საერთაშორისო მიმოხილვა. 31 დეკემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 31 დეკემბერი. 2024 წელი

სირიის ახალმა ლიდერმა აჰმედ ალ შარააამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინტერვიუ მისცა დასავლურ მედიას და საყურადღებო მესიჯები გააჟღერა.

მისი თქმით, აპირებს დაშალოს შეიარაღებული დაჯგუფება ჰაიათ ტახრირ აშ შამ“, რომელმაც იგი მოიყვანა ხელისუფლებაში მას შემდეგ რაც გააძევა ბაშარ ალ ასადი.

ეს იმას ნიშნავს, რომ სირიის ახალი ხელისუფლება მზად არისითამაშოსდაიმუშაოსთურქეთთან, ასევე ამერიკასთან, რომლებიც მას მხარს კი უჭერდნენ ჩუმ-ჩუმად, თუმცატახრირსმუდამ ეჭვის თვალით უყურებდნენ, რაკი ამ სტრუქტურას კავშირი ჰქონდაალ კაიდასთან“.

გარდა ამისა, ალ შარააა ამბობს, რომ 4 წლის განმავლობაში ჩაატარებს სირიაში დემოკრატიულ არჩევნებს (და არა 2025 წელსვე) და მზადაა ითანამშრომლოს , რაცითარგმნება“, როგორც მზადყოფნა, გარკვეულ პირობებში განიხილოს რუსული ბაზების დატოვების საკითხი ტარტუსში (ლატაკიაში) და ჰმენინში. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.

აქ რასაკვირველია იგრძნობატახრირისნამდვილი კურატორის, ერდოღანისაჩრდილი“: ის ვაჭრობს პუტინთან უდიდესი წარმატებით თურქეთის და მისი მოკავშირეების ინტერესებიდან გამომდინარე, თორემ შარაა უკვე გააძევებდა რუსულ ბაზებს; თუმცა არ არის გამორიცხული კიდევ გააძევოს ახლო მომავალში, თუ ერდოღანი ვერ დააკმაყოფილა სათანადოდ პუტინმა.

ტახრირისთვისიოლი არ არის რუსებთან შერიგება, რაკი პუტინი და მისი გენერალი არმაგედონი სუროვიკინი უმოწყალოდ ბომბავდა იდლიბს, სადაც ოპოზიცია იყო გამაგრებული. ხოცავდა ქალებს ბავშვებს მოხუცებს.

 

ოღონდ აქ არის რამდენიმე მომენტი, რასაც სირიის ახალი ხელისუფლება ითვალისწინებს:

 

) სირიის არმია ისეა მოწყობილი მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, იარაღით, რომ ეს იარაღიც და ამ იარაღის ნაწილებიც მან შეიძლება მხოლოდ რუსეთისგან მიიღოს. ეს რეალობა დაახლოებით 70 წლისაა და ასე იოლად და რამდენიმე წელიწადში ვერ შეიცვლება

 

) ვინც არ უნდა მოვიდეს სირიის ხელისუფლებაში, ის მაინც ისრაელის მოსისხლე მტრად დარჩება და ამ მტრობაში სირიის მოკავშირე მხოლოდ მოსკოვი იქნება.

თურქეთი პუტინს კიუბედავს“ ბევრს უკვე, მაგრამ ისრაელს ვერ გაუბედავს.

 ამერიკა კი სირიას იარაღს სწორედ ამ მიზეზით არ მიაწვდის - ისრაელის წინააღმდეგ რომ ვერ გამოიყენონ სირიელებმა

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტი ალიევი მაქსიმალურად „აკაპიტალიზებს“ პუტინის დასამცირებლად აზერბაიჯანული თვითმფრინავის ამოგდებას რუსულისაზენტოსმიერ.

ანუ სომხეთი ხომ დაამარცხა და დაამცირა 2020-2023 წლებში, დაიბრუნა ტერიტორიები და პუტინმა კი ვერაფერი გაბედა კავკასიაში მისი სტრატეგიული მოკავშირის დასახმარებლად. ახლა ალიევი აშკარად, ღიად ამცირებს პუტინს, რათა სამაგიერო გადაუხადოს, რაკი სწორედ კრემლი ეხმარებოდა სომხეთს აზერბაიჯანული ტერიტორიების ოკუპაციაში 30 წლის მანძილზე.

