საერთაშორისო მიმოხილვა. 22 სექტემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 22 სექტემბერი. 2024 წელი

რუსეთში დღეს მთავარი თემაა დაპირისპირება ანტიპუტინური ოპოზიციის ორ ჯგუფს შორის.

ერთია აწ განსვენებული ალექსეი ნავალნის Фонд борьбы с коррупцией (ФБК) და მეორეა მილიარდერ მიხაილ ხოდორკოვსკის დაჯგუფება.

ირკვევა, რომ ხოდორკოვსკი და მისი ბიზნეს-პარტნიორი ნევზლინი ისე გაბრაზდნენ ФБК- გადაღებულ ფილმზე (Предатели) 1990 იან წლებში ხოდორკოვსკის, ნევზლინის, ბერეზოვსკის და სხვა რუს ოლიგარქთა მაქინაციების შესახებ, რომ გადაწყვიტეს ФБК ლიდერთა, მარია პევჩიხისა და ლეონიდ ვოლკოვის სასტიკად დასჯა: ცემა, მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმა და ..

ამ მიზნით დაიქირავეს ზონდერები.

ეს ამბავიგასკდა“, რაკი ხოდორკოვსკიმ ზონდერებს ფული არ გადაუხადა.

ФБК- ახალი მამხილებელი ფილმი გადაიღო. ხოდორკოვსკი და ნევზლინი ყველაფერს უარყოფენ. თუმცა ფაქტები პირუთვნელია და ცნობილმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ხრისტო გროზევმაც დაადასტურა, რომ ბრალდებები ხოდარკოვსკის ჯგუფის მიმართ საკმაოდ დასაბუთებულია.

ხოდორკოვსკი ახლა ცდილობს თავი იმით იმართლოს, რომ ФБК „პუტინის თამაშს თამაშობსო“.

როგორც ჩანს, 1990-იანი წლების რუს ოლიგარქებს, ვინც ფული იმ დროს სისხლიანი გზით იშოვა, მიაჩნიათ, რომ მათალიბისЁ დაინდულიგენციასუქმნის ის გარემოება, თუკი  განსხვავებით ოლიგარქების მეორე ჯგუფისგან (პოტანინი, აბრამოვიჩი და .შ). მათ პუტინთან ვერდაალაგეს“.

შესაბამისად პუტინმა ისინი გაანადგურა და ვისაც მისწვდა, ციხეშიც ჩასვა.

პუტინთან ბრძოლათავისთავად არც ალიბია და არც ინდულგენცია: ნავალნი ამბობდა (არც თუ უსაფუძვლოდ), რომ სწორედ ხოდორკოვსკიმ, სწორედ ნევზლინმა, სწორედ ბერეზოვსკიმ და გუსინსკიმშექმნესპუტინი თავის დროზე როგორც ფენომენი, მოიყვანეს იგი ხელისუფლებაში და ჩააბარეს ხელისუფლება  მას, ასევე მის სპეცსამსახურებს.

თუმცა შემდეგ ვერდაალაგეს“.

ეს დაპირისპირება იმასაც ადასტურებს ოღონდ, რომ რუსული ოპოზიცია ძალიან სუსტია და მისგან რაიმე სასიკეთოს არავინ უნდა ელოდოს: არც დასავლეთი და არც უკრაინა: პუტინი დამარცხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დამარცხდება   !

სხვა არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს თეორიულადაც კი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ირანმა რუსეთს გადასცა მცირე წვდომადობის ბალისტიკური რაკეტები ფატეჰ - 360, რომელიც ამერიკული HIMARS-ის საპირწონე უნდა ყოფილიყო უკრაინის ფრონტზე, თუმცა ირანს ჰქონდა თავისი პირობებიც.

კერძოდ რუსეთის რეალური გასვლა იმ სასანქციო რეჟიმიდან, რაც დასავლეთმა დაუწესა ირანს. და ბირთვული ტექნოლოგიების მიწოდება.

 

ეს ინფორმაცია ახლა მთლიანად დადასტურდა: ამ დილით RFERL გაავრცელა ცნობა, რომ ირანმა რაკეტები კი გადასცა რუსეთს, მაგრამ არ გადასცა მათი გამშვები დანადგარები.

