ამერიკა-უკრაინის „მინერალური შეთანხმება“
უბრალოდ ამაზრზენია და „უდროო დროების“ მორიგი მაჩვენებელი, რომ უკრაინის საშინელებაზე გლობალური საინფორმაციო მეინსტრიმის მთავარი თემა „მინერალური რესურსები“ გახდა.
ეს „ვისი“ დამსახურებაა - ვიცით.
ნაკლებად ვიცით „რისი“ დამსახურებაა.
„რისი“ და დემოკრატიის თანდაყოლილი მანკის, მისი ჩირქოვანი წყლულის - პ ო პ უ ლ ი ზ მ ი ს!
თუ რაიმე მოკლავს ოდესმე, სწორედ ეს წყლული მოკლავს!
- - - - - - - - - - - - - - - -
მაგრამ მოდით ჩვენც რაციონალურად შევეხდოთ ამ საზიზღრობას იმავე „მინერალებთან“ და მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ვცადე და კითხვები გამიჩნდა.
ჯერ ერთი, მე არ მჯერა, რომ უკრაინაში არის რაღაც ისეთი წიაღისეული, კოლოსალური მინერალური სიმდიდრე, რომლის ათვისება ან არ მოინდომა ან ვერ შეძლო საბჭოთა კავშირმა.
უკრაინა ციმბირი არაა.
ციმბირში ნამდვილად იყო ისე ღრმად ჩაწოლილი ან მარადი ყინულის მიღმა წიაღისეული, რომლის მოპოვება მოსკოვმა მხოლოდ დასავლური ტექნოლოგიების მეშვეობით მოახერხა 1990-იანი წლებიდან.
უკრაინაში თუ ნახევარი ტრილიონი დოლარის (!) ღირებულების ალუმინი, ურანი და სხვა მინერალებია, მოსკოვი 1960-იანი წლების შემდეგ ციმბირში რატომ დაიწყებდა იმავე მინერალების ჩიჩქვნას, - მერე რომ ბერეზოვსკებმა, აბრამოვიჩებმა, პოტატინებმა და სხვა იმავე ჯურის ვირთხებმა ჩაიგდეს ხელთ „Залоговые аукцион"-ებით?
აგერ არ ჰქონია - უკრაინაში?!
ვერ აღმოაჩინეს?
ციმბირში აღმოაჩინეს და უკრაინაში ვერ აღმოაჩინეს?
რა სისულელეა?
- - - - - - - - - - - - - - - -
თუმცა, დავუშვათ ნამდვილად არის ასეთი მინერალური რესურსები უკრაინაში.
დავუშვათ.
რას ამბობს ტრამპი?
შინაარსობრივად ამბობს, რომ მზადაა გააფორმოს სტრატეგიული ხელშეკრულება ამ მინერალების ათვისებაზე და სანაცვლოდ უკრაინას.........რა უკრაინას?
50%-50% მოგების გაყოფაზე ნუ ვიდავებთ.
70%-30% იყოს!
90%-10% იყოს, კი ბატონო, სულ მათი იყოს..... მთავარია (უკრაინელები სწორედ ამ მომენტზე აქცენტირებენ) - სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით (!) რას მიიღებს უკრაინა.
ეს არის დღეს უკრაინელების კითხვა: „არ გედავებით პროცენტებზე და მოგების გაყოფაზე, მაგრამ ჩვენი ეგზისტენციური პრობლემა რაცაა.... ანუ დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და მყარი მშვიდობის მოპოვება, ამ მხრივ რას მივიღებთ?“
პასუხი: ა რ ა ფ ე რ ს!
მაქსიმუმ ცეცხლის შეწყვეტას გარანტიების გარეშე.
რა გამოდის? გამოდის, რომ ერთის მხრივ ტრამპი ამბობს თითქოს ეს კონცესია რაღაცას უზრუნველჰყოფს უკრაინისთვის (რას-გაუგებარია) და იქვე ამატებს, რომ..... „არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ იქნება უკრაინაში“
და კიდევ უარესს აცხადებს: „ამერიკა არ დაუშვებს, რომ სამშვიდობო ოპერაცია უკრაინაში NATO-ს ეგიდით განხორციელდესო“.
ასე ამბობს ზუსტად:
ალიანსში „სტოსი“ სწორედ მას მიჰყავს და მის გარეშე ვერავინ ვერსად დაიძვრება ევროპიდან NATO-ს ეგიდით.
გამორიცხულია.
მაშასადამე, დიდი ამერიკული კომპანიები შევლენ უკრაინაში, დაიწყებენ მინერალების მოპოვებას და.... მერე რა?
ეს შეაკავებს პუტინს?
მასე იგივე ამერიკული კომპანიები სირიაშიც იყვნენ და ქურთებით დასახლებულ რეგიონებთან ნავთობსაც მოიპოვებდნენ, მაგრამ იმ ნავთობსარეწებიდან 2 კილომეტრის რადიუსს მიღმა რა ხდებოდა, არ აინეტრესებდათ.
ამერიკული ჯარიც იყო იქ.
ოღონდ მხოლოდ მაშინ ამოძრავდა, როცა რუსული „ვაგნერი“ დაესხა თავს იმ ნავთობსარეწებს უშუალოდ.
- - - - - - - - - - - - - - - -
თუ გახსოვთ ირაკლი კობახიძემ თქვა ერთხელ: „საქართველოში ამერიკულმა ბაზამ რუსეთისგან როგორ უნდა დაგიცვასო?“
სწორი თქვა! შეუძლებელია ეს არ აღიარო, თუ იოტისოდენი ობიექტურობა გახასიათებს:
იმიტომ, რომ გააჩნია (!!) ის სამხედრო ბაზა რა ხელშეკრულებით/ვალდებულებით კონტექსტშია, თორემ ამ ბაზის (აეროდრომის ვთქვათ) ტერიტორიის, ჯებირს მიღმა რა ხდება თუ არ აინტერესებს მის სარდლობას, მაშინ რა ბედენაა?
არადა უკრაინაში არანაირ „ბაზაზე“ არ არის ლაპარაკიც კი, სირიისგან განსხვავებით.
მაშ რატომ უნდა დათანხმდნენ უკრაინელები ამ „მინერალურ ხელშეკრულებას?“
კომერციულ-საბიუჯეტო მოგებაზე აღარაა მეთქი ლაპარაკი -
უსაფრთხოების მხრივ, სახელმწიფოებრიობის დაცვის მხრივ, დამოუკიდებლობის შენარჩუნების მხრივ, გ ა დ ა რ ჩ ე ნ ი ს მხრივ რას იღებენ?
ვინ რას სთავაზობს?
ა რ ა ფ ე რ ს!
ჰოდა არც თანხმდებიან, სწორადაც იქცევიან.