ქართველ ენერგომამებს ეგონათ ჩუბაისს მოისყიდიდნენ

ქართველ ენერგომამებს ეგონათ ჩუბაისს მოისყიდიდნენ

        გუშინ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში კომუნისტებმა და სახელისუფლებო პარტიის წევრებმა (უკანასკნელები უფრო ჩუბაისის მემარჯვენე პარტიის საარჩევნო კონკურენციით არიან შეშინებულნი) «რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემების» ხელმძღვანელს მორიგი, რიგით 63-ე დემაგოგიური ისტერია მოუწყვეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.

            ეს, რასაკვირველია, არ არის პირველი შემთხვევა. ანატოლი ჩუბაისს, რომელიც თხემით-ტერფამდე ლიბერალი და შესანიშნავი მენეჯერია (ბიზნესმენის ნიჭზე რომ აღარაფერი ვთქვათ) რუსი «მემარცხენე-დერჟავნიკები» 1992 წლიდან უწყობენ ობსტრუქციებს, თუმცა, დღემდე ბევრი ვერაფერი დააკლეს. ამჟამინდელი გამძვინვარება, ძირითადად, ორი გარემოებითაა საინტერესო: პირველ რიგში, იგი ნათლად მეტყველებს, რომ დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მდგომარეობა რუსეთში არანაკლებ დაძაბულია, ვიდრე საქართვლეოში. გარდა ამისა, სკანდალი დაემთხვა ანატოლი ჩუბაისის და მისი კომპანიის შემოსვლას თბილისში. ეს რუსული მემარჯვენე ძალების მხრიდან სერიოზული განაცხადი იყო – რომ ლიბერალური მეთოდებით, კომერციული გარიგებებითა და ეკონომიკური (კაპიტალისტური) ექსპანსიით ისინი უკეთ შეძლებენ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვას პოსტსაბჭოურ სივრცეზე, ვიდრე «მემარცხენე-დერჟავნიკები». ამათაც ეს გარემოება, რასაკვირველია, დიდად არ ეპიტნავებათ.
        რაც შეეხება ანტიჩუბაისური მოძრაობის (აკი მოგახსენეთ, ეს მოძრაობა თითქმის 12 წელია გრძელდება) სოციალურ საფუძველს, იგი იმასვე ეყრდნობა, რასაც საქართველოში – პოსტსაბჭოური მენტალიტეტის თავისებურებას, რომლის თანახმად, ადამიანს არ სურს შეურიგდეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის აუცილებლობას. მაშინ, როდესაც საბჭოთა პერიოდში მიზერული საფასურის 80 პროცენტს პროფკავშირები უნაზღაურებდნენ, წარმოიდგინეთ: რუსეთში დღეს 1 კილოვატი ელექტროენერგია (ჩვენს ვალუტაზე გადმოანგარიშებით) სულ სამი თეთრი (!) ღირს. არადა, საშუალო ხელფასი სამაის ლარია, პენსია – ასი ლარი. რუსები რომ ჩვენს მდგშომარეობაში ჩააყენო, ჩვენნაირი ხელფას-ინესია მისცე და ელექტროენერგიაზე ასეთივე ტარიფი დაუწესო (თუნდაც 12 თეთრი) – იმ ქვეყანაში, ალბათ, მორიგი «დიდი ოქტომრის სოციალისტური რევოლუცია» მოხდება. თუმცა, ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ.
        «რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემების» («ე-ეს») შემოსავლის მიუხედავად, მდგომარეობა თბილისისა და საქართველოს ელექტრომომარაგებაში იოტისოდენად არ გაუმჯობესებულა, პირიქით, გაუარესდა კიდეც, რასაც კონკრეტული მიზეზები აქვს და კვლავაც «პოსტსაბჭოთა მენტალიტეტს» ეფუძნება. საქმე ის გახლავთ, რომ ქართველ «ენერგომამებს», ვისაც ჩუბაისისა და «ე-ეს-»ის შემოსვლა გაუხარდა, აშკარად ეგონათ, ახლა კი გვეშველა, «ძველი დრო» გვიბრუნდებაო, აი, ის დრო, დილით რომ მოსკოვში გადაფრინდებოდნენ, საკავშირო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს «არაგვში» აქეიფებდნენ, შემდეგ ორ ბოთლ კონიაკს დაუტოვებდნენ სახლში, მის მეუღლეს ყვავილების «ბუკეტს» მიართმევდნენ და საქმეც გაჩალიჩებული ჰქონდათ. ამიტომაც ეგონათ, ეს ჩუბაისი ასევე ორი ბოთლი კონიაკის ფასად ელექტროენერგიას უფასოდ მოგვაწვდისო. თუმც,ა დაავიწყდათ, რომ, ჯერ ერთი, ჩუბაისი ლიბერალი, ანუ ცივსისხლიანი, პრაგმატული მენეჯერია.
