აფხაზეთი, სტალინი, ფაზილ ისკანდერი და ქართველოფობიური ფილმი

აფხაზეთი, სტალინი, ფაზილ ისკანდერი და ქართველოფობიური ფილმი

მეგობრებო, ეს ფილმი ნანახი გაქვთ?

თუ არა გაქვთ და თან აფხაზეთის პრობლემა გულს გიწვავთ, აუცილებლად ნახეთ. ვდებ მთლიანად.

სტალინი `იქით` იყოს.

აი ამას წინათ რომ ვწერდი: შეიძლება თუ არა ამაზრზენი ძალიან ნიჭიერი იყოს მეთქი.

სწორედაც ნიჭიერი, დახვეწილი, რაფინირებული თუმცა მძვინვარე ქართველოფობიის ნიმუშია ეს `პერესტროიკისდროინდელი` ფილმი და პუტინისტური რუსული ნაციონალიზმიცაა ფრთხილად შემოპარებული თუ დააკვირდებით

ფაბულად გამოყენებულია დიდი მწერლის, ფაზილ ისკანდერის მოთხრობათა ციკლი Сандро из Чегема.

არიან ქართველი ლიტერატორები, ვინც ამბობს გენიოსია და ნობელი ეკუთვნოდა ლიტერატურაშიო.

ანუ.... აი ის, - выпить Кровь Шалико....ბოლო დრომდე იძახდა, როგორ გეკადრებათ, ბიძაჩემს ვგულისხმობდი,Шалико ერქვაო...

არ ვიცი...არ ვიცი..... Шалва კი შეიძლება მაგრამ Шалико?

1990 წელს წერდა ფაზილი: "Почему Тамара назвала сына абхазским именем Лаша (Алаша - светлый), наверное потому что она проводила много времени среди абхазских мужчин и это ей по какой то причине нравилось.

ამაზე ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ კარიკატურა გამოაქვეყნა მაშინ: ულვაშებიანი აფხაზი მამაკაცების რიგია თამარის სასახლესთან აფხაზეთში, ბებო ჩამოივლის და კითხულობს: Что дают, ребята?

მოკლედ `გესლიან შხამთანთხევა ნიჭიერი`

აი ფილმის რეჟისორს კი რა ამოძრავებდა? სტალინის და შესაბამისად ქართველების სიძულვილი რასაკვირველია!

9 აპრილი ახალი მომხდარი იყო და იმ მოვლენებმა ....`გაუპრავეს` მას ამ რესენტიმენტის ასე ამოხეთქვა.

მანამდე Мимино-ს ეპოქა იყო.

. . . . . . . . . . . . . . . .

ჰო.....ოღონდ, ნამდვილად გენიალურ მსახიობთა უბრწყინვალესი თანავარსკვლავედია ამ ფილმში - ესეც უნდა მეთქვა.

პეტრენკოთი დაწყებული.

გირჩევთ....

ისტორია `წარსული` არ არის.

ისტორია დღევანდელობაა.

დათო

P.S უკლებლივ ყველა ცეკვა, რასაც, რაც მართალია, შესანიშნავად ასრულებენ აფხაზები, დიდი ილიკოს და დიდი ნინოს დადგმულია. თუ არ ვცდები, ზოგი მათგანი სპეციალურად აფხაზებისთვის.

 

https://www.youtube.com/watch?v=OZf2qBZNUAY&fbclid=IwAR1XGQt2MfMD6jLC9nBBMFsGLxYHFcfP1_ke4myuhuFR5SzDI9C7RXSvaGY