საერთაშორისო მიმოხილვა. 20 ივნისი 2022 წელი
აფხაზეთის ე.წ. `თავდაცვის სამინისტრომ` განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოს მიერ უპილოტო დაზვერვითი საფრენი აპარატების წარმოების განახლებით, რადგან თურმე `აფხაზეთს ზვერავენ და ეს მონაცემები NATO-სთვის გადასაცემად სჭირდებათო`
. . . . . . . . . .
საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემმანუილ მაკრონი საპარლამენტო არჩევნების შედეგად.
მისმა ბლოკმა `ერთად` უმრავლესობა საერთოდ ვერ მოიპოვა პარალმენტში, რადგან ხმების მხოლოდ 38,57% მიიღო (ეს 245 მანდატია)
ჟან ლიუკ მელანშონის ნახევრადკომუნისტურმა პარტიამ Nupes მიიღო 31,6 % (131 ხმა)
ნაციონალისტმა მარინ ლე პენმა 17,3% (89 ხმა)
`რესპუბლიკელებმა` - 6,98% ანუ 61 ხმა
ეს იმას ნიშნავს, რომ მაკრონი დამოუკიდებლად ვერ შექმნის მინისტრთა კაბინეტს და აუცილებლად დასჭირდება კოალიცია.
ბუნებრივია, ალბათ `რესპუბლიკელებთან`...აბა მის მოსისხლე მტერ ნახევრადკომუნისტებთან ან ფრანგ ნაცისტ ლე პენთან ხომ არ შექმნის კოალიციას?
ოღონდ `რესპუბლიკელები` ალბათ ბევრს მოითხოვენ ახალ მთავრობაში.
. . . . . . . . . .
ისტორიული მოვლენა: 1 ივლისიდან უკრაინა სავიზო რეჟიმს აწესებს რუსეთთან. მაშასადამე, ნებისმიერ რუსს შეეძლება უკრაინაში წასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანამდე აიღებს ვიზას უკრაინის (ან მისი ინტერესების გამომხატველი ქვეყნის) საკონსულოში.
რეალური საზღვარი, ანუ სახელმწიფოებრივი მოჯნა რუსეთსა და უკრაინას შორის არასდროს ყოფილა. XVII საუკუნიდან მოყოლებული და მაშინ მით უმეტეს ვერ იქნებოდა.
ახლა ყველაზე საინტერესო კითხვაა: რუსეთი თუ შემოიღებს სავიზო რეჟიმს 1 ივლისს (საპასუხოდ) უკრაინის მოქალაქეებისათვის? შესაძლოა რუსეთმა ეს საპასუხო ზომა არც მიიღოს, რადგან აწყობს უკრაინელები ჩადიოდნენ რუსეთში მასობრივად.
ჯერ ერთი, მუშა-ხელი სჭირდება და მეორეც, მათ შორის `ავერბოვკებს` უამრავ აგენტს.
თუმცა უკრაინელებისთვისაც მძიმე გადაწყვეტილება იქნება, თუკი ისინი რუსეთში ვეღარ წავლენ ან უკვე იქ მყოფებს და მომუშავეებს მოსკოვი ვიზის აღებას მოსთხოვს.
ოღონდ ახლა უკვე აქვთ ალტერნატივა ევროკავშირის სახით.
ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვარი უკრაინასა და რუსეთს შორის უკვე დიდი ისტორიული ტეხილია - ისეთი მიჯნაა, რომლიდანაც უკან ვეღარ ბრუნდებიან
რუსეთმა რომც შეძლოს უკრაინის ნაწილის დაპყრობა, მთლიანად დაპყრობას მაინც ვერ მოახერხებს. დანარჩენი ნაწილი დარჩება `ვიზით` ანუ მკვეთრად გამიჯნული თუ საერთოდ იქნება მიმოსვლა.
შესაბამისად, რუსეთი და უკრაინა უეჭველად საბოლოოდ ყალიბდებიან, როგორც ორი სხვადასხვა ცივილიზაცია.
რუსული ნარატივით, უკრაინელი ერი არ არსებობს და უკრაინელები, სინამდვილეში პოლონელების, ასევე ავსტრია-უნგრეთის იმპერიის (რუსეთის იმპერიის ისტორიუოლი მტრის) `მოგონილი` და `კონსტრუირებული` თუ `ხელოვნურად შექმნილი` ერია.
