საერთაშორისო მიმოხილვა. 6 თებერვალი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 6 თებერვალი. 2025 წელი

დონალდ ტრამპის შოკისმომგვრელმა განცხადებამ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ბირთვული რეაქცია გამოიწვია მთელს მსოფლიოში და ახლო აღმოსავლეთშიც.

უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია გარემოებები და კონტექსტი

მნიშვნელოვანი გარემოება ისაა, რომ ტრამპის სენსაციურმა განცხადებამ გაიჟღერა სწორედ ბენიამინ ნეთანიაჰუს თანდასწრებით..... ხოლო კონტექსტუალურად, აღქმას აათასმაგებს ჯერ კიდევ მიმდინარე საზარელი ომი ღაზაში, როდესაც თითქმის 2 მილიონი პალესტინელი, ვინც ღაზაში ცხოვრობდა 7 ოქტომბრის ტერორისტული აქტისას, უკვე (!) ლტოლვილია, ოღონდ ჯერ (!) უშუალოდ სექტორის ფარგლებში.

 ბევრ მათგანს  იქნებ უნდოდა კიდეც სადმე წასვლა, გაქცევა, სხვა ქევყანაში გადახვეწა, ტავის შეფარება, მაგრამ ღაზა-ეგვიპტის საზღვარი ისრაელის მიერ კონტროლდება 1967 წლის შემდეგ და ჩაკეტილია უკვე დაახლოებით 15-20 წლის განმავლობაში

 

მაინც რა თქვა დონალდ ტრამპმა?

ამერიკააიღებს“, „კონტროლს დაამყარებსდადაისაკუთრებს ღაზას სექტორს......თანაც გრძელვადიანად დაისაკუთრებსო......ხოლო იქ მცხოვრები ყველა პალესტინელი სხვაგან გადავა საცხოვრებლად..... თუმცა არ უთქვამს სად......  იქვე დაამატა, რომ აღებაში და კონტროლში არ გულისხმობს სრულ, სამუდამო საკუთრებას და მისი მიზანი იქნება ტერიტორიის განაღმვა, მერე კი ამ ადგილასრივიერასანუ საუკეთესო საზღვაო კურორტის შექმნა.

შევქმნით ეკონომიკურ განვითარებას, რაც შეუზღუდავი რაოდენობით სამუშაო ადგილებს მიაწვდის იქ მცხოვრებ მოსახლეობასო“.

კი მაგრამ, თუკი პალესტინელებმა უნდა დატოვონ ღაზა, ესსამუშაო ადგილებივისთვის შეიქმნება?

ისრაელელი ახალმოსახლეებისთვის?

ღაზაში ისრაელელები დიდხანს  ცდილობდნენდამაგრებასმაგრამ ისრაელის „მეომარმა“ პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა 20 წლის წინ (2005 წელს) გამოასახლა იქიდან ებრაელი ახალმოსახლეები არმიის გამოყენებით, რაკი პალესტინელები სულ პრობლემებს უქმნიდნენ, ტერაქტებს უწყობდნენ, თავს ესხმოდნენ, გზებს კეტავდნენ და .

 

მაგრამ....თუკი პალესტინელები სულ აღარ იქნებიან ღაზაში, ბუნებრივია არც პრობლემები შეექმნებათ.

 

მით უმეტეს ტრამპი ამბობს, რომ სახლებს ააშენებსგაწმენდილტერიტორიაზე....

სინამდვილეში ღაზას სექტორი ნამდვილად სამოთხეა მისი გეოგრაფიით და ზღვაზე გასასვლელით. ამ მხრივ საუკეთესოა ისრაელის და ხმელთა შუა ზღვის მასშტაბით..... აქ ნამდვილად შესაძლებელია ეგვიპტური შარმ ელ შეიჰის დონის კურორტის აშენება.

 

ტრამპმა ღაზას იქვე  „სიკვდილის სიმბოლოუწოდა და განაცხადა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პალესტინელებს იქედან წასვლა სურთ, ისაა, რომ წასასვლელი არსად აქვთო“.

ანუ აქ შესაძლოა ფრთხილად ვივარაუდოთ იმედით, რომ ტრამპი მაინცდამაინც ძალის გამოყენებას ანუ ეთნიკური წმენდის მოწყობას კი არ გულისხმობდა...... მაშასადამე ღაზელი არაბების იქიდან სამხედრო ძალით გაყრას...... არამედ მათთვის სხვა ქვეყნებში საცხოვრისის მოძიებას, კომპენსაციების გადახდას და ..

 

ეს უფროჰგავსტრამპს, როგორც ბიზნესმენს და კომერსანტს, ვიდრე მაინცდამაინც არმიის გამოყენებით ეთნიკური წმენდის მოწყობა.

თუმცა რაც ითქვა, ითქვა და ათასობით ინტერპრეტაციის (თანაც ამერიკისთვის არასასურველი და მავნე) ინტერპრეტაციის საფუძველი კი შექმნა.

„1,8 მილიონი პალესტინელი სხვა ქვეყნებში უნდა გადავიდეს დიდი გულით და სიმდიდრით- თქვა ტრამპმა, რაც ამ ინტერპრეტაციას აძლიერებს ანუ არ აპირებს, საბედნიეროდ, ჯარით ადამიანების გაყრას.

 

დღეს დილით თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა სცადეს ტრამპის ნათქვამიშეესწორებინათ“ და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი გულისხმობდა პალესტინელთა დროებით გასვლას ღაზადან, რათა იქ ამერიკამ ააშენოს რივიერა და შემდეგ პალესტინელები დაბრუნდნენო.

მაგრამ ტრამპს ეს ასე არ უთქვამს და ამ განმარტებისა უკვე არავის სჯერა, ანუ ტრამპს არ უხსენებია პალესტინელთადაბრუნებაიმ რივიერაში, რასაც ამერიკა ააშენებს.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტებმა, რომლებიც ამ პრეს-კონფერენციას ესწრებოდნენ და ეს ტირადა მოისმინეს, მაშინვე დაუსვეს აშშ პრეზიდენტს კითხვა: ნიშნავდა თუ არა მისი განცხადება იმას, რომ ტრამპი ეწინააღმდეგება ორი სახელმწიფოს ფუნდამენტურ კონცეპტს, რაც გაერომ მიიღო ჯერ კიდევ 1948 წელს?

ამ ისტორიული კონცეპტის თანახმად, პალესტინაში უნდა შექმნილიყო ორი სახელმწიფო: ებრაული სახელმწიფო და არაბული სახელმწიფო.

შემდეგ იყო რამდენიმე სისხლიანი ომი.

მაგრამ თვით მიდგომაორი სახელმწიფოსარსებობისა საერთაშორისო თვალსაზრისით უცვლელი და უცვლადიც კი ჩანდა: ამას ისრაელი არ ეთანხმებოდა, ყველა პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგებოდა 1990 წლამდე, როცა დაიწყო მოლაპარაკებები ოსლოში და ისრაელის პრემიერ მინისტრმა იცხაკ რაბინმა თანხმობა განაცხადაპალესტინის ავტონომიისშექმნაზე.

ეს იყოორი სახელმწიფოს“ ჩანასახი, მაგრამ იმავტონომიისგარე საზღვრებს მაშასადამე  საზღვარს იორდანიასთან და საზღვარს ეგვიპტესთან კვლავინდებურად ისრაელი აკონტროლებდა.

ამიტომაც იყოავტონომიადა არასახელმწიფო“.

არსებობდა გეგმა, რომ მიწისქვეშა ან მიწისზედა ავტობანით, ესე იგი ესტაკადით ან გვირაბით ღაზას სექტორი, ისრაელის ტერიტორიების გავლით, დაკავშირებოდა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს.

ეს პროექტი აქტიურად განიხილებოდა.

ამდენად კითხვა, რაც ტრამპის გამოსვლის შემდეგ დაისვა პრეს-კონფერენციაზე ლოგიკურია და ვნახოთ რა გაუგებარი, არეულ-დარეული ამბივალენტური  პასუხი გასცა აშშ პრეზიდენტმა: ეს არაფერს ნიშნავს ორ სახელმწიფოზე, ერთ სახელმწიფოზე ან რომელიმე სხვა სახელმწიფოზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა გვქონდეს, გვინდა მივცეთ ადამიანებს სიცოცხლის შანსი..... მათ არასოდეს ჰქონიათ სიცოცხლის შანსი, რადგან ღაზას სექტორი იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ჯოჯოხეთის ხვრელია. ეს იყო საშინელება.”

არა მხოლოდ არაბებმა, არა მხოლოდ პალესტინელებმა არამედ ყველამ ვინც თვალს ადევნებს ამ მოვლენებს ეს გაიგეს პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ სიცოცხლის უფლება, თუ ელემენტარულად სადმე წავლენ და იქ იცხოვრებენ ბედნიერად.

 

კი ბატონო, ამერიკამ შესაძლოა ხელიც შეუწყოს მათ ბედნიერ ცხოვრებას სადმე სხვაგან და არა ღაზაში.

მაგრამ ტრამპს (ვიმეორებ) არაფერი უთქვამს პალესტინელთა ღაზაში დაბრუნებაზე მას შემდეგ, რაც რაღაცნაირადდატოვებენ ამ სექტორს და სად წავლენ ან როგორ წავლენ...გაუგებარია.

შემდეგ ტრამპმა საერთოდ გამაოგნებელი რამ თქვა: რამდენიმე რეგიონულ ლიდერს ვესაუბრე და ყველა აღფრთოვანებულია ჩემი იდეით, რომ ღაზას სექტორი ამერიკამ დაისაკუთროსო

უმალვე ატყდა ისტერიკა არაბულ მედიაში მთელი რეგიონის მასშტაბით: ვინ, რომელი ლიდერია თანახმა, რომ პალესტინელები აზადან გაყარონო?

არადა სულაც არ არის გამორიცხული, ტრამპს მართლა ესაუბრა რეგიონის ლიდერებთან, თუმცა ელაპარაკა ღაზას აღდგენაზე და არ ეხსენებინა არაბების გაყრა იქიდან, შემდეგ ამერიკელების და ებრაელების ჩასახლებაგამოთავისუფლებულტერიტორიათა ასათვისებლად.

არ არსებობს ახლო აღმოსავლეთში ლიდერი, რომელიც ამას მოისმენდა და პროტესტს არ განაცხადებდა!

           ამერიკული ფულით ღაზას აღდგენაზე ვინ ეტყოდა უარს?

არც იმას უარყოფდა ვინმე ბოლოს და ბოლოს, თუ ტრამპის გეგმა ისაა, ამერიკული ჯარი შევიდეს ღაზაში, დაიცვას ეს ტერიტორია, აღადგინოს, გაყაროს იქიდან ტერორისტები და დაიცვას ღაზა-ისრაელის საზღვარი და არაბული მოსახლეობაც.

პრობლემა ისაა, რომ ამის წინააღმდეგნი იქნებიან თვით ღაზელები, რაკი ღაზას სექტორში უამრავი არაბი ლტოლვილი ცხოვრობს, ვისი სამშობლოც ღაზა არ არის - ისინი იმ არაბების შთამომავლები არიან, რომლებიც თანამედროვე ისრაელის სხვა ტერიტორიებიდან გამოიქცნენ ღაზაში განსაკუთრებით 1967 წლის ომის შედეგად, როცა ისრაელმა არაბული, ეგვიპტურ-სირიული კოალიცია პირველად დაამარცხა ექვსდღიანი ომით“, ხოლო 1973 წელს მეორედ დაამარცხა განკითხვის დღის ომის დროს.

ამერიკული ჯარების გაგზავნაც პრობლემური გადაწყვეტილება იქნებოდა და საეჭვოა დღეს აშშ კონგრესმა, მისირესპუბლიკელობისმიუხედავად ამ იდეას მხარი დაუჭირეს, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგულისხმება აზადან ყველა პალესტინელის ნებაყოფლობით ან ძალით გაყრა, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები აუცილებლად გახდებიან ტერორისტთა სამიზნეები.

შეგახსენებთ, რომ როდესაც 1983 წელს რონალდ რეიგანმა ლიბანში ამერიკული კონტინგენტი შეიყვანა ისრაელ-ლიბანის ომის დროს, ამას ფანატიკოსი არაბი ტერორისტის თავდასხმა მოჰყვა და ასეულობით (!) ამერიკელი სამხედრო დაიღუპა დიდი სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად, რომელიც ტროტილით იყო სავსე.

 

ნიშანდობლივია, რომ დონალდ ტრამპის სენსაციურ განცხადებაზე იქვე მყოფ ბენიამინ ნატანიაჰუს არსებითი კომენტარი არ გაუკეთებია ანუ ღაზელთა გასახლებაზე არაფერი უთქვამს.

გამოცდილი პოლიტიკოსია!!

მან უბრალოდ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ყველაზე დიდი მეგობარია, ვინც კი ისრაელს ჰყოლია თეთრ სახლში“.

 

საუდის არაბეთმა და რამდენიმე არაბულმა სახელმწიფომ დაგმო ტრამპის განცხადება

 ეგვიპტემ და იორდანიამ განაცხადეს, რომ აზადან ლტოლვილებს საერთოდ არ მიიღებენ არანაირი ფორმით. და არაფრის სანაცვლოდ.

 

ავღანელმა თალიბებმაც კი ამოიღეს ხმა და თქვეს, რომ ტრამპის განცხადება, თურმე საერთაშორისო ჰუმანისტურ სამართალ; ეწინააღმდეგებაო“.

კი, დიდი ჰუმანისტები არიან თავად.

 

რესპუბლიკელმასენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც ტრამპის მოკავშირედ ითვლება, აღნიშნა, რომ ამერიკელები არ იქნებიან ბედნიერნი სამხედროთა გაგზავნით ღაზაში.

ამერიკელებს პირველ რიგში ეს აღელვებთ და მეორე რიგში - გადასახადის გადამხდელთა მილიარდები, რაც ღაზასრივიერადქცევაზე უნდა დაიხარჯოს.

 

წარმოიშვა სერიოზული რისკები ღაზასა და ისრაელს შორის დაზავების და ტყვეთა გაცვლის თვალსაზრისით, რაზეც თითქოს მოილაპარაკეს და ბევრი გაიცვალა კიდეც.

ახლა ჰამასი მიანიშნებს, რომ ტრამპის განცხადების შემდეგ შესაძლოა შეწყვიტოს ეს პროცესი.

 

ტრამპი დიპლომატიურად, თუმცა საკმაოდ მკაცრად გაკიცხეს ამ განცხადებისთვის ბერლინმა და ლონდონმა.

 

ანალიტიკოსები მაინც იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ეს ყოველივე განაპირობა არა იმან, თითქოს ტრამპს მართლა აქვს გეგმა აზადან პალესტინელთა გაყრისა, არამედ მისმა დიპლომატიურმა და რიტორიკულმა გამოუცდელობამ.

 ტრამპი არ ფლობს დიპლომატიის ენას.

კიდევ უარესი: ის ფლობს საარჩევნო ენას, მაგრამ არ ფლობს თანამედროვე პოლიტიკურ ენას.

ამიტომ ვერ აყალიბებს სათქმელს დიპლომატიურად და გამოსდის კატასტროფა.

 

რეალურად, რასაკვირველია, არავითარი გეგმა ეთნოწმენდის მოწყობისა ღაზაში ტრამპს არ გააჩნია.

მან გამოიყენა ტერმინოლოგია და სემანტიკური ფორმები, რომლებიც პოლიტიკაში ძალიან იშვიათად გამოიყენება. თუ გამოიყენება საერთოდ.

 მაგალითად «The U.S. will take over the Gaza Strip». «owning that piece of land» და «long-term ownership»  არის....ბიზნესის ენა!!

ტრამპი ლაპარაკობს არა პოლიტიკოსის არამედ ბიზნესმენის ენაზე და მისი მიდგომებიც ზოგადად კანადის, გრენლანდიის, პანამის მიმართ მარკეტ-მენტალობითაა განპირობებული;

 თუმცა აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ დონალდ ტრამპისბულდოზერისსტილს შედეგებიც მოაქვს: პანამამ განაცხადა,ომ ჩინეთს ხელშეკრულებებს არ გაუგრძელებს.

თუმცა ერთია პანამა და მეორე - ფეთქებადსაშიში ახლო აღმოსავლეთი