საერთაშორისო მიმოხილვა. 30 ივნისი. 2024 წელი
მოუწოდა მოხსნას თავისი კანდიდატურა.
განსაკუთრებით გამანადგურებელი შთაბეჭდილება შექმნა არა იმან, რომ ბაიდენი ბორძიკით ლაპარაკობდა, ყოვნდებოდა და ა.შ. (არადა არგუმენტები და მესიჯები მისმა სტაფმა ბრწყინვალედ მოუმზადა ყველას თემატურ საკითხზე) არამედ იმან, რომ დებატების დასრულების შემდეგ მან სცენიდან ქვემოთ ჩამოსვლისას 15 სანტიმეტრიან საფეხურზეც კი ვერ ჩამოდგა ფეხი და ცოლის დახმარება დასჭირდა.
ეს კატასტროფაა უბრალოდ. არცევნების შედეგს ამერიკაში დიდწიალდ განსაზღრავს ე.წ. „კარტინკა“ ანუ ვიზუალური შთაბეჭდილება.
მეორე დღეს ერთ-ერთ საარჩევნო მიტინგზე ენერგიულად კი გამოვიდა ჯო ბაიდენი, მაგრამ ეს გვიან იყო უკვე!
აქ ყველაზე ნიშანდობლივი, რაც თავიდანვე უნდა აღინიშნოს, ის არის, რომ ბაიდენს ჯანმრთელობის არავითარი სერიოზული პრობლემა, რაიმე განსაკუთრებული პათოლოგია არა აქვს - მთლიანობაში ჯანმრთელია. მისი კეთილთვისებიანი ონკოლოგია მთლიანად მართვადია.
პრეზიდენტობის კანდიდატები ვალდებულნი არიან წარადგინონ ცნობა ჯანმრთელობის შესახებ ამერიკაში (ისევე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში) მაგრამ ბაიდენს რაც სჭირს, არის ხანდაზმულობის სისუსტე.
ეს არაა ავადმყოფობა, და არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ამოწმებენ იმას, შეუძლია თუ არა ფიზიკურად ზოგადად ჯანმრთელ კანდიდატს ჭოკით ხტომა ან ასი მეტრის სპრინტით გარბენა.
შესაბამისად, იურიდიული თვალსაზრისით ბაიდენს სრული უფლება აქვს მიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო რბოლაში....... „დემოკრატიულ პარტიასაც“ ფორმალურად სრული უფლება აქვს მისი ნომინირებისა, მაგრამ......NYT ედითორიალი მაინც მოუწოდებს მას მოხსნას კანდიდატურა ისევე, როგორც Washington post-ის სარედაქციო საბჭომ მოუწოდა 2008 წელს „რესპუბლიკურ პარტიას“, შერიგებოდა გარდაუვალ დამარცხებას და ეღიარებინა ბუშის პოლიტიკის კატასტროფული წარუმატებლობა ერაყის სისხლიანი, გულ/გამაწვრილებელი ომის ფონზე.
ზოგადად ასეთი ინსტიტუტი, როგორიცაა გავლენიანი, მეინსტრიმული მედიის მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ამ ფორმით ჩარევა, დემოკრატიული სისტემისთვის ჩვეულია და მუდამ იძენს პოლიტიკური დომინანტის მნიშვნელობას.
იმის მიუხედავადაც კი, რომ როგორც 2008 წელს ამბობდნენ „WP-ს რესპუბლიკელები სძულს და დემოკრატებს ლობირებსო“, ახლაც იტყვიან „NYT დემოკრატები სძულს და ტრამპს ლობირებსო“.
რაც შეეხება ბაიდენის ჩანაცვლებას, ჯერ ერთი, თუ მისი ქცევით და განცხადებებით ვიმსჯელებთ, ის თვითონ არსადაც არ აპირებს წასვლას, არ აპირებს რბოლიდან გასვლას, თავი მიაჩნია შემძლედ, ჯიუტად ინარჩუნებს უკვე მოპოვებულ პრეროგატივებს და მისი ნების გარეშე „ჩანაცვლება“ საერთოდ კატასტროფა იქნება „დემოკრატიული პარტიისთვის“ - გაიხლიჩება ეს პარტია! რაც 101% იანი ალბათობით ნიშნავს ტრამპის ტრიუმფს მომავალ არჩევნებზე.
თან „ჩამნაცვლებლის“ თაობაზეც არ არის ერთგვაროვანი აზრი: Vice კამალა ჰარისი?
