საერთაშორისო მიმოხილვა. 6 ივნისი 2022

საერთაშორისო მიმოხილვა. 6 ივნისი 2022

რუსეთმა დაიწყო აფხაზეთის დასჯა იმისთვის, რომ აფხაზებისგან რამდენიმე დღის წინ მტკიცე უარი მიიღო ფსოუზე ე.წ. `რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის`  საერთოდ გაუქმებისა და აფხაზეთში რუსებისთვის ბინების უკონტროლო, თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის მოთხოვნაზე.

ეს ბინები (ქართველ ლტოლვილთა ბინები) აფხაზეთის ხელისუფლებას თურქეთში მცხოვრები აფხაზებისთვის უნდათ და არა რუსებისთვის. მოსკოვში ამას ხვდებიან , ბრაზდებიან და დასჯაც გადაწყვიტეს.

სასჯელი გამოიხატება იმით, რომ რამდენიმე დღეა, რუსეთმა გაამკაცრა გაართულა, ჯოჯოხეთად აქცია გადაადგილება ფსოუს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. კილომეტრიანი რიგები დადგა: ხან გააღებენ პუნქტს, ხან დახურავენ და რუსები იმუქრებიან, რომ `მოდერნიზაციის` საბაბით სრულებით ჩაკეტავენ ამ სასაზღფრო-გამშვებ პუნქტს.

მაშინ აფხაზები ვერანაირ ტურისტებს ვერ მიიღებენ, ვერც ვერაფერს გაყიდიან რუსეთში და სრულ ბლოკადაში აღმოჩნდებიან.

აფხაზეთის `პრეზიდენტი` ბჟანია სწორედ ამიტომ მოსკოვში იმყოფება მესამე კვირაა და იქედან ცხვირს არ ჰყოფს: სოხუმში დიდი ხანია ის არავის უნახავს.

. . . . . . . . . .

ჩერნოგორიამ, მაკედონიამ (ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებია) ასევე ბულგარეთმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თვითმფრინავს, რომელიც სერბეთში მიფრინავდა.

ეს უპრეცედენტო შემთხვევაა: ცივი ომის დროსაც კი მსგავსი არაფერი მომხდარა.

ლავროვის სერბეთში ვიზიტი საერთოდ ჩაიშალა.

რუსეთის `საგარეო` ამის გამო მეორე დღეა წივის, კივის, იწყევლება, ილანძღება, თუმცა...ამით კიდევ უფრო უსვამს ხაზს ქვეყნის იზოლაციას.

. . . . . . . . . .

ბალტიის ზღვაში NATO-მ დაიწყო გრანდიოზული საზღვაო-სამხედრო მანევრები, რომლებშიც `ნეიტრალური`შვედეთი და ფინეთიც იღებენ მონაწილეობას.

ძალიან კარგი ამბავია ეს ჩვენთვის და ძალიან ცუდი  - პუტინისთვის, რადგან წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, NATO-ს ფლოტს ბალტიის ზღვაში რუსული ფლოტი ლუკმად არ ეყოფა - ერთ ლუკმად!

. . . . . . . . . .

უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით პუტინმა დასავლეთი, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ დააყენა ძალიან მტკივნეული არჩევანის წინაშე ღირებულებებსა და პრაგმატულ გადაწყვეტილებებს შორის.

ფაქტია, ეკონომიკურმა სანქციებმა პუტინს ჯერ-ჯერობით კისერი ვერ მოუგრიხა; არადა ეს სანქციები თითქოსდა უფრო ქმედითი უნდა ყოფილიყო, ვიდრე იარაღის მიწოდება უკრაინისთვის.

თუმცა ჯერ-ჯერობით, მიუხედავად ყველა ეკონომიკური და ტექნოლოგიური სანქციისა, პუტინის ეკონომიკა დგას - რუბლი გამყარდა კიდეც.

ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ნავთობზე ძალიან მაღალი ფასები საშუალებას აძლევს პუტინის რეჟიმს, დააკომპენსიროს ეკონომიკური სანქციებით გამოწვეული დანაკარგი.

ევროპამ რომ უარი თქვა (მანამდე ამერიკამ თქვა უარი) რუსული ნავთობის შესყიდვაზე, ამით პუტინს ბევრი არაფერი დაუკარგავს: ნავთობზე ფასები კიდევ უფრო გაძვირდა - პუტინი მუდამ იპოვის ნავთობის მყიდველს.

ანუ, მთავარი პრობლემა ნავთობის სიძვირეა. ამიტომ არ მუშაობს სანქციები ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო და ამას ყველა აღიარებს.

რა გამოსავალი არსებობს? მხოლოდ ერთადერთი: ნავთობზე ფასების დაწევა!

ეს სრულიად შესაძლებელია თუ.....ამერიკა დაითანხმებს საუდის არაბეთს, გაზარდოს ნავთობის წარმოება!

