საერთაშორისო მიმოხილვა. 3 მარტი. 2024

საერთაშორისო მიმოხილვა. 3 მარტი. 2024

დღეს დილით ამერიკის შეიძლება ითქვას „მთავარმა“ (ტრადიციულად ასეა) ბეჭდურ-ელექტრონულმა მედიამ, The New York Times გამოაქვეყნა უახლესი გამოკითხვის შედეგები (https://www.nytimes.com/2024/03/02/us/politics/biden-trump-times-siena-poll.html), რომლებშიც რაიმე მოულოდნელი არაფერია, თუმცა მაინც სენსაციაა, რადგან დონალდ ტრამპის უპირატესობა ჯო ბაიდენის მიმართ ი    ე  ა!

სოციოლოგიას უყვარს მარტივი კითხვები, რასაც Times/Siena college polls ავტორები სვამენ: „დღეს (!) რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას - დონალდ ტრამპს თუ ჯო ბაიდენს?“

შედეგები:

ჯო ბაიდენი - 43%

დონალდ ტრამპი - 48%

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი - 10%.

ამერიკა საქართველო არ არის: ჩვენში „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი“ ზოგჯერ 60% აღწევს სხვადასხვა „ჩაშლით“, რაც ქართული დემოკრატიის უბადრუკ განუვითარებლობაზე მეტყველებს, თუმცა ეს სხვა თემაა.

ამერიკაში და განვითარებული, „კონსოლიდირებული  დემოკრატიის“ ქვეყნებში Undecided voters არსებით გავლენას ვერ ახდენს შედეგზე, რაკი „ნაწილდება“ აქტორთა შორის თითქმის (!) თანაბრად.

ბუნებრივია, Times/Siena college polls არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ მარტივი კითხვით: ვის მისცემდით ხმას დღეს რომ არჩევნები იყოსო“. არანაკლებ საინტერესოაჩაშლილიმაჩვენებლები.

მაგალითად, მხოლოდ ყოველ მეოთხე ამერიკელს მიაჩნია, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით. ანუ სამი ამომრჩეველი ოთხიდან თვლის, რომ ამერიკა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

სოციოლოგებისთვის ესეც არსებითი ინდიკატორია იმ ფენომენის, რასაც ელექტორალურ ლიტერატურაში პირობითად უწოდებენ „ხელისუფლების დაჟანგვას“.

ხელისუფლებები დროთა განმავლობაში „იჟანგება“, „ცვდება“ - ეს იმდენად ძლიერი სოციო-ფსიქოლოგიური სინდრომია, რომ პოლიტიკური სცენის აქტორებს ზოგადად უჭირთ მას რაიმე დაუპირისპირონ.

ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია  ა ი  ა   ა დროთა განმავლობაში და როგორ შეიძლება არ გაგიჩნდეს კითხვები ზოგადად, სოციალურ-პოლიტიკური აღქმადობის ფენომენთან დაკავშირებით, თუკი გაითვალისწინებ, რომ აბსოლუტურად ყველა მონაცემით, აბსოლუტურად ყველა ინდიკატორით, აბსოლუტურად ყველა მარკერით და ობიექტური მაჩვენებლით („ოხერი ციფრები“ კი ძააააალიან ჯიუტი რამაა) ამერიკის ეკონომიკა 1990-იანი წლების (მაშასადამე კლინტონის ეპოქის) შემდეგ არ ყოფილა ასეთი ჯანსაღი, არ ყოფილა არასდროს უმუშევრობა ასეთი დაბალი, არ ყოფილა 30 წლის განმავლობაში ინფლაცია ასეთი მცირე და ამერიკის გრანდიოზული ეკონომიკა, მათ შორის დოუ-ჯონსის, SP-500 და სხვა ინდექსები არ იზრდებოდა ასე განუხრელად, მყარად, როგორც დღეს.

