არასრულწლოვანი გოგონები დააპატიმრეს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე.

არასრულწლოვანი გოგონები დააპატიმრეს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე.

პროკურატურის მიდგომა, ზოგადად, არათუ გასაგებია, არამედ სოციალურად მიზანშეწონილიც:

მკვლელობას არა აქვს არავითარი გამართლება!

არანაირი გარემოება არ ამართლებს მკვლელობას და ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს უნდა დამკვიდრდეს კანონისმიერება, როდესაც ადამიანები შეეჩვევიან მიმართონ დახმარებითვის სახელმწიფოს და არა ძმაკაცს, შეყვარებულს, "ჩერეზ ძმაკაცს", ქურდს და ა.შ.

თუ ვინმემ გაწყენინა და ამ წყენინებაში არის დანაშაულის ნიშნები (მაგალითად თუ მართლა არის ჰარასმენტი, სექსუალური შევიწროვება) უნდა უთხრა მშობელს თუკი არასრულწლოვანი ხარ, ხოლო მშობელმა მიმართოს სახელმწიფოს, პოლიციას.

ამ შემთხვევაში არასრულწლოვანმა გოგონამ წყენის გამო შესჩივლა ბიჭს, რომლის საძმაკაცო, როგორც ირკვევა, საოცარი საქმიანობით იყო დაკავებული:

ამას არ გვეუბნებიან პირდაპირ და თურმე..... პედოფილიაში ვითომდაც ეჭვმიტანილებს ეცნობოდნენ ინტერნეტით მცირეწლოვან გოგონებად, მერე როცა "წამოაგებდნენ", სადმე ხვდებოდნენ და სასტიკად სცემდნენ.

ამის უფლება ვინ მოგცა , "კერძო ჯალათის" ფუნქცია მოირგო?

მაშინაც კი, თუ სახელმწიფო გამოძიება არასრულყოფილია?

როგორც ჩანს ამ უტვინო და თავხედი ბიჭუშკების ეს საქმიანობა დასავლური კინო ტრენდის გამოვლინებაა. ჯერ კიდევ კლინტ ისტვუდის " ბინძური გარიდან" მომდინარე, რაც ბოლო დროს გაძლიერდა.

იხილეთ ფილმი citizen და ა.შ.

ანუ " კერძო ჯალათობა", დიახაც დასჯადი უნდა იყოს!

ოღონდ....ოღონდ.... ამ თავისთავად სრულიად გამართლებულ მცდელობაში სახელმწიფო, მართლმსაჯულება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მართალი და კეთილშობილად წარმატებული, თუ მასაც, თავის მხრივ არ დაეტყობა კონიუნქტურულობა.

ანუ კანონს მიღმა კონიუნქტურულობა.

აი აქ კი ჩნდება კითხვები.

მაგალითად: რა აუცილებლობა და საჭიროება იყო გ ა ნ ა ჩ ე ნ ა მ დ ე (!!) არასრულწლოვანი ეჭვმიტანილი გოგონას დაპატიმრება?

სასამართლომ განაჩენი დადო?

არა.

არასრულწლოვანთა კოდექსი ეჭვმიტანილი ბავშვის დაპატიმრებას უშვებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება უშუალოდ დანაშაულის ჩამდენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

ესეც ყოველთვის არა.

განაჩენის გამოტანამდე(!) რომ ამ არასრულწლოვან გოგოს სხვა, არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება ჰქონოდა, ეს მართლმსაჯულების აღსრულებას ხელს რით შეუშლიდა?

არაფრით!

სრულიად ცხადია აქ გადაწყვეტილების კონიუნქტურულობა იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რასაც მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს.

და მართლმსაჯულებაზე ზ ე წ ო ლ ი ს შედეგია.

ეს ერთი

ახლა მეორე არსებითი კითხვა:

რას ნიშნავს : "დანაშაულის წახალისება/წაქეზება?"

ასეთ კატეგორიას (ცალკე, - ორგანიზატორობისა და თანამონაწილეობისგან განყენებულად) სისხლის სამართლის კოდექსი არ იცნობს.

არსებობს "განუცხადებლობა", არსებობს "ორგანიზება", არსებობს "თანამონაწილეობა"( აი გლეხურ ენაზე რომ "საქმის მიცემა" ქვია), მაგრამ "წაქეზება" რა არის?

წაახალისა/წააქეზა დანაშაული იმით, რომ ნაცნობ ბიჭს მოუყვა ვითომდაც მასწავლებელი სექსუალურად მავიწროვებდაო?

ანუ რაიმე ამბავი (თუნდაც გაზვიადებული) რომ არ მოეყოლა საერთოდ, ხომ არც არაფერი მოხდებოდაო?

უკაცრავად.. ..უკაცრავად.....ეს არ არის მართლმსაჯულების ლოგიკა.

ეს არის იგივე " ლინჩის ლოგიკა", რომელიც დიდად არ განსხვავდება შინაარსით იმავე citizen ლოგიკისგან.

მართლმსაჯულებასთან ამას საერთო არაფერი აქვს

ეს ორი.

ახლა მთავარ ეჭვს რა აღძრავს კონიუნქტურულობაზე და მართლმსაჯულების დაწნეხვაზე გარედან ზეწოლის შედეგად.

არა აქვს მნიშვნელობა ეს "გარედან" სოციუმია თუ ხელისუფლება:

აბა გავიხსენოთ რამდენჯერ განმეორდა ერთი და იგივე ალგორითმი წინა შემთხვევებში:

დათო სარალიძის შემთხვევაში....... ფეხბურთელ შაქარაშვილის ქეისში......

„რაგბისტები რომ გამოეკიდნენ, იმიტომ შევიდა ეს ბიჭი წყალში. ცურვა არ იცოდა და დაიხრჩო“.

რა თქმა უნდა დანაშაულია!!

მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ამერიკელები უწოდებენ First degree murder

ყველა ამ შემთხვევაში ქართული მართლმსაჯულება მოქმედებდა "გარედან" ტოტალური წნეხის პირობებში.

ასე რომ კითხვები არსებობს, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.

ნორმალურ ქვეყანაში თემიდას თვალები "ახვეული" უნდა ჰქონდეს.

სხვა შემთხვევაში ეს იგივე ლინჩის წესია, რასაც ის კრიმინალი ბიჭ-ბუჭები სჩადიოდნენ.

ოღონდ საპირისპირო აქტორთა მონაწილეობით.

ისინი ბიჭ-ბუჭები არიან და სახელმწიფო - სახელმწიფოა.

მართლმსაჯულების პირუთვნელობა და მართლმსაჯულებაზე ზეწოლის დაუშვებლობა ეჭვმიტანილსაც ეხება და დაზარალებულსაც.

"ლინჩის სამართალი" მართლმსაჯულება არ არის.