საერთაშორისო მიმოხილვა. 25 იანვარი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 25 იანვარი 2022 წელი

აფხაზეთზე:

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რუსეთის მთავრობისგან კრიპტოვალუტის მაინინგისა და ბრუნვის სრული აკრძალვა მოითხოვა.

რა თქმა უნდა რუსეთის მთავრობა ასეც მოიქცევა.

როგორ უკავშირდება ეს აფხაზეთს და/ანუ საქართველოს პრობლემებს? პირდაპირ უკავშირდება!

იმიტომ, რომ როგორც კი რუსეთში სრულად აიკრძალება მაინინგი, სრულად აიკრძალება კრიპტოვალუტის ბრუნვა, აფხაზეთი, სადაც არის ენგურჰესის თითქმის უფასო ელექტროენერგია, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება რუსი (და ევროპელი!) მაინერებისათვის.

ბოლო 5 წლის განმავლობაში, აფხაზეთში, ენგურჰესის ელექტროენერგიით (რომელსაც წარსულში საქართველო ასპონსორებდა) ერთი მილიარდი დოლარის (!) ღირებულების კრიპტოვალუტა გამოიმუშავეს, რომლის დიდი ნაწილი გავლენიანი აფხაზური კლანების ჯიბეში დაილექა.

ბუნებრივია, აკრძალვის შედმეგ რუსი მაინერების კიდევ უფრო დიდი ნაკადი მიაწყდება აფხაზეთს; გამორიცხულია აფხაზეთის ხელისუფელბამ ამ პროცესის გაკონტროლება შეძლოს, კიდევ უფრო გაიზრდება ზეწოლა ენგურჰესზე, ელექტროგადამცემ ხაზებზე, ეს ხაზები უფრო ხშირად გამოვა მწყობრიდან (აი როგორც სვანეთში გამოდის მწყობრიდან მაღალი დატვირთვის გამო), ეს გამოიწევვს ელექტროდეფიციტს, გათიშვებს და ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება 12 მარტის ე.წ. `პარლამენტის` არჩევნების წინ

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკაში და მთელს მსოფლიოში უდიდესი რეაქცია გამოიწვია ვიდეომ, რომელზეც ისმის, რომ აშშ პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეს-კონფერენციაზე ჩუმად `ნაბიჭვარი` უწოდა  (სიტყვა სიტყვით `სულელი ნაბიჭვარი - Stupid son of a bitch ) ამერიკელ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა დაუსვა მზარდ ინფლაციაზე ამერიკაში. ჟურნალისტი წარმოადგენდა ნაწილობრივ ტრამპის კუთვნილ და ტრამპის მხარდამჭერ ტელეკომპანიას FOX.

საეჭვოა ბაიდენს სდომოდა ეს სიტყვები ან ჟურნალისტს გაეგო ან ვინმე სხვას. მან ჩუმად ჩაილაპარაკა, მაგრამ ზემგრძნობიერმა მიკროფონმა მაინც ჩაიწერა.

საყოველთაო აზრით, ეს ეპიზოდი მეტყველებს, რომ ჯო ბაიდენი, რომელიც ამერიკული ელიტის ვარსკვლავი იყო 1970-იანი წლებიდან დაწყებული, აშკარად კარგავს `ფორმას`, რაც ძალიან ცუდია ჩვენთვის, ანუ იმ ადამიანებისათვის, ვისაც ამერიკის და პრეზიდენტ ბაიდენის იმედი გვაქვს შექმნილ საომარ ვითარებაში.

ინფლაცია ახლა როგორ არ არის ამერიკაში?! წლიური 7 პროცენტია რაც ამერიკისთვის საკმაოდ  ბევრია. მთავარი მიზეზი კოვიდია, თუმცა ამით ფაქტი არ იცვლება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ცუდი ინციდენტი მოხდა სამხრეთ ჩიენთის ზღვაში: ამერიკული უახლესი საბრძოლო თვითმფრინავი F-35 ავიამზიდიდან აფრენას ცდილობდა, მაგრამ მოულოდნელად დაეცა, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და ვერტმფრენით ამოიყვანეს წყლიდან. ოღონდ უშუალოდ ავიამზიდის გემბანზე 6 სამხედრო  დაშავდა.

ავარიის მიზეზი გაურკვეველია.

შესაძლოა პილოტის არაპროფესიონალიზმი იყოს, შესაძლოა თვითმფრინავის გაუმართაობა. თუმცა F-35-თან დაკავშირებით, რომელიც მეხუთე თაობის საბრძოლო მანქანად ითვლება, სპეციალისტებს უამრავი კითხვა აქვთ და ჰქონდათ თავიდანვე.

ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ეს ინციდენტი მეტყველებს ჩინეთ-ამერიკის მზარდ დაპირისპირებაზე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადაც ამერიკას, ტაივანის დასაცავად და ტაივანის მხარდასაჭერად ჩინური აგრესიისაგან, როგორც ამ ინციდენტით ირკვევა, `ნიმიცის` ტიპის  ორი (!) ავიამზიდი ერთდროულად ჰყავთ მობილზიებული: `კარლ ვინსონი` და `აბრაჰამ ლინკოლნი`.

რაც  იმას ნიშნავს, რომ თუ უკრაინის გარშემო რაიმე `დაიწყო` და ყველაზე ცუდი პროგნოზები გამართლდა, ესე იგი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ამერიკას ერთდროულად ორ ფრონტზე მოუწევს მოქმედება ორი ბირთვული ზესახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ამ დიდი ქვეყნისთვისაც კი მეტისმეტია.

შეგახსენებთ, რომ `ავიამზიდი` არ არის მხოლოდ ერთი გემი, კონკრეტულად თვითმფრინავების მატარებელი (Aircraft carrier) . სინამდვილეში ეს არის `საავიამზიდო ჯგუფი`, ანუ მთელი ფლოტია, რომელშიც შედის როგორც საკუთრივ ავიამზიდი, ასევე სხვა ბევრი სხვადასხვა ტიპის  სამხედრო გემი და წყალქვეშა ნავებიც კი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ EU ქვეყნები არ გეგმავენ  კიევიდან დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციას. განსხვავებით ამერიკისგან და დიდი ბრიტანეთისგან, რომლებმაც დიპლომატთა ევაკუაცია დაიწყეს.

ევაკუაცია ომისწინა ნიშნად ითვლება. ჩვენ არ ვაპირებთ იგივეს გაკეთებას, რადგან რაიმე კონკრეტული მიზეზი არ ვიცით, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გვაცნობებს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მე ვერ ვხედავ უკრაინის დატოვების მიზეზს, თუ მდივანი ბლინკენი არ მოგვაწვდის ინფორმაციას, რომელიც ამ ნაბიჯს გაამართლებს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

ევროკავშირს, პირველ რიგში მის ლიდერს, გერმანიას ბევრად ფრთხილი და ზომიერი პოზიცია აქვს ვიდრე ანგლო-საქსურ ბლოკს.

არ არის გასაკვირი, რომ ინგლისმა და ამერიკამ არა მხოლოდ დიპლომატების ევაკუაცია დაიწყეს, არამედ სწორედ მათ გააგზავნეს რეგიოონში დამატებითი სამხედრო ძალები, განსხვავებით იმავე გერმანიისაგან, რომელმაც ესტონეთს აუკრძალა მეომარი უკრაინისათვის გერმანული წარმოების შორსმსროლელი ქვემეხების მიწოდება. ფორმალურად, იურიდიულად, გერმანიას, ნატო-ს წესდებით, ამის უფლება ჰქონდა.

გუშინვე გახდა ცნობილი, რომ ამერიკამ და ინგლისმა აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი ძირითადად ბალტიის ქვეყნებში განლაგდებიან. ბუნებრივია, ამ შენაერთებს სამხედრო ტექნიკაც მიჰყვება. ამასთანავე, ალიანსის წევრებმა კიდევ 8,5 ათასი სამხედრო, აღმოსავლეთ ევროპაში, სრული საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში მოიყვანეს.  

ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ მიზეზით, რაზეც ადრეც ვწერდი: 1997 წელს პარიზში ხელი მოეწერა `ფუძემდებლურ აქტს` NATO-სა და რუსეთს შორის, რომლის თანახმად, ალიანსი არ განალაგებდა აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის ბალტიის ქვეყნებში მნიშვნელოვან ძალებს, თუ ამას არ მოითხოვდა შექმნილი ვითარება ანუ ამ ქვეყნებს რუსეთის აგრესია არ დაემუქრებოდათ. შესაბამისად, დასავლეთმა ახლა ჩათვალა, რომ რუსეთი არღვევს პირობას, ქმნის ომის ანუ აგრესიის საფრთხეს და `პარიზის აქტმა`მოქმედება შეწყვიტა: დასავლეთს გაუჩნდა ლეგიტიმური `რეზონი` (ეს ტერმინია იმ დოკუმენტში: Reason) დაძრას სამხედრო ძალები აღმოსავლეთში.

