საერთაშორისო მიმოხილვა. 1 ნოემბერი. 2023 წელი
ისრაელის არმია ერთდროულად ხუთი მიმართულებიდან უტევს ღაზას სექტორს და ამჭიდროებს ალყას ქალაქ ღაზას გარშემო. უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ დიდი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
სამხედრო სპეციალისტები ადასტურებენ, რომ `ცახალი` ისეთ ტაქტიკას იყენებს, რაც მაქსიმალურად ამცირებს მსხვერპლს პირად შემადგენლობაში: ტანკები და ჯავშანმანქანები უახლოვდებიან იმ ლოკაციებს, სადაც მათ ელიან `ჰამასის` `ბოევიკები`, ისინი ხსნიან ცეცხლს და როგორც კი ეს ფიქსირდება, იმ ლოკაციებს `აუთოვებს` ისრაელის ავიაცია. მათ შორის უპილოტო აპარატები. ასევე შორსმსროლელი არტილერია, რომლის სიზუსტეს განაპირობებენ იგივე დრონები.
სხვათა შორის, უპილოტო აპარატები (ირანული წარმოებისა) `ჰამასსაც` აქვს, მაგრამ ისინი სრულიად უსარგებლოა იმ ვითარებაში, როდესაც ისრაელი იყენებს თავის მაღალტექნოლოგიურ `რადიო-ელექტრონული ბრძოლის` სისტემებს.
ამ სისტემებით ისრაელი ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. მხოლოდ ამერიკა თუ შეედრება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინდელ მიმოხილვაში ვწერდით, რომ ბაიდენის პოზიციაზე ისრაელ-ღაზის საკითხში დიდ გავლენას ახდენს ამერიკის მრავალრიცხოვანი `მუსლიმური უმმას` დამოკიდებულება.
ეს გარემოება ამ დილით მთლიანად დადასტურდა: ამერიკის მაჰმადიანური ორგანიზაციების საბჭომ (National Muslim Democratic Council - NMDC) ღია წერილობითი მუქარით (ულტიმატუმით) მიმართა პრეზიდენტ ბაიდენს, რომ თუ 1 ნოემბრამდე ესე იგი 24 საათის განმავლობაში იგი არ აიძულებს ისრაელს, საერთოდ შეწყვიტოს ცეცხლი, ბაიდენი დაკარგავს ამერიკელ მაჰმადიანთა მხარდაჭერას მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში და ტრამპთან სამკვდრო-სასიცოცხლო (გადაუჭარბებლად) დაპირისპირებაში.
კვლავ ვიმეორებ: ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ტრამპს მისცემენ ხმას. რეალურად დონალდ ტრამპს ბევრად `პრო-ისრაელური` პოზიცია აქვს, თუმცა მუსლიმები უბრალოდ არ მივლენ არჩევნებზე რაც გარანტირებულად (!) აქცევს აშშ 45-ე პრეზიდენტს 47-ე პრეზიდენტად მომავალი წლის ნოემბერში.
დავაკვირდეთ, რამდენად ზუსტად აქვთ შესწავლილი NMDC ექსპერტებს საკითხი: წერილში (ვიმეორებ: ფაქტობრივად ულტიმატუმში) ნათქვამია, რომ ბაიდენი ვერ მიიღებს მუსლიმთა მხარდაჭერას ისეთ შტატებში, როგორიცაა მიჩიგანი, ოჰაიო და პენსილვანია, ანუ ზუსტად იმ შტატებში, რომლებიც დიდად განაპირობებენ არჩევნების შედეგს 2024 წელს.
უნდა ვაღიაროთ, რომ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ახლა ამერიკული ისტებლიშმენტი. მათ შორის ამერიკული Deep state ანუ decision maker ძალისმიერი ბიუროკრატია: `ვაისა` და `ვუის` შორის.
იმავდროულად, ისრაელის გენერალიტეტს აქვს თავისი ლოგიკა, როცა `ცეცხლის შეწყვეტის` წინააღმდეგია: ეს `ჰამასს` მისცემს საშუალებას და დროს, `გადაჯგუფება` განაგრძოს და გარდაუვალი სახმელეთო შეტევა მოიგერიოს ან ისეთი დიდი ზიანი მიაყენოს `ცახალს` , რაც ისრაელისთვის მიუღებელია.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ანტი-ისრაელური განწყობები გააძლიერა ამ დილის ინციდენტმა, როდესაც ისრაელმა დაბომბა პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკი (Jabalya refugee camp), სადაც, ისრაელის დაზვერვის ცნობით, იმალებოდა `ჰამასის` ერთ-ერთი ლიდერი Ibrahim Biari, ვინც დაგეგმა 7 ოქტომბრის შეტევა.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან ცუდი პრეცედენტია ასევე, რომ გუშინ გადადგა სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს მაღალი რანგის ოფიცერი Josh Paul, რომელიც State department-ში კურირებდა იარაღის ექსპორტის საკითხებს.
