საერთაშორისო მიმოხილვა 28 ივნისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა 28 ივნისი. 2024 წელი

Georgia-ს შტატის დედაქალაქ ატლანტაში, CNN-ის ოფისში, გაიმართა ამერიკის ისტორიაში აბსოლუტურად უპრეცედენტო, უნიკალური საპრეზიდენტო დებატები 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და 46-ე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის.

უპირველესად სწორედ ეს გარემოება განსაზღვრავდა ამ დებატების უნიკალურობას და დიდწილად განაპირობაბდე მათ მოდალობასაც ანუ დისკუსიის მიმდინარეობას.

იმიტომ, რომ ამერიკის ისტორიაში არც ერთი სხვა საპრეზიდენტო დებატების დროს ოპოზიციის კანდიდატს არ ჰქონდა საშუალება ეთქვა მოქმედი პრეზიდენტისთვის: „ჩემი პრეზიდენტობის დროს ასე იყო.....ხოლო შენი პრეზიდენტობის დროს....ასეა“.

თავის მხრივ მოქმედი პრეზიდენტიც ვერ „წამოაძახებდა“ ოპონენტს მისი პრეზიდენტობის (!) დროინდელ შეცდომებსა თუ წარუმატებლობებს.

გასაგებია, რომ როდესაც 2000 წლის დებატებისას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, „დემოკრატი“ ელ გორი ეკამათებოდა „რესპუბლიკელ“ ჯორჯ ბუშ უმცროსს, პრეზიდენტობის კანდიდატ ბუშს, რასაკვირველია, შეეძლო გორისთვის შეეხსენებინა, რომ იგი წარმოადგენდა კლინტონის ადმინისტრაციას, რაკი კლინტონის ვიცე-პრეზიდენტი იყო, თუმცა ეს მაინც არ არის იგივე, რაც ექს-ორეზიდენტისთვის უშუალოდ  მისი მმართველობის პერიპეტიათა შეხსენება, რაკი ყველა ამერიკელმა იცის, რომ Vice სიმბოლური, წარმომადგენლობითი ფიგურაა და არა რეალური ძალაუფლების განმახორციელებელი პერსონა.

შესაბამისად ამ საზრისულმა კონსტრუქტებმა  „შენი პრეზიდენტობის დროს ასე იყო“.......საპასუხოდ.......„ჩემს ადროს ასე იყო, შენი პრეზიდენტობის დროს ასეა“......„ჩემი პრეზიდენტობისას......“ „ხოლო შენი პრეზიდენტობისას“ და ა.შ.

დიდად განსაზღვრეს დებატების მიმდინარეობა და მათი შინაარსი. თუმცა ამაზე ქვემოთ.

 

 ახლა რაც შეეხება შედეგს: აბსოლუტურად ყველა სერიოზული რესურსი, მათ შორის თვით CNN, რომლის სიმპათია უფრო ბაიდენის და დემოკრატების მხარესაა, აღიარებს, რომ ეს დებატები დონალდმა მოუგო ჯოს.

მოუგო თუნდაც იმიტომ, რომ მისი არტიკულაცია (ლაპარაკის სტილი) ბევრად დამაჯერებელი იყო, რასაც თავის მხრივ ელემენტარული მიზეზი აქვს: დონალდი უბრალოდ უკეთეს ფიზიკურ (!) ფორმაშია ვიდრე ჯო.

ხოლო დემოკრატიაში ხშირად არსებითია არა „რას ლაპარაკობ“, არამედ „როგორ ლაპარაკობ“, რამდენად დამაჯერებლად ლაპარაკობ, რამდენად თავდაჯერებული გამოიყურები და ა.შ.

ამ დილით CNN-მა გამოაქვეყნა „ფაქტ-ჩეკის“ მონაცემები, რომლითაც 100% დასტურდება, რომ დონალდმა უამრავი ტყუილი თქვა დებატებისას. მაგრამ......იგივე CNN აქვეყნებს ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი წარმომადგენლის აღიარებას: “We are f***ed.” ანუ..... „გავიჟიმეთ!“

 

მართლაც, 45-ე პრეზიდენტი უფრო თავდაჯერებული გამოიყურებოდა და უფრო დამაჯერებლად არტიკულირებდა ანუ ლაპარაკობდა, ვიდრე მოქმედი, 46-ე პრეზიდენტი.