მიუხედავად იმისა, რომ `პარიზის აქტში` საქართველო ნახსენები არ არის და ვერც იქნებოდა, ეს პრეცედენტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აშშ პრეზიდენტი კლინტონი 1997 წელს საქართველოზე და კავკასიაზე არც ფიქრობდნენ რასაკვირველია, მაგრამ პრიმაკოვი (მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვისი `ნაეშმაკარიცაა` ხსენებული დოკუმენტი) და სხვები კრემლში მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს არ გულისხმობდნენ, როცა ფაქტიურად ბლოკავდნენ NATO-ს ძალების (მნიშვნელოვანი და არა სიმბოლური ძალების) განლაგებას 1997 წლის გეოპოლიტიკური `ხაზის` აღმოსავლეთით.

დავაკვირდეთ იმ გარემოებასაც, რომ ბოლო ულტიმატუმში, პუტინი დასავლეთისაგან მოითხოვს ძალები გაიყვანოს სწორედ 1997 წლის ხაზის დასავლეთით, ანუ `ძველი NATO`-ს ტერიტორიაზე, რომელშიც არ შედიოდნენ არათუ ბალტიის ქვეყნები, არამედ ჩეხეთ-პოლონეთ-უნგრეთიც კი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბელორუსის დიქტატორმა ლუკაშენკომ მესაზღვრეებს უბრძანა `დაუფიქრებლად და გაფრთხილების გარეშე გამოიყენონ იარაღი` თუ პოლონელი მესაზღვრეები რომელიმე მათგანის `მოტაცებას` შეეცდებიან  ბელორუსის ტერიტორიიდან.

პარანოიდული ბრძანებაა რასაკვირველია, თუმცა იგი უეჭველად უკავშირდება ბოლო დროს ბელორუს-პოლონეთის საზღვარზე შექმნილ ვითარებას, როდესაც ასეულობით არაბი და ქურთი ლტოლვილი სირიიდან და ერაყიდან  ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი იქედან გერმანიაში გადასვლას  გეგმავდა.

ბელორუსის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პოლონელმა მესაზღვრეებმა `ბელორუსი მესაზღვრის მოტაცება სცადეს`.

სინამდვილეში `მოტაცება` კი არ სცადეს, არამედ დაპატიმრება სცადეს მაშინ, როცა ბელორუსი მესაზვრე, მისთვის მიცემული ბრძანების შესაბამისად, ცდილობდა ნეიტრალური ზოლიდან პოლონეთის მიწაზე `შეეპარებინა` ის ლტოლვილები, თან პოლონურ სადემარკაციო ინფრასტრუქტურას აზიანებდა.

როდის მოხდა ეს ინციდენტი, ზუსტად უცნობია, მაგრამ საქმე კინაღამ სროლამდე მივიდა. თან იმ დროს, როცა ბელორუსში იწყება უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსულ-ბელორუსული სამხედრო სწავლებები და ბელორუსში, უკრაინის საზღვართან, კიევზე დამიზნებული უძლიერესი რუსული დაჯგუფებაა თავმოყრილი.

ეს ამბავი ზუსტი ილუსტრაციაა იმისა, როგორ შეიძლება გადაიზარდოს `ჰიბრიდული ომის ტექნოლოგია` (ანუ ევროპისთვის  პრობლემების შექმნა ლტოლვილების გამოყენებით) ნამდვილ `ცხელ` ომად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ესეც საყურადღებოა, რადგან პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალსიწინებით>

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ სახიფათოა იმის ვარაუდი, თითქოს  „ომიკრონიკორონავირუსის ბოლო ვარიანტია და მსოფლიო პანდემიის დასასრულს უახლოვდება.

ჯანმოს გენერალური დირექტორის თქმით, მიმდინარე წელს პანდემიის მწვავე ფაზიდან გამოსვლა შესაძლებელია, თუ სტრატეგიები და ინსტრუმენტები, როგორიცაა ტესტირება და ვაქცინები, ყოვლისმომცველად იქნება გამოყენებული.

მიმდინარე წელს პანდემიის მწვავე ფაზის დასრულება შეგვიძლია. შეგვიძლია დავასრულოთ Covid-19, როგორც გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა. ოღონდ სახიფათოა იმის ვარაუდი, რომომიკრონიკორონავირუსის ბოლო ვარიანტია ან საუბარი პანდემიის საბოლოო დასრულებაზე, რადგან მსოფლიოში ამჟამად იდეალური პირობებია შექმნილი სხვა ვარიანტების გაჩენისთვის, მათ შორის უფრო გადამდები და უფრო ვირუსული ვარიანტებისთვისაც“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.