მას არც დაუმალავს, რომ გადადგომის მიზეზი გახდა ისრაელისთვის იარაღის მიწოდება, რასაც, მისი თქმით, ისრაელი იყენებს `მშვიდობიანი პალესტინელების` წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
სამხრეთ ამერიკის სახელმწიფომ `ბოლივია` გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან პროტესტის ნიშნად.
ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია ისრაელისთვის; პირველ რიგში იმიტომ, რომ ბოლივია არ არის მაჰმადიანური სახელმწიფო. მას შესაძლოა მიბაძონ სხვა სახელმწიფოებმა, რომლებიც არ მოიაზრებიან `ისრაელ-არაბული` კონფლიქტს ან `იდეველ-ისლამური` კონფლიქტის დისკურსში.
სამწუხაროდ, ისრაელი აგებს საინფორმაციო ომს და კვლავ ვიმეორებ, რაც გახდა ამის მთავარი მიზეზი: მოქმედებს ლოგიკა, რომ რაკი შენ გამოიჩინე უნიათობა, რაკი გაატარე 7 ოქტომბრის შეტევა, როცა დაგიხოცეს მშვიდობიანი ებრაელები, რაკი ვერ შეამჩნიე, როგორ ემზადებოდა ამ შეტევისთვის `ჰამასი`, რაკი გამოგეპარა `ჰამასის` თავდასხმა......ახლა არ გაქვს უფლება შურის საძიებლად ან თუნდაც მიზანშეწონილობის მოსაზრებებით (ტერორისტთა ლიკვიდაციისთვის) დაბომბო ლტოლვილთა ბანაკი, ან დაბომბო მილიონიანი ქალაქი.
არ უნდა `გაგეტარებინა` არ უნდა გამოგპარვოდა!!!
აგეშენებინა არა რკინის ღობე ღაზასთან, არამედ ბეტონის კედელი, დაგენაღმა ეს კედელი და მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ რაკი ეს არ გააკეთე.....რაკი მოგეპარნენ, რაკი გამოგეპარა.....ახლა.....არა გაქვს უფლება.....და ა.შ.
აი ასეთი ლოგიკა მოქმედებს ამჟამად.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ევროკავშირი ამზადებს სანქციების მეთორმეტე პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ. ამჯერად იგულისხმება ძირითადად საექსპორტო შეზღუდვები იმ ტექნოლოგიებზე და პროდუქციაზე, რაც რუსეთს ძალიან სჭირდება.
საინტერესოა დავაკვირდეთ რას ეხება ახალი პაკეტი: შემდუღებელ აპარატებს, ქიმიკატებს და ნებისმიერი ორმაგი დანიშნულების არა მხოლოდ საქონელს, არამედ ტექნოლოგიებს.
ზოგადად, ევროკავშირში მიხვდნენ რომ რუსული ცივილიზაცია თვისებრივად ვერ აწარმოებს ბევრ ისეთ საგანს, რაც დასავლეთში ბუნებრივად და ჩვეულებრივად მიაჩნიათ.
აი მაგალითად, შემდუღებელი აპარატები - ხომ ელემენტარულია? მაგრამ `რუსული ცივილიზაცია` ინდუსტრიული რაოდენობით მათ ვერ აწარმოებს!
ინდუსტრიული რაოდენობით აწარმოებდა ათი ათასობით ტანკს თავის დროზე, მაგრამ ინდუსტრიული რაოდენობით ვერ აწარმოებდა მილიონობით ფეხსაცმელს, რომელიც მეორე დღეს არ დაიშლებოდა.
იმიტომ, რომ რესურსების კონცენტრაციით შეიძლება ეწარმოებინა ათი ათასობით ნაკეთობა (მაგალითად საკმაოდ ხარისხიანი ტანკი) მაგრამ ცივილიზაციურად არ შესწევდა ეწარმოებინა მილიონობით და ათეულ მილიონობით თითქოსდა ბევრად უფრო მარტივი ნაკეთობა - მაგალითად ხარისხიანი ფეხსაცმელი.
ეს ამ ცივილიზაციის თვისებაა და დასავლეთში ამას როგორც იქნა მიხვდნენ. ამიტომ `შემდუღებელი აპარატების` ექსპორტის აკრძალვა რუსეთისთვის შესაძლოა არანაკლებ მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე საბანკო სანაციები.