არადა, მოქმედ პრეზიდენტს, ანუ ხელისუფალს ის „ნეგატიური ფორა“ აქვს, რომ მეტი დამაჯერებლობა მოეთხოვება ვიდრე ოპონენტს!

ასეთია მასობრივი ელექტორალური აღქმის თავისებურება.

 

 

ტრამპმა და ბაიდენმა ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს დებატების დაწყებამდე, როცა სცენაზე გამოვიდნენ.

ესეც დიდი ამერიკული ტრადიციის დარღვევაა!

ოღონდ კანდიდატთა გუნდებმა  ეს გარემოება წინასწარ შეათანხმეს როგორც ჩანს.

ისევე, როგორც იმგვარი წვრილმანი, რომ დონალდს წითელი ჰალსტუხი ეკეთა (GOP ისტორიული ფერი წითელია), ხოლო ჯოს - ლურჯი, რომელიც ამერიკელ „დემოკრატთა“ ფერად ითვლება.

 

დებატი დაიწყო ეკონომიკით. ბაიდენი ავითარებდა აზრს „შენი პრეზიდენტობის დროს დაეცა ამერიკის ეკონომიკა“, რასაც ტრამპი დაახლოებით ასე პასუხობდა „ჩემი პრეზიდენტობისას იყო კოვიდი და მიუხედავად ამისა......“

აქვე უნდა ითქვას: აბსოლუტურად ყველა ობიექტური მონაცემით და მარკერით, დღეს, ანუ „დემოკრატიული ადმინისტრაციის“ დროს რომ ყვავის ამერიკის ეკონომიკა, ასეთი წარმატებული დიდი ხანია არ ყოფილა.

ამაზე მეტყველებს ისეთი მონაცემები, როგორიცაა GDP ზრდის ტემპი, უმუშევრობის დონე, საშუალო საათობრივი ხელფასის დონე, დოუ ჯონსისა და Wall street სხვა ინდექსები და ა.შ.

მაგრამ ამას არა აქვს და ვერც ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა: ამერიკელები აქცევენ ყურადღებას რასაც ხედავენ (!) ანუ რა შთაბეჭდილებაც რჩებათ იმაზე მეტადაც კი, ვიდრე იმას, რასაც ისმენენ.

ბუნებრივია, ამერიკული Middle class ცხოვრების დონე დონალდის დროს რომ ბევრად განსხვავებული ყოფილიყო, ვიდრე ახლაა, ამ „შთაბეჭდილებას“ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ექნებოდა; თუმცა ეს ელექტორალური კატეგორია ტრამპის პრეზიდენტობისას ნამდვილად არ კვდებოდა შიმშილით; შესაბამისად მას სხვა პრიორიტეტები აქვს უფრო, ვიდრე „მაცივრის“ სისავსე, როგორც ღარიბ დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება ხოლმე.

არადა ამერიკაში, ისევე როგორც განვითარებულ დემოკრატიებში „საშუალო კლასი“ ელექტორატის უმრავლესობაა.

 

მეორე თემა იყო აბორტები.

ტრამპმა საზარელი რამ თქვა: „დემოკრატებმა“ აბორტების მიმართ შემწყნარებლობით იმ დონემდე მიიყვანეს ამერიკა, რომ ზოგიერთ შტატში უკვე დაბადებულ ბავშვსაც კლავენო„.

ეს თემა, ფემინისტურ ქვეყანაში, რასაკვირველია მნიშვნელოვანია, მაგრამ ქალთა ელექტორატი არ არის ამ საკითხში ისე ერთმნიშვნელოვნად Pro-choice ანუ აბორტებისა და „დემოკრატების“ მხარეს, როგორც თავად დემოკრატებს სურთ წარმოადგინონ. ძალიან დიდი ნაწილი ამერიკელი ქალებისა Pro-Life ანუ კონსერვატორი რესპუბლიკელების მხარესაა ამ საკითხში.