ათასგზის გაზომილია, ათასგზის დათვლილია, ათასგზის შემოწმებულია: არ არის ეს ქალი ტრამპის დამმარცხებელი!
„სტამინა“ კი ეყოფა - ჯანზეა, მაგრამ არ ეყოფა არც კომპეტენცია, არც პროფესიონალიზმი, არც რენომე, არც პოპულარობა.......
ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა? ისიც უპერსპექტივოა და საერთოდ, აგვისტოდან, როცა „დემოკრატიული პარტიის“ კონვენტმა კანდიდატი უნდა დაასახელოს ოფიციალურად, სულ რამდენიმე კვირა იქნება დარჩენილი არჩევნებამდე. ძალიან ძნელია ასეთ მოკლე ვადაში ახალი კანდიდატის გამოკვეთა და პრომოუშენი.
ეს უბედურება, რაც დაემართა ახლა „დემოკრატიულ პარტიას“, არის მისივე ისტებლიშმენტის, მისივე პარტიული ელიტის ბრალი, რომლებმაც ჯერ კიდევ 2022 წლიდან არ იზრუნეს მოეძებნათ ვინმე ადეკვატური პერსონა იმ უამრავ (!) შესანიშნავ ახალგაზრდა, მცოდნე, პროფესიონალ, ქარიზმატულ „დემოკრატ“ სენატორს, კონგრესმენს, გუბერნატორს შორის, ვინც ნამდვილად იღვწის ამ პარტიაში და ეცადათ მისი პრომოუშენი.
ძნელი იქნებოდა? კი, ძნელი იქნებოდა!
ბევრად იოლი ჩანდა მოქმედი პრეზიდენტის, უგამოცდილესი ჯო ბაიდენის „მომზადება“ მეორე ვადით საპრეზიდენტოდ, მაგრამ.....წლებს რომ თავისი მიაქვს განა ძნელი მისახვედრი იყო?
ახლა განიხილება ისეთი ექსტრავაგანტური ვარიანტი, როგორიცაა რესპუბლიკელი კანდიდატის წამოყენება „დემოკრატიული პარტიის“ მიერ.
მაგალითად რესპუბლიკელი ნიკი ჰეილი, „რამე რომ იყოს“, უგებს ტრამპს.
მაგრამ ეს ფანტასტიკური ვარიანტი სამუდამოდ დაასამარებს „დემოკრატიული პარტიის“ რენომეს ამერიკაში და ძნელი სათქმელია, რა უფრო დიდი უბედურება იქნება: „დემოკრატიული პარტიის“ რენომეს ისტორიული განულება თუ ტრამპის პრეზიდენტობა.
ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ყველა რეიტინგით ტრამპი 101%-ით პრეზიდენტია უკვე თუმცა.......5 ნოემბრამდე კიდევ დიდი ვადაა.......ტრამპის საქმეებზე განაჩენები ჯერ არ დამდგარა.......ყველა მოსალოდნელი სკანდალი არ „გამსკდარა“ ჯერ და აქვე არ შეიძლება არ ითქვას, რომ ეს საარჩევნო კამპანია იქნება აბსოლუტურად უბინძურესი (კომპრომატების „ნთხევით“) ამერიკის ისტორიაში....... ანუ მხარეებს მაღალი ალბათობით შემონახული აქვთ კიდევ რაღაც-რაღაც „საინფორმაციო ბომბები“ სექტემბერში და ოქტომბერში „ასაფეთქებლად“
და....ნუთუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ მთელს ამ უბედურებას, - - რაც გულდასაწყვეტია ნებისმიერი Freedom love person-ისთვის მსოფლიოში, ვისაც უყვარს ამერიკა და ვინც პატივს სცემს ამერიკას, - - უდიდესი ყურადღებით ადევნებენ თვალს კრემლში?!
და გამოიყენებენ კიდეც შექმნილ ვითარებას?
„ჩაერევიან“კიდეც, როგორც ჩაერივნენ 2016 წლის არჩევნებში, 2020 წლის არჩევნებში......არ არის აუცილებელი ტრამპის მხარეს მთლიანად და/ან ბაიდენის მხარეს მთლიანად.......
კომპრომატები ორივე მხარისთვის აქვთ და ორივეს მიაწოდებენ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთში პუტინისთვის სახიფათო „შიდა დუღილის“ მაჩვენებელია სიტყვიერი „ჯახი“ რუსეთის საგამოძიებო სამსახურის უფროსს, პროკურორ ალექსანდრე ბასტრიკინსა და ჩეჩნეთის მიკროდიქტატორ რამზან კადიროვს შორის.