შესაბამისად, ეს რაკეტები მოსკოვისთვის ჯერ-ჯერობით უსარგებლოა.

ირანელი აიათოლლები მოსკოვთან ვაჭრობას განაგრძობენ.

მათი მთავარი სამიზნე ისრაელია რასაკვირველია.

რუსეთისგან კი უამრავი რამ შეიძლება მიიღონ თეორიულად, რაც ისრაელთან დიდ ომში დასჭირდებათ, თუ მაინც გადაწყვეტენ ამგვარ აგრესიას.

არა მხოლოდ იარაღი, არამედ კოსმოსური დაზვერვის მონაცემები და მიზანდასახულობა კოსმოსური თანამგზავრებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრედერმა (სხვათა შორის საქართველოში ნამყოფია კანცლერის რანგში შევარდნაძის დროს) ერთ ერთ შეხვედრაზე განაცხადა (წყარო Welt), რომ რუსეთიდაუმარცხებადია“, ვერავინ რუსეთს ვერ დაამარცხებს, რაკი ისტორიის წიგნებში თუ ჩაიხედავთ დარწმუნდებით: ვერც ნაპოლეონმა დაამარცხა და ვერც ჰიტლერმაო“.

დავაკვირდეთ, როგორ ჰგავს ეს ნარატივი ტრამპის ნარატივს: „....ვერც ჰიტლერმა დაამარცხა და ვერც ნაპოლეონმა.....“

თუმცა გერჰარდ შრედერს რა მოეთხოვება? კანცლერობიდან გადადგომის შემდეგგაზპრომშიგადავიდა სამუშაოდ, პუტინის ლაქია გახდა და სულ ბოლო დრომდეКомандовалბალტიის ზღვის ფსკერზე პუტინის გაყვანილ გაზსადენებს, სანამ უკრაინელებმა არ აუფეთქეს.

ბუნებრივია ამაზეც გაცხარდებოდა: მილიონობით ევროს ხელფასი დაკარგა და.... მაგრამ შრედერის ნარატივი კი არ არის ნიშანდობლივი, არამედ დონალდ ტრამპისა, რასაც ამერიკაში (ისევე როგორც ევროპაში) ბევრი იმეორებს: „რუსეთი დაუმარცხებადია......ჰიტლერმაც ვერ დაამარცხა......ნაპოლეონმაც ვერ დაამარცხა........“

გაუგებარია ეს ხალხი და ამ ნარატივის ავტორები ვის რას ერჩიან? მოდუნდნენმაშინ პუტინის წინაშე და მიიღონსიამოვნება“.

მარტივად უბადრუკი იქნებოდა ეს ყოველივე, პოლიტიკური დომინანტას პოტენციალი რომ არ ჰქონდეს და პუტინის გამარჯვების საფრთხეს არ ქმნიდეს, რაც კატასტროფა იქნება უკრაინისთვისაც ევროპისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ წერილში დაუდასტურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ჩინეთისთავმჯდომარესი ძინპინს, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს გაწევრიანდეს გეოპოლიტიკურ გაერთიანებაში BRICS: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა.

ეს ძალიან სერიოზული ამბავია ორი მიზეზით:

 ჯერ ერთი, მოსკოვი და პეკინი, როგორც ჩანს, აქტიურად მუშაობდნენ იმაზე, რომ სამხრეთ ამერიკის მეორე დიდი სახელმწიფო (ბრაზილიის შემდეგ არგენტინა) „შემოეტყუებინათამ გაერთიანებაში, სადაც საერთო ვალუტის შემოღებაზე და დასავლეთთან ყოველნაირ კონფრონტაციაზე ფიქრობენ.

შესაბამის პროექტებსაც ამუშავებენ.

მეორეც, მნიშვნელოვანია, რომ არგენტინამ გადაწყვიტა უარიგაეფორმებინა“, როგორც საჯარო დემარში.

ანუგარეთგამოეტანა დახურულ კარს მიღმა მიმდინარე კონსულტაციების შედეგი.