თუმცა, უკრაინელებს საკუთარი ნარატივი აქვთ და ეს ნარატივი ბევრად ახლოსაა ისტორიულ სიმართლესთან: `კიევის რუსეთი იყო ნამდვილი, პირველი, ქრისტიანული რუსეთი, ხოლო `მოსკოვია` მონღოლებმა შექმნეს ხელოვნურად`.
ეს ორი ნარატივი, რასაკვირველია, `მარადი ომის` გარანტიაა. თუ დასავლეთმა არ მოინდომა ისეთი მიჯნის გავლება ამ ორ ცივილიზაციას შორის, როგორც გაავლო პოლონეთსა და რუსეთს შორის იმ დროს, როცა პოლონეთი NATO-ში მიიღო.
ოღონდ ამისთვის აუცილებელი იქნება ალიანსის წესდების შეცვლა და უკრაინაში ჩრდილო ატლანტიკური კავშირის სამხედრო ძალების განლაგება!
ასე თუ გაგრელდა, არც ეს ბედნიერი დღეა შორს.
შემდეგ - საქართველოც, იმედია.
. . . . . . . . . .
გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა უკვე მეორედ განაცხადა, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა წლები გაგრძელდეს.
ეს განცხადებები იმას ნიშნავს, რომ NATO, აშშ და ზოგადად ევრო-ატლანტიკური ერთობა მოსკოვის მიმართ აგრძელებს ე.წ. `შეკავების` პოლიტიკას Containment Policy, რაც ჯერ კიდევ პრეზიდენტმა ტრუმენმა დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ამ პოლიტიკის არსი იყო მოსკოვური სახელმწიფოს `შეკავება` იმ ზღვარზე, სადაც ეს შესაძლებლად სჩანდა.
უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საამისოდ საკმარისი არ აღმოჩნდა, - რუსეთმა უკრაინის სიღრმეში გაიწია და ახლა დასავლეთი ცდილობს, რომელიმე ახალ ზღვარზე მაინც `შეაკავოს`.
სად გაივლის ეს ახალი მიჯნა Containment Policy-ისა, უკრაინელი მეომრების ვაჟკაცობაზე და მათთვის მიწოდებული იარაღის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.
. . . . . . . . . .
ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსმა, პატრიკ სანდერსმა სენსაციური განცხადება გააკეთა: `რიგორც სჩანს ბრიტანეთის არმია რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის` უნდა ემზადოსო.
ეს რომ ვინმე ექსპერტს ეთქვა, არავის გაუკვირდებოდა. ან თუნდაც პოლიტიკოსს, მაგრამ როცა ამას გენერალური შტაბის უფროსი ამბობს, ძალიან სერიოზული მესიჯი ხდება: ბრიტანეთს და რუსეთს 1856 წლის `ყირიმის ომის` შემდეგ არ უომიათ.
თანაც, სანდერსმა დაადასტურა, რომ ბრიტანეთის არმიას შესაძლოა მოუწიოს ევროპის კონტინენტზე ბრძოლებში ჩაბმა და არა მხოლოდ თვით ბრიტანეთის კუნძულების დაცვა.
ეს იმას ნიშნავს, რომ მართალია ევროკავშირიდან გავიდა, თუმცა NATO-ს ფარგლებში თავისი ვალდებულებების შესასრულებლად ბრიტანეთი კვლავაც მზადაა და ალიანსიდან არავითარ შემთხვევაში არ გავა.
. . . . . . . . . .
ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა, რომელსაც სულ ებრძოდა მიშა, საეჭვო განცხადება გააკეთა იმ ვითარებაში, როცა რუსის ჯარი სულ უფრო უახლოვდება ოდესას: `რა უბედურებაა ეს ყველაფერი რუსულის სიძულვილი..... ასეც არ შეიძლებაო`.
ამ ქალაქში რუსებს 100%-ით ჰყავთ `მეხუთე კოლონა`, თუმცაღა ეს ძალა ჯერ-ჯერობით `დაყურსულია` და თავის მომენტს ელოდება.