აზერბაიჯანული ბორტის მფრინავი და ბორტგამცილებლები ბაქოში დაასაფლავეს, როგორც ეროვნული გმირები.

ალიევმაბოდვადააბსურდიუწოდა რუსული ოფიციოზის განცხადებებს, თითქოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ფრინველები იყვნენ.

პუტინმა სატელეფონო საუბრისას მოუხადა ბოდიში, მაგრამ ბრალი არ აღიარა და კომპენსაციაზე არაფერი უთქვამს.

ალიევი კი ხშირად იმეორებს რომ როდესაც 2020 წლის ომის დროს აზერებმა რუსული სამხედრო (!) ვერტმფრენი ჩამოაგდეს სომხეთის თავზე, არა მხოლოდ ბოდიში მოიხადეს, არამედ კომპენსაციაც გადაუხადეს დაღუპულთა ოჯახებს.

 

ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ ცნობილიანტიპუტინისტიიულია ლატინინა (საეჭვოა მისი პოზიციები ბოლო დროს) ამბობს: ამ თვითმფრინავის ჩამოგდება უკრაინის ბრალია, რაკი უკრაინა უტევდაო დრონებით გროზნოს: აბა რუსულ დრონებს რომ შეეტიათ ვარშავასთვის, ხოლო პოლონეთისსაზენიტოსგერმანული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოეგდო, პასუხისმგებლობა ხომ რუსეთს დაეკისრებოდაო“.

ეს ქალბატონი ბოლო დროს ხშირად აკეთებს ასეთ პროვოკაციულ ანტიუკრაინულ განცხადებებს და აქვე უნდა ითქვას, რომ პუტინის მინიჭებულიუცხოელი აგენტისიარლიყი ბევრისთვისინდულგენციაგახდა ანტიუკრაინული პოზიციონირებისას, როდესაც რეალურად პუტინის აგრესიას უჭერენ მხარს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

სამწუხაროდ, უკრაინაში სიტუაცია მართლაც უარესდება.

პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ რუსული საოკუპაციო არმია ნელ-ნელა თუმცა მაინც მიიწევს დასავლეთისკენ დონბასზე და პუტინს (ასევე ძალიან სამწუხაროდ) აქვს კომფორტი არ მიაქციოს ყურადღება უკრაინული ძალების ყოფნას კურსკში, სადაც ეს ძალები კი დგანან, მაგრამ შეტევით ოპერაციებს ვერ ახორციელებენ და კურსკს არ ბომბავენ. ასევე ატომურ ელექტროსადგურს არ უტევენ და შორსმწდომ რაკეტებს მოსკოვს არ ესვრიან.

მთავარი პრობლემა, როგორც BBC აღნიშნავს, მაინც ისაა, რომ უკრაინის ცოცხალი ძალა Human resources თანდათან ილევა, ოღონდ არა მხოლოდ რაოდენობრივად, არამედ, რაც ბევრად უარესია, ხარისხობრივადაც.

ანუ, როგორც ბრიტანელი ექსპერტები შენიშნავენ, 2022 -2023წწ. უკრაინის არმიაში საომრად წავიდნენ ყველაზე მოტივირებული უკრაინელები. განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინიდან, სადაც ეროვნული პატრიოტიზმის დონე ძალიან მაღალია.

ეს რესურსი იწურება, რაკი ბევრი მოკვდა ან დაიჭრა მძიმედ. 400 000-ია უკრაინის დანაკარგი დაჭრილთა და დაღუპულთა სახით.

მათ ნაცვლად ახალი კონტინგენტია დიდწილად ძალით მობილიზებული, რომლის მოტივაციის დონე ესოდენ მაღალი არ არის.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

კიევში დიდი აურზაური გამოიწვია ამ საახალწლოდ ებრაული ხანუქას სასანთლის ანუ მინორის დადგმამ მაიდანზე. ებრაული თემის ინიციატივით.

ბევრი უკრაინელი წერდა სოციალურ ქსელებში, რომ მაიდანზე უკრაინული სახელმწიფოს სიმბოლოები უნდა იდგას და არა სხვა ხალხისო.

მათ ანტისემიტიზმი დააბრალეს.

