საერთაშორისო მიმოხილვა. 29 აგვისტო. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 29 აგვისტო. 2022 წელი

აფხაზეთში ძალიან უკმაყოფილონი არიან `პრეზიდენტ` ბჟანიას განცხადებით, რომ აფხაზეთი მზადაა შევიდეს რუსეთ-ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შემადგენლობაში. აფხაზი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ იმ `სამოკავშირეო` სახელმწიფოში რუსეთთან და ბელორუსეთთან აფხაზეთი `დაუჩაგრება`მ რადგან მეტისმეტად პატარაა და მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე.

გარდა ამისა, აფხაზეთში მძვინვარე რეაქცია მოჰყვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს `დსთ` - ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინე ზატულინის (საქართველოს `დაუძინებელი მეგობრის` და ცნობილი შოვინისტ-დერჟავნიკის) განცხადებას, რომ მას შემდეგ, რაც აფხაზეთი გახდება `რუსეთ-ბელორუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს` მესამე სუბიექტი, თურმე `რუსებს გაუადვილდებათ მიწების შესყიდვა აფხაზეთში`.

არადა აფხაზეთში არათუ მიწების, არამედ ბინების ყიდვა-გაყიდვაც აკრძალულია რუსებზე და ნებისმიერ უცხოელზე. ანუ მიწების ყიდვა-გაყიდვა საერთოდ აკრძალულია, ხოლო ბინების ყიდვა მხოლოდ ეთნიკურ აფხაზებს შეუძლიათ, რომლებსაც აქვთ აფხაზეთის პასპორტი. სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ. მაგალითად თურქეთში ან სირიაში.

ამ კომენტარებიდან და განცხადებებიდან ჩანს, რომ ევრანაირ `სამოკავშირეო სახელმწიფოში` აფხაზეთი ვერ შევა ასლან ბჟანიას მართლაც რომ უნდოდეს. თუმცა მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ სინამდვილეშიუ ბჟანიას განცხადება არის პუტინის `მოთაფვლის` მცდელობა, რომელიც გაღიზიანებულია იმით, რომ აფხაზებმა ბიჭვინთის აგარაკი არ აჩუქეს.

ორიოდე სიტყვით, თუ რას წარმოადგენს ეს ე.წ. `რუსეთ-ბელორუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფო`. ესაა ერთგვარი `კონფედერაცია`, ოღონდ ძალიან სუსტი - ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით, ესე იგი როგორც ლუკაშენკოს, ასევე პუტინის თანხმობით.

ძალიან საეჭვოა პუტინს ან ლუკაშენკოს ახლა აწყობდეთ, რომ კიდევ მიკროსკოპული სეპარატისტული ანკლავის, აფხაზეთის `პრეზიდენტს` შეუთანხმონ თავიანთი გადაწყვეტილებები და იგი აქციონ თავის `ტოლად და სწორად`.

აქედან გამომდინარე, ბჟანიას განცხადება `სამოკავშირეო სახელმწიფოში` გაწევრების შესახებ არის PR - მეტი არაფერი.

და თუ რამ საინტერესოა ამ ისტორიაში, ერთადერთი კონსტანტინე ზატულინის განცხადებაა. მან ძალიან კარგად იცის, რა მძვინვარე რეაქცია მოჰყვებოდა მის სიტყვებს `აფხაზური მიწის` ყიდვა-გაყიდვის შესახებ. მაინც თქვა, შეგნებულად წავიდა კონფრონტაციაზე. ამით დაადასტურა, რომ მოსკოვში იზრდება უკმაყოფილება აფხაზური ელიტებით, რომლებსაც აფხაზეთის `სოჭის გაგრძელებად` ქცევა არ უნდათ.

ზატულინმა ბოლო 30 წლის განმავლობაში იმდენი გააკეთა აფხაზური სეპარატიზმის მხარდასაჭერად, აფხაზეთის მოსაგლეჯად საქართველოსგან, რომ ახლა ვალს ადებს აფხაზ სეპარატისტებს: `რუსეთმა გადაგარჩინათ და რუსეთის შემადგენლობაში შესვლა რატომ არ გინდათო`.

 

 

აფხაზეთში რუსეთის ელჩმა, მიხაილ შურგალინმა განაცხადა, რომ სანამ ბიჭვინთის აგარაკი არ გადაეცემა რუსეთის სახელმწიფოს, რუსეთი ახალი ობიექტების მშენებლობას არ დააფინანსებს აფხაზეთში, არ აამოქმედებს სოხუმის აეროპორტს და არ ჩადებს ფულს აფხაზეთის რკინიგზის მოდერნიზაციაში.