რუსები ახლოს არიან ქალაქ მიკოლაევთან რომელიც გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოინახულა. მიკოლაევიდან ოდესამდე კი მცირე მანძილი რჩება. ოდესა თუ დაეცა, უკრაინა ზღვაზე გასასვლელს კარგავს.
. . . . . . . . . .
გერმანიამ (მათ ესეთები არ ეშლებათ პედანტურობის გამო) ფაქტობრივად განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა ენერგეტიკაში: ცდილობენ მკვეთრად შეამცირონ ბუნებრივი აირის მოხმარება ბინების გათბობისა და მრეწველობისთვისაც კი. პრიორიტეტია გაზსაცავების შევსება, რაკი ზამთარში გერმანიის ჩრდილო რეგიონებში ისე ცივა, როგორც ლამის ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში. ჰამბურგში მაგალითად და ასე შემდეგ.
გერმანიის მთავრობამ 15 მილიარდი ევრო გამოჰყრო ბუნებრივი აირის შესაძენად მსოფლიო ბაზარზე - რუსეთს მიღმა.
ამავდროულად, ოლაფ შოლცის კაბინეტი მუხლმოდრეკილი ეხვეწება `მწვანეებს`, დართონ ნება და სულ მცირე ხნით, თუნდაც `გარდამავალ` პერიოდში აამუშავოს ქვანახშირით თბოელექტროსადგურები, რომლებიც ახლა ბუნებრივ გაზზე მუშაობენ.
არადა, სწორედ მწავანეების ბრალია ის უბედურება, რაც ახლა გერმანიას, ევროპას, უკრაინას, საქართველოს და მთელს დასავლეთს დაემართა: მწვანეებმა გაააჩერებინეს ხელისუფლებებს ქვანახშირის გამოყენებაც და ატომური ელექტროენერგიის გამოყენებაც.
ოდესღაც, 40-30 წლის წინ, გერმანიას ისეთი ტემპი ჰქონდა აღებული ატომური ენერგიის გამოყენებაში, იმდენ ატომურ ელექტრო-სადგურს აშენებდა, იმ ტემპით რომ გაგრძელებულიყო, ამ ქვეყანას, მოსახლეობის გასათბობად და მრეწველობისთვის ბუნებრივი აირი საერთოდ აღარ დასჭირდებოდა.
საერთოდ!
თან აბსოლუტურად უსაფრთხოდ აშენებდნენ გერმანელბი. არც ერთი ავარია არ მომხდარა არასდროს.
მაგრამ რუსეთი (სსრკ) რის რუსეთია - 1986 წლის 26 აპრილის ბირთვული კატასტროფა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ნამდვილ `საჩუქრად` იქცა გერმანელი და ევროპული `მწვანე ფანატიკოსებისთვის`, რათა ბირთვული ენერგეტიკა აეკრძალათ.
მივაქციოთ ყურადღება, რომ ქვანახშირზე კი ეხვეწება, თუმცა ატომური ენერგეტიკის ან ატომური სადგურების აღდგენის თაობაზე კრინტის დაძვრას ვერ ბედავს შოლცი.
. . . . . . . . . .
რუსი გენერალი ჟურავლიოვი ალბათ პირველი იქნება, ვის წინააღმდეგაც ჰააგის საერთაშორისო სასამართლო აღძრავს საქმეს სამხედრო დანაშაულებისთვის. სწორედ გენერალმა ჟურავლიოვმა გასცა ბრძანება, ხარკოვის მშვიდობიანი საცხოვრებელი დასახლებების დასაბომბად გამოეყენებინათ კასეტური ბომბები.
რუსეთი არ არის კასეტური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციის მონაწილე. მაგრამ ამით არაფერი იცვლება.
. . . . . . . . . .
დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წელს `პრეზიდენტად` დატოვა პუტინმა, გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა ევროკომისიის გადაწყვეტილების კომენტრირებისას: `ქართველი რომ ვიყო, ძალიან მეწყინებოდაო`.
იგულისხმება, რომ საქართვლოს ჯერ-ჯერობით არ მისცეს კანდიდატის სტატუსი.
კი, როგორ არა - სულ საქართველოს ღირსებაზე შესტკივა გული ამ სალდაფონს.