ბიძინას რადიკალურ მეგობართა სამეულმა `ქართული ოცნება` დაკარგა. რატომ?

ბიძინას რადიკალურ მეგობართა სამეულმა `ქართული ოცნება` დაკარგა. რატომ?

ჩემი ძვირფასი, `რთულად მოაზროვნე` და დაკვირვებული მკითხველებისთვის

. . . . . . . . . . . .

ამ სამეულის გასვლა `ოცნებიდან` არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც მეტყველებს `ოცნების` ელიტებში რადიკალური ფრთის ამბოხზე და იმმანენტურ მოთხოვნაზე უფრო რადიკალური გადაწყვეტილებისა ყველას მიმართ, ყველაფრის მიმართ, ყველა მიმართულებით.

მათ შორის საკანონმდებლო(!) და ა.შ.

იმავე `ოცნების` მეორე ფრთა უფრო ტექნოლოგიური და ფრთხილი მიდგომების მომხრეა.

ძირისძირეულად იმიტომ, რომ ევროპაში მოგზაურობა მათაც ძალიან უყვართ.

და მათმა შვილებმა ევროპაში უნდა ისწავლონ.

სანქციები უნდათ ახლა?

. . . . . . . . . . . .

გაგეცინებათ და ძირეულ პრობლემად ის კი არ ითვლება (უკვე), თითქოს ბიძინა `ერევა` და `აკონტროლებს`, არამედ ის, რომ ისე `არ ერევა` და სინამდვილეში `ისე არ აკონტროლებს`, როგორც ოპოზიციურ ძალებს სჭირდებათ.

ბიძინას რა ეგონა იცით? აი კომპიუტერული თამაშები რომაა `სტრატეგია` - იუნიტს კურსორით რომ მიუთითებ საით წავიდეს, ვის დაესხას თავს და ის მერე თვითონ აკეთებს ყველაფერს შენი ჩარევის გარეშე. ოღონდ იმ მიმართულებით, რაც თავიდან მიუთითე. (ეს მეტაფორა ჩემს პატივცემულ კოლეგას, Dimitri Moniava ს ეკუთვნის)

არ ვიცი, ეგება ბიზნესში გამოდის ხოლმე ასე, თუკი სწორად შეარჩევ კადრებს. მაგრამ პოლიტიკასთან (პოკერთან და პრეფერანსთან) შედარებით ბიზნესი `დურაკაა`. ხომ გითამაშიათ ბავშვობაში?

ამის მარკერია სწორედ, რომ რამდენადაც ზუსტი და თითქმის უცდომელი იყო ბიძინა ბიზნესში CEO-თა შერჩევისას (ამას ყველა აღიარებდა, ბენდუქიძეც კი) იმდენადვე გაუცუდდა ათიდან ცხრა საკადრო არჩევანი პოლიტიკაში.

. . . . . . . . . . . .

თუ ყურადღებით დავაკვირდებით, აშკარაა, რომ ოპოზიციას ახლა უკვე (ეს `სამეული` მხოლოდ სიმპტომია) ის კი არ სურს, ბიძინა არ ჩაერიოს, არამედ პირიქით, - ჩაერიოს, რადიკალები გაანეიტრალოს, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში პარტიას დიღმელაშვილის ულტიმატუმი მიაღებინოს.

რამდენად რეალისტურია, სხვა საქმეა, თუმცა ეს მცდელობა აშკარა ხდება თუ ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს და საინფორმაციო ნაკადებს.

ოპოზიციურ ძალებს სურთ ახლა ბიძინა.....`არ ერეოდეს კი არა` ...... `არ ჩაერიოს` კი არა, პირიქით: იმ `იუნიტს` მიმართულება შეუცვალოს - მისივე ინეტერესებიდან გამომდინარე, რათა სანქციები აიცილოს თავიდან.

კი, ნამდვილად ასეა.

მათგან ყველაზე ძლიერი და ჯიუტი, სინამდვილეში, `კახური მენტალობიდან` გამომდინარე, ღარიბაშვილის `იუნიტია` ხოლო ეს სამეული - სწორედ მისი შენაერთის (და არა კობახიძე-მდინარაძე-ვოლსკის) ფრთის ნაწილი.