შესაბამისად, არგენტინის პრეზიდენტის წერილი არის მოსკოვის და პეკინის სერიოზული მარცხი და ამერიკის წარმატება: ბრაზილიის შემდეგ უკვე არგენტინისგადახრაცპეკინ-მოსკოვის ალიანსისკენ სერიოზული წარუმატებლობა და რისკის შემცველი რეალობა იქნებოდა ნამდვილად.

გრძელდებაფაქიზიდა დიდოსტატური დიპლომატიური თამაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეფორმირების თაობაზე.

ამის შესახებ ბევრჯერ დაგვიწერია და ბევრჯერ გვითქვამს, რომ სინამდვილეში დიდ სახელმწიფოებს სულაც არ აწყობთ ფუნდამენტური რეფორმა.

ხოლო ფუნდამენტური რეფორმაავეტოსუფლების გაუქმება უშიშროების საბჭოში.

ეს უფლება აქვთ ამერიკას, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს და საფრანგეთს.

რუსეთს რატომაც არ აძლევს ხელსვეტოს“- უფლების გაუქმება ცხადია.

ოღონდ არც ვაშინგტონს აწყობს, რაკი თუვეტოსუფლება გაუქმდა, იგი ვეღარ დაიცავს მის სტრატეგიულ მოკავშირეს - ისრაელს, რომელიც მუდმივად უმცირესობაშია.

ამიტომ დიდი სახელმწიფოები (უპირველესად ამერიკა და რუსეთი) ქმნიან სხვადასხვა ფორმატებს, რომლებიც წლების განმავლობაშიმუშაობენგაეროს უშიშროების საბჭოსრეფორმირებაზე, ოღონდ ამ რეფორმირებაში გულისხმობენ არა ყველაზე მთავარი რაც არის და რაც ნამდვილად ფუნდამენტური რეფორმაა („ვეტოს უფლების გაუქმება და გადაწყვეტილების მიღება უშიშროების საბჭოში ხმების უმრავლესობით) არამედ უშიშროების საბჭოში არამუდმივ, როტაციულ წევრთა რაოდენობის გაზრდა და რეგიონული წარმომადგენლობის გაფართოება.

ამ მიზანს დეკლარირებსოთხეული“, რომელიც 2019 წლიდან მუშაობს შემდეგი შემადგენლობით: ავსტრალია, ინდოეთი, აშშ და იაპონია.

ოღონდ მათი მიზანია არავეტოსუფლების გაუქმება ან თუნდაც ახალიროტაციული წევრებისთვისამ უფლების მინიჭება, არამედ გაეროს წესდებაში იმ დებულების შეტანა, რომ ჯერ ერთი, გაიზარდოს უშიშროების საბჭოსროტაციულწევრთა რაოდენობა 10-დან - 15-მდე და რაც მთავარია, მსოფლიოს ყველა რეგიონს დაუმტკიცდეს აუცილებელი წარმომადგენლობა უშიშროების საბჭოში.

ისე, რომ აზიას, აფრიკას, ლათინურ ამერიკას, ავსტრალია-ზელანდიას მუდმივად ჰყავდეთ წარმომადგენლობა.

ამასთან იაპონია და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მოითხოვენ არავეტოსუფლების გაუქმებას, არამედ მათთვის იმავე უფლების მინიჭებას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დასალიერს, 1944 წელს, სან ფრანცისკოს კონფერენციის შედეგად.

მისი დამაარსებლები არიან დიდი სამეულის (G3) ლიდერები: ფრანკლინ დელანო რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი.

შემდეგშემოიერთესსაფრანგეთი ერთის მხრივ და ჩინეთი მეორეს მხრივ.

ამას რასაკვირველია თავისი გეოპოლიტიკური მიზეზები ჰქონდა, თუმცა მთავარი ისაა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეალური რეფორმა დღეს შეუძლებელია.

ამის სისტემური მიზეზი კი (დასავლეთის მხრიდან) ისრაელის დაცვის აუცილებლობაა, რაკი ისრაელი იუდეა-ქრისტიანული სამყაროს იდენტობის საძირკველია და არა უბრალოდ რეგიონული მოკავშირე.