„რწმენისთვის თავშეწირულნი“ და ესკორტის გოგონები.
ერთი ამას შეხედეთ რა....
თვალებში შეხედეთ თუ შეძლებთ.
ეს არის მუჰამმად ათთა.
მძვინვარე ფანატიკოსი!
იმ 19 თვითმკვლელი ტერორისტის მეთაური, რომელმაც 2001 წლის 11 სექტემბერს ჩაიდინა „ათასწლეულის ტერაქტი“: გაიტაცეს 4 თვითმფრინავი (FBI-CIA შეუთანხმებლობის „წყალობით“) ორი თვითმფრინავი შეაჯახეს WTC ცათამბჯენებს, მესამე - პენტაგონს, მეოთხე თვითმფრინავს უმიზნებდნენ ან თეთრ სახლს ან კაპიტოლიუმს (ზუსტად ვერ დაადგინეს) მაგრამ მგზავრთა გმირობის წყალობით პენსილვანიაში ჩამოვარდა.
მთლიანობაში დაახლოებით 3 000 ადამიანი დაიღუპა.
„ათასწლეულის ტერაქტმა“ შეცვალა გეოპოლიტიკა, აიძულა ამერიკა შესულიყო ავღანეთში, დაეწყო მეორე ომი ერაყში და ა.შ.
ჰოდა თვალებში შეხედეთ მეთქი......გეკითხებით „შავი იუმორის“ სახით: აი ამის (!) თვითმფრინავში შეშვება შეიძლებოდა?
ამერიკული აეროპორტის თანამშრომელს „ეს“ უნდა შეეშვა თვითმფრინავში თუნდაც მხოლოდ იმის შედეგად, თვალს რომ მის მზერას შეაგებებდა?
ან ბარგი უფრო გულმოდგინედ მაინც არ უნდა დაესერჩა საოფისე ქაღალდის საჭრელი დანების ამოღებით?!
განა შეიძლება ქოფაკი შეუშვა თვითმფრინავში თუკი თუნდაც ეჭვი გაქვს, რომ ცოფიანია?
ასეთი გამოხედვა რომ აქვს, ის არსება ჯანმრთელია?
კითხვა არ უნდა გაგიჩნდეს?
მესმის, არარეალურს ვამბობ....
ოჰ ეს დასავლური პოლიტკორექტულობა.....
- - - - - - - - - - - - - - -
ოღონდ ამიტომ არ ვწერ.
არ ვამბობ, რომ ყველაზე მეტი მაქვს წაკითხული 9/11-ზე, მაგრამ....ასე ვიტყვი: იმ ამბავმა იმდენად შემძრა (ხუთჯერ ვარ ნამყოფი იმ ულამაზეს ბუმბერაზთა ობსერვატორიაში - NYC-ში ჩემი უსაყვარლესი ადგილი იყო-დ.) არა მგონია საქართველოში ვინმეს ჩემზე მეტი ჰქონდეს ამ თემაზე წაკითხული.
მათ შორის სახელმწიფო კომისიის სქელტანიანი დასკვნა, სადაც წამიდან-წამამდე, არათუ წუთიდან-წუთამდეა ზედმიწევნით ყველაფერი აღწერილი.
ჰოდა ყველაზე მეტად რამ დამაინტერესა იცით?
ირკვევა, რომ იმ 19 ტერორისტიდან რამდენიმემ, ვინც ბოსტონის სასტუმრის ერთ ნომერში ცხოვრობდნენ, ტერაქტის წინა ღამით(!).......ესკორტის გოგონები გამოიძახეს ტელეფონით.
არ გეჩვენებათ უცნაურად?
კი მაგრამ......ისლამისტი ფანატიკოსები იყვნენ ხომ? - „შეიჰიდები“...... თავშეწირულნი რწმენისთვის..... ვითომ თავს სწირავდნენ ურწმუნოთა ანუ უზნეოთა დასასჯელად და ა.შ.......ამ დროს კი ესკორტის გოგონები.......
თან ჯგუფურად (Group), ერთ ნომერში....(ჰმ).....
ბიბლიაც და ყურანიც ქალისა და მამაკაცის კდემამოსილებას ქადაგებს.
არც ერთში, არც მეორეში „ესკორტის გოგონებზე“ არაფერი წერია და..... თუმცა ბოსტონში მაგის მეტი რა არის....შენ ოღონდ ტელეფონის ყურმილი აიღე.....
სხვათა შორის, ყველანი იპოვნეს რასაკვირველია.
FBI და Secret service „ეს როგორ გამოგვეპარაო“ და.....ისე იყვნენ გაცოფებულნი, ცეცხლს აფრქვევდნენ, რკინას ღეჭდნენ --- იმ საწყალ გოგოებს სულ დეტალურად მოაყოლეს დაკითხვებზე......
მოკლედ, ბევრი ვიფიქრე, „რწმენისთვის თავშეწირულთა“ ეს აღვირახსნილობა რით ამეხსნა.
აბა რწმენაო?
ბოლოს ასეთ დასკვნამდე მივედი: მათი ინტენციის (ანუ შინაგანი განზრახვის) „აღმძრავი“ თავისთავად რწმენა კი არ იყო სინამდვილეში, არამედ.....სიძულვილი.
თან არა ზოგადი, იდეოლოგიზებული სიძულვილი „ურწმუნოთა“ „გიაურთა“ მიმართ, არამედ „გასაგნებული“ სიძულვილი...... კონკრეტულად ებრაელებისა და მათი მფარველი ამერიკის მიმართ.
იმდენად მძვინვარე სიძულვილი, რომ მზად იყვნენ თავი გაეწირათ, ოღონდ კი „ისინი“ გაემწარებინათ.
მე ვფიქრობ, ზოგადად ტერორიზმს რელიგიური რწმენა არ უდევს საფუძვლად.
მათ შორის არც ისლამური რწმენა.
ამას „პოლიტკორექტულობა“ არ მალაპარაკებს.
მართლა ასეა.