საერთაშორისო მიმოხილვა. 13 ივნისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 13 ივნისი. 2023 წელი

გაეროში გრძელდება `დიდი თამაში`  უნივერსალური ორგანიზაციის რეფორმის თაობაზე.

ამაზე ბევრჯერ დაგვიწერია, თუმცა ახლა გამოიკვეთა ორი მკაფიო პოზიცია: რუსეთის და ამერიკის.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე გამოაქვეყნა ოფიციალურად რეფორმის მისეული გეგმა, რომლის თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭოს 10 `არამუდმივ წევრს` უნდა დაემატოს კიდევ 6 `არამუდმივი წევრი` სახელმწიფო. თუმცა ხუთი მუდმივი წევრის `ვეტოს` უფლება დარჩეს, როგორც არის.

ამრიგად, ამერიკული პროექტით, კვლავინდებურად იქნება 5 `მუდმივი წევრი` - `ვეტოს` უფლებით (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) და 16 არამუდმივი წევრი როტაციის პრინციპით. დღეს 10 არამუდმივი წევრი იცვლება რიგითობით.

აქვე: ცოტა არ იყოს უცნაურია, საქართველოს რატომ არ მოუწია ეს როტაცია (ანუ `არამუდმივი წევრობა` უშიშროების საბჭოში)  ამდენი ხნის მანძილზე?!...... ასეთი რამ არ შეიძლება შემთხვევითი იყოს,  თუმცა ეს სხვა თემაა.

 

რაც შეეხება რუსულ პროექტს, მოსკოვი მოითხოვს არა ვეტოს უფლების გაუქმებას, არამედ `მუდმივი წევრების` რიცხვის გაზრდას ორი  ახალი წევრით: ბრაზილია და ინდოეთი.

პუტინს იმედი აქვს, რომ ამ ორ ქვეყანასთან მოსკოვი მუდამ შეძლებს `დალაგებას` ისე, რომ სწორედ რუსეთის სასარგებლოდ იმოქმედონ. უფრო ზუსტად, ამერიკის საწინააღდმეგოდ იმოქმედონ.

ამიტომაცაა რუსეთი` ვეტოს` უფლების გაუქმების წინააღდმეგი. აბა ახლა რომ `ვეტოს` უფლება არ ჰქონდეს, გაეროს უშიშროების საბჭო ხომ მიიღებდა ხმების უმრავლესობით უკრაინაში რუსული აგრესიის საწინააღდმეგო რეზოლუციას?

მაგრამ ამერიკაც სტრატეგიულად წინააღმდეგია `ვეტოს` უფლების გაუქმების, რაკი ამ შემთხვევაში ვეღარ დაიცავს მის ეგზისტენციურ პატარა მოკავშირეს, - ისრაელს, იმ სიტუაციებში, როცა მთელი მსოფლიო (ევროპის სახელმწიფოთა ჩათვლით) ისრაელის მოწინააღმდეგეა და მხოლოდ ამერიკა ადებს  `ვეტოს` გაეროს შესაბამის რეზოლუციებს.

ასეთი შემთხვევა ბოლო 70 წლის მანძილზე უამრავჯერ ყოფილა.

 

შესაბამისად, გაეროს სერიოზული რეფორმა უახლოეს მომავალში გამორიცხულია. ამ ორგანიზაციის წესდება ისე დაწერეს თავის დროზე რუზველტმა, სტალინმა და ჩერჩილმა, რომ მათ დააფუძნეს გაერო (სან ფრანცისკოში) და ყველა სხვა სახელმწიფო მიიწვიეს, ფაქტიურად სათათბირო ხმის უფლებით.

საფრანგეთი და ჩინეთი დიდი კომპრომისის ხარჯზე მიიღეს მუდმივ წევრებად მას შემდეგ, რაც გაბრაზებულებმა განაცხადეს, რომ საერთოდ არ შევიდოდნენ გაეროში, ხოლო ამ ორი სახელმწიფოს გარეშე გაერო არასრულფასოვანი  იქნებოდა.