ეს „სოციალური აღქმადობის ფენომენი“ ასევე ობიექტური მოცემულობაა და მას უბრალოდ ვერაფერს „უზამ“ - ასეთია სოციუმის ფსიქოლოგია და ვერანაირი არგუმენტი ამას ვერ შეცვლის. მასზე „გაბრაზება“ არალოგიკურობის გამო, მტკნარი სისულელეა რასაკვირველია.

 „მაცივარი წყვეტს არჩევნების ბედსო“ უფრო პოსტსაბჭოური სივრცისა და მენტალობის პროდუქტი აღმოჩნდა. იმიტომ, რომ „მაცივრის“ მხრივ ჯო ბაიდენს ყველაფერი სწორედაც „წესრიგში აქვს“ კი არა და....საუკეთესოდ აქვს.

კიდევ ერთი საოცარი ციფრი. კითხვაზე: „ჯო ბაიდენის პოლიტიკამ გავნოთ თუ სარგებელი მოგიტანათო“ ორჯერ მეტი მონაწილე ამბობს, რომ „ავნო“, ვიდრე „სარგებელი მოუტანა“. 47% კი თვლის, რომ ბაიდენი ძალიან წარუმატებელი პრეზიდენტია და თავის საქმეს ცუდად აკეთებს.

ეს ადამიანები უყურებენ არა 500 უდიდესი კომპანიის ზრდის ტემპებს (აკი მოგახსენეთ, შესანიშნავი ტემპია) არამედ იმას, როგორ მოძრაობს, როგორ გადაადგილდება  81 წლის ჯო ბაიდენი, როგორ ლაპარაკობს, დაუცდა თუ არა ფეხი თვითმფრინავის ტრაპზე ასვლისას, აერია თუ არა მექსიკა ეგვიპტეში და ა.შ და ა.შ.

საოცრებაა ასევე, რომ ჯო ბაიდენის რეიტინგი და მისი მოწონების ციფრები მცირდება „დემოკრატიული პარტიის“ ენდემურ ამომრჩეველშიც“ ანუ აფროამერიკელთა, ლათინოსთა და ქალთა თემებში.

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსური მაჩვენებელია აგრეთვე, რომ ბაიდენის უპირატესობა მცირდება იმ აბსოლუტურად „დემოკრატ“ ელექტორატში, რომელიც შედგება განსაკუთრებული სოციალური კლასტერისგან (ამასაც ითვლიან): „ფერადკანიანი ფიზიკურად მშრომელი ამომრჩეველი, რომელსაც არასდროს უსწავლია კოლეჯში“.

გამოკითხვა ადასტურებს იმასაც, რომ დონალდ ტრამპს აქვს ბევრად მეტი შანსი, მოახერხოს „რესპუბლიკური პარტიისა“ და მასში შემავალი მრავალფეროვანი „მემარჯვენე“ ელექტორატის კონსოლიდაცია, ვიდრე ჯო ბაიდენს შეუძლია კონსოლიდაცია „დემოკრატიული კოალიციისა“.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს კვლავ, რომ სინამდვილეში „დემოკრატიული პარტიაც“ და „რესპუბლიკური პარტიაც“ ამერიკაში არიან ძალიან ფართო კოალიციები,რომლებშიც სხვადასხვა „ინტერეს-ჯგუფები“ და მათი ასოციაციები შედიან: პროფესიული კავშირებიდან - ფერმერებამდე და „მეთოფეთა ასოციაციამდე“.

დავაკვირდეთ აქვე: დონალდ ტრამპის ამომრჩეველთა 97% (!) ამბობს, რომ 2020 წელს ხმა მისცა დონალდს და ახლა კვლავ მზად არის მას მისცეს ხმა. და მხოლოდ 87% ამბობს, რომ 2020 წელს ხმა მისცა ჯო ბაიდენს და კვლავ მზად არის მას დაუჭიროს მხარი.