ცნობილმა ებრაული ეთნიკური წარმომავლობის უკრაინელმა პუბლიცისტმა ვიტალი პორტნიკოვმა დაწერა: ებრაელები რომ არ ყოფილიყვნენ, არც ქრისტე იქნებოდა, რომლის შობას ახლა დღესასწაულობთო“.

წელსხანუქასებრაული დღესასწაული დაემთხვა შობას ანუ ხანუქა 25 დეკემბრიდან 2 იანვრამდე აღინიშნება.

„ხანუქა“ ძველი წელთ აღრიცხვის II საუკუნეში წარმოიშვა. იერუსალიმის მეორე ტაძრის აღდგენის შემდეგ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

საოცარი ქვეყანაა ამერიკა.

ჯორჯიის შტატის ქალაქ კენნესოში მოქმედებს კანონი, რომელიც ავალდებულებს ამ ქალაქის ყველა მაცხოვრებელს, იქონიოს ცეცხლსასროლი იარაღი.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ქალაქს შეუძლია მიიღოს კანონი (ორდონანსი) უკვე საინტერესოა.

ბუნებრივია, ქალაქ კენნესოს წარმომადგენლობითმა (!) ორგანომ ეს კანონი მიიღო ანუ შეძლო მისი მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ ჯორჯიის შტატი არ კრძალავს იარაღის ქონას.

და რაც აკრძალული არ არის ის ნებადართულია;

 თუმცა შინაარსობრივად ეს იგივეა ზუგდიდის საკრებულომ რომ მიიღოს კანონი (!) ვალდებულებით ზუგდიდის მოსახლეობისადმი.

თანაც ქალაქ კენნესოს ორდონანსი, რომელიც მიღებულია 1982 წელს, ეხება ისეთ დელიკატურ თემას, როგორიც ცეცხლსასროლი იარაღია და თეორიულად პოლიციას შეუძლია ადამიანი დასაჯოს იმისთვის, რომ სახლში არ ინახავს (!) ცეცხლსასროლ იარაღს, რომლის შეძენა და ტარება ჯორჯიის შტატში ნებადართულია, თუმცა ჯორჯიის შტატის კანონები არ ავალდებულებს (!) შტატის მაცხოვრებელს, უნდა თუ არა ჰქონდეს ცეცხლსასროლი იარაღი.

კენნესოს პოლიციის ცნობით, ამ ქალაქში მკვლელობა და ძარცვა დიდი ხანია არ მომხდარა.

გასულ წლებში ორი თვითმკვლელობა მოხდა სახლში შენახული ცეცხლსასროლი იარაღით.

1982 წელს „ცეცხლსასროლი იარაღის სავალდებულო ფლობის“ კანონი კენნესოში მიიღეს მას შემდეგ, რაც ილინოისის შტატის ერთ-ერთმა ქალაქმა აკრძალა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა/შენახვა.

ეს ორი ფილოსოფია და მსოფლხედვა ამერიკაში დიდი ხანია ებრძვის ერთმანეთს და საეჭვოა ნებისმიერმა პრეზიდენტმა და ნებისმიერი შემადგენლობის კონგრესმაგარდატეხოსმიდგომა, რომლის თანახმად კლავს არა იარაღი, არამედ ადამიანი“, ხოლო იარაღის ამოღება მოსახლეობისგან ჯერ ერთი შეუძლებელია ფიზიკურად (500 მილიონი ერთეული იარაღი ბრუნავს ამერიკაში) და მეორეც, ამით კანონმორჩილი მოქალაქეები განიარაღდებიან კრიმინალების მიმართ.

რაც შეეხება მასობრივ მკვლელობებს სკოლებში, კამპუსებში...... ეს არგუმენტი ვერ სძალავს, რადგან იარაღის აკრძალვაქუჩის დანაშაულს“, ძარცვას, ყაჩაღობას და მკვლელობებს მხოლოდ გაზრდის.

USA National Rifle Association (ზუსტი თარგმანიამეთოფეთა ნაციონალური ასოციაცია“) ყოველთვის წინაარმდეგი იქნება ნებისმიერი შეზღუდვისა ამ მიმართულებით.

ამერიკა სტერჯესის „შესანიშნავი შვიდეულის“ კულტურულ კოდთა მატარებელი სოციუმია.