ამიტომაც მოითხოვენ მინიშნებებით ოპოზიციური ძალები ბიძინასგან: ღარიბაშვილის `იუნიტთან` მიიტანოს უპირველესად `კურსორი`.

გამორიცხულია ბიძინას ეს რადიკალური ფრთა მოსწონდეს!

გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა!

საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე - გასაგები მიზეზების გამო.

ეგღა აკლია ამ `სამეულის` და მათნაირთა `არატექნოლოგიურმა, სწორხაზოვანმა რადიკალიზმმა` - Credit Swiss-ს კიდევ სხვები დაამატონ.

. . . . . . . . . . . .

ჰოდა `ოცნებას` თუ რაიმე დაანგრევს ახლა, სწორედ ეს რადიკალურ-ღირებულებითი ჯგუფი დაანგრევს, რადგან იმავე `ოცნების` ლიბერალურ, ობივატელურ, კომოს ტბაზე დასვენების მოყვარული უმრავლესობაც იტყვის: `იქნებ მართლაც.....` და ბიძინაც კვერს დაუკრავს.

მე ბევრჯერ მითქვამს, რომ საკარისია ერთი (თუნდაც ერთი!) ნამდვილი და არაფეიკური დასავლური სანქცია `ოცნების` `გადაწყვეტილების მიმღებთა` - Decision makers (დეპუტატებიდან დაწყებული, მინისტრებით გაგრძელებული და მოსამართლეებით დამთავრებული) წინააღმდეგ და ეს ხელისუფლება მაშინვე ჩამოიშლება - უმალვე დაიწყება წყალში `ტყაპატყუპი` სახელისუფლებო გემიდან.

მაგალითად, ქალბატონი ელისო ბოლქვაძე პირველი ისკუპებს გემიდან ლამაზად, როგორც კი მოეჩვენება, რომ შეიძლება დაასანქცირონ და `გრანდ-ოპერას` გვერდით მდებარე სასტუმრო `სან-ფრანცისკოდან` დილაობით პარიზის ხედით ვერ დატკბება.

`ოცნების` ფრთხილმა და ტექნოლოგიურმა ლიდერშიპმა, ვისაც `სამეული` `ნაკლები რადიკალიზმის` გამო გაემიჯნა, ეს ძალიან კარგად იცის.

ჯერ არანაირი სანქციები არ ყოფილა, არ დაიჯეროთ, თუმცა `სამეულის` რადიკალურმა ასპირაციამ თუ გაიმარჯვა, აუცილებლად იქნება!

გარწმუნებთ, მოსამართლე ჩხიკვაძის `დასანქცირებაც` ჯერ მხოლოდ მის მიერ მოგონილი ფეიკია სინამდვილეში! - რათა `ოცნების` იმ ნაწილისთვის (საკმაოდ დიდია ეს ნაწილი), ვინც უკმაყოფილო დარჩა მისი `მეტისმეტად რბილი` (როგორც მათ მიაჩნდათ) გადაწყვეტილებით გვარამიას საქმეზე, ეჩვენებინა: `ხომ ხედავთ რა მკაცრი გადაწყვეტილება მივიღე - ამერიკაშიც კი არ შემიშვესო`.

საკმაოდ ეშმაკურად ითამაშა პატივცემულმა...და ტექნოლოგიურად. სინამდილეში, ის რაც მიუსაჯა ნიკა გვარამიას (`რა იცი ხვალ რა ხდებას` პონტში), ყველაზე რბილი იყო იქედან, რასაც პროკურატურა მოითხოვდა.

. . . . . . . . . . . .

ერთი სიტყვით, ძალიან რთული საჭადრაკო პარტია მიდის და....დაკვირვება სჭირდება, რათა (კვლავ) ბოჩოლებად არ ვიქცეთ.

და...... ეს ყოველივე, ეს რთული მიტელშპილი, დიღმელაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა შეადგინეს?

გჯერათ?

კი ბატონო.

ნუ..... მაშინ ეგენი ყოფილან რაც ყოფილან რა....