საერთაშორისო მიმოხილვა. 24 დეკემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 24 დეკემბერი. 2024 წელი

პუტინმა გადაწყვიტა, აღუდგინოს აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება.

როგორც გატყობინებდით, დღეში 2-3 საათი ჰქონდათ აფხაზებს ელექტროენერგია. ასეთიმძიმეგრაფიკი 1990-იანი წლების საქართველოშიც კი არ ყოფილა ზამთრის პერიოდში. მთავარი მიზეზი გახდა კრიპტოვალუტის მაინინგი, რისი წყალობითაც აფხაზურმა კლანებმა ასეულობით (!) მილიონი დოლარი იშოვეს ბოლო 15 წლის მანძილზე.

არ არსებობდა დედამიწაზე არც ერთ ლოკაცია, არც ერთი რეგიონი, სადაც ვინმეს ექნებოდა ამგვარი საშუალება და რესურსი - ფაქტობრივად უფასო, ფაქტობრივად შეუზღუდავი ოდენობის ელექტროენერგია კრიპტოვალუტის მაინინგისთვის!

 და აქვე უნდა ითქვას, რომ ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ევროპელებიც, ამერიკელებიც და არა მხოლოდ რუსები, რაკი განსაკუთრებულიყნოსვაჰქონდათ და მუდამ ეძებდნენ ასეთკლონდაიკს“, უფასო ელექტროენერგიით, ოგორიც აფხაზეთი იყო.

ოღონდ ამკლონდაიკმასაბოლოოდ ის გამოიწვია, რომ ენგურჰესი დაშრა, ვერ დაბალანსდა ზაფხული-ზამთრის პერიოდები...... სიხარბემ კი აიძულა დაეიგნორებინათ ის ელემენტარული გარემოება, რომ შესაძლებელი იქნებოდა ზამთრის პერიოდში გაეჩერებინათ მაინინგ-ფერმები და ზაფხულში ემუშავათ.

!

შესაბამისად, დარჩნენ 3 საათიან გრაფიკზე, რასაც დაემატა ის, რომ რუსეთი იყო უკმაყოფილო მისი მოთხოვნების შეუსრულებლობით.

ეს მოთხოვნები უამრავჯერ ჩამოგვითვლია, თუმცა საერთო მნიშვნელი ჰქონდათ და აქვთ: აფხაზეთში დემოგრაფიული ვითარების შეცვლა და რუსული ოლიგარქიული კაპიტალის მიერ აფხაზეთის ეკონომიკის სრული პრივატიზება.

ახლა კრემლმა გადაწყვიტა, როგორც ჩანს, ფსონი დადოს კონკრეტულ აფხაზ პოლიტიკოსზე-ვიცე-პრეზიდენტ ბადრ(ა) გუნბაზე (БадрА Гунба), რომელიც ფორმალურად პრეზიდენტია მას შემდეგ რაც ასლან ბჟანია გააგდეს.

სწორედ მას ეხმარება  კრემლი წინასაარჩევნოდ აფხაზეთისთვისჰუმანიტარული ელექტროენერგიისმიწოდებით.

 რამდენიმე დღის წინ პუტინისპირმაპესკოვმა თქვა; გვთხოვოს ბადრი გუნბამ და კი, მივაწვდით ელექტროენერგიასო.

ჰოდა სთხოვა: ვიღუპებით ბატონო პუტინ, გამოიჩინე ჰუმანიზმი დასოციალური პერეტოკიმოგვიწყვეო.

 

რისი მიღწევა უნდა ახლა ამით პუტინს ცოტა არ იყოს გაუგებარია: აფხაზეთის პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება და საბოლოოდჩააგდოის ხელშეკრულება ინვესტიციების შესახებ, რისი განხილვაც ასლან ბჟანიას დამხობის მიზეზი გახდა.

 არანაირი ნიშან-წყალი არ არსებობს იმისა, რომ აფხაზეთისპარლამენტიაპირებს ამ საკითხს დაუბრუნდეს. აბსოლუტურად არავითარი ნიშან-წყალი!- არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც რომელიმე დეპუტატს, არც თვით გუნბას არავითარი განცხადება ამგვარი დაპირებით არ გაუკეთებია. მით უმეტეს არავინ ლაპარაკობს აპარტამენტებზე, არავინ ლაპარაკობს ბინების ყიდვა-გაყიდვაზე, ენგურჰესის პრივატზიებაზე რუსული კომპანიის მიერ და . და აშ.

ელექტროენერგიას აფხაზეთს თებერვლამდე მიაწვდიან, შემდეგ ენგურჰესის კაშხალი წყლით აივსება და აფხაზებს რუსული ელექტროენერგია აღარც დასჭირდებათ.

მანდარინის იმპორტიც აღადგინა პუტინმა.

დარჩა მხოლოდ ის, რომ ბიუჯეტს აღარ უვსებს ფულით და საზღვარს არ კეტავს ბოლომდე.

აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პუტინისგულჩვილობითარ უნდა იყოს ნაკარნახევი და მით უმეტეს იმით, რომ ბადრი გუნბა რაიმეს დაჰპირდა.

თუ კიდეც დაჰპირდა და ეს თუ იქნებოდაჰუმანიზმისმიზეზი, კრემლი აუცილებლად მოითხოვდა გუნბას რაიმე საჯარო განცხადება გაეკეთებინა, თორემ ასე რა გამოვა ან რას მიიღებს მოსკოვი?

არაფერს!

განმეორდება იგივე, რაც ბჟანიას დროს იყო - გუნბა გახდება (რომც გახდეს) პრეზიდენტი და წამოიწყებს იგივე თამაშს მოსკოვთან, რასაც წლების განმავლობაში აწარმოებდნენ ბჟანია-შამბა.

გარდა ამისა, კრემლში აბსოლუტურად გამორიცხულია არ ესმოდეთ. რომ არანაირიარჩევადი ფიგურაეს გუნბა არ არის.

საერთოდ არავითარი  ავტორიტეტი დაწონაარა აქვს თუნდაც იმავეპრეზიდენტ ბჟანიასგანგანსხვავებით.

ოპოზიციის ლიდერები, - ტან კვარჩია, ლევან მიქაა (მიქავა) ადგურ არძინბა - ბევრადწონიანები“ არიან.

 

მაშ რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებას ახლა პუტინი, როცა არანაირი გარანტია არა აქვს არავისგან მისი მოთხოვნების შესრულებისა?

ჩემი პასუხი (რასაც ძალიან ბევრი არ ეთანხმება) და ჩემეული ახსნა ის არის, რომ პუტინს უბრალოდ არ აწყობს ახლა აფხაზური სეპარატისტული ელიტების ისეთნაირადკუთხეში მომწყვდევა“, მათ ვირთხას ბოლო ნახტომიგანახორციელონ.

ანუ პუტინს მიანიშნეს აფხაზებმა, რომ თუ ასე საბოლოოდ და სამუდამოდ განადგურებას დაუპირებს, თუ მანდარინს აუკრძალავს, თუ ელექტროენერგიას არ მიაწვდის, თუ საზღვარს ჩაუკეტავს, მაშინ აფხაზები....ერდოღანისკენ, თურქეთისკენგააგორებენ კამათელს“, რომელმაც პუტინს უკვე ორი პარტია მოუგო. აზერბაიჯანში ანუ ყარაბაღში და სირიაში.

 

 ბევრს არ სჯერა ეს, მაგრამ პუტინს ნამდვილად არ აწყობს ახლა ერდოღანი ამ თამაშში შემოვიდეს და რუსეთის საინფორმაციო სივრცეშიც ხმაური ატყდეს აფხაზეთის გამო მაშინ, როცა უკრაინის საკითხი ჯერ არათუ გადაწყვეტილი არ არის, არამედ არავინ იცის როგორ განვითარდება დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ.

ამიტომ პუტინმა ახლა ასედააბალანსა“: მანდარინი დააბრუნა, ელექტროენერგია მიწოდა, თუმცაღა  ბიუჯეტში ფულს კვლავინდებურად არ ურიცხავს და ტურისტული საგზურების გაყიდვაც არ აღუდგენია.

სხვა საქმეა, გაბედავენ თუ არა აფხაზური ელიტები ასე რადიკალურად მოქმედებას, ასეთ რისკებზე წასვლას მაშინ, როცა აფხაზეთში რუსის ჯარი დგას და ..

კი, გაბედავენ თუ.....სხვა გამოსავალს არ დაუტოვებს პუტინი და სულ მთლად მოხრჩობას დაუპირებს.

 თუ მხოლოდ ნაწილობრივ მოახრჩობს დაამოსასუნთქს“ მაინც  მისცემს, შესაძლოა რისკზე არ წავიდნენ

ჩვენში არ ითვალისწინებენ იმ სოციუმის მენტალობას: აფხაზები ცხოვრობენ სოციო-მენტალური თვალსაზრისით .სამხედრო დემოკრატიისეპოქაში და ძალიან ცდება თუ ვინმეს ჰგონია, მათთვის რაიმე პრობლემაა რუსი ჯარისკაცისთვის ტყვიის სროლა, რუსული „Военный городок»-ების ალყა და რუსეთთან თუნდაც ომი, რადაც არ უნდა დაუჯდეთ.

უომიათ ადრე და კიდეც იომებენ.

. . . . . . . . . . . .  . . . .  .

President-elect ტრამპმა მეორედ განაცხადა, რომ თუ პანამას ხელისუფლება არ გააიაფებს ამერიკული ტვირთების გადაზიდვას პანამის არხით, მაშინ ამ არხსამერიკა დაიბრუნებს უკანო“.

როგორ, რა გზით არ დაუკონკრეტებია.