 

რა თქმა უნდა ემიგრაცია გახდა ურთიერთბრალდებათა საფუძველი.

აქ უპირატესობა საზრისულადაც დონალდის მხარესაა, რადგან ფაქტია, რომ ბაიდენმა არა მხოლოდ ვერ შეაჩერა უკანონო ემიგრაცია, არამედ ბოლო დროს მათი ლეგალიზაციის ინიციატივითაც გამოვიდა.

 

ძალზე არსებითი გამოდგა დებატების ის ნაწილი, რაც საგარეო პოლიტიკას მიეძღვნა. დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს „წამოაძახა“ ავღანეთის საზარელი მარცხი, როცა ამერიკული არმია იძულებული გახდა სასწრაფოდ დაეტოვებინა ქვეყანა, სადაც ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დაეუფლნენ „თალიბები“...... ესე იგი რელიგიური ფუნდამენტალისტები, - ამერიკისა და დასავლეთის მტრები.

ტრამპს არ უხსენებია, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება სწორედ მან მიიღო.

ოღონდ ესეც ფაქტია: „გადაწყვეტილების მიღება“ ერთია და „ასე ქვეყნის დატოვება“ - მაინც მეორეა.

რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ თუ ტრამპი იქნებოდა პრეზიდენტი, ამერიკის არმია რაღაც „სხვანაირად“ დატოვებდა ავღანეთს.

ოღონდ „შენს დროსაც ასე მოხდებოდა“ – „ჟღალი საუბარია“.

 

 ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა დონალდ ტრამპმა, როცა დებატი უკრაინას შეეხო. მან პირდაპირ არ უპასუხა კითხვას: მხარს უჭერს თუ ეწინააღმდეგება პუტინის ე.წ. „სამშვიდობო გეგმას“, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას ნიშნავს, რაკი გულისხმობს პუტინის მიერ უკვე დაპყრობილი ტერიტორიის „შერჩენას“ მისთვის?

სამაგიეროდ დონალდმა გააჟღერა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საზრისი, რაც მისი გუნდის წევრებს აშკარად წინასწარ ჰქონდათ მომზადებული: „ჩემი პრეზიდენტობის დროს პუტინს უკრაინის არც ერთი სანტიმეტრი არ დაუპყრია! რაც დაიპურო, დაიპურო სწორედ „დემოკრატიული ადმინისტრაციების“ დროს, - ობამას დროს და ბაიდენის დროსო“.

ტყუილია? არა სრული სიმართლეა!

მართლაც: როდის დაიპყრო პუტინმა ყირიმი? 2014 წელს, როცა პრეზიდენტი იყო ბარაკ ობამა ხოლო ვიცე-პრეზიდენტი, - ჯო ბაიდენი.

როდის გააჩაღა პუტინმა ფართომასშტაბური აგრესია უკრაინის წინააღმდეგ? 2022 წელს, როცა პრეზიდენტი იყო ჯო ბაიდენი.

 ფაქტია? ფაქტია!

და რაკი უდავო ისტორიული ფაქტია, უკვე სულ სხვა კონოტაციას იძენს (დამაჯერებლობის თვალსაზრისით) ტრამპის შემდგომი განცხადებაც, რომ მისი პრეზიდენტობის დროს პუტინი ვერ გაბედავდა ვერც ყირიმის დაპყრობას, ვერც დონბასში დაპყრობილი ტერიტორიების გაფართოებას, რაც მოახერხა 2022 წლიდან.

განა  როგორ შეამოწმებ „უკანა რიცხვით?“

ვერ შეამოწმებ, რაკი წინ უძღვის უდავო ისტორიული ფაქტი, ვიმეორებ:  როდის მოხდა ყირიმის დაპყრობა და როდის (ვისი პრეზიდენტობის, ვისი ადმინისტრირების დროს) განხორციელდა ფართომასშტაბური შეჭრა უკრაინაში?

