც ვაწყნარებდი: `დამშვიდდი, შენ შემოგევლე, შენ მაგათზე მაღლა დგახარ მეთქი ბევრად`.

და მართლა ასეა.

. . . . . . . . . . . . . . .

ჰოდა რას ვყვებოდი, ეს მოსკოველი გოგო რომ მელაპარაკება სუფთა რუსულით, რუსი ქალის სტილს არ ჰგავს...... რუსი ქალი კოლეგების მეტი რა მინახავს ერთს, ოლია ქვია, შენობით მივმართე და დღემდე არ მელაპარაკება.

აბა მე რა ვიცოდი, თუ რუს ქალს, მაღალი სოციალური სტატუსის მქონეს (ჟურნალისტი რუსეთში უმაღლესი სოციალური სტატუსია) წლობითაც რომ იცნობდე, შენობით არ უნდა მიმართო, თორემ სხვაგვარ სიახლოვედ აღიქმება ან ამის პრეტენზიად......

დღემდე სხვას არეკინებს ხოლმე ჩემთან, როცა რამე სჭირდება.....

დავაკვირდი ბოლოს ამ კორესპონდენტ გოგოს, ინტერვიუს რომ იწერს ჩემთან; აშკარად კარგი ჟურნალისტია, გამოცდილი, კითხვებზე ეტყობა ეს......ხმა უთრთის, ოღონდ.....მიუღებლობით კი არა, არამედ შიშით!

რაღაცნაირი `მოცახცახე შიშით`.....

ერთმანეთში არასდროს აგერევა ეს ორი რეაქცია ხმით: შიში და მიუღებლობა ან ზიზღი.

გამიკვირდა მართლა: ნეტავ ვინ არის მეთქი.

მერე რეპორტაჟი რომ გამოქვეყნდა აუდიოსთან ერთად, ვნახე ავტორი, ქვემოთ ეწერა: საბინა ადლეიბა.

24 წლისაა.

ანუ ეს რა თაობაა იცით? მათთვის საქართველო ისევე შორეულია უკვე, როგორც ალფა ცენტავრა, ხოლო მთავარი, განმსაზღვრელი რეაქცია შიშია, აცახცახებამდე შიში!

იმ გოგოსთვის ჩვენ ვართ სისხლისმსმელი ურჩხულები. მას ჯერ ეშინია ჩვენი, მხოლოდ ამის შემდეგ და ამის გამო ვძულვართ.

რისი შეიძლება ეშინოდეს? ეს ჩვენი საბრალო, დამარცხებული ქვეყანა რისი მაქნისია თითქოს ხომ?

არა.... ეს ჩვენი აღქმაა, ისინი ასე არ აღიქვამენ და ეს ბევრს შეუნიშნავს, რომც არ იმჩნევდნენ.

ამიტომაც არის აფხაზებისთვის აბსოლუტური პრიორიტეტი: `სცანით ჩვენი დამოუკიდებლობა`.

ყველა საუბარი იწყება და მთავრდება ამით.

ეს მათ ესმით, როგორც საქართველოს ვალდებულება, რომ ომს აღარ დავიწყებთ.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვცნოთ!

და არც ე.წ. `თავდაუსხმელობის პაქტი` არ უნდა გავაფორმოთ; იმიტომ რომ იგივეა - სახელმწიფო რომ რეგიონთან ამგვარ აქტს აფორმებს, ამით სცნობს მის სუვერენობას და უარს ამბობს საკუთარ სუვერენიტეტზე.

ოღონდ თუ თვითონ რაიმეს შემოგვთავაზებენ სხვას, უნდა განვიხილოთ.

მე ღრმად მწამს: დღევანდელ ისტორიულ ეტაპზე უკვე წავიდა ის დრო, როცა ჩვენ ვთავაზობდით რაღაცეებს.

ახლა კედელი უნდა ავაშენოთ ენგურზე (პირდაპირი მნიშვნელობით თუნდაც) და როცა მიხვდებიან ეს რას ნიშნავს, თვითონ უნდა შემოგვთავაზონ - ჩვენ ან მივიღოთ, ან არა.

ესე იგი მათ უნდა იცოდნენ, რომ მიმღებლობა უკვე ორმხრივი პროცესია. ჩვენ იმდენადვე გვინდიან, რამდენადაც მათ ვუნდივართ.

თუ არ ვუნდივართ, იყონ როგორც არიან და `პიცუნდაში` პუტინის გრიალს უსმინონ - პირდაპირ ზღვიდან რომ შევა და არც არაფერს ჰკითხავთ.

Quid pro quo - `რაღაცა - რაღაცის სანაცვლოდ`.

მე მგონი ეს არის ახლა ყველაზე სწორი და მიზანშეწონილი `აფხაზური პოლიტიკა` თბილისისათვის. როგორც ბონის `აღმოსავლური პოლიტიკა` იყო თავის დროზე.

მესმის ის სულ სხვა იყო, სუუუუუულ სხვა, თუმცა აქ პოლიტიკური სტრატეგიის ტექნოლოგიაზე მაქვს ლაპარაკი.

დათო

ფოტოზე: აფხაზი ქალი.