სხვებმა იგივე ვერ გაბედეს: სასტიკად დამარცხებული და გაუპატიურებული გერმანია იმ დროს ხმას როგორ ამოიღებდა...... ახლა კი მოითხოვს მუდმივ წევრობას მისი ეკონომიკური პოტენციალიდან გამომდინარე, თუმცა უშედეგოდ. 

. . . . . . . . . . . . . . . . .

ევროკავშირის `საგარეომ`, ჟოზეფ ბორელმა საინტერესო განცხადება გააკეთა: `პუტინი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს მოლაპარაკებას ზელენსკისთან უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე, რაც ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაივლისო`.

ბორელის აზრით, პუტინი ელოდება, ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი.

ევროპელი მოღვაწე ამ შემთხვევაში აშკარად (100%-ით) იმას გულისხმობს, რომ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებმა შესაძლოა სრულიად ახალი პოლიტიკური ვითარება შექმნას ევროპაშიც და უკრაინაშიც: ჯერ ერთი, ამერიკაში ვითარება `აირიოს` და სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს (ამისთვის რუსული სპეცსამსახურები ახლა ყველაფერს აკეთებენ); მეორეც, თუკი დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, ის პოლიტიკური ინსტიქტით იძულებული იქნება რაღაც შეცვალოს უკრაინის მიმართ ბაიდენის პოლიტიკაში და პუტიონს იმედი აქვს, აქ `ხელს მოითბობს`.

მაგრამ ყველა ეს გათვლა ხუხულასავით დაინგრევა, თუკი უკრაინის შეტევამ უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი შედეგი `დადო`.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემაუელ მაკრონმა გუშინ ბორელის მსგავსი  განცხადება გააკეთა: უკრაინის შეტევა რამდენიმე თვეს გაგრძეკლდება, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, უკრაინას ყოველნაირად დავეხმარეთ იარაღით და ჩვენი მიზანია, დავსაჯოთ (!) რუსეთი აგრესიისათვის, უკრაინამ დაიბრუნოს ტერიტორიები, ოღონდ არ დავუშვათ უკრაინის შესვლა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, რათა პუტინს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღის გამოუენების საბაბიო.

ეს განცხადება იმითაა ნიშანდობლივი, რომ ევროპელი ლიდერები რატომღაც დარწმუნებულნი არიან: პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ უკრაინა როსტოვის, კურსკის, ბელგოროდის მხარეებში შეიჭრება და რატომღაც გამორიცხავენ პუტინს ჭკუამ არ დაუშალოს ბირთვული იარაღის გამოუეენბა თუკი უკრაინა დონეცკში შეიჭრება ან ყირიმში გადასხავს წარმატებულ დესანტს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

`გაერთიანებული საემიროების` ხელისუფალთა მორიგი სამარცხვინო აქტი: მსოფლიოში ყევლაზე მაღალი ცათამბჯენი, ე.წ. `ბურჯ ხალიფა` დუბაიში რუსეთის დროშის ფერებად შეღებეს. ასე აღნიშნეს ე.წ. `რუსეთის დამოუკდიებლობის დღე` - 12 ივნისი.

თუმცა ეს რა დღესასწაულია თვით რუსებსაც კი ვერ გაუგიათ: ვისგან `დამოუკიდებლობას` ზეიმობს ყოველწლიურად რუსეთი?

რაც შეეხება `ბურჯ ხალიფას`, დუბაისა და ემირატებს, მსოფლიოში თუკი ვინმემ მოითბო ხელი უკრაინის ომით, უპირველესად სწორედ ამ სახელმწიფომ: დუბაიში ისედაც უძვირესი ბინები კიდევ უფრო გაძვირდა და რუსმა ოლიგარქებმა მილიარდობით დოლარის უძრავი ქონება შეიძინეს.

