ასლან აბაშიძემ თბილისთან ურთიერთობა საბოლოოდ ააფეთქა

ასლან აბაშიძემ თბილისთან ურთიერთობა საბოლოოდ ააფეთქა

        გუშინ ფოთში მიმდინარე სამხედრო წვრთნების საბაბით (მაგრამ მხოლოდ საბაბით), ასლან აბაშიძის საიდუმლო «სპეცნაზის» მებრძოლებმა ააფეთქეს საქართველოს სხვა რეგიონებთამ აჭარის დამაკავშირებელი ხიდები.

სარწმუნო წყაროთა ცნობით, აფეთქება განახორციელეს ბათუმის რუსულ ბაზაზე საგანგებოდ ამისათვის ჩამოყვანილმა სპეციალისტებმა _ გენერალ ნეტკაჩოვის ხელმძღვანელობით, რომლის «ადგილობრივი» ჯგუფი ამ შემთხვევაში მათთან სინქრონულად და შეთანხმებით მოქმედებდა.
        გენერალ ნეტკაჩოვს რუსეთის თავდაცვის ორგანოებთან და სამართალდაცვის ორგანოებთან აქვს პრობლემები თორემ რუსეთის სტრატეგიული ინტერესების დაცვისას ისინი, რაღა თქმა უნდა სინქრონულად იმოქმედებდნენ.
        მოსკოვის სტრატეგიული ინტერესი კი, ამ შემთხვევაში, ის არის, რომ ჩოლოქზე მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება და წარმოჩინდეს მთელი მსოფლიოს თვალში საქართველოს უუნარობა, გააკონტროლოს კიდევ ერთი რეგიონი.
        უნდა ითქვას, რომ ასლან აბშიძის მეშვეობით, რუსეთმა ამ მიზანს მთლიანად მიაღწია. გუშინ ამერიკული ტელეკომპანია CNN მთელი დღის განმავლობაში უჩვენებდა შემაძრწუნებელ კადრებს, თუ როგორ აფეთქებენ ხიდს, რომელიც აჭარას დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს.
        ესროდენ სიმბოლური, ფიქსირებული, ერთმნიშვნელოვნად გამომხატველი და, იმავდროულად, შთამბეჭდავი («პიარ» თვალსაზრისით) კადრები აფხაზეთის ომის დროსაც კი მცირე იყო.
        თანაც სწორედ იმ რეალობის დამადასტურებელი, რაც საქართველოს არაკეთილმოსურნეთ სჭირდებოდათ. მთლიანობაში, ნეტკაჩოვის ბანდამ ასლან აბაშიძისა და ჯემალ გოგოიტიძის ბრძანებით, სამი ხიდი ააფეთქა. მათ შორის, ერთი სარკინიგზო, თუმცა, სხვა ცნობებით, სარკინიგზო ხიდი მხოლოდ დაზიანებულია. ფაქტობრივად, ამჟამად აჭარის რეგიონი მთლიანად მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. შეწყვეტილია სარკინიგზო და საავტომობილო მოძრაობა, აღარ ხორცილედება არავითარი გადარიცხვა. პრობლემაა კავშირის თვალსაზრისითაც კი. ყოველივე იმას ნიშნავს, რომ ასლან აბაშიძე, ვინც თვითონ მოიმწყვდია თავი ჩიხში, მართლა საშიში ხდება და ერთადერთი იმედი (გამოსავალი) შექმნილი ვითარებიდან არის (რაოდენ უცნაურად და დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, აჭარის ელიტა, აჭარის ისტებლიშმენტი, რომელსაც დაეტყო ჭოჭმანი და ეჭვი, თუ რამდენად მიზანშეწონილია აგონიაში მყოფი პოლიტიკოსის მხარდაჭერა და უნდა გადააყოლონ თუ არა მას აჭარის ავტონომიის ინტერესები.
        რაც ძალიან კარგი ნიშანია სულ უფრო ავტორიტეტული, გავლენიანი და მრავლისშემძლე მოღვაწეები, აბაშიძის უახლოესი გარემოცვიდან, ჩამოდიან თბილისში და ახორციელებენ «ნატიასლანისტურ» დემრშებს.
        ხელისუფლება ხვდება, რომ ამით შესამჩნევად სუსტდება რეჟიმი, ამიტომ აქტიურად იყენებს ტენდენციას და ყოველნაირად ხელს უწყობს მის გაძლიერებას. სახელმწიფო კანცელარიიდან გამოჟონილი ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი მონასტრის მხრიდანაც კი, უკვე იყო «სიგნალები», რომლებიც თბილისში მიღებული და შესაბამისად აღქმულია.