ამას რომ ისმენს ადამიანი, უკვე აღარ სვამს კითხვას: როდესაც დონალდ ტრამპი მოვიდა თეთრ სახლში 2016 წელს, მან თვითონ რა გააკეთა პუტინის დასასჯელად ყირიმის ანექსიისთვის? არც არაფერი!

თუმცაღა  ეს ნაკლებ არსებითია - „ჩემს დროს არ დაუპყრიაო“- ამ უდავო აზრის ავითარებს პრეზიდენტობის კანდიდატი.

ასევე ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობისას „ჰამასი“ ვერ გაბედავდა ისრაელში შეჭრას.

ეს კიდევ უფრო ნაკლებ დამაჯერებელია ვიდრე ის, თითქოს „პუტინი ვერ გაბედავდა“, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ისლამისტი ტერორისტები ტრამპის პრეზიდენტობისას არ შეჭრილან ისრაელში?

და ეს იმ ფონზე, როცა ტრამპმა საშინელი განცხადებები გააკეთა ზოგადად უკრაინის თემაზე: „ოკეანე გვაშორებს უკრაინას და ამ დროს ამერიკა 60 მილიარდს აძლევს ზელენსკის მაშინ, როცა ევროპა, რომელიც იქვეა, ბევრად ნაკლებს ხარჯავსო“.

NATO-ს თაობაზე საუბრისას ტრამპმა დაიტრაბახა, რომ მას შემდეგ, რაც იგი დაემუქრა ალიანსის წევრ ევროპულ ქვეყნებს: „არ დაგიცავთ პუტინისგან, თუ თავდაცვაზე თქვენი GDP-ს მეტ პროცენტს არ დახარჯავთო“, ამ ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები გაზარდეს, რაც, რბილად თუ ვიტყვით, არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა „ჟღერს“ და რაც „ჟღერს“, მუდამ დამაჯერებელია ამგვარი დებატებისას.

 

დონალდ ტრამპმა არ უპასუხა პირდაპირ სამჯერ დასმულ კითხვას: აღიარებს თუ არა 5 ნოემბრის არჩევნების შედეგს წაგების შემთხვევაში?

ბოლოს მიანიშნა, რომ აღიარებს თუ ეს არჩევნები „პატიოსანი“ იქნება.

 

„დემოკრატებს“ შორის პანიკაა: „კატასტროფულად დასრულდა დებატებიო“.

თუმცა CNN აქვეყნებს გამოკითხვის შედეგებს, რომლითაც ათიდან - რვა ტელემაყურებელი ამბობს, რომ დებატები ვერ შეაცვლევინებს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას, თუ ვის აპირებს ხმა მისცეს არჩევნებზე.

დიახ, მაგრამ.......ეს რაც შეეხება Decided voters ანუ მათ, ვისაც უკვე მიღებული ჰქონდათ გადაწყვეტილება, სანამ ამ დებატებს უყურებდნენ.

არადა, ძალიან მნიშვნელოვანია Undecided voters (ე.წ. „გადაუწყვეტელი ამომრცეველი) ვისაც ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული.

გარდა ამისა, თუკი ათიდან ორი ამომრჩეველი ამბობს, რომ დებატებმა შეაცვლევინა გადაწყვეტილება და ამას ამბობს იმ ვითარებაში, როცა საყოველთაო აზრით, დონალდმა მოუგო ჯოს, ესეც უკვე ბევრია რაკი ყველაზე ავტორიტეტული გამოკვლევებით, ამ დებატებამდე ბაიდენი და ტრამპი თითქმის თანაბრად „მიდიოდნენ“:  50-50%.

 

აქვე  გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის ბოლო დებატები 5 ნოემბრამდე. ოღონდ  ბაიდენის ფიზიკურ მდგომარეობას რა ეშველება, გაუგებარია.

ბევრი დემოკრატი ლიდერი მოითხოვს ბაიდენის ჩანაცვლებას, როგორც პარტიის კანდიდატისა არჩევნებზე, თუმცა ეს ძააააალიან გვიან არის უკვე.

ამაზე ადრე უნდა ეზრუნათ.