ამერიკამ არ აირჩია პირველი ქალი-პრეზიდენტი

ამერიკამ არ აირჩია პირველი ქალი-პრეზიდენტი

ლამის შოკში ვარ.

საშინელება უნდა დავწერო ახლა.

მოემზადეთ ძვირფასო მეგობრებო, ფრენდებო, ზოგზოგიერთო დაყურსულო ქვემძრომებო, - რომ არ სჩანხართ და ჩუმ-ჩუმად „მარეპორტებთ“, - საზარელი რამ უნდა დავწერო!

ამკუწეთ, ამჩეხეთ, დამწვით კოცონზე თუ გინდათ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას

ხოლო სიმართლეს აქვს ეს გრძნეული თვისება - იგი არ შეიძლება იყოს შეურაცხყოფა.

„სიმართლე არ შეიძლება იყოს შეურაცხყოფა!“

„ის მაინც ბრუნავს!“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საქართველოს არჩევნებსაც კი არ ველოდი ისეთი მღელვარებით და ინტერესით, როგორც ამერიკის არჩევნებს.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ იმ არჩევნებზე წყდებოდა უკრაინის, საქართველოს და მთელი პოსტსაბჭოური სივრცის ბედი.

რა არ წავიკითხე ამ ერთი წლის განმავლობაში, რა „თოლქ-შოებს“ არ ვუყურე ანუ ვუსმინე..... არა მხოლოდ ამერიკულ არხებზე (CNN, FOX News) არამედ ფრანგულ ინგლისურენოვან არხზე, სადაც ის ლამაზი, ჭკვიანი გოგო, პრეზიდენტ სალომეას ასული მუშაობს და მუშაობს ბრწყინვალედ..... ასევე გერმანულ ინგლისურენოვან არხზე...BBC-ზე და ა.შ.

The New York Times სპეციალურად გამოვიწერე, რადგან სწორედ ამ რესურსს აქვს შესანიშნავი Editorial opinion განყოფილება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მოკლედ, რა არ წავიკითხე.....ჩემი მწირი ინტელექტუალური შესაძლებლობებით თავადაც ვაანალიზებდი, ვაჯამებდი, ვთვლიდი, ვპროგნოზირებდი, ვფიქრობდი მაგრამ.....მაგრამ.......ის რაც გუშინ ამერიკაში მოხდა იყო......აი....სრულიად მოულოდნელი ჩემთვისაც და დიდი ეჭვი მაქვს, დამკვირვებელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის.

ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ტრამპმა მოიგო, არამედ რ ო გ ო რ მოიგო.

და იმიტომ კი არა, რომ კამალამ წააგო, არამედ რ ო გ ო რ წააგო!

წააგო ტოტალურად, კატასტროფულად, აპოკალიპტურად....სამარცხვინოდ......გამანადგურებლად......წააგო ყ ვ ე ლ ა (შვიდივე) „მერყევ შტატში“, რაც არ მომხდარა თითქმის არასდროს; წააგო ზოგიერთ იმ შტატშიც კი, სადაც დემოკრატებს არ წაუგიათ არასდროს....... ხმების ისტორიულად მინიმალური ოდენობა მიიღო იმ შტატებში, სადაც მოიგო, მაგრამ სადაც დემები მუდამ იგებდნენ უდიდესი უპირატესობით....... და ხმების მინიმალური ოდენობა აიღო იმ შტატებშიც, სადაც დემები მუდამ აგებდნენ, მაგრამ არა ასეთი კატასტროიფული ანგარიშით!

კამალამ წააგო ისტორიულად, „გვრგვინვით“, „ჩანგრევით“ და.....თან წაიყოლა.....ლამის მთელი „დემოკარტიული პარტია“:

„ლურჯებმა“ ანუ „სახედრებმა“, ჯონ ფიცჯერალდ კენედის პარტიამ, ფრანკლინ დელანო რუზუველტის პარტიამ, წააგო სენატიც, წააგო კონგრესიც.........გაწითლდა, „გარესპუბლიკელდა“ გაMAGAვდა თუ გამოMAGAვდა მთელი ამერიკა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჰოდა ახლა „ცახცახით“ ვსვამ ამ მრისხანე, „სარისკოდ საპასუხო“ კითხვას:

რ ა ტ ო მ?

რა მოხდა?

რამ გამოიწვია ეს ტოტალური მარცხი?

რა არის ამ კატასტროფული კრახის მიზეზი?

დამარცხების კი არა (ვიმეორებ) არამედ ესოდენ ტ ო ტ ა ლ უ რ ი მარცხისა, რასაც აბსოლუტურად არავინ პროგნოზირებდა?!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვიტყვი ჩემს აზრს.