გარდა ამისა, მეთორმეტე პაკეტით გათვალისწინებულია ასეულობით რუსი `ბიზნესმენის` და ბიზნესების დასანქცირება.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
Financial times წერს, რომ დასავლურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთიდან `წასვლას` ცდილობენ, კრემლი აიძულებს აქტივები გაყიდოს......რუბლებში; თანაც ამ აქტივების ფასი შეათანხმოს სპეციალურ კომისიასთან, რომელიც პუტინის ბრძანებულებით შეიქმნა.
ეს `კომისია` რა `ფასს` დაადგენს ხომ გასაგებია არა?
FT პუბლიკაციის კომენტირებისას პუტინის პრეს-მდივნად წოდებულმა პესკოვმა ინფორმაცია 100% დაადასტურა; მისი კომენტარის არსი იყო: `მაშ რა გეგონათ სანქციები რომ შემოიღეთ ჩვენს წინააღმდეგო`.
მივაქციოთ ყურადღება, რომ თვითონ პუტინი პასუხობს პესკოვის პირით და არა ვთქვათ რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო ან თუნდაც პრემიერ-მინისტრი.
ზოგადად, 25 წლის განმავლობაში დასავლეთი უდიდესი ენთუზიაზმით დებდა ინვესტიციებს ჯერ ელცინის, შემდეგ პუტინის რუსეთში: ასეულობით მილიარდი `ჩაასხეს` და არ აქცევდნენ ყურადღებას, რას სჩადიოდა რუსეთი ახლო სამეზობლოში...... არ აქცევდნენ ყურადღებას, რა როლი ჰქონდა КГБ-ს მემკვიდრე რუსულ სპეცსამსახურებს (სხვათა შორს იმავე ელცინის ეპოქაში), რომლებმაც საბოლოოდ ძალაუფლების მწვერვალზე აიყვანეს ФСБ-შნიკი პუტინი.
ახლა კი უკვირთ, რომ მოსკოვი რა თქმა უნდა იყენებს იმ ერთადერთ ბერკეტს, რაც გააჩნია: `არ გაუშვას` ქვეყნიდან ეს მილიარდები უმტკივნეულოდ!
დაცინვაა, რომ იმავე განცხადებაში პესკოვი კვლავ მოუწოდებს დასავლეთს: რუსეთი ღიაა ინვესტიციებისთვის, მობრძანდითო.
აქ არის ერთი დიდი პარადოქსი კიდევ, რაზეც ნაკლებად ლაპარაკობენ: ელცინმაც და პუტინმაც მართლა შეუქმნეს დასავლურ კომპანიებს `მაქსიმალურად ხელშემწყობ გარემო` 25 წლის განმავლობაში იმ აზრით, რომ მათ ნაკლებად `აკოშმარებდა` რუსული `საგადასახადო` და რუსული ბიუროკრატიის კორუმპირებულობაც, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, დასავლურ კომპანიებს უფრო ეხმარებოდა, ვიდრე ხელს უშლიდათ, რაკი `მეტის გადამხდელები` იყვნენ ვიდრე რუსი კონკურენტები.
ანუ მაქსიმალური პრივილეგიები ჰქონდათ და ამან ბევრი გახრწნა, თუმცა ეს სხვა თემაა.
მთავარი კი ისაა, რომ ხსენებული `მაქსიმალური კეთილგანწყობის გარემო` მხოლოდ იმ პირობით მოქმედებდა (როგორც ახლა ირკვევა), რომ დასავლეთი თვალს დახუჭავდა ყველაფერზე, რასაც კრემლი ახლო სამეზობლოში აკეთებდა.
`დახუჭეს` კიდეც 2008 წელს.
ახლა (როცა მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა) ვეღარ დახუჭეს, სანქციები შემოიღეს და პუტინმაც აამოქმედა `ბერკეტი`.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
FIFA-ს გადაწყვეტილებით, 2034 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი....საუდის არაბეთში ჩატარდება.
ამათ არაფერი ეშველებათ.
გადაწყვეტილება რა თქმა უნდა პოლიტიკურია: საუდთა პრინც მუჰამედ ბინ სალმანის გავლენით, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება ახლო აღმოსავლეთში და გლობალური მასშტაბითაც.
ინგლისი, ფეხბურთის სამშობლო....... რამდენი წელია იხვეწება: მექსიკას უკვე მესამედ აძლევთ საშუალებას ჩაატაროს მუნდიალი (2026წ-ამერიკასთან და კანადასთან ერთად), რა იქნება მეორედ (1966წ) ჩავატაროო, მაგრამ....2018 წელს რუსეთს მიაკუთვნეს მასპინძლობა.