სხვათა შორის, პუტინი ამას ხელს არ უშლის და ესეც ძალიან ნიშანდობლივია. არადა, ის რუსი ოლიგარქები, ვინც დუბაიში ბინებს ყიდულობს, `გასაქცევ პლაცდარმს` იმზადებს, რაკი პუტინის დამარცხებას არ გამორიცხავს. თუმცა პუტინი ამას არ და ვერ სეეწინააღდმეგება, რაკი მისი ძალაუფლება დიდწილად ოლიგარქიისა და სპეცსამსახურთა სიმბიოზია.

რუსი ოპოზიციონერები მოსწრებუალდ უწოდებენ პუტინის რეჟიმს; «Власть чекистов-капиталистов»

 

შემთხვევა, რომელსაც პოლიტიკური კონოტაცია აქვს: მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი, ლიონელ მესი პეკინის აეროპორტში 2 საათით შეაჩერეს და ქვეყანაში არ შეუშვეს.

დასაკითხთა ოთახშიც კი გადაიყვანეს.

ლიონელ მესი ჩიენთში ჩავიდა არგენტინის საფეხბურთო ნაკრებთან ერთად, რათა შეხვედროდნენ ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს.

მაგრამ საზღვარზე მესიმ მესაზღვრეს მაიწოდა არა არგენტინული, არამედ ესპანური პასპორტი.

საქმე ის გახლავთ, რომ მესის ორმაგი მოქალაქეობა აქვს - როგორც არგენტიონული, ასევე ესპანური, მაგრამ......ჩინეთს არ გააჩნია უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან (საქართველოს აქვს, ჩინეთს არა - ზოგჯერ ამას არ ვაფასებთ!-დ.), შესაბამისად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებსაც არ აქვთ ჩიენთში უვიზოდ შესვლის უფლება.

სამაგიეროდ არგენტინას აქვს უვიზო რეჟიმი ჩინეთთან!

ჩინეთის ხელისუფლება ამ შემთხვევაში იყენებს `პროპორიციულ მიდგომას`, ანუ ევროკავშირს ეუბნება, რომ მის მოქალაქეებს მხოლოდ იმ შემთXევვაში ექნებათ ჩიენტში უვიზოდ შესვლის უფელბა, თუკი ჩინელებსაც უვიზოდ მიიღებენ ევროკავშირში, რაც ევროკავშირისთვის მიუღებელია.

მესიმ ეს უბრალდო არ იცოდა, ვერც წარმოედგინა, ამიტომ მხოლოდ ესპანური პასპორტი ჰქონდა თან.

მესაზღვრეებმა 2 საათიანი დაკითხვის და დოკუმენტების შევსების შემდეგ, ვიზა `დაჩქარებული წესით` კი ჩაურტყეს დიდი გამონაკლისისსახით, მაგრამ ოფიციალურად (!) მკაცრად გააფრთხილეს, რომ ასეთი რამ მეორედ არ გააკეთოს: `საზღვარზე ვიზის ჩარტყმა` ჩიენთში უუუუუუიშვიათესი გამონაკლისია და საკIთხი ლამის ამ გრანდიოზული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე გადაწყდა.

თუმცა ჩინეთის Deep state-მა ვერც ის გაბედა რასაკვირველია, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი და ასეულობით მილიონი ჩინელის `იკონა` აეროპორტიდან უკან გაებრუნებინა. ეს სკანდალს გამოიწვევდა, ტუმცა ჩინური კანონი ზუსტად ამას მოითხოვდა: `დაბრუ8ნდი იმავე თვითმფრინავით ან სხვა თვითმფრინავით და მადრიდში ჩინურ საელჩოში შეავსე აპლიკაცია ვიზის მოთხოვნითო`.

ჩინურმა `გადაწყვეტილების მიმღებმა ბიუროკრატიამ` (სწორედ ესაა Deep state) ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო: ერთის მხრივ მსოფლიო News შექმნა, მეორეს მხრივ ევროკავშირს მიანიშნა,მ რომ მისთვისვე სჯობს დაჩქარდეს მოლაპარაკება პეკინსა და ბრიუსეოლს შორის `უვიზოს` თაობაზე, რაც უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს. თუმცა უშედეგოდ.