"აფხაზთა სამეფო" და "Царство Багратидов"

"აფხაზთა სამეფო" და "Царство Багратидов"

აუ, ეს წაიკითხეთ რა...

https://www.ekhokavkaza.com/a/31959158.html?fbclid=IwAR0c0Ndw5oIe36_LGRuZFgu89NRK0GM67Hd1Wt4KReeWC5QQdyt1XZMQNMs 

  ამათთან საერთო ენის გამონახვას ვაპირებთ?

`საერთო ენის` გამონახვა ორ საზოგადოებას შორის შესაძლებელია მხოლოდ `მეგა ნარატივის` `საყრდენ წერტილებზე` რაიმე კომპრომისის ან დიალოგის თუნდაც თეორიული შესაძლებლობის შემთხვევაში.

სიძულვილით გამოთაყვანებულ, გონებაჩლუნგ ელიტებთან რა `საყრდენი რეპერული წერტილები` უნდა მოძებნო`?

`ქართული სამეფო არ არსებობდაო`. ანუ დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე `ქართული სამეფო` არ ყოფილა. იყო.....`царство Багратидов`! ეს ქვეწარმავლური ფორმულა აქვთ მოფიქრებული. აბა სხვანაირად რანაირად უნდა დაუძვრენ უდავო ისტორიულ ფაქტს?

ხოლო საქართველო თუ იყო (მაინც),თურმე `Абхазское царство"-ს შემადგენლობაში შედიოდა, ანუ დავით აღმაშენებელი იმ Абхазское царство-ს მეფე იყო.

ოღონდ......ოღონდ......იმას არ ხსნიან, როგორ და რანაირად მოხდა მაშინ (თუკი ასეა), რომ სახელმწიფოთშემოქმედი ერი (თანამედროვე აფხაზთა წინაპრები, რომლებიც აფსართა ენაზე ლაპარაკობდნენ) სახელმწიფოებრივი იდენტობის მატარებელი არ აღმოჩნდა?!

რთული, ფუნდამენტური თემაა, მარტივად შევეცდები განვმარტო: კაცობრიობის ისტორიამ იცის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც `სახელმწიფოთშემოქმედი ერი` სახელმწიფოებრივი იდენტობის მატარებელი არ აღმოჩნდა საბოლოოდ: მაკედონელები-საბერძნეთი.

ესეც მხოლოდ ხანმოკლე ისტორიულ პერიოდში.

აფხაზეთის შემთხვევაში კი, თუკი სახელმწიფოთშემოქმედი ერი Абхазское царство-ში აფხაზები იყვნენ, მაშინ დავით აღმაშენებელმა რატომ დაწერა `გალობანი სინანულისანი` ქართულ და არა აფსუა (ან თუნდაც ბერძნულ) ენაზე?

და მაშინ როგორღა მოხდა, რომ თუ საქართველო შედიოდა აფხაზეთის შემადგენლობაში და არა აფხაზეთი - საქართველოს შემადგენლობაში, მაშინ უკვე 12 საუკუნიდან ის `დიდი/დიადი აფხაზეთი` საქართველოს სახელმწიფოს პროვინცია გახდა და არა პირიქით- `царство багратидов"არ გახდა Абхазское царство"-ს პროვინცია, ესე იგი საქართველო - აფხაზეთის პროვინცია?

ამაზე მეტი სიგიჟე კი არა და..... პარანოიდული ბოდვა გაგონილა???

მე არასდროს არ ვეთანხმებოდი პავლე ინგოროყვას თეორიას. მუდამ მიმაჩნდა, რომ ის `აფსარნი` ნამდვილად იყვნენ და არიან თანამედროვე აფხაზთა წინაპრები და არანაირი `მეოთხე` ქართველური ეთნიკური ჯგუფი არ არსებობდა, მაგრამ აი ასეთებს რომ წაიკითხავ, როგორიც ეს მარაზმატული ოპუსია, ძალაუნებურად გიჩნდება განცდა, რომ პავლე ინგოროყვას ინტერპრეტაციები იყო (დიახაც) პასუხი აი ამგვარ (აფხაზ ისტორიკოს აშხაცავასეულ) ბოდვაზე!

ჰო, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ხუთჯვრიანი დროშა თურმე ჯვაროსანთა დროშა კი არ არის და თბილისის თავზე კი არ აღინიშნება რუკებზე, არამედ `აფხაზთა სამეფოს` დროშა ყოფილა.

ჩვენზე ძველი და ჩვენზე მაგარი ქრისტიანები არიან - ეგაა მხოლოდ, 16 საუკუნიდან მასობრივად მიიღეს ისლამი და ყოფილი `სახელმწიფოთშემოქმედი` ერის კულტურიდან, მისი იდენტობიდან ქრისტიანობა სამუდამოდ წაიშალა სინამდვილეში - სამეგრელოსგან და სხვა ქართული, ქრისტიანული სამეფო-სამთავროებისაგან განსხვავებით.

მაშინ მოხდა სწორედ ის დიდი გარდატეხა და არა XIX - XX საუკუნეში, რასაც ჩლუნგად გვიმტკიცებდნენ აქ ერთგანზომილებიანები.

არადა, XIX საუკუნეში, პირიქით, ვინც ისლამის მახვილით XVII საუკუნიდან გაააფსუეს, ოღონდ კი მუჰაჯირობისთვის დაეღწია თავი ან მერე დაბრუნებულიყო თურქეთიდან, ან მართლა გაქართველდნენ, ან თვალი იქციეს დროებით.

ის იატაგანი ისტორიულად მეტისმეტად მჭრელი აღმოჩნდა.

აბა და თუ ასე არ ყოფილა, მაშინ...არასდროს გაგჩენიათ კითხვა: თუკი აფხაზები (აფსუები) დაბრუნდნენ მასობრივად (!) მუჰაჯირობიდან ისევ აფხაზეთში თურქეთიდან, რატოიმ ვერ დაბრუნდნენ შხაფსუგები და უბიხები მათი განსახლების არეალებში უფრო ჩრდილოეთით? ერთი მდინარე ფსოუა ხომ გამყოფი და ისიც ფორმალური `საზღვარი` იყო მაშინ.

ლოგიკური პასუხი ერთია: იმიტომ, რომ ესენი რომ ბრუნდებოდნენ XX საუკუნის დასაწყისში, იმ საბაბით და იმ განმარტებით ბრუნდებოდნენ მეფის ადმინისტრაციისთვის, რომ სინამდვილეში ქართველები იყვნენ და ქრისტიანები - `ძალით წაგვასხეს მაშინ თურქეთშიო`.

ტყუილი!

ანუ მიმიკრირებდნენ ქართველებად (მეგრელებად) და ქრისტიანებად.

თორემ ისევე არ შემოუშვებდნენ რუსები უკან, როგორც შხაფსუგები და უბიხები აღარ შემოუშვეს დღევანდელი სოჭის ტერიტორიაზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მოკლედ.....წყლის ნაყვა კი არ არის მხოლოდ უაზრობა, არამედ წყლის ნაყვაზე ლაპარაკიც კი იმ დებილური არგუმენტით, რომ `ლაპარაკს მუდამ აქვს აზრი`.

ბრძოლისგან განსხვავებით.

ოღონდ თუ ბრძოლის შნო, უნარი და რესურსები გაქვს.

დათო

ისტორიის G.I.