თუმცა მან იქვე დასძინა, რომ რუსეთი გააგრძელებს აფხაზებისთვის პენსიების გადახდას და უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულებას ფინანსური დოტაციების თაობაზე. მათ შორის, მაგალითად, აფხაზური `შინაგან საქმეთა სამინისტროს` თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდას.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. დასკვნა შემდეგია: მოსკოვში კი არიან გაბრაზებულნი სოხუმის უარით, აჩუქოს ბიჭვინთის აგარაკი პუტინს, მაგრამ უფრთხიან იმას, რომ თუ მეტისმეტად მწარედ `დასჯიან` აფხაზეთს, ამშინ აფხაზური ელიტები და ხელისუფლება დაიწყებენ `PR-თამაშს` ქქართველ `სასარგებლო იდიოტებთან`, რაც უკრაინული ომის ფონზე აუცილებალდ გამოიწვევს ნეგატიურ რეაქციას რუსული საზოგადოების ნაწილში: `ჩვენი ხელისუფლების უნიჭობის გამო აფხაზეთიც უკან, საქართველოსკენ შებრუნდაო`.

მაგალითად, რუსი ექსპერტები კრემლს ურჩევდნენ, არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოს პენსიების გადახდა აფაზი პენსიონერებისთვის, რადგან `აფხაზები მაშინ საქართველოს სთხოვენ და თბილისი კი, როგორც უფასოდ მკურნალობს, უფასო ოპერაციებს უკეთებს აფხაზებს, ასევე პენსიებსაც გადაუხდის რუსეთის ჯინაზე და ეს კი რუსეთში ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევსო`.

ეს 100%-ით `თამაში` იქნება რასაკვირველია, თუმცა უკრაინის ფონზე მოსკოვს ახალი გამაღიზიანებლები არ აწყობს. ისედაც `კბილით` უჭირავს სიტუაცია რუსულ სოციუმში, რაკი უკრაინის ომი თანდათან `ჰქანცავს` ამ საზოგადოებას.

ამიტომ ამ ეტაპზე (!) გაბრაზებულმა პუტინმა გადაწყვიტა, სანახევრო ზომები მიიღოს სეპარატისტთა წინააღმდეგ: ახალი პროგრამები არ წამოიწყოს, აეროპორტი არ აამოქმედოს, რკინიგზის მოდერნიზებაში არ დაეხმაროს, მაგრამ რასაც უხდის, კვლავინდებურად გადაუხადოს.

 

 

 

 

 

 

დასავლელი სპეციალისტები ყურადღებით აანალიზებენ, როგორ მოახერხა პუტინმა რუსული ეკონომიკის ასე თუ ისე შენარჩუნება მიუხედავად დასვლური სანქციებისა. ვარდნა 6% იქნება წელს, თუმცა სანქციების შემოღებისას მეტს მოელოდნენ. მიუხედავად ამისა, რუსული რუბლი გამყარდა თავდაპირველი ვარდნის მიუხედავად, ეკონომიკა კი ასე თუ ისე ფუნქციონირებს.

რატომ?

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამის უმთავრესი მიზეზი გახდა დრო, რომელიც დასავლეთმა მისცა პუტინს 2014 წლიდან - 2022 წლამდე ანუ ყირიმის ანექსიიდან - პირდაპირ აგრესიამდე.

დასავლეთს რომ მაშინ შემოეღო არათუ ასეთი ძლიერი, არამედ თუნდაც სანახევროდ და მესამედად ქმედითი საქნციები, პუტინის ეკონომიკა უეჭველად ჩამოიშლებოდა.

წამწუხაროდ, ყირიმის ანექსიის შემდეგ (მანამდე საქართველოს ტერიტორიათა ანექსიის შემდეგ) დასავლეთს არავითარი სისტემური სანქციები არ შემოუღია. მხოლოდ სიმბოლური სანქციები შემოიღო. შესაბამისად, რაკი პუტინს საბოლოოდ გადაწყვეტილი ჰქონდა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და სანახევრო ან სრული ოკუპაცია, ის 8 წლის განმავლობაში ემზადებოდა ნამდვილი სანქციებისათვის.

