СНГ- «თანამეგობრობანა» უჰალსტუხოდაც ბევრი არაფრის მომცემია

СНГ- «თანამეგობრობანა» უჰალსტუხოდაც ბევრი არაფრის მომცემია

     
            რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთის დედაქალაში, როგორც საქარტველოს პრეზიდენტმა განაცხადა და როგორც ზოგიერთი წყარო აცხადებს, დამოუკიდბელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა არაფორმალური შეხვედრა შეიძლება შედგეს, რომელსაც მოსკოვში, უდავოდ, ნატოს სამიტის ერთგვარ ალტერნატივად აღიქვამენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ცდილობს «საკუთარ» გეოპოლიტიკურ სივრცეზე გავლენის დემონსტრირებას დასავლეთის დასანახად, თითქოსდა, მას ძალუძს რაიმე კოალიცია დაუპირისპიროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რაც უფრო სურვილია, ვიდრე რეალობა.

     საკმარისია ითქვას, რომ დსთ-ს წევრი ქვეყნების ლიდერთაგან ორი (საქარტველოსა და აზებაიჯანის პრეზიდენტები) ნატოს სამიტში მონაწილეობენ. სომხეთის პრეზიდენტმა მაჯერად უარი თქვა სტამბოლში ჩასვლაზე მიუხედავად იმისა, რომ ქოჩარიანი ნატოს 50 წლისთავთნ დაკავშირებულ კონფერენციაში მონაწილეობდა, რამაც რუსეთის აშკარა გაღიზიანება გამოიწვია. ერთდროულად ორივე სამიტში მონაწილეობა კი (დსთ-ს არსიდან გამომდინარე) ნონსენსად სულაც არ აღიქმება, ვინაიდან ფორმალურად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ერთობ «თავისუფალი» გაერთიანებაა და დსთ-შო წევრობა არ უშლის ხელს ქვეყანას ნატოს წვრიც გახდეს. ეს, რასაკვირველია, ფორმალურად, თორემ რუსეთმა ნამდვილად მოახერხა იმის დემონტრირება, რომ დსთ-ს გარე საზღვარი (იგი ოფოციალურად დაფიქსირებული არ არის) ის უკანასკნელი ზღუდეა, რომლის მიღმაც იგი არაფრით აღარ დაიხევს. სხვათა შორის, ამ ზღუდეს დასავლეთის (კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების) გავლენიანი წრეებიც აღიარებენ.
        განურჩევლად იმისა, კონკრეტულად რა საკითხები განიხილება მოსკოვის სამიტზე, იგი მაინც იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი არ თმობს გეოპოლიტიკურ ინიციატივას პოსტსაბჭოურ სივრცეზე და მზად არის, აქტიური წინააღმდეგობა გაუწიოს «ნატოს ექსპანსიის» გეგმებს. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობას, მისი მოსკოვში გამგზავრება, რუსეთთან ახალი ურთიერთობის კონტექსტში, სავსებით ბუნებრივია. მთლიანობაში, მიხეილ სააკაშვილმა არაერთგზის დაადასტურა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა არ მიაჩნია რაიმე განსაკუთრებით პერსპექტიულ ორგანიზაციად, მაგრამ მას დემარშებით «აუტკივარი თავის ატკივება» ნამდვილად არ სურს. ზუსტად ასეთი პოზიცია აქვს დსთ-ს მიმართ ყველა სხვა პრეზიდენტსაც. ამდენად «თანამეგობრობანას თამაში», როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს გაგრძელდება, ყოველ შემთხვევაში მანამ, ვიდრე თვით რუსეთს არ მოსყინდება.
        მაშასადამე, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი პირველ არაფორმალურ, «უჰალსტუხო» სამიტში მიიღებს მონაწილეობას და ნამდვილად უნდა დასჯაბნოს სხვა ლიდერები, რომელთა უმრავლესობა პარტიულ-ნომენკლატურული წარსულიდან მოდის. ორი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს მთელი თავისი ოსტატობის გამომჟღავნება მოუწევს, რატა პარტნიორი-მეტოქეები დაჯაბნოს და რუსულ მედიაში საბოლოოდ დაიმკვიდროს ყველაზე იმპოზანტური ახალგახრდა პრეზიდენტის იმიჯი პოსტსაბჭოთა სივრცეში. იგეგმება პრეზიდენს სააკაშვილის შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან, თუმცა, ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არ არის. პუტინს კვლავინდებურად მოუწევს საკუთარი ადმინისტრაციის ქართველოფობურად განწყობილ მრჩევლებსა და სამხედრო წრეებს დაუკმაყოფილოს ეჭვიანობა არ არის გამორიცხული, ისევე, როგორც ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრების შემდეგ, საუბრის საიდუმლო ჩანაწერი ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსულტანტთა ჯგუფშიც განიხილონ _ ზატულინისა და მიგრანიანის მონაწილეობით. ისინი კი ჩვენთვის სასიკეთო რჩევას, რა თქმა უნდა, პუტინს არ მისცემენ, თუნდაც «სამხრეთ ოსეთში» მზარდ დაძაბულობასთან დაკავშირებით.

29 ივნისი, სამშაბათი, 2004 წელი
        დილის გაზეთი