        აქედან გამომდინარეუახლოეს მომავალში მოსალოდნელია კიდევ უფრო დიდი სენსაცია, ვიდრე იმ პიროვნებათა გამოჩენა დედაქალაში, ვინც ახლო წარსულში ასლან აბაშიძის უახლოესი გარემოცვი წევრად ითვლებოდა.
        ამრიგად, ასლან აბაშიძის სახელისუფლებო სტრუქტურა თანდათან ინგრევა შიგნიდან, ხოლო ისტერიული რეაქცია (უდავოდ ისტერიული რეაქციაა ხიდების აფეთქება) მეტყველებს, რომ აბაშიძე საბოლოოდ ჩიხში მოექცა და «ეხეთქება» წინააღმდეგობას როგორც ავტონომიის შიგნით, ასევე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ასლან აბაშიძის მთავარი შეცდომა (რაც ზუსტად გამოიყენა პრეზიდენტმა და ხელსიუფლებამ) ის არის, რომ მან არ გაითვალისწინა საბედნიეროდ, აჭარის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, საქართველოს მოსახლეობასთამ, ერთ საზოგადოებას ქმნის _ ერთი მენტალიტეტით, ერთი აზროვნების სტილით, ერთი ფასეულობათა სისტემით და ასე შემდეგ. არაფერი მსგავსი არ ყოფილა აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთში», რაც შეეხება წვრთნებს, იმთავითვე ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისმიერ მეთოდებს აჭარაში არ გამოიყენებს, ვინაიდან ეს ჩაშლიდა აწორედ «შინაგანი ნგრევის» პროცესს, რაც აჭარის ელიტაში მიმდინარეობს. მთლიანობაში, ხელისუფლების ტაქტიკა ამართლებს, ხოლო პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ვითარებას «ამწიფებდა» არა იმისთვის (და არა ამ მიზნით) ქმნიდა შესაბამის ფონს, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოთა ახალი არჩევნების დასანიშნად, რაც უკვე გარდაუვალია.
        როგორც ჩანს, პრეზიდენტი შესაბამის ბრძანებულებას მაისის შუა რიცხვებში მოაწერს ხელს, რის შემდეგაც, დაპირისპირება თბილისსა და ბათუმს შორის ახალ სტადიაში გადავა.
        ბრძანებულებაზე ხელის მოწერა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, ყველა პრობლემის გადაწყვეტას და ასლან აბაშიძის უდრტვინველად შერიგება ახალ არჩევნებთან. უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ აბაშიძის დაჯგუფება ამ ბრძანებულებას უკანონოდ გამოაცხადებს, ჩაატარებს პლებისციტს და სხვა პროცედურებს.
        ანუ, არჩევნების დანიშვნა მხოლოდ ზეგავლენის ახალი ტექნოლოგიის დასაწყისი იქნება. ასლან აბაშიძე, ამის შედეგად, გადავა სხვა სიბრტყეში )მისთვის ჩვეული გამოთქმის შესაბამისად) და კანონგარეშე იმოქმედებს, რაც მას პრობლემებს მოუმრავლებს, ისევ და ისევ, აჭარის ისტებლიშმენტთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. იმავდროულად, რეჟიმს არა აქვს იმდენი რესურსი, რომ ასეთი სახის ზემოქმედებას (რასაც თან დაერთვება საკურორტო სეზონის ჩაშლა და სრული თვითბლოკადა) დიდხანს გაუძლოს. საყოველთაო აზრით, მთავარია, თბილისმა არ დაუშვას საბედისწერო შეცდომა და ანტიქართულ ძალებს ძმათა შორის სისხლისღვრის პროვოცირების საშუალება არ მისცეს.