გარდა ამისა, დინამიკასაც ხომ აქვს მნიშვნელობა? სულ რამდენიმე კვირის წინ ტრამპის უპირატესობა მხოლოდ 2% იყო. ანუ უპირატესობა ი    ე  ა!

საყურადღებოა ასევე „ენთუზიაზმის“ მაჩვენებელი: 32% ამბობს, რომ არ გრძნობს ენთუზიაზმს ბაიდენის მეორე ვადასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ტრამპის შესაძლო მეორე ვადის გამო მხოლოდ 18% განიცდის ენთუზიაზმის ნაკლებობას.

Enthusiastic -  ის მაჩვენებელია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო აქტივობას.

ბუნებრივია,  გამოკითხვის შედეგი არ არის იდენტური საარჩევნო აქტივობისა. ამიტომ კენჭისყრის რეალური შედეგი შესაძლოა განსხვავდებოდეს გამოკითხვის შედეგისგან, ოღონდ ტენდენციის გაძლიერებით და არა მისი კარდინალური შეცვლით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ენთუზიაზმი“ ტრამპის მიმართ და „არაენთუზიასტურობა“ ბაიდენის მიმართ გამოიწვევს მათ შორის რეალური სხვაობის გაზრდას და არა შემცირებას 5 ნოემბრის კენჭისყრისას.

„სიძულვილის (ზიზღის) რეიტინგი“ ბაიდენს 45% აქვს, ხოლო ტრამპს - 33%.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ როგორც 2016 ასევე 2020 წლებში, „სიძულვილის რეიტინგში“ უპირატესობა აბსოლუტურად დაემთხვა რეზულტატს.

ანუ 2016 წელს „სიძულვილის რეიტინგი“ ჰილარი კლინტონს მეტი ჰქონდა, ვიდრე დონალდ ტრამპს. დონალდმა მოიგო.

2020 წელს „სიძულვილის რეიტინგი“ ტრამპს მეტი ჰქონდა, ვიდრე ბაიდენს. შესაბამისად ბაიდენმა მოიგო.

არსებობს კიდევ ასეთი მრისხანე და უცვლადი ან ძაააალიან ძნელად ცვლადი ფენომენი, როგორიცაა „სტერეოტიპი“. გამოკითხვით გამოვლინდა ერთ-ერთი ყველაზე მნშვნელოვანი და მოარული: „America’s weak. We need someone stronger.” ესე იგი (უხეშად თუ გადავთარგმნით) „ამერიკა დღეს სუსტია.....გვჭირდება ვინმე „მაგარი“.

„მაგარი“ დონალდ ტრამპია, ხოლო ბაიდენი - სისუსტის განსახიერება ამ სტერეოტიპის თანახმად.

ამიტომ თვით „დემოკრატთა“ ენდემური ამომრჩეველიც კი იმედგაცრუებულია, რასაც რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზი განაპირობებს: მექსიკის საზღვარზე შექმნილი ვითარება და ხელისუფლების სრული უუნარობა ეს პრობლემა გადაჭრას: ამერიკა „სუსტად“ გამოიყურება, რაკი არ ძალუძს შეაჩეროს უკანონო მიგრაციის ჩანჩქერი მექსიკიდან. და პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში ამაზე ეკისრება ხელისუფლებას.

აბა ოპოზიციონერ ტრამპს რატომ დაეკისრება? რა ლოგიკით?

არ ჭრის ის ფსევდო-ლოგიკა, რომ ტრამპის „რესპუბლიკელები“ ბლოკავენ კონგრესში „პაკეტს“ უკრაინის დახმარებისა და საზღვარზე უსაფრთხოების ზომათა გაძლიერების შესახებ. მასა ასე „რთულად“ არ აზროვნებს: პრობლემა არსებობს? არსებობს! ხელისუფლება წყვეტს პრობლემას? ვერ წყვეტს (მორჩა, წერტილი)

და რაც ყველაზე მოულოდნელია თითქოს: ბაიდენმა დაკარგა „გენდერული უპირატესობა“ ანუ ქალი ამომრჩევლები, რომლებიც 4 წლის წინ უდიდესი უპირატესობით მხარს უჭერდნენ ბაიდენს; ახლა, როგორც მინიმუმ თანაბრად იყოფიან ბაიდენსა და ტრამპს შორის.