ბასტრიკინმა განაცხადა, რომ უკანასკნელი ტერაქტი დაღესტანში, რომლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა „ისლამისტების ჩადენილიაო“.
ამან კადიროვის გამძვინვარება გამოიწვია: „მაჰმადიანები ტერაქტებს არ სჩადიანო“.
საინტერესოა.....აბა ვინ სჩადის? ბუდისტები?
თანაც ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ბასტრიკინს „ისლამისტები“ და „მაჰმადიანები“ არ გაუიგივებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, კადიროვმა მაინც „შეუღრინა“: „დაუკვირდი რას მიედ-მოედები, თორემ დღეს რუსეთს ერთიანობა და თანხმობა სჭირდებაო.
ანუ პირდაპირ დაემუქრა ბასტრიკინს და ირიბად დაემუქრა პუტინსაც, რომ 50 000 ჩეჩენი Головорез-ი რომელსაც რამზან კადიროვი აკონტროლებს და უკრაინაში უდიდესი საბრძოლო გამოცდილება მიიღო, თან კბილებამდე შეიარაღებულია, ანგარიშგასაწევი ძალაა და....„რამე არ შეგეშალოთო“.
მაშასადამე, მაჰმადიანთა საერთო რუსული „უმმას“ (ერთობის) ლიდერადაც კი ცდილობს უკვე პოზიციონირებას ეს სატრაპი, რაკი იგრძნო, რომ პუტინს ვერ აქვს მთლად კარგად საქმე უკრაინის ფრონტზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან მნიშვნელოვანი პუბლიკაცია რესპექტაბელურ ლონდონურ გაზეთში The Times.
რესურსი წერს, რომ რამდენიმე ბალტიის ზღვისპირა ქვეყნის სპეცსამსახური, ურთიერთქმედების, ასევე სადაზვერვო/ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა ახორციელებს ბალტიის ზღვის ფსკერზე და მიმდებარე წყლებში სტრატეგიული კომუნიკაციების დანაღმვას.
ანუ დაფიქსირებულია ათასამდე (!) საეჭვო მანევრი ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც რუსული ტრაულერები ან სხვა ვითომდაც „სამშვიდობო დანიშნულების“ არასამხედრო გემები უცნაურად ყოვნდებიან საერთაშორისო (!) წყლებში იმ ლოკაციებზე, სადაც გადის ევროპული და ატლანტიკური მნიშვნელობის ენერგოკაბელები და ტელე-საკომუნიკაციო მაგისტრალები....არსებობს ვარაუდი, რომ ეს „შეყოვნებული“ გემები ზღვის ფსკერზე უშვებენ აკვალანგისტებს, დივერსანტებს, რომლებიც ნაღმავენ კომუნიკაციებს და შემდეგ მეორე გემი, იმავე ლოკაციაზე, მათ კვლავ იყვანს ბორტზე.
The Times არ არის მერდოკის რომელიმე ტაბლოიდი, ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მხოლოდ ჭორების საფუძველზე გაევრცელებინა.
და რაკი ეს ნამდვილად ასე ხდება, იმას ნიშნავს, რომ პუტინის ბრძანებით რუსული არმიის დივერსიული ქევდანაყოფები ამზადებენ დივერსიულ „ინფრასტრუქტურას“, რათა დიდი საერთო-ევროპული ომის დაწყებისთანავე დისტანციურად ააფეთქონ ეს კომუნიკაციები წყლის ფსკერზე.
თუ უკვე დანაღმულია, ტექნიკურად ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დიდ ბრიტანეთში გრძელდება საპარლამენტო-საარჩევნო კამპანია.
როგორც ცნობილია, ბრიტანული საარჩევნო სისტემა 100%-ით მაჟორიტარულია. ერთ-ერთ ოლქში კენჭს იყრის Brexit-ის მთავარი იდეოლოგი ნაიჯელ ფარაჯი.
მან დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინის ომის გაჩაღებაში და რომ გამოდიოდა, ამ დროს მის ზურგს უკან ჩამოეშვა ბანერი პუტინის გამოსახულებით. წარწერით „მე ვარ ნაიჯელი“.
როგორც შემდგომ გაირკვა, პერფორმანსი მოაწყვეს Brexit-ის მოწინააღმდეგეებმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს ნაიჯელ ფარაჯი ან კრემლის სექსოტია (Секретный сотрудник) ან „სასარგებლო იდიოტი“, რაც შედეგის თვალსაზრისით დიდ განსხვავებებს არ ქმნის.