მაგალითად, Viza და Mastercard ბარათების ნაცვლად შექმნა ადგილობრივი სისტემა МИР, `გაჭრა` ნავთობით ვაჭრობის ახალი არხები ინდოეთთან და ჩინეთთან; ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები ნავთობისგან და გაზისგან არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც.

პუტინმა წინასწარ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, თუ დასავლური ბრენდები დატოვებდნენ რუსეთს. მაგალითად Mcdonald,s  ნაცვლად გახსნეს Вкусно и точка იგივე ვიზუალით და ა.შ.

თუმცა მეორეს მხრივ, ისიც ანგარიშში ჩასათვლელია, რომ რუსული ეკონომიკა კვლავინდებურად იღებს დღეში (!) მილიარდ ევროს ნავთობისა და გაზის დასავლეთში (!) გაყიდვით. რაც შეეხება ტექნოლოგიურ კომპონენტებს, აკრძალვების მიუხედავად მაინც შედის რუსეთში მესამე ქვეყნებიდან და თანამედროვე კომუნიკაციების პირობებში ამ მარშრუტების გადაკეტვა იგივეა, სცადო საცერში წყლის შეკავება სცადო. კი, ნამდვილად იქმნება პრობლემები მაგალითად მიკროჩიპებთან დაკავშირებით, მაგრამ პუტინი, თავისი სპეცსამსახურებით და სააგრეო საქმეთა სამინისტრიოს მეშვეობით ახერხებს საიდუმლო შეთანხმებებს `იატაკქვეშ` აზიისა და აფრიკის უამრავც კორუმპირებულ მთავრობასთან ამ კომპონენტების რეექსპორტის შესახებ.

მთლიანობაში, დასავლურმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკაზე ისეთი გამანადგურებელი ზეგავლენა ვერ მოახდინა, როგორსაც ელოდნენ.

 

ბოლო გამოკითხვებით, დიდ ბრიტანეთში `კონსერვატიული ამომრჩევლის`  ნახევარზე მეტი მომხრეა, მთავრობამ მოახდინოს ქვეყნსი ენერგეტიკული სექტორის სრული ნაციონალიზაცია.

ეს სენსაციაა: მემარცხენე `ლეიბორისტები` რომ გამოდიოდნენ ნაციონალიზაციის მომხრედ, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ...მემარჯვენე კონსერვატორები?

ასეთი შედეგი გამოიღო უმძიმესმა ენერგეტიკულმა კრიზისმა ევროპაში, როდესაც პუტინის დესტრუქციული პოლიტიკის შედეგად 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასმა 3 000 ევროს გადააჭარბა.

ომამდე სამჯერ იაფი იყო. 

ბრიტანელებს, ისევე როგორც გერმანელებს და სხვებს უწევთ ხელის დაბანაზე ცხელი წყლის ეკონომია და აქ არავითარი გადაჭარბება არ არის. ამაზე რეაქცია კი გამოიხატება გამოკითხვის შედეგებში მემარჯვენე (!) ელექტორატის განწყობებზე.

ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ თუ ენერგეტიკული სექტორის ნაციონალიზაცია მოხდება, ხელის დასაბანად ცხელი წყლის ნაციონალიზება არ მოუწევთ.

 

 

საერთაშორისო გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მიაგნეს ქევყანას, სადაც რუსი ოლიგარქები მალავენ თავიანთ ფეშენებელურ იახტებს. იგულისხმება ის იახტები, რომლებმაც ვერ მოასწრეს რუსეთში გაპარვა და დამალვა. ეს იახტები ხომ რუსეთში არ ჰყავდათ რუს ოლიგარქებს? იქ რაში სჭირდებოდათ? ჰყავდათ მონაკოში, ნიცაში, ლონდონის დოკებში და ა.შ.

გააპარეს თურქეთში და იქ დამალეს, რათა კონფისკაციისგან გადაერჩინათ.

გამომძიებელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ამ იახტების საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.

ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ერიდება პუტინი ერდოღანთან ურთიერთობის დაძაბვას: რათა გადაარჩინოს იახტები და არ მოხდეს რუსი ოლიგარქების განაწყენება რუსეთის ხელისუფლებაზე. ზოგადად, პუტინის ოლიგარქიული მმართველობის თავისებურებაა, რომ  რამდენადაც ოლიგარქები არიან დამოკიდებულნი პუტინზე, იმდენადვე პუტინია დამოკიდებული ოლიგარქებზე.