ამ კატეგორიაზე ვერ მუშაობს (უფრო ზუსტად, ვეღარ მუშაობს) ის გარემოება, რომ დონალდ ტრამპი ხშირად აკეთებდა მიზოგინიურ განცხადებებს: „ძროხას“ უწოდებდა ოპონენტ ქალს და სხვა ოპონენტი ქალის (ჟურნალისტ მეგან კელის) თერმორეგულაციის პრობლემებზე მსჯელობდა საჯაროდ; გარდა ამისა, ქალებისთვის აბორტის გამო სასჯელის შემოღებას მოითხოვდა.

ხომ აბსოლუტურად არალოგიკურია ამგვარი ცვლილება არა? მაგრამ ესეც იმ ფუნდამენტური პროცესის სოციო-ფსიქოლოგიური გამოვლინებაა, რასაც ჰქვია „ხელისუფლების დაჟანგვა“.

ახლა რაც შეეხება დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს: დიდი ნაწილი იმ ამომრჩევლისა, ვინც აპირებს მხარი დაუჭიროს 5 ნოემბერს დონალდ ტრამპს, თვლის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა როგორც 2021 წლის იანვარში, როცა ფაქტობრივად მოუწოდა მომხრეებს შეკრებილიყვნენ კაპიტოლიუმზე (თუმცა შტურმისკენ არ მოუწოდებია) ასევე უფრო ადრე, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როცა სხვადასხვა შტატის ადმინისტრაციებზე ზეწოლას ცდილობდა კენჭისყრის შედეგთა თაობაზე.

და მიუხედავად ამისა, ეს ამომრჩეველი მაინც აპირებს ტრამპს მისცეს ხმა, რაც კანონმორჩილ ამერიკულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი „ტეხილის“ მაჩვენებელია.

 

ერთი სიტყვით, თუ რაიმე მართლა განსაკუთრებული არ მოხდა, მაგალითად დონალდ ტრამპი ციხეში არ ჩასვეს 5 ნოემბრამდე რომელიმე საქმეზე, ტრამპი ი მ ა    ე  ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რადგან ის ტენდენციები, რაც Times/Siena college polls ცხადყო, რთულად ცვალებადია. ანუ ძნელად რევერზებარულია, - ძნელად შებრუნებადია.

ოღონდ......ოღონდ.....რაკი ამერიკაზეა ლაპარაკი, აქ აუცილებლად უნდა გავითვალსიწინოთ ამერიკული ელექტორალური სისტემის თავისებურება: ამერიკაში ამომრჩეველი პირდაპირ არ ირჩევს პრეზიდენტს! ამომრჩეველი, შტატებში,  ირჩევს შტატის ხმოსნებს, რომლებიც შემდეგ ირჩევენ პრეზიდენტს.

ამიტომ ხშირად მომხდარა, რომ ამერიკის „სახალხო არჩევნებზე“ (Popular vote)გაუმარჯვია ერთ კანდიდატს, თუმცა პრეზიდენტი გამხდარა მეორე კანდიდატი.

ზუსტად ასე მოხდა 2016 წელს, როცა ჰილარი კლინტონმა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მოუგო Popular vote დონალდ ტრამპს ანუ ამერიკელ ამომრცეველთა მეტი ხმა მიიღო ქვეყნის მასშტაბით, თუმცა „ხმოსნების“ მხრივ ტრამპმა მეტი მანდატი მოიპოვა.

ამერიკულ სოციოლოგიას ეს ფუნდამენტური პრობლემა ნამდვილად აქვს არჩევნების შედეგთა პროგნოზირებისას.