სახიფათოა ეს სიმართლე მაგრამ მაინც ვიტყვი:

2024 წლის ისტორიულ არჩევნებზე „დემების“ კატასტროფული მარცხის მთავარი, სისტემური, რეალური და „ნამდვილი“ მიზეზი გახდა ის, რომ......დიდი ამერიკელი ხალხი......უკაცრავად.......უკაცრავად....... არასწორი ფორმულირება....დიდი ამერიკელი ხალხის დიდი ნაწილი, ანუ კატეგორიული უმრავლესობა.....მისდა სამარცხვინოდ (ხაზს ვუსვამ: მისდა სამარცხვინოდ!) არ აღმოჩნდა მზად, მიეღო კეთილშობილი, დემოკრატიული, ისტორიულად თითქოსდა მომწიფებული, ყოველმხრივ სწორი, გამართლებული გადაწყვეტილება და.....ქალი აერჩია პრეზიდენტად!

აი თუ სიმართლე გნებავთ, თუნდაც არაპოლიტკორექტული...... სიმართლე, დიახაც, ეს არის!

სხვა ლოგიკური ახსნა იმ აბსურდულ ანომალიებს, რაც მე ზემოთ ჩამოვთვალე, უბრალოდ არა აქვს.

მაშასადამე, „დიდი ამერიკელი ხალხის დიდი ნაწილი“ აღმოჩნდა მზად მიეღო კეთილშობილი, დემოკრატიული, ისტორიულად ნამდვილად მომწიფებული, ყოველმხრივ სწორი, გამართლებული გადაწყვეტილება და.... შავკანიანი მამაკაცი, - სუსტი პოლიტიკოსი, თუმცაღა არაჩვეულებრივი, კეთილშობილი, დამსახურებული, ჭკვიანი ადამიანი და მოღვაწე, ბარაკ ჰუსეინ ობამა აერჩია პრეზიდენტად 2008 წელს.

მაგრამ....დიდი ამერიკელი ხალხის დიდი ნაწილი, მისდა სამარცხვინოდ (!), არ აღმოჩნდა მზად, აერჩია პრეზიდენტად ქ ა ლ ი!

ასევე არაჩვეულებრივი, ძალიან დამსახურებული ადამიანი, „მ ა გ რ ა მ„(„მაგრამს“ ბრჭყალებში ვსვამ) ქ ა ლ ი!

ეს არის მეთქი სისტემური მიზეზი მომხდარისა.

არაპოლიტკორექტულია ეს სიმართლე, მაგრამ სიმართლეა!

ყველაზე სამწუხარო კი იმის შეგნებაა, რომ ეს არადემოკრატიული, შინაარსით სამარცხვინო გადაწყვეტილება (ამ მოტივაციით!) მიიღეს ამერიკაში, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი უნდა იყოს.

ჩვენ გვყავს ქალი პრეზიდენტი და ვითომ უფრო დემოკრატიულები უფრო გენდერულად ტოლერანტულნი ვართ ვიდრე ამერიკელები?

რა სისულელეა!

ეს ქალი ჩვენ (იმ ქვეყნის მოქალაქეებს რომელიც ფემიციდით „ევროატლანტიკური ლიდერია“ 100 000 სულზე შეფარდებით) ოცნებამ ძ ა ლ ი თ აგვარჩევინა 2018 წელს.

ოღონდ....ძალით აგვარჩევინა თუ არა.....ამით საქართველოს ისტორიაში კეთილშობილი პრეცედენტი ნამდვილად შეიქმნა, რომ ქალია პრეზიდენტი და ქალია ლიდერი.

მე ძალიან ვგულშემატკივრობდი კამალას.

იმიტომ კი არა, რომ უნაკლო იყო.

მაგრამ ამერიკის ყველა გამარჯვება მახარებს და ეს მთვარეზე ადამიანის („აპოლონის“ პროექტით რამდენიმე ექსპედიციიდან..... არც ერთი ქალის რატომღაც....ჰმ) „ფეხის ნაბიჯი“ იქნებოდა და მეორეც......აი ის ....... საშიში სუბიექტი, ის ნაგიჟარი პოპულისტი რა უბედურებასაც დაატრიალებს მალე, ამას ვნახავთ ყველანი!

ეს ლამაზი და ჭკვიანთვალება ქალი ნორმალური ადამიანი მაინც იყო.

ჰო, ის.....პირველ რიგში საკუთარ თავს შეიწყალებს სისხლის სამართლის საქმეებზე.

საქართველოსგან განსხვავებით, ძაააააალიან უცნაური ამერიკული კანონმდებლობით, ამერიკაში პრეზიდენტს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზეც კი შეუძლია ბრალდებულის შეწყალება.

მათ შორის საკუთარი თავის.

ესეც „კაი მაგარი უცნაურია“, „იმერულად“ თუ ვიტყვით

დათო