პანამის პრეზიდენტმა გააპროტესტა.

ტრამპის თქმით, XX საუკუნის დასაწყისში, როცა აშშ თავდაცვის სამინისტრო ამ არხს აშენებდა, 38 000 ამერიკელი მშენებელი ინფექციებით დაიღუპაჯუნგლებშიო“.

ეს სიმართლეა.

1977 წელს, აშშ პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა პანამასთან ხელშეკრულება გააფორმა და 2000 წლიდან არხი პანამას გადაეცა.

ყოველწლიურად ატლანტიკის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში და პირიქით, 160 მილიონი ტონა ტვირთი მოძრაობს;

მეორე ადგილზეა ჩინეთი 45 მილიონი ტონით და მესამეზე.....სამხრეთ კორეა (!!!) 19 მილიონი ტონა ტვირთით.

ეს მესამე ციფრი მაინც საოცრად ნიშანდობლივია: თანამედროვე კორეა ფანტასტიკური ქვეყანა ხდება.

 

 ტრამპმა ასევე თქვა: გრენლანდია უნდა ვიყიდო დანიისგან, იქ დიდი ამერიკული სამხედრო ბაზა გვაქვსო.

დანიის პრემიერმა უპასუხა: გრენლანდია არ იყიდებაო.

ჯერ არა უშავს, სანამ Donald Trump მხოლოდ President-elect-ია, მაგრამ.....20 იანვრის შემდეგ თუ გაგრძელდა ასეთი სიტყვა-პასუხები..... რთული საპროგნოზოა, როგორ განვითარდება მოვლენები.

Trumps Style ნამდვილად ახალი სიტყვაა გლობალურ პოლიტიკაში და დიპლომატიაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

 იანვრის პირველ რიცხვებში (ინაუგურაციამდე!) დონალდ ტრამპის სპეც-წარმომადგენელი უკრაინის საკითხში, კიტ კელოგი ჩავა კიევში და შეუდგება თავისი მისიის შესრულებას: დონალდ ტრამპის დავალებით, დაამყაროს მშვიდობა უკრაინაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ მოსკოვში მის ვიზიტს (კიევისგან განსხვავებით) არ ადასტურებენ.

იმიტომ არ ადასტურებენ, რომ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, პუტინმა ჯერ მართლა არ იცის ზუსტად, რას ითვალისწინებს ეს ყბადაღებულიტრამპის გეგმაუკრაინაზე და რამდენად მისაღები იქნება ეს გეგმა მაშინ, როცა პუტინმა თავის გეგმა უკვე ჩამოაყალიბა, თანაც პუნქტობრივად:

) ცეცხლის შეწყვეტა;

) უკრაინული არმიის გაყვანა არა მხოლოდ კურსკიდან, არამედ აღმოსავლეთ უკრაინის იმ რეგიონებიდან, რომლებიც ოფიციალურად რუსეთის ნაწილია .. „რუსული კონსტიტუციითესე იგი ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ..

) უკრაინის დემილიტარიზაცია ანუ განიარაღება, NATO-ზე უარის თქმა, რუსულის გამოცხადება უკრაინაში სახელმწიფო ენად.

 

პუტინმა თუ ამ მოთხოვნებიდან უკან არ დაიხია, ტრამპის მისია სრულიად უპერსპექტივო გამოვა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა პირველად აღიარა, რომჰამასისთავკაცი ისმაილ ხანია თეირანში (!) სწორედცახალმაანუ ისრაელის არმიამ მოკლა.

ბრწყინვალედ განხორციელებული სპეც-ოპერაციით.

და ისიც თქვა, რომ ისრაელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სირიის დიქტატორ ბაშარ ალ ასადის დამხობაში.

როგორ - არ დაუკონკრეტებია, თუმცა რაღაც მონაწილეობა ალბათ ისრაელის დაზვერვას და სამხედრო ავიაციას ამ საქმეში ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში სირიის გამარჯვებული ოპოზიცია, რბილად თუ ვიტყვით, ისრაელის მეგობარი ნამდვილად არ არის.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის რეჟიმი სრულ კლინიკურ იდიოტიზმამდე მივიდა: .. სახელმწიფო სათათბირო აპირებს ჩამოართვას რუსეთის მოქალაქეობა დიდ რუს მსახიობ ქალს ლია ახეჯაკოვას უკრაინის მხარდაჭერის გამო.

ეს კიდევ არაფერი:

.. „ნეიროტექნოლოგიებითდა Deep fake ტექნოლოგიებით აპირებენ ჩაანაცვლონ ეს მსახიობი ელდარ რიაზანოვის ლეგენდარულ ფილმში Ирония судьбы или с лёгким паром.

იმავე მიზეზით რუსეთის მოქალაქეობას ართმევენ მომღერალ ვალერი მელაძესაც, რომელიც განუყოფელია თანამედროვე რუსული კულტურისგან.