 

სხვათა შორის, ცივ ომში სსრკ დამარცხება სწორედ იმან გამოიწვია, რომ დიდმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა 1983 წელს დაითანხმა საუდის არაბეთის სამეფო, გაეზარდა ნავთობის  წარმოება. შედეგად, ბარელი ნავთობის ფასი 8 დოლარამდე დაეცა (ახლა 123 დოლარია) და სსრკ გაკოტრდა! გორბაჩოვი იძულებული გახდა ე.წ. `პერესტროიკა` დაეწყო, რაც სინამდვილეში კაპიტულაციის შენელებული ფორმა იყო და ეს `შენელებაც` არ გამოუვიდა: ბოლოს სრული კრახით დაამთავრა.

 

მაგრამ....როგორ უნდა დაარწმუნოს ბაიდენმა საუდის არაბეთის (მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მწარმოებლის) ხელისუფლება, დააგდოს ფასები ნავთობზე მაშინ, როცა პრეზიდენტი ბაიდენი სულ ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის ფაქტობრივ მმართველს, პრინც მუჰჰამედ ბინ სალმანს `მკვლელს` უწოდებდა?

უწოდებდა იმიტომ, რომ ნამდვილად არის მკვლელი და დიქტატორი: სწორედ ბინ სალმანის მითითებით, საუდის არაბეთის სპეცსამსახურებმა რამდენიმე წლის წინ სტამბულში მოკლეს საუდელი დისიდენტი, გაზეთ` ვაშინგტონ პოსტის` კოლუმნისტი, ჯამალ ჰაშოგი.

თანაც მკვლელობაცაა და მკვლელობაც: ასეთ სიმხეცეს მკვლელობაც აღარ ქვია: დიქტატორი `პრინცის` მითითებით, ჰაშოგი დაიბარეს სტამბულში საუდის არაბეთის საელჩოში, იქ როგორც სჩანს დაახრჩვეს ან მოწამლეს ან დახვრიტეს და მერე.....მისი სხეული მჟავაში ჩადეს, ანუ მჟავით დაშალეს აბაზანაში და კანალიზაციას გაატანეს.

 

ამერიკამ NATO-ს ხაზით კატეგორიუალდ მოსთხოვა თურქეთს ამ საქმის გამოძიებაში თანამშრომლობა (თუმცა ერდოღანს საუდის არაბეთთან ურთიერთობის გამწვავება სულაც არ ეპიტნავებოდა) და  ჯემალ ხაშოგის DNI (ანუ გენეტიკური მასალა, პროფილი)  ნამდვილად აღმოაჩინეს საელჩოდან გამომდინარე საკანალიზაციო წყლებში.

ამის შემდეგ ავშინგტონსა და ერ რიადს შორის ურთიერთობა კატასტროფულად გაფუჭდა და ეს ბუნებრივიცაა იმ ქვეყნსი (ამერიკის) მხრიდან, რომელსაც მთელს მსოფლიოში ღირებულებათა დაცვა მიაჩნია უმთავრესად.

 

ოღონდ.....როცა მიმდინარე წლის თებერვალში აშშ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ჯეიკ სალივანმა სცადა საუდელებთან დაკონტაქტება ნავთობის გაიაფების თემაზე, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის მითითებით, მას სატელეფონო ზარზეც კი არ უპასუხეს.

ანუ, ის კი არა, რომ უარი უთხრეს, არამედ არც კი დაელაპარაკნენ ამერიკელებს ამ თემაზე.

 

ზოგადად საუდის არაბეთი, რამდენი მილიარდი და ტრილიონიც არ უნდა ჰქონდეთ მის მმართველებს, რამდენი `როლს-როისი` და `ბენტლიც`  არ უნდა ჰყავდეთ და რა ინტერნეტიც არ უნდა განავითარონ, ცხოვრობს  მუჰამედის ეპოქაში, მუჰამედის წელთ აღიცხვით.... ანუ ბინ სალმანს თავისი მრავალრიცხოვანი ცოლებისა და ხარჭების თვალში მამაკაცური ღირსების შელახვად მიაჩნია, თუ ახლა სიტუაციას არ გამოიყენებს და `ამპარტავან` (მისი თქმით) ამერიკელებს მაქსიმალურად არ დაამცირებს.

ამიტომაც ამერიკელების ყველა მიმართვაზე საუდელი პრინცი ახლა პასუხობს: პრეზიდენტი ბაიდენი ჩამოვიდეს, მომიბოდიშოს, პირადად მთხოვოს და კი ბატონო, გავზრდი ნავთობის  წარმოებას, ანუ გავაიაფებ ნავთობს რაკი ასე ძალიან გინდათ, - პუტინი სულ `მკიდიაო`.

რა ქნას ბაიდენმა? გეგმავს ვიზიტს მაინც...გეგმავს.....ახლო აღნოსაველთში გაემგზავრება უახლოეს მომავალში, `ქოლგად` გამოიყენებს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს, თუმცა ეს მხოლოდ საბაბი იქნება და ამ საბაბით ჩავა ერ რიადშიც, შეხვდება პრინცს....

 

პრობლემა ბაიდენის პირადი თავმოყვარეობა კი არ არის - ჯო ბაიდენი ცივილიზებული ადამიანია, თან არც ჰარემი აქვს...პრობლემა ამერიკის, როგორც მსოფლიოში ღირებულებათა მთავარი მცველის  იმიჯის შებღალვაა!

 

თუმცა ამერიკელებს Real policy არასდროს ეშლებათ.

დემოკრატიისა და ხელისუფლებათა ცვალებადობის მთავარი გენიაც ესაა: წავა ბაიდენი, მას დაბრალდება ყველაფერი და მოვა ახალი პრეზიდენტი, რომელსაც ღირებულებებისთვის არ უღალატია

რაც მთავარია, ბაიდენი მზადაა ყველაფერი თავად `დაიბრალოს`, ოღონდ კი ახლა უკრაინა გადაარჩინოს, რადგან პუტინი იმ გაბღენძილ და კანაბისით  გამოთაყვანებულ პრინცზე  ბევრად საშიში მოვლენაა ევროპული ცივილიზაციისათვის, რომლის ნაწილი იყო, არის და იქნება ამერიკა.

შესაბამისად, უკრაინა უნდა გადარჩეს! უფრო ზუსტად, პუტინმა ვერავითარ შემთხვევაში ვერ უნდა მოიგოს ეს ომი!!!

. . . . . . . . . .

ევროკავშირში გრძელდება ბობოქარი დისკუსია, რით უპასუხონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ამბიციას ევროკავშირის წევრობაზე.

სხვადასხვა ვარიანტი არსებობს.

ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი გუშინ გააჟღერა ავსტრიის კანცლერმა: კარლ ნეჰამერის აზრით, საჭიროა `გარდამავალი პერიოდის` ინსტიტუალიზება ისე, რომ ეს აისახოს ევროკავშირის დოკუმენტებში!

`გარდამავალი პერიოდი` ბევრად მეტია, ვიდრე `კანდიდატობა`. იმიტომ, რომ კანდიდატობა გადაწყვეტილებას არ გულისხმობს. `გარდამავალი პერიოდი` კი ნამდვიალდ გულისხმობს: გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა აუცილებელია გარდამავალი პერიოდი.

ამ დისკურსში უკვე აღარც აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს `გარდამავალი პერიოდი`.

კანდიდატობა შესაძლოა კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდეს. თუმცა მისი  შინაარსი მაინც სხვაა.

 

საინტერესოა, რომ თვითონ ავსტრია ევროკავშირის წევრი მხოლოდ 1995 წელს გახდა

NATO-ს წევრი კი ავსტრია დღემდე არ არის.

ეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი კომპრომისია სტალინთან: წინააღმდეგ შემთხვევაში, სტალინი მოინდომებდა (და თუ მოინდომებდა შესაძლოა კიდეც მიეღწია) `ავსტრიის სოციალისტური სახალხო რესპუბლიკის` შექმნისთვის.

ვინ დაუდგებოდა წინ? ავსტრიას მისი არმია აკონტროლებდა 1945 წლის მაისში!

მაგრამ ავსტრიამ დაპირება დადო ნეიტრალობაზე და სტალინი, სამომავლო ძალთა რეალური ბალანსის გათვალისწინებით, ამას დასთანხმდა.

დღეს ფინეთი და შვედეთი (ასევე ნეიტრალურნი) მზად არიან ნეიტრალიტეტზე უარი თქვან, იმდენად დააშინათ პუტინის ველურობამ.

ავსტრია მაინც არ აპირებს ალიანსში გაწევრებას.

უბრალოდ არ სჭირდება: რუსეთთან საზღვარი არა აქვს...გარდა ამისა, დიდი გერმანია მას ისე დაიცავს, როგორც არავის: შემთხვევითი როდია, რომ ბევრ ქვეყანაში, ხშირად, გერმანიის და ავსტრიის საკონსულოები (საელჩოები არა, მაგრამ საკონსულოები - კი) ერთ შენობაშია განლაგებული და კარებს ორივე ქვეყნის გერბი ამშვენებს - ასე ძალიან რომ ჰგვანან ერთმანეთს.

მაგალითად, ვენეციაში, გერმანიის და ავსტრიის საკონსულო ერთ პატარა, მყუდრო შენობაშია. სულ რამდენიმე ოთახი რომ აქვს. და რა ტქმა უნდა ამის მიზეზი ის არაა, რომ ვენეციაში, სიძვირის მიუეხდავად, სხვადასხვა შენობას ვერ იქირავებდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და ავსტრიის რესპუბლიკა.

 

დათო