        გარდა ამის,ა იგი მილიარდერია და ისეთ კონიაკს სვამს, ამ ჩვენს უბედურ «ენერგონათლიმამებს» რომ არ დაესიზმრებათ. ამიტომ, ქართველი «ენერგეტიკოსების» შეთავაზებაზე (ე-ეს»-ის მიმარ1 იმპორტი დაიწყეთ, «თელასი» ხომ უკვე თქვენია და თქვენივე ელექტროენერგიით მოამარაგეთო, გუშინ თბილისში ჩამოსული ანდრეი რაპოპორტისაგან (ჩუბაისის მოადგილე) ცივი პასუხი მიიღეს:. ელექტროენერგიის იმპორტს მხოლოდ იმ შემთხვევშაი დავიწყებთ, თუ მოგვცემთ სახელმწიფო გარანტია,ს რომ თბილისისათვის განკუთვნილი ელექტროენერგია უკლებლივ მოაღწევს თბილისამდე. «კი, მაგრამ, პრობლემები ხომ «ეი-ი-ეს»-ის დროსაც იყო, ელექტროენერგია გზაში იკარგებოდა, მაგრამ მაინც ხომ გვაწვდიდითო», - გაიკვირვეს «ორი ბოთლი კონიაკის მენეჯერებმა». ამეზე რაპოპორტს ულვაშებში ჩაეცინებოდა: მაშინ მყიდველი ის საცოდავი ამერიკელები იყვნენ, რომლებსაც სხვა გზა, უბრალოდ, არ ჰქონდათ და იძულებულნი ხდებოდნენ, «ე-ეს»-ისთვის ასი პროცენტით გადაეხადათ ელექტროენერგიის საფასური – მიუხედავად იმისა, რომ ამ ელექტროენერგიის ნახევარი «გზაში იკარგებოდა» ანუ, რეალურად, მართლა კი არ იკარგებოდა, არამედ იმ რეგიონებს მიეწოდებოდა, რომლებიც არ იხდიდნენ ელექტროენერგიის საფასურს.
        მაგრამ დღე,ს როცა «თელასი» უკვე «ე-ეს»-ის საკუთრებაა, ნურას უკაცრავად, დღეს უკვე მისთვის სულაც აღარ არის «სულ ერთი», მიაღწევს თუ არა ელექტროენერგია თბილისამდე უდანაკარგოდ. ჩუბაისი იდიოტი არ არის!( ამდენად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას (ამას ჯერ კიდევ მაშინ ვწინასწარმეტყველებდით, როდესაც «ე-ეს»-ი თბილისში შემოდიოდა)9 რომ იგი «თელასს» ელექტროენერგიას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწვდის რუსეთიდან (თანაც უშურველად, ნებისმიერი ოდენობით – ამდენი რესურსი ნამდვილად აქვს მის კოლოსალურ კომპანიას), თუ ეს ენერგია თბილისამდე მოაღწევს და ჩუბაისს არ მუოწევს არგადახმდელი რეგიონების უფასოდ განათება თბილისის (ანუ საკუთარი კომპანიის) ხარჯზე. წიტნააღმდეგ შემთხვევშაი, იგი უბრალოდ შეწყვეტს ელექტროენერგიის მოწოდებას და მოითხოვს, რომ თბილისი თვით საქართვლეოს ენერგოსისტემამ გაანათოს ენგურისა და სხვა ჰიდრორესურსებით, რაც მთლიანად შეესაბამება 1998 წლის ხელშეკრულებას.
        იგივე პრობლემა წარმოიშობა, როდესაც «თბილსრესი» ამუშავდება. თუ გახსოვთ, «დიდმარტვილნი» სქუოლი-ირიბარენნი ბევრს ამაზეც მოთქვამდნენ – დენს გვპარავენ და არგადამხდელებს თვალსა და ხელს შუა (ოციოდე კილომეტრიდან) აწვდიანო. ჩუბაისთან იგივე არ გაგვივა!!! არ გაგვივა იმიტომ, რომ იმავე ამერიკელებისაგან განსხვავებით, ელექტროენერგია სწორედ მან უნდა გამოიმუშავოს «თბილსრესში» რუსული გაზით (კოლეგა «გაზპრომისა» და სიყრმის მგეობარი ალიოშა მილერის მეშვოებით) და მანვე უნდა მოგვაწოდოს «კავკასიონის» ელექტროგადამცეიმ ხაზით. ამდენად, გავრცელებული მითის მიუხედავად, არა საცოდავი ამერიკელები, ვისცა თაშვი როცა გვინდოდა, მაშინ «წამოვარტყამდით» («სად წახვალთ რო?»), არამედ სწორედ რუსები იქცევიან ჩვენთვის ნამდვილი «კაპიტალიზმის მასწავლებლებად», ანუ იმ უმოწყალო, ცივი, პრაგმატული, მაგრამ საბოლოო ჯამში, ერთადერთი პროგრესული და სამართლიანი სისტემისა, რომელიც 15 წლის წინათ თავად ავირჩიეთ, თუმცა კი, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ამ არჩევანის არსს ვერ ვაცნობიერებდით.

დილის გაზეთი, 13 სექტემბერი, 2003 წელი