საქართველოში სამჯერ გაითიშა ელექტროენერგია
„ექსპერიმენტი ტარდებოდა ენგურჰესზეო“ ......ამიტომ ათასობით ადამიანი მეტროს ბნელ გვირაბში დარჩა და ვირთხებთან ერთად იკვლევდა გზას, ხოლო ათი ათასობით ადამიანი ლიფტში გაიჭედა საღამო ხანს?!!
რაკი, თურმე, „ექსპერიმენტს ატარებდა“ ვიღაც იდიოტი?
ამ სიგიჟის მთქმელს თვეში 10 000 ლარი აქვს ხელფასი?!
ან (თუ ეს სიმართლეა) იმ „ექსპერიმენტის“ ჩამტარებელს?!
ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარება შეიძლება?
თანაც „პიკის საათში“ ანუ „პრაიმ-ტაიმში?“
რეალურად კი........ არ ვამბობთ სიმართლეს, თუ სინამდვილეში რა ხდება, რატომ ხდება და რატომაც კიდევ ბევრჯერ მოხდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მკაფიოდ მახსოვს:
1993 წელია.
ზამთარი.
ელექტროენერგია თბილისს დღე-ღამეში 6 საათი მიეწოდება. ისიც ხშირად ითიშება.
ედუარდ შევარდნაძე გამოდის „იმელის“ პარლამენტის ტრიბუნიდან და ამბობს საოცარ ფრაზას. ზუსტად, სიტყვა-სიტყვით მახსოვს უშუქობით გამწარებულს:
(ციტატა) მე ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა.......დიახაც ვიცოდი......ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზეც კი ვლაპარაკობდით.....მაგრამ მერე ავყევით რაღაცას.....რას ავყევით ვიცით........“ (ციტატის დასასრული)
იგულისხმებოდა: 1970-იანი წლებიდან, მატრაკვეცა და რეგვენი ე.წ. „ინტელიგენცია“ იბრძოდა(ო) ატომური ელექტროსადგურის პროექტის წინააღმდეგ (როგორიც სომხეთშია) და ჩაშალა(ო) საბოლოოდ.
ისევე, როგორც მერე ხუდონის შესანიშნავი პროექტი ჩაშალა და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გავიდა წლები, ელექტრო-მარაზმი გრძელდებოდა.
2004 თუ 2005 წელია.
მიშა ატარებს მთავრობის სხდომას და ამბობს არანაკლებ დასამახსოვრებელ ფრაზას: „სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმდენი ელექტროენერგია, რომ ყველას ეყოს“.
„ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლება აღმოჩნდა საკმარისად გონიერი იმისთვის, ჩუბაისის РАО ЕЭС России (დღეს Интер РАО), რომელსაც ამერიკულმა AES-მა მიჰყიდა „თელასი“, ქვეყნიდან არ გაეგდო.
ამან ნაწილობრივ შეარბილა პრობლემა (მრავალტანჯულ თბილისში მაინც „მოვიდა შუქი“) თუმცა სტრატეგიულად ვერ გადაჭრა და ვერც გადაჭრიდა
საქართველოს ენერგეტიკის იმმანენტური, ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ.....ამ ქვეყანას მართლაც არ გააჩნია საკმარისი გენერაცია (არც „თბო“ და არც „ჰიდრო“), რათა თვითკმარი იყოს.
აქედან გამომდინარე, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ქვეყნის ელექტროენერგეტიკას მუდმივი რისკის და დაძაბულობის რეჟიმში ამყოფებს:
ა) რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულება და მასზე გარდაუვალი „მიბმულობა“ „კავკასიონის“ ხაზით. საკმარისია ის ხაზი (კოდორის ხეობაზე რომ გადის) გაითიშოს და ქვეყანა უკუნში ჩაეფლობა.
ბ) აზერბაიჯანის ენერგეტიკაზე დამოკიდებულება და იქედან ასეთივე ხაზებით ელექტროენერგიის მიღების აუცილებლობა. (საკმარისია გაითიშოს და.....იგივე მარაზმი);
ანუ რუსეთისა და აზერბაიჯანის ელექტროსისტემებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობის სასიცოცხლო აუცილებლობა.
სხვაგვარად საქართველოს ენერგეტიკას უბრალოდ დამბლა ეცემა.
გ) ენგურჰესის რეალური კონტროლი სეპარატისტების და მათი მოკავშირე რუსეთის მიერ.
მიუხედავად შეთანხმებისა 60%-40%, რეალურად სეპარატისტებს ბევრად მეტი მიაქვთ უკვე 10 წელია - კრიპტომაინინგით მილიარდები იშოვეს.
მილიონები კი არა, მილიარდები!
დ) ქართული სახელმწიფოს ტრადიციული უუნარობა და „ჩმორობა“, რათა გადადგას ის ერთადერთი ნაბიჯი, რაც სიტუაციას შედარებით მაინც (!) გამოასწორებს და ასე თუ ისე დააბალანსებს: ხუდონის, ნესკრას და ნამახვანის აშენება ანუ დიდი ელექტროსადგურებისა!
ამას ეს ქვეყანა, როგორც ჩანს, ვერც მოახერხებს ოდესმე.
შესაბამისად, საკმარისია მცირე წყვეტა (განგებ ან ავარიის შედეგად) „ა“, „ბ“, „გ“ პოზიციებზე და მთელი ქვეყანა ჯოჯოხეთში ეშვება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ:
ბოლო ერთი კვირის მანძილზე მომხდარ პირველ შემთხვევაშიც, მეორე შემთხვევაშიც და მესამე შემთხვევაშიც საქმე გვქონდა სეპარატისტთა და მათი მხარდამჭერი რუსეთის „გამაფრთხილებელ საბოტაჟთან“ ანუ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მოსკოვის შანტაჟთან - ქართული ენერგოსისტემის ზოგადი მოწყვლადობის გამოყენებით, როცა ერთი მცირე ზემოქმედებაც კი იწვევს კოლაფსს.
რა ეშველება ამ საქმეს?
კრიპტოსაწარმოების გათიშვა არ უშველის.
არ არსებობდა არანაირი „კრიპტო“ და უარესები ხდებოდა.
სინამდვილეში, მთავარი „კრიპტო“ არა გლდანში ან ფოთში, არამედ სეპარატისტულ აფხაზეთშია!
თუ გულწრფელნი ვიქნებით........ აღარც რაიმე ეშველება უკვე ქართულ ენერგეტიკას.
იმიტომ, რომ ეს საზოგადოება, როგორც აღმოჩნდა და ისტორიულად დადასტურდა.......„გადაწყვეტილების უუნაროა“.
უფრორე თვით უნიჭო, უნიათო სოციუმია თვითმავნებლურად „უუნარო“ და შემდეგ, აქედან გამომდინარე, ყველა ხელისუფლება, პოლიტელიტა, სპეციალიზებული ელიტები და ა.შ.
და რაკი ასეა, საქართველოს სახელმწიფოც, მისი დამოუკიდებლობაც (სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი ენერგეტიკული დამოუკიდებლობაა!!) სამწუხაროდ, მკვდრადშობილი გამოდის.
აბა რა შეიძლება სხვა ეწოდოს „სახელმწიფოდ“ წოდებულ „ტერიტორიას“, სადაც რუსეთს და მის სატელიტებს ერთი „თითის დატკაცუნებით“ შეუძლიათ მთელი ქვეყანა მარაზმში ჩაფლან?
რომელ „ევროკავშირში“ შევა ან მიიღებენ ამგვარ „ტერიტორიას“?
არ ააშენოთ ჰესები, არა!
კვლავაც იარეთ გარედან (!) უხვად დაფინანსებულ მოღალატე, გამყიდველ ეკომანიაკთა ჭკუაზე!
დათო
ისტორიის G.I.