საერთაშორისო მიმოხილვა. 6 დეკემბერი 2021

საერთაშორისო მიმოხილვა. 6 დეკემბერი 2021

2 დღის წინ პუტინმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. მისი თქმით, რუსეთი უახლოეს მომავალში მოითხოვს იურიდიულ გარანტიებს, რომ საქართველოს და უკრაინას, ასევე არც ერთ სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყანას (ბალტიის ქვეყნებზე არ არის ლაპარაკი) არ მიიღებენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში.

პუტინმა ამ მოთხოვნას მოაყოლა ცნობილი ნარატივი, რომ თურმე როცა სსრკ დაიშალა, დასავლეთმა `მოატყუა` რუსეთი, რაკი მხოლოდ `სიტყვიერად შეჰპირდა`, პოსტსაბჭოურ რესპუბლიკებს ალიანსში არ მიიღებდა, თუმცა ბალტიის რესპუბლიკებიც მიიღო და ახლა ამბობს, რომ შესაძლოა უკრაინა და საქართველოც კი გახდნენ NATO- წევრები: ალიანსის ლიდერთა უცვლელი ნარატივით, `რუსეთს არა აქვს ვეტო- უფლება ალიანსში ახალი წევრების მიღებაზე`/

ამიტომ, პუტინი უკვე პირდაპირ მოითხოვს, რომ ალიანსმა რუსეთთან გააფორმოს იურიდიული ხელშეკრულება (არა სიტყვიერი, როგორც 1990 წელს), რომ არადროს საქართველოს და უკრაინას ალიანსში არ მიიღებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინი, ფაქტიურად, ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს: ან უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი ასეთ იურიდიულად იმპერატიულ დოკუმენტს, რომ საქართველო და უკრაიანა არასდროს გახდებიან ალიანსის წევრნი, ან.......რუსეთი აღარ აპირებს მოითმინოს გაურკვევლობა თავის დასავლურ საზღვრებთან და პირდაპირ შეუტევს, როგორც მინიმუმ უკრაინას. თუმცა, არ არის გამორიცხული საქართველოსაც.

(აქვე: ჩემი აზრით, თუ საქართველო ამას გადარჩება, გადარჩება მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა არ იცის, რა რეაქცია ექნება ერდოღანს. ეს არ იცის `იმაზე მეტად` ვიდრე არ იცის, რა რეაქცია ექნება დასავლეთს).

ეს პუტინს ღიად არ უთქვამს, მაგრამ 100%-ით იგულისხმებოდა. ამიტომაც ხდება უკრაინის საზღვრებთან ჯარების კონცენტრაცია.

შეიძლება თუ არა NATO- ასეთ ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი მოსკოვთან?

!

ეს დასავლური ფილოსოფიის სრული დანგრევა იქნებოდა, რომ ყველა Nation- აქვს უფლება, თავისუფლად აირჩიოს უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ურჩევნია.

რეალურად, დასავლეთი განჭვრეტად მომავალში არც აპირებს, რასაკვირველია საქართველოს ან უკარინის ალიანსში მიღებას. ამის შესაძლებლობა და ამ დონის რისკის....უნარი მას არ გააჩნია, თუმცა პუტინი იურიდიულ (!) გარანტიებს მოითხოვს. ამას კი დასავლეთი ხელს არ მოაწერს არც ერთ შემთხვევაში!

აქ არის ცალკე კიდევ ანტიქართული ნარატივი: რუსეთში გაბატონებული სტერეოტიპით, როცა გერმანიიდან საბჭოთა ჯარები გამოჰყავდათ, ედუარდ შევარდანძემ (იმ დროს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა) არ მოითხოვა დასავლეთისაგან `წერილობითი` ანუ იურიდიული გარანტიები, რომ ალიანსში არ მიიღებდნენ უნგრეთს, პოლონეთს, ბულგარეთს და .. არადა მომდევნო წლებში არათუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, არამედ ბალტიის რესპუბლიკებიც კი მიიღესო. შევარდნაძე მხოლოდ სიტყვიერ დაპირებას დასჯერდა, თუმცა წერილობითი გარანტიები არ მოითხოვაო.

ეს სრული სისულელე და ტყუილია: არანაირ არც სიტყვიერ არც წერილობით გარანტიებს, იმავე ფილოსოფიიდან გამომდინარე, დასავლეთი მაშინაც (1990წელს) მოსკოვს არ მისცემდა.

აი რისი მიცემაც შეეძლო, მოსკოვმა მიიღო: 1997 წელს, უკვე ელცინის დროს, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისელი ჟენია პრიმაკოვი იყო, პარიზში ხელი მოეწერა `ფუძემდებლურ აქტს` NATO-სა რუსეთს შორის. ამერიკის მხრიდან კლინტონმა მოაწერა ხელი.

ამ `აქტშიც` არ არის არანაირი გარანტია, რომ ახალ წევრებს არ მიიღებენ ალიანსში, თუმცა გაჩნდა ჟენკა პრიმაკოვის ნაეშმაკარი შემდეგი ჩანაწერი. დავაკვირდეთ:

``NATO- არ გააჩნია არანაირი რეზონი (Reason - მიზეზი, საბაბი, საფუძველი) ახალი წევრების ტერიტორიაზე განალაგის სერიოზული სამხედრო ძალები``.

იგულისხმება, რომ NATO არ განალაგებს, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში სერიოზულ სამხედრო ძალებს ოღონდ.......მხოლოდ მანამ, სანამ ამის საფუძველი არ ექნება, ესე იგი რუსეთი მათ არ დაემუქრება.

აი თუ დაემუქრება, მაშინ აუცილებლად განალაგებს.

ამიტომაც ხდება, რომ რუსული არმია ასე აქტიურობს უკრაინის საზღვრებთან, რომელიც ალიანსის წევრი არ არის და....თითქმის გატრუნულია (თითო-ოროლა საჰაერო პროვოკაციას თუ არ ჩავთვლით) ბალტიის საზღვრებზე.

ბალტიის ქვეყნებში NATO- მხოლოდ სიმბოლური კონტინგენტებია ჯერ-ჯერობით. ისინი რუსული არმიის შეტევას ნახევარ საათსაც ვერ გაუძლებენ სანამ ძირითადი ძალები არ ჩაერევიან.

რა თქმა უნდა ეს კომპრომისიც არასწორი იყო კლინტონის მხრიდან თუმცა.......მაშინ, 1997 წელს, რუსეთის პრეზიდენტი იყო ლოთი ელცინიб ხოლო კლინტინს და მის თანაშემწეებს არ ეყოთ ნიჭი, პროფესიონალიზმი და გამჭრიახობა, პრიმაკოვში ისტორიულ ძალთა ამოძრავება დაენახათ.

ამ ძალებმა 3 წლის შემდეგ რუსეთის სათავეში მოიყვანეს პუტინი, რომლის იდეალი (ერთხელ წამოსცდა) ბისმარკია. ბისმარკის გენიალური მაქსიმით კი ``სამხედრო საქმეში მთავარია არა განზრახვა, არამედ უნარი!``

ცალკე დიდი თემაა, რამდენად ღრმაა ეს გამონათქვამი და რომ თვით `სუვერენიტეტის` ურთულეს ფენომენს უკავშირდება, რაკი სუევრენიტეტიც უნარია და არა აუცილებლად მისი განხორციელება.

მაგრამ ჩვენს განსახილველ შემთხვევაში, მაქსიმა ექსტრაპოლირდება მარტივ რეალობაში: ის, რომ პუტინი ჯერ-ჯერობით არ აწყობს `Reason`- ესტონეთთან, სულაც არ ნიშნავს, რომ იქვე, ფსკოვთან დისლოცირებულ საჰაერო-სადესანტო დივიზიას არ ძალუძს 1 საათში აიღოს ეს ქვეყანა იქ მყოფი მცირერიცხოვანი ინგლისელი, გერმანელი და იტალიელი ფეხოსნებიანა.

სანამ `სერიოზული ძალები` ჩაერთვებიან.

მერე შესაძლოა უკვე გვიანიც კი იყოს.

 

 

 

 

 

პუტინმა 100 000-დან 175 000 მდე გაზარდა უკრაინის საზღვრებთან ჯარის რაოდენობა.

ეს არის 170ბატალიონ/ტაქტიკური ჯგუფი.

ჩვეულებრივი ბატალიონისგან იმით განსხვავდება, რომ გაძლიერებული ბატალიონია, მეტი ტექნიკით აღჭურვილი და სრულ სამხედრო მზადყოფნაშია სამოქმედოდ.

რუსული სამხედრო ტერმინოლოგიით "По предназначению", ანუ `დანიშნულებისამებრ`.

არმიის დანიშნულებისამებრ.

და რა დანიშნულება აქვს არმიას?

ომი!

 

მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ესეც კი არ არის. ყველაზე შემაშფოთებელი მაინც ისაა, რომ ზოგიერთი ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო სარეზერვო სისტემის ამოქმედება. აი ეს უკვე ნამდვილად ძალიან სერიოზული სიმპტომია. ბევრად მეტადაც კი, ვიდრე თუნდაც 300 000 სამხედროს კონცენტრაცია იქნებოდა.

 

შესანიშნავი რუსი სამხედრო ისტორიკოსი, ვიქტორ რეზუნი/სუვოროვი წერს, რომ სარეზერვო სისტემის ამოქმედება იგივეა, იარაღი ამოიღო და ჩახმახზე შეაყენო იმ განსხვავებით, რომ ჩახმახს ვეღარ დაუშვებ და უკან ვეღარ შეაბრუნებ.

 

თუმცა სარეზერვო სისტემის ამოქმედება მხოლოდ საწყისი ეტაპია მობილიზაციისა, რაც `უკანმოუბრუნებლობის წერტილად` ითვლება სამხედრო საქმეში.

ოღონდ......ოღონდ.....მაინც არა ვარ დარწმუნებული, ეს `უკანმოუბრუნებლობის წერტლი` პუტინმა განვლო.

 

შესაძლოა კვლავ ბლეფობდეს სამშაბათს დაგეგმილი ტელე-კონფერენციის წინ ბაიდენთან.

ესე იგი აშანტაჟებს? რაღაცის `გამოვაჭრებას` ცდილობს?

და რა შეიძლება იყოს ეს `რაღაც?`

არ არის პუტინი და მისი მრჩეველთა გუნდი ისეთი იდიოტი, მართლა სჯეროდეს, რომ ბაიდენი ხელს მოუწერთ იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებაზე - უკრაინის და საქართველოს NATO-ში არმიღების გარანტიით.

აი ამაში 1000000%-ით ვარ დარწმუნებული: სულ ბირთვული ომის საფრთხეც კი რომ წარმოიშვას, ასეთ დოკუმენტს ამერიკა ხელს !

ეს ხელმოწერა ამერიკის შეერთებული შტატების ზესახელმწიფოებრიობის დასასრული იქნება!

სიტყვიერად კი, მაგრამ პუტინმა ხომ თქვა, რომ სიტყვიერი პირობა არ აკმაყოფილებს - `1990 წელს მოგვატყუეთო`, წუწუნებს.

 

მაშ რა უნდა გამოივაჭროს თუკი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს (მგონი მაინც არ აპირებს ჯერ-.)?

`           ჩრდილო ნაკადი ორი?` `ჩრდილო ნაკადი სამი?` `ოთხი?`

არ არის გამორიცხული.

იმიტომ, რომ ამგვარი `გეშეფტი` უკრაინის ჩაბარებას ნიშნავს. უკრაინული ტრანზიტი თუ რუსეთს არ დასჭირდა, მაშინვე შეუწყვეტს ზამთარში გაზს და........

უბრალოდ დროში გაიწელება ეს ამბავი

და სად ეჩქარება პუტინს?

არსად.

თვლის, რომ 15 წელი აქვს კიდევ მინიმუმ:

ნავალნი ციხეშია, იავლინსკი დამცირებულია, ელიტები ნაყიდია, ოლიგარქატი `ხელზე მიჩვეულია`, ბერეზოვსკი მკვდარია, ზიუგანოვი და მისი КПРФ ღრმა წარსულია, ჟირონოვსკი კლოუნია, ტელე-მედია (სოლოვიოვ-სკობეევიანა) `მაღალტექნოლოგიური კურტიზანია` და....რაც მთავარია, ხალხი მაძღარია, ხალხი!

მაძღარია ყირიმით!

აბა კალბასის მრავალფეროვნებით როდის იყო განებივრებული